წერტილოვანი დიაგრამა გახლავთ მარტივი სტრუქტურის მქონე დიაგრამა, სადაც თითოეული მონაცემი ასახულია წერტილის სახით. ეს არის ეფექტური საშუალება კლასტერების, სხვაობების და ინდივიდუალური მაჩვენებლების ამოსაცნობად. წერტილების თანმიმდევრულად დალაგებით წერტილოვანი დიაგრამა გვიჩვენებს, თუ რამდენად ხშირად ფიქსირდება კონკრეტული ღირებულება. ეს ინსტრუმენტები განსაკუთრებით სასარგებლოა დიდი მოცულობის მონაცემების ასახვისთვის.
როგორც წესი, წერტილოვანი დიაგრამები შედგება ორი ნაწილისგან: ღირებულებების ან კატეგორიების ამსახველი ღერძი და წერტილები, რომლითაც მონიშნულია თითოეული მონაცემი. თითოეული წერტილი მიუთითებს იმაზე, თუ რომელ მაჩვენებელს შეესაბამება თითოეული მონაცემი. ვინაიდან ეს ნახაზები გამოირჩევა მარტივი სტრუქტურით, ისინი უფრო ხშირად გამოიყენება შედარებით მცირე მოცულობის მონაცემების ასახვისთვის. დიდი მოცულობის მონაცემების ასახვისას შედარებით რთულდება დიაგრამის მეშვეობით საჭირო ინფორმაციის მიღება.
არსებობს ორი ძირითადი ტიპის წერტილოვანი დიაგრამა:
ინვესტორები, ტრეიდერები, ანალიტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები მუდმივად აკვირდებიან ზემოხსენებული Fed-ის წერტილოვანი დიაგრამის მონაცემებს, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია ეკონომიკური მდგომარეობის სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება Fed-ის საერთო მოსაზრების საფუძველზე.
ქვემოთ მოცემულია Fed-ის 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული წერტილოვანი დიაგრამის მაგალითი, რომლის მეშვეობითაც ასახულია ეკონომიკური პროგნოზების შეჯამება. დიაგრამა ასახავს FOMC-ის წევრების შეფასებას მონეტარული პოლიტიკის შესახებ სამომავლო საპროცენტო განაკვეთებისთვის.
Fed-ის წერტილოვანი დიაგრამის მეშვეობით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ზეგავლენას ახდენს როგორც ფინანსური, ისე მომხმარებელთა სექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. გარდა ამისა, ის დიდ ზეგავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებზე, რაც მოიცავს კრიპტოვალუტების ბაზრებსაც.
კონკრეტულ დონეზე წერტილების ჯგუფის დაფიქსირების შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის Fed-ის მიერ განსაზღვრული სამომავლო საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგნოზები შესაძლოა შეიცვალოს ეკონომიკური მონაცემების განახლების და გარე პროცესების შედეგად, ზოგადი ტენდენციისთვის თვალის დევნება გარკვეულწილად მაინც უწყობს ხელს პროცესების უფრო ეფექტურად წარმართვას.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, წერტილების განთავსების პოზიციების შემოწმების შემდეგ მომხმარებლებს შეუძლიათ ივარაუდონ, გაიზრდება თუ შემცირდება საპროცენტო განაკვეთები მომავალში. თითოეული წერტილი ასახავს FOMC-ის წევრის მოსაზრებას, თუმცა მედიანის მონაცემებით შესაძლებელია საერთო ინფორმაციის მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ არ არის რეკომენდებული Fed-ის წერტილოვანი დიაგრამის ერთადერთ ინსტრუმენტად გამოყენება სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრისთვის, ის სასარგებლო ინსტრუმენტია სამომავლო ცვლილებებისთვის მომზადების თვალსაზრისით.
წერტილოვანი დიაგრამები მარტივი სტრუქტურის მქონე, თუმცა ეფექტური ინსტრუმენტებია, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მონაცემთა მარტივი ვიზუალიზაცია. Fed-ის წერტილოვანი დიაგრამაც სწორედ ამ საბაზისო იდეის საფუძველზეა შექმნილი, მისი მეშვეობით ხდება საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული პროგნოზების ასახვა. ის ინვესტორებს და საჯარო პირებს სავარაუდო ეკონიმიკური ცვლილებების პროგნოზირების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი და მისი მონაცემები არ გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, მისი მეშვეობით შესაძლებელია ფინანსური პოლიტიკის მიახლოებითი სამომავლო მონაცემების განსაზღვრა.
ეს ტერმინი აღნიშნავს პოლიტიკას, რომლის შემუშავება და დანერგვაც ხდება მთავრობების მიერ ქვეყანაში ფულის მასის...
Soft landing არის სიტუაცია, რა დროსაც ეკონომიკის სწრაფი ზრდის პერიოდის შენდეგ ხდება ზრდის ტემპის ეტაპობრივა...
საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა გულისხმობდეს თანხის სესხების ღირებულებას, ან ინვესტიციის განხორციელების შედეგ...