რა არის EigenLayer?
მთავარი
სტატიები
რა არის EigenLayer?

რა არის EigenLayer?

გამოქვეყნებული Mar 20, 2024განახლებული Jul 29, 2024
9m

მთავარი დეტალები

  • EigenLayer გახლავთ პროტოკოლი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საკუთარი ETH-ების განმეორებითი სტეიკინგის განხორციელების საშუალებს და ამით აუმჯობესებს Ethereum-ის Proof-of-Stake სისტემას.

  • EigenLayer-ის მიდგომის ფარგლებში გამოიყენება მოდულური უსაფრთხოების მოდელი, რაც აუმჯობესებს სტეიკინგში გამოყენებული ETH-ების მოქნილობის და ეფექტურობის დონეს, ისეთი კონცეფციის გამოყენებით, რომელსაც ეწოდება „განმეორებითი სტეიკინგის კოლექტივი“.

  • არსებული გამოწვევები მოიცავს სირთულის გაზრდილ დონეს, ცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს სტეიკინგის პულის უპირატესობის გამო და საიდუმლოდ შეთანხმებების საფრთხეს მოდულებზე დაფუძნებული დიზაინის ფარგლებში.

შესავალი

Ethereum-ის Proof-of-Work (PoW) მოდელიდან Proof-of-Stake (PoS) სისტემაზე გადასვლას განახლებების მთელი სერიის განხორციელება დასჭირდა. PoS-ში, მომხმარებლები ახორციელებენ საკუთარი ETH ტოკენების სტეიკინგს ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეალურად, ისინი ხდებიან ვალიდატორები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციების ვერიფიკაციას და უზრუნველყოფენ ქსელის უსაფრთხოებას. ქსელში მონაწილეობის სანაცვლოდ სტეიკერები ჯილდოებს იღებენ.

სტეიკინგში გამოყენებული ETH დროებით იბლოკება, რაც ზღუდავს მასზე წვდომას. სწორედ აქ იწყებს მოქმედებას EigenLayer, მისი ინოვაციური მიდგომით. ამ სტატიაში მოცემულია EigenLayer-ის მოკლე მიმოხილვა, ინფორმაცია მისი ძირითადი ფუნქციების, დადებითი და უარყოფითი მხარეების, ტრადიციულ სტეიკინგსა და EigenLayer სტეიკინგს შორის არსებული განსხვავებების შესახებ.

რა არის EigenLayer?

EigenLayer გახლავთ პროტოკოლი, რომელიც შექმნილია Ethereum-ის ბლოკჩეინზე. მას შემოაქვს კონცეფცია, სახელად „განმეორებითი სტეიკინგის კოლექტივი“, რაც ETH-ის სტეიკერებს Ethereum-ის ეკოსისტემის ფარგლებში არსებული აპლიკაციების მხარდაჭერის საშუალებას აძლევს.

EigenLayer ქმნის დინამიურ სავაჭრო ბაზარს დეცენტრალიზებული ნდობის მოდელის ჩამოყალიბების მიზნით. დეველოპერებს შეუძლიათ ისარგებლონ სტეიკერების კოლექტიური პულით უზრუნველყოფილი უსაფრთხოებით, ხოლო სტეიკერებს შეუძლიათ პარალელურად მხარი დაუჭირონ საკუთარი პროექტების განვითარებას.

როგორ მუშაობს EigenLayer?

მოდულები

EigenLayer-ს შემოაქვს მოდულური უსაფრთხოების მიდგომა. ის სტეიკერებს საკუთარი ETH-ების ქსელში არსებული კონკრეტული ფუნქციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. ზოგადად, ამ ფუნქციებს მოდულებს ვუწოდებთ.

მაგალითად, მოდული შეიძლება განკუთვნილი იყოს დეცენტრალიზებული შენახვის ფუნქციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა Arweave. ბლოკჩეინზე დაფუძნებულ თამაშებში, ზოგიერთი მოდულით ხდება თამაშშიდა ელემენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სხვები ხელს უწყობენ ნდობის დანერგვას ისეთი DeFi აპლიკაციების ფარგლებში, როგორიცაა Aave.

სმარტ კონტრაქტები

Ethereum-ის სტეიკერებს შეუძლიათ მათ მიერ სტეიკინგში გამოყენებული ETH-ის განმეორებითი სტეიკინგის განხორციელება EigenLayer-ის სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, რომელიც სთავაზობს მას უსაფრთხოების და ვალიდაციის სერვისების უახლეს პაკეტებს ქსელზე არსებულ კონკრეტულ მოდულებთან მიმართებაში. ამის განსახორციელებლად, EigenLayer-ის კონტრაქტებს ენიჭება დამატებითი შესაძლებლობა განსაზღვრონ კონკრეტული პირობები სტეიკინგში გამოყენებულ აქტივებთან მიმართებაში.

განმეორებითი სტეიკინგი 

EigenLayer-ის განმეორებითი სტეიკინგის განხორციელება შესაძლებელია ორი სხვადასხვა გზით: 

1. სოლო სტეიკინგი. მომხმარებლებს შეუძლიათ ამუშავონ საკუთარი ნოდები და აქტიურად განახორციელონ ტრანზაქციების ვალიდაცია მოდულებისთვის. ეს მეთოდი განკუთვნილია გამოცდილი მომხმარებლებისთვის.

2. დელეგირება. გარდა ამისა, EigenLayer იძლევა ქსელის ფარგლებში ნოდის ფუნქციონირების დელეგირების საშუალებას სხვა მონაწილეებთან მიმართებაში. ეს მოსახერხებელი ვარიანტია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი წვლილის შეტანა EigenLayer-ის სივრცეში და ამავდროულად, ტექნიკური ასპექტების თავიდან არიდება. 

სტეიკერების მრავალფეროვნება 

EigenLayer-ზე სათანადოდაა გააზრებული ის ფაქტი, რომ სტეიკერებს შესაძლოა გააჩნდეთ სხვადასხვა პრეფერენციები და შესაძლებლობები. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ფლობდეს მძლავრ კომპიუტერს, რომელიც სრულიად შესაფერისია სოლო სტეიკინგისთვის, სხვები კი შესაძლოა მეტ უპირატესობას ანიჭებდნენ მოხერხებულობას და შესაბამისად, დელეგირებას ირჩევდნენ. 

გარდა ამისა, სხვადასხვა სტეიკერისთვის შესაძლოა მისაღები იყოს რისკის სხვადასხვა დონე. EigenLayer მოდულებს საკუთარი მოთხოვნების კონკრეტული სტეიკერების შესაბამისად რეგულირების საშუალებას აძლევს, რითაც იქმნება უფრო მოქნილი ქსელი.

აქტიური ვალიდაციის სერვისები (AVS)

EigenLayer იყენებს აქტიური ვალიდაციის სერვისებს (AVS), რომლებიც წარმოადგენს სპეციალურ სერვისებს Ethereum ეკოსისტემისთვის, რომელიც საჭიროებს აქტიურ ვალიდაციას და მაღალი დონის უსაფრთხოებას. AVS შესაძლოა მოიცავდეს ისეთ მნიშვნელოვან აპლიკაციებს, როგორიცაა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმები, კროს-ჩეინ ხიდები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. AVS-ების მეშვეობით დეველოპერებს შეუძლიათ საკუთარი აპლიკაციებისთვის მიიღონ საჭირო უსაფრთხოება და ვალიდაცია განმეორებითი სტეიკინგის პულიდან, რაც მათ სერვისებს უფრო სანდოს და საიმედოს გახდის.

ტრადიციული სტეიკინგი და EigenLayer სტეიკინგის

EigenLayer არღვევს Ethereum-ის ტრადიციული სტეიკინგით დაწესებულ საზღვრებს და გვთავაზობს უნიკალურ მიდგომას საკუთარი „განმეორებითი სტეიკინგის კოლექტივის“ კონცეფციით. განვიხილოთ ძირითადი განსხვავებები ტრადიციულ და EigenLayer სტეიკინგის მოდელებს შორის.

ლიკვიდურობა

ტრადიციული სტეიკინგის შემთხვევაში, სტეიკინგში გამოყენებული ETH დროებით იბლოკება. დაბლოკვის პერიოდის დასრულებამდე, სტეიკერებს არ შეუძლიათ ზემოხსენებული ETH-ის გამოყენება. ამის საპირისპიროდ, ძირითადი ETH-ის სტეიკინგში გამოყენების პარალელურად, EigenLayer მომხმარებლებს მისი სხვა მიზნებით გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, სტეიკერებს მისი გამოყენება შეუძლიათ Ethereum-ზე შექმნილი სხვადასხვა აპლიკაციის უსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად.

მონაწილეობა და ჯილდოები

როდესაც საქმე ტრადიციულ სტეიკინგს ეხება, მასში მონაწილეობის მიღება პირდაპირი და მარტივი პროცესია. არსებითად, მომხმარებლები ბლოკავენ საკუთარ ETH-ს და იღებენ ჯილდოებს მათ მიერ არჩეული სტეიკინგის პროტოკოლის შესაბამისად. 

ამის საპირისპიროდ, EigenLayer გვთავაზობს მონაწილეობის უფრო ფართო არჩევანს. მომხმარებლებს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი სოლო სტეიკინგსა და დელეგირებას შორის. დელეგირება შესაძლოა უკეთესი ვარიანტი აღმოჩნდეს იმ მომხმარებლებისთვის, რომელნიც არ ფლობენ საკმარის ცოდნას კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში. 

გარდა ამისა, EigenLayer-ის სტეიკინგის შემთხვევაში არსებობს მეტი ჯილდოს მოპოვების შესაძლებლობაც. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფრო მაღალი საჭიროებების მქონე მოდულები უფრო დიდ ჯილდოებს სთავაზობენ იმ სტეიკერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას.

უსაფრთხოებაზე ორიენტირება

სტეიკინგის ტრადიციული მოდელის ფარგლებში, სტეიკინგში გამოყენებული ETH პირდაპირ ზემოქმედებს Ethereum-ის ბლოკჩეინის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე. EigenLayer სტეიკინგის შემთხვევაში კი უსაფრთხოება ხდება მოდულური. მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ Ethereum-ის ეკოსისტემის ფარგლებში არსებული კონკრეტული მოდულების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. მოდულის ზოგადი უსაფრთხოება ძირითადად დამოკიდებულია სტეიკინგის საერთო სიმძლავრეზე, რომელიც მისკენაა მიმართული.

EigenLayer-ის Airdrop

EigenLayer-ების airdrop-ები სხვადასხვა სეზონზე ხორციელდება, თითოეული მათგანი შედგება ერთი ან რამდენიმე ფაზისგან. საერთო ჯამში, EigenLayer-ის მიერ ყველა სეზონისთვის გამოიყო EIGEN ტოკენების მთლიანი მარაგის 15%.

სეზონი 1 ფაზა 1

EigenLayer-ის airdrop კამპანიის 1-ელი სეზონი დაიწყო 2024 წლის 10 მაისს, ტოკენების ჯამური მარაგის 6,7%-ით. მისი მოთხოვნა შესაძლებელი იქნება 2024 წლის 7 სექტემბრამდე.

პირველი snapshot განხორციელდა 2024 წლის 15 მარტს. ბონუს airdrop-ებით ტოკკენები განაწილდა იმ მომხმარებლებზე, რომლებმაც განახორციელეს ETH-ის ან LST-ების განმეორებითი სტეიკინგი EigenLayer-ზე 15 მარტიდან 29 აპრილამდე.

airdrop-ის პირველ ფაზაში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად, მომხმარებლებს უნდა დაეკმაყოფილებინათ კონკრეტული კრიტერიუმები, როგორიცაა:

  • LRT ტოკენების ფლობა ან სტეიკინგში გამოყენება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

  • აქტიური მონაწილეობა EigenLayer-ის მართვის პროცესებში.

  • EigenLayer-ის მოდულების განვითარების ან ტესტირების პროცესების ხელშეწყობა.

  • საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობა, როგორიცაა EigenLayer-თან დაკავშირებულ ფორუმებში, სოციალურ ქსელებში მიმდინარე განხილვებში მონაწილეობა.

სეზონი 1 ფაზა 2

1-ელი სეზონის მე-2 ფაზის airdrop-ში მონაწილეობის უფლება აქვთ DeFi მომხმარებლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ისეთ პლატფორმებზე მიმდინარე პროცესებში, როგორიცაა Kelp, Pendle, Equilibrium და ა.შ., 2024 წლის 15 მარტამდე. ამ ფაზის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ქსელის ერთგული მხარდამჭერები და ადრეული მონაწილეები, რითაც მოხდა საზოგადოების ჩართულობის და პროცესებში მონაწილეობის წახალისება.

Airdrop-ში მონაწილეობის მისაღებად, მომხმარებლებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ EigenLayer-ის განმეორებითი სტეიკინგის პროგრამის საწყის ფაზაში, ან უნდა ყოფილიყვნენ პროტოკოლის ერთგული მხარდამჭერები. მონაწილეობის მისაღებად შესაძლოა საჭირო ყოფილიყო ისეთი სპეციფიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება, როგორიცაა LRT ტოკენების ფლობა ან სტეიკინგში გამოყენება, ქსელზე მიმდინარე აქტივობებში მონაწილეობა ან ჩართულობა მართვის პროცესებში.

როგორ ხდება EigenLayer-ის airdrop-ების მოთხოვნა

უფრთხილდით ყალბ ვებსაიტებს და ფიშინგ-თავდასხმებს. დარწმუნდით, რომ იყენებთ ოფიციალურ ვებსაიტებს და არხებს.

შესაბამის მომხმარებლებს airdrop-ის ფარგლებში მიღებული ტოკენების მოთხოვნა შეუძლიათ EigenLayer-ის პლატფორმის მეშვეობით. ეს პროცესი მოიცავს საფულის დაკავშირების, მონაწილეობის უფლების დადასტურების და სხვა საფეხურებს.

2024 წლის ივნისის მონაცემებით, შეუძლებელია პირველი airdrop-ით განაწილებული EIGEN ტოკენების გადარიცხვა, თუმცა შესაძლებელია მათი სტეიკინგში გამოყენება ან დელეგირება მათი მოთხოვნის შემდეგ.

სეზონი 2

EigenLayer Foundation-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მე-2 სეზონი უკვე დაწყებულია და ამ სეზონის airdrop-ები გაიცემა ეკოსისტემის მონაწილეებზე, რომლებმაც განახორციელეს განმეორებითი სტეიკინგი 15 მარტის snapshot-ის შემდეგ. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი დეტალური ინფორმაცია მე-2 სეზონის განაწილებასთან დაკავშირებით.

EigenDA-ს უსაფრთხოების გაუმჯობესება

2024 წლის ივნისში EigenLayer-ის მიერ მოხდა EgenDA-ს – მისი დეცენტრალიზებული აპლიკაციის (DApp) პლატფორმის – უსაფრთხოების გაუმჯობესება Sybil და DDoS თავდასხმებისგან დაცვის ზომების დანერგვის მიზნით.

Sybil თავდასხმების პრევენცია: Sybil თავდასხმების დროს, არაკეთილსინდისერი მიზნებით მოქმედი პირი ქმნის რამდენიმე ყალბ ანგარიშს ქსელზე უპირატესობის მოპოვების მიზნით. EigenLayer-ის გაუმჯობესებული უსაფრთხოების დონე მოიცავს ვინაობის ვერიფიკაციის უფრო მკაცრ ზომებს და მავნებლური აქტივობების ამოცნობის და პრევენციის მექანიზმებს.

DDoS თავდასხმების რისკების შემცირება: Distributed denial-of-service (DDoS) თავდასხმების მიზანია ქსელის დაზიანება მისი გადატვირთვით, რაც იწვევს სერვისის ხარვეზებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად EigenLayer-მა შემუშავა ტრაფიკის ფილტრაციის და სიხშირის შემზღუდველი მძლავრი მექანიზმები. ამ მექანიზმების მეშვეობით ხდება ლეგიტიმური ტრაფიკის პრიორიტიზება და მავნებლური ტრაფიკის ეფექტურად დაბლოკვა, რაც EigenDA პლატფორმის ხელმისაწვდომობას და ეფექტურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

მუდმივი მონიტორინგი: ამ ყველაფერთან ერთად EigenLayer-მა შეიმუშავა მუდმივი მონიტორინგის და საფრთხის ამოცნობის სისტემები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების პროაქტიულად ამოცნობის და მათზე რეაგირების მიზნით. ეს მოიცავს ქსელის ტრაფიკის ანალიზს რეალურ დროში, ანომალიების აღმოჩენას და ინციდენტებზე სწრაფ რეაგირებას, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო რისკის აღმოსაფხვრელად.

EigenLayer-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

1. უსაფრთხოების გაუმჯობესებული დონე DApp-ებისთვის. სხვადასხვა მოდულებში ვალიდატორების პულის გამოყენებით, EigenLayer აუმჯობესებს ამ მოდულებზე შექმნილი დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) ზოგადი უსაფრთხოების დონეს. ეს ქმნის უფრო სანდო გარემოს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იყენებენ DApp-ებს.

2. ტესტირების პლატფორმა. EigenLayer მოქმედებს როგორც Ethereum-ის ახალი ფუნქციების ტესტირების და ვალიდაციის პლატფორმა, მათ mainnet-ზე გაშვებამდე. ეს დეველოპერებს ისეთი ინოვაციური იდეების გამოცდის საშუალებას აძლევს, როგორიცაა დანკშარდინგი, რომელიც წარმოადგენს Ethereum-ის Cancun განახლების ძირითად ელემენტს.

3.ნებართვის საჭიროების არმქონე ინოვაცია. დეველოპერებს აღარ სჭირდებათ საკუთარი ვალიდატორების ჯგუფის შექმნა მათი აპლიკაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ ისარგებლონ EigenLayer-ის მიერ განმეორებითი სტეიკინგის ფარლებში შემოთავაზებული სანდო ვალიდატორების უკვე არსებული პულით. როგორც წესი, ეს ამცირებს ქსელში ჩართვის ბარიერებს დეველოპერებისთვის და ხელს უწყობს მეტი ინოვაციის დანერგვას Ethereum-ზე.

უარყოფითი მხარეები

1. სირთულე. EigenLayer ქმნის სირთულის ახალ დონეს Ethereum-ის ეკოსისტემაში. განმეორებითი სტეიკინგის მუშაობის პრინციპის გააზრება, მონაწილეობის მისაღებად სწორი მოდულების არჩევა და ტექნიკური ასპექტების მართვა (სოლო სტეიკერების შემთხვევაში) შესაძლოა არც ისე მარტივი აღმოჩნდეს ზოგიერთი მომხმარებლისთვის.

2. ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული რისკები. მიუხედავად იმისა, რომ EigenLayer ცდილობს ნდობის დეცენტრალიზებული მოდელის დანერგვას, შესაძლოა ასპარეზზე გამოვიდეს რამდენიმე დომინანტი სტეიკინგის პული, რაც გამოიწვევს გარკვეული დონის ცენტრალიზაციას განმეორებითი სტეიკინგის ეკოსისტემაში.

3. საიდუმლო შეთანხმებების საფრთხე მოდულური სისტემის ფარგლებში. ​​EigenLayer-ის მოდულური დიზაინი გვთავაზობს მოქნილობას, თუმცა ასევე ქმნის არაკეთილსინდისიერი გზით მოქმედ რამდენიმე მოდულის მაკონტროლებელ პირებს შორის საიდუმლო შეთანხმებების საფრთხეს.

შეჯამება

EigenLayer-ის „განმეორებითი სტეიკინგის კოლექტივი“ ფუნქციონირებს როგორც დეცენტრალიზებული ნდობის მოდელთან მიმართებაში ცვლილებების განხორციელების პოტენციური ხელშემწყობი. ინოვაციების ნდობის საჭიროების გარეშე დანერგვის შესაძლებლობის და Ethereum-ის ფუნქციების ტესტირების სივრცის შექმნით, EigenLayer უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მძლავრი, უსაფრთხო და მასშტაბირებადი დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის საქმეში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს მოსაზრებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.