საბაზისო სამომხმარებლო ფასების ინდექსი (საბაზისო სფი) გამორიცხავს საკვები პროდუქტებისა და კომუნალური სერვისების მერყევ ფასებს და წარმოადგენს მაჩვენებელს, რომელსაც ცენტრალური ბანკები პოლიტიკის განსაზღვრისას ყველაზე მეტად აკვირდებიან.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) მეშვეობით განისაზღვრება კონკრეტული პროდუქტების და სერვისების ფასების საშუალო ცვლილება დროის კონკრეტული მონაკვეთისთვის. ამისათვის ხდება წარმომადგენლობითი სამომხმარებლო კალათის შერჩევა. ეს კალათი მოიცავს ყველაზე ხშირად შეძენილ საყოფაცხოვრებო ნივთებს, საკვებს, ტანსაცმელს, სატრანსპორტო მომსახურებას, სამედიცინო და გასართობ სერვისებს. აღნიშნული მეთოდების მეშვეობით განისაზღვრება ფასების და სერვისების ღირებულების ზრდის ზოგადი დონე, რაც ზეგავლენას ახდენს მსყიდველობით უნარზე.
სხვადასხვა ქვეყანა და სტატისტიკური სააგენტო პერიოდულად აქვეყნებს საკუთარ სამომხმარებლო ფასების ინდექსის მონაცემებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომის სტატისტიკის ბიურო (BLS) ყოველთვიურად გამოსცემს ქალაქის მაცხოვრებლების ჯამურ სამომხმარებლო ფასების ინდექსს (CPI-U), რომლის გამოსათვლელადაც ხდება დაახლოებით 80 000 ფასის ერთეულზე დაკვირვება 75 ურბანულ ზონაში. სხვა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მსგავს ინდექსებს განსხვავებული სახელწოდებებით აქვეყნებენ, თუმცა მათი ძირითადი მეთოდოლოგია დიდწილად იდენტურია: შეწონილი კალათა, საბაზისო პერიოდი და პერიოდული შერჩევა.
სხვა, გავრცელებული მიდგომები მოიცავს სოციალური დაზღვევის შეღავათების რეგულირებას, სუბსიდირებული შემოსავლების კორექტირებას, შრომით ხელშეკრულებებში ხელფასების ზრდის ორიენტირების დადგენას და ნომინალური ეკონომიკური მონაცემების (მაგალითად, მშპ-ის) დეფლირებას რეალური, ინფლაციის დონის შესაბამისი მაჩვენებლების მისაღებად.
სფი-ს გამოთვლა ხდება საბაზისო პერიოდის მნიშვნელობის საფუძველზე, რომელიც, როგორც წესი, განისაზღვრება რიცხვი 100-ით. ყოველი შემდგომი პერიოდისთვის კი შემდეგი ფორმულა გამოიყენება:
სფი = (კალათის ღირებულება მიმდინარე პერიოდისთვის / კალათის ღირებულება საბაზისო პერიოდისთვის) × 100
შემდეგი მაგალითი პირობითად შედგენილი კალათის საფუძველზე გვიჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესი ათწლიან პერიოდში:
წელი | კალათის ღირებულება | სფი |
2015 | 100 აშშ დოლარი | 100 |
2016 | 102 აშშ დოლარი | 102 |
2017 | 104 აშშ დოლარი | 104 |
2018 | 107 აშშ დოლარი | 107 |
2019 | 109 აშშ დოლარი | 109 |
2020 | 110 აშშ დოლარი | 110 |
2021 | 115 აშშ დოლარი | 115 |
2022 | 124 აშშ დოლარი | 124 |
2023 | 129 აშშ დოლარი | 129 |
2024 | 133 აშშ დოლარი | 133 |
ნებისმიერ ორ პერიოდს შორის ინფლაციის ან დეფლაციის ტემპის გამოსათვლელად გამოიყენება შემდეგი ფორმულა:
ინფლაციის ტემპი = ((სფი მე-2 პერიოდში - სფი 1-ელ პერიოდში) / სფი 1-ელ პერიოდში) × 100
ზემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით: 2021 წლიდან 2022 წლამდე ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 7,8%-ით გაიზარდა ((124 - 115) / 115 × 100). ილუსტრაციის მიზნით წარმოდგენილი აღნიშნული მოდელი ზოგადად ასახავს იმ პერიოდში აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) რეალურ მკვეთრ ზრდას, რაც გამოწვეული იყო პანდემიის შემდგომი მომარაგების ჯაჭვის ხარვეზებითა და ეკონომიკის სტიმულირებასთან დაკავშირებული ხარჯებით.
საერთო სფი მოიცავს მთლიან სამომხმარებლო კალათას, საკვები პროდუქტებისა და კომუნალური სერვისების ჩათვლით. აღნიშნული კატეგორიები, როგორც წესი, გამოირჩევა ფასების მერყეობით და იცვლება სეზონური მოთხოვნის, გეოპოლიტიკური მოვლენებისა თუ მიწოდების შოკის ზეგავლენით. საბაზისო სფი გამორიცხავს საკვები პროდუქტებისა და კომუნალური სერვისების მონაცემებს და გვაწვდის უფრო მკაფიო ინფორმაციას ფასების ძირითადი ტენდენციების შესახებ.
სფი ანგარიშები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიპტო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებში მონაწილე პირებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ციფრული აქტივების ფასებზე დიდ ზეგავლენას ახდენს საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული მოლოდინები, სფი-ს მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც წესი, მიანიშნებს, რომ განაკვეთების შემცირების ალბათობა იკლებს. ამან კი შესაძლოა მოკლევადიანი შეფერხებები გამოიწვიოს შედარებით მაღალ რისკებთან დაკავშირებული აქტივებისთვის და მათ შორის, კრიპტოვალუტებისთვისაც.
2025 წელს აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით 2,6% შეადგინა, რაც საგრძნობი კლებაა 2022-2023 წლების პიკურ ნიშნულებთან შედარებით, თუმცა აღემატება ფედერალური რეზერვის 2%-იან სამიზნე ნიშნულს. 2026 წლის აპრილში სფი-ს წლიური მაჩვენებელი 3,8%-ით გაიზარდა, რაზეც ძირითადად კომუნალური სერვისების ფასებმა იმოქმედა, ხოლო ყოველივე ამან უახლოეს პერიოდში საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინები შეამცირა. სფი-ს მაჩვენებლების საპროცენტო განაკვეთების შესახებ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება კრიპტო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებში ჩართულ პირებს ეხმარება მაკროეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული ფასების ცვალებადობის კონტექსტის უკეთ აღქმაში.
სფი წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს არა მხოლოდ სამთავრობო ორგანოებისთვისა და ცენტრალური ბანკებისთვის (რომლებიც მას მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით იყენებენ), არამედ სტანდარტული მომხმარებლებისთვისაც, რომელთაც სურთ საკუთარი მსყიდველობითი უნარის დროთა განმავლობაში შეცვლის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.
დამოუკიდებელი სახელმწიფო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ფასიანი ქაღალდების ბაზრების რეგულირებაზე.