Wei გახლავთ ether-ის (ETH), Ethereum-ის ქსელზე გამოყენებული ვალუტის ყველაზე მცირე დენომინაცია. მაგალითად, 1 ether (ETH) არის 1x1018 wei-ს ტოლი (მისი არნიშვნა ექსპონენტური ნიშნითაც არის შესაძლებელი: 1e18 wei).
ამ კონტექსტში, wei-ს და ether-ის სხვა დენომინაციების გამოყენება შესაძლებელია დაბალი ღირებულების ტრანზაქციების აღწერის მიზნით. ეს განსაკუთრებით ეხება ძალიან მცირე ოდენობის ETH-ს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად ან ტრანზაქციის გაზის ლიმიტის განსაზღვრის მიზნით გამოიყენება.
Ethereum-ის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის თანახმად, არსებობს ether-ის რამდენიმე სხვა დენომინაცია, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს wei-ს ჯერადს. ყველაზე ხშირად გამოყენებული დენომინაციებია Gwei და ether.
ერთეული | Wei-ს ღირებულება | Wei | Ether-ს ღირებულება |
Wei | 1 wei | 1 | 10-18 ETH |
Kwei | 10³ wei | 1000 | 10-15 ETH |
Mwei | 106 wei | 1 000 000 | 10-12 ETH |
Gwei | 109 wei | 1 000 000 000 | 10-9 ETH |
Microether | 1012 wei | 1 000 000 000 000 | 10-6 ETH |
Milliether | 1015 wei | 1 000 000 000 000 000 | 10-3 ETH |
Ether | 1018 wei | 1 000 000 000 000 000 000 | 1 ETH |
ამავე პრინციპით, Bitcoin იყენებს ტერმინს satoshi, მისი ვალუტის უმცირესი ერთეულის აღსანიშნად. 1 satoshi არის 0,00000001 BTC-ის (10-8 BTC-ის) ტოლი.
Ether-ის მცირე დენომინაცია. ხშირ შემთხვევაში გამოიყენება გაზის ფასის განსაზღვრის მიზნით. 1,000,000,000 wei ...