TL;DR
მზარდი პოპულარობის მიუხედავად, Bitcoin მაინც ნაკლებად ცნობილია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სმენია კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შესახებ, მათთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს უამრავი მითი და მცდარი შეხედულება.
ამ სტატიის მიზანია Bitcoin-თან დაკავშირებული რამდენიმე გავრცელებული მითის დამსხვრევა. ჩვენ განვიხილავთ Bitcoin-ის ტრანზაქციების გამჭვირვალობას, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბლოკჩეინის ანალიტიკის გამოყენებას, Bitcoin-ის ზემოქმედებას გარემოზე და სხვა საკითხებს.
შესავალი
2009 წელს მისი შექმნის დღიდან, Bitcoin განაგრძობს ზრდას და ხალხის ყურადღების მიპყრობას მთელს მსოფლიოში. თუმცა, მისი პოპულარობის ზრდასთან ერთად, ასევე გაჩნდა მასთან დაკავშირებული რამდენიმე მითი და მცდარი შეხედულება. ამ სტატიაში, ჩვენ ვაპირებთ დავამსხვრიოთ Bitcoin-თან დაკავშირებული ტოპ 15 მითი და გაგაცნოთ რეალური სურათი.
მითი 1: Bitcoin არის ანონიმური და იდეალური საშუალება კრიმინალებისთვის
გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, Bitcoin-ის ტრანზაქციები ფსევდოანონიმურია და არა სრულად ანონიმური. Bitcoin-ის საფულის მისამართების უმეტესობაზე არ არის მითითებული სახელი, თუმცა მისი მეშვეობით განხორციელებული ყველა ტრანზაქცია იწერება ბლოკჩეინში, რაც წარმოადგენს გამჭვირვალე და საჯარო ლეჯერს. ეს გამჭვირვალობა ამცირებს კრიმინალების მიერ შეუმჩნევლად მოქმედების ალბათობას. სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად იყენებენ ბლოკჩეინის ანალიტიკას უკანონო ქმედებების გამოსავლენად, რაც გამოიხატა ბევრ წარმატებულ სამართლო საქმეში.
მითი 2: Bitcoin არის პონცის სქემა
Bitcoin-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც პონცის სქემას, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. პონცის სქემა გულისხმობს ახალი ინვესტორებისგან მიღებული სახსრებით არსებული ინვესტორების დავალიანების დაფარვას, რა დროსაც ორგანიზატორი ითვისებს შეგროვებული თანხის დიდ ნაწილს. Bitcoin კი არის დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, რომელსაც რეალური დანიშნულება აქვს. ყველა ფინანსურ სექტორში არსებობს თაღლითური პროექტები, თუმცა ამის გამო მთელი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის პონცის სქემად აღქმა შეცდომაა, რაც ზედმეტად ამარტივებს რეალურ სიტუაციას.
მითი 3: Bitcoin მავნეა გარემოსთვის
მცდარი შეხედულება, რომ Bitcoin-ს ზიანი მოაქვს გარემოზე, გამომდინარეობს მისი მაინინგის პროცესიდან, რაც მოიხმარს დიდი რაოდენობით ენერგიას. თუმცა, Bitcoin-ის ენერგიის მოხმარების შედარება ტრადიციულ ფინანსურ სისტემებთან ან საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, ხშირად არ ასახავს რეალურ სურათს. ბლოკჩეინის ქსელები მოიხმარს ნაკლებ ენერგიას ტრადიციული ფინანსურ სისტემებთან შედარებით. გარდა ამისა, იზრდება მაინინგის პროცესში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება.
Galaxy Digital-ის 2021 წლის კვლევის ანგარიშის თანახმად, 100 წამყვანი გლობალური ბანკის მონაცემთა ცენტრების მიერ ენერგიის მოხმარება ორჯერ აღემატება Bitcoin-ის ქსელების მიერ ენერგიის მოხმარებას. უფრო მეტიც, მსოფლიო ბანკისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებების თანახმად, ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების დროს, მისი წლიური დანაკარგი 19,4-ჯერ აღემატება Bitcoin-ის ბლოკჩეინის მიერ გამოყენებულ ენერგიას იმავე პერიოდის განმავლობაში.
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ სტატია მითი, რომ კრიპტო მავნეა გარემოსთვის.
მითი 4: Bitcoin განკუთვნილია მხოლოდ ტექნიკური უნარების მქონე ადამიანებისთვის
Bitcoin ხშირად აღიქმება, როგორც მხოლოდ ტექნიკური ენთუზიასტებისთვის ხელმისაწვდომი კომპლექსური ტექნოლოგია. სინამდვილეში, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა Bitcoin-ის საფულეებისა და ბირჟების უმეტესობის მომხმარებლის ინტერფეისი. ასევე იზრდება მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები პროდუქტებისა და სახელმძღვანელოების რაოდენობა, რაც კრიპტოვალუტას ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა დონის გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის.
მითი 5: Bitcoin-ს არ გააჩნია რეალური ღირებულება
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ Bitcoin-ს არ გააჩნია რეალური ღირებულება და ის არის სპეკულაციური აქტივი, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი რაიმე ფიზიკური ქონებით. თუმცა, Bitcoin-ის რეალური ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ის წარმოადგენს ფულის დეცენტრალიზებულ ფორმას უსაზღვრო შესაძლებლობებით. მის რეალურ ღირებულებას განაპირობებს მისი შეზღუდული მარაგი, ცენზურისგან დაცვა და პოტენციალი იყოს დანაზოგის საშუალება. რაც უფრო მეტი ადამიანი და დაწესებულება აღიარებს მის ამ თვისებებს, უფრო ნათელი გახდება, თუ რა ფასეულობის შემოთავაზება შეუძლია Bitcoin-ს.
მითი 6: Bitcoin ძალიან არასტაბილურია პრაქტიკული გამოყენებისთვის
Bitcoin-ის ფასის მერყეობა ადრე შეშფოთების საგანი იყო, რის გამოც ბევრ ადამიანს შეეპარა ეჭვი მის სიცოცხლისუნარიანობაში. თუმცა, ბაზრის განვითარების პარალელურად, მერყეობა თანდათან მცირდება და იზრდება მისი ინსტიტუციურ დონეზე დანერგვა. გარდა ამისა, ტრადიციულ ვალუტებზე მიბმული სტეიბლკოინები გვთავაზობს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების ნაკლებად მერყევ ვარიანტს.
მითი 7: Bitcoin არის „ფინანსური საპნის ბუშტი“, რომელიც მალე გასკდება
გავრცელებულია მოსაზრება, რომ Bitcoin არის „ფინანსური საპნის ბუშტი“, რომელიც ადრე თუ გვიან გასკდება. Bitcoin-ის ფასის რყევის მიუხედავად, მისი აღქმა „საპნის ბუშტად“ ზედმეტად ამარტივებს მის როლს ფინანსურ სფეროში. წლების განმავლობაში, Bitcoin-მა გამოავლინა გამძლეობა და დღემდე აქტიურია ბაზრის მრავალი კორექტირების მიუხედავად. მისი პოპულარობის ზრდა და ძირითად ფინანსურ სისტემებში ინტეგრაცია მიუთითებს იმაზე, რომ Bitcoin უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წარმავალი სპეკულაციური ბუშტი.
მითი 8: Bitcoin-ს აკონტროლებს ერთი სუბიექტი
ზოგი თვლის, Bitcoin-ს აკონტროლებს ერთი სუბიექტი ან ჯგუფი, რომლებიც მანიპულირებენ მისი ფასით და ოპერაციებით. სინამდვილეში, Bitcoin მუშაობს ნოდების და მაინერების დეცენტრალიზებულ ქსელის მეშვეობით, რაც გამორიცხავს ერთი სუბიექტის მიერ კონტროლის მოპოვებას. ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის მექანიზმით, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიულ და გამჭვირვალე მმართველობის სტრუქტურას.
მითი 9: Bitcoin-ს იყენებენ მხოლოდ არაკანონიერი საქმიანობისთვის
Bitcoin-ის ადრეულმა ასოციაციამ „Silk Road“ სავაჭრო ბირჟასთან გააძლიერა მითი, რომ მას ძირითადად იყენებენ არაკანონიერი საქმიანობისთვის. თუმცა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამჭვირვალე ბუნება ნაკლებად ეფექტური ინსტრუმენტია იმ კრიმინალებისთვის, რომლებიც ცდილობენ ანონიმურად დარჩენას. სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად ადევნებენ თვალყურს და დევნიან უკანონო ქმედებებში ჩართულ პირებს მსოფლიოს მასშტაბით, რითიც არღვევენ მითს, რომ Bitcoin კრიმინალთა თავშესაფარია.
მითი 10: Bitcoin-ს ჩაანაცვლებს ალტკოინები
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ალტკოინის მიზანია Bitcoin-ის დომინირების დასრულება, ვერც ერთმა ვერ შეძლო მისი, როგორც წამყვანი კრიპტოვალუტის ჩანაცვლება. Bitcoin-ის მდგრადობას ხელს უწყობს ინოვატორის უპირატესობა და დამკვიდრებული ქსელის ეფექტი. ალტკოინებმა შეიძლება შემოგთავაზონ სხვადასხვა ფუნქციები ან გამოყენების გზები, თუმცა Bitcoin-ის დეცენტრალიზაცია და ღირებულების უნიკალური მექანიზმი უნარჩუნებს მას მნიშვნელობას კრიპტო სივრცეში.
მითი 11: Bitcoin ძალიან ძვირია რიგითი ინვესტორებისთვის
ბევრს მიაჩნია, რომ Bitcoin-ში ინვესტიცია მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს, რის გამოც ის არ არის ხელმისაწვდომი რიგითი ინვესტორებისთვის. თუმცა, შესაძლებელია Bitcoin-ის ნაწილებად დაყოფა და ინვესტორებს შეუძლიათ შეიძინონ BTC-ის მცირე ნაწილები, რისი წყალობითაც მისი შეძენა შეუძლია ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე პირს. კრიპტოვალუტის ბირჟების განვითარება გვთავაზობს მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ინტერფეისებს, კიდევ უფრო ამარტივებს ინვესტიციის პროცესს და იზიდავს უფრო მეტ ადამიანს.
მითი 12: Bitcoin-ის ტრანზაქციები ნელი და ძვირია
კრიტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ Bitcoin-ის ტრანზაქციები ნელი და ძვირია, განსაკუთრებით ქსელის მაღალი აქტივობის პერიოდში. თუმცა, Lightning Network-ის მსგავსი ინოვაციები იძლევა ტრანზაქციების უფრო სწრაფად და იაფად განხორციელების საშუალებას off-chain ანგარიშსწორების მეშვეობით. Bitcoin-ის განვითარების ერთ-ერთი მიზანია მისი მასშტაბირებადობის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს, რომ ის მომავლშიც იქნება ეფექტური და ხელმისაწვდომი ტრანზაქციების განხორციელების პრაქტიკული საშუალება.
მითი 13: Bitcoin მხოლოდ სპეკულაციური აქტივია
მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-მა ყურადღება მიიპყრო, როგორც სპეკულაციურმა აქტივმა, მისი გამოყენების გზები სცილდება ინვესტირების საზღვრებს. Bitcoin-ის დეცენტრალიზებული ბუნება, უსაფრთხოების მახასიათებლები და ცენზურისგან დაცვა მას ფინანსური ჩართულობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების სასარგებლო ინსტრუმენტად აქცევს. გლობალურ ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობის ფონზე, იზრდება Bitcoin-ის, როგორც ინფლაციისგან და მთავრობის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებისგან დაცვის მექანიზმის როლი.
მითი 14: Bitcoin წარმავალი ტრენდია
ზოგიერთის აზრით, Bitcoin წარმავალი ტრენდია და მის პოპულარობა მხოლოდ დროებითი აჟიოტაჟის შედეგია. თუმცა, Bitcoin-ის ათწლეულზე გრძელი ისტორია და მზარდი ინსტიტუციური დანერგვა, ეჭვქვეშ აყენებს ამ მოსაზრებას. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის უწყვეტი განვითარება და კრიპტოვალუტების ინტეგრაცია ტრადიციულ ფინანსურ სისტემებში მიუთითებს იმაზე, რომ Bitcoin კიდევ დიდხანს იქნება ჩვენ გვერდით.
მითი 15: Bitcoin-ს არ აქვს პრაქტიკული დანიშნულება
იმ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ Bitcoin-ის გამოყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში დღითიდღე იზრდება, რაც ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ Bitcoin-ს პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია. Bitcoin ასრულებს დანაზოგის ფუნქციას, გამოიყენება გაცვლის საშუალებად და იყენებს ინფლაციისგან დაცვის მექანიზმს. გარდა ამისა, ბლოკჩეინის ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას მომარაგების ჯაჭვის მართვის გამჭვირვალე სისტემის შექმნისთვის, უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის და ფინანსური ჩართულობის ინოვაციური მიდგომების შემუშავებისთვის.
შეჯამება
თუ თქვენ გსურთ Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტის ნამდვილი ბუნების გაგება, საჭიროა Bitcoin-თან დაკავშირებული მითების დამსხვრევა. Bitcoin-ის დეცენტრალიზებული, უსაფრთხო და გამჭვირვალე ფუნქციები მას ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტად აქცევს. Bitcoin-ის ეკოსისტემაში ინფორმირებული მონაწილეობისთვის, აუცილებელია კრიპტო სივრცესთან დაკავშირებული მითებისა და რეალობის გამიჯვნა.
დამატებითი საკითხავი
Bitcoin-ის ჰალვინგის თარიღი: რა ხდება Bitcoin-ის ჰალვინგის შემდეგ?
5 გზა თქვენი Binance-ის ანგარიშის უსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.