მთავარი
ლექსიკონი
„ჯოგური ინსტიქტი“

„ჯოგური ინსტიქტი“


რა არის „ჯოგური ინსტიქტი“?

„ჯოგური ინსტიქტი“ გახლავთ ზოგიერთი კრიპტო ტრეიდერის მიდრეკილება, გაიმეოროს უმრავლესობის ქმედებები. ამ ტენდენდენციის შემჩნევა საკმაოდ მარტივია ბაზრის სხვადასხვა სცენარის ფარგლებში. მისი მაგალითებია უეცარი შესყიდვების სერიები ბაზრის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდებში და პანიკური გაყიდვები საბაზრო კრიზისის პერიოდებში. „ჯოგური ინსტიქტი“ განსაკუთრებით ხშირია გაურკვევლობის ან მერყეობის პერიოდებში.

როგორ მუშაობს „ჯოგური ინსტიქტი“?

არსებითად, „ჯოგური ინსტიქტი“ ეფუძნება ადამიანთა სურვილს, იყვნენ რომელიმე ჯგუფის ნაწილი. კრიპტოვალუტის ბაზრების კონტექსტში, ბევრი ტრეიდერი ბაზარზე მიმდინარე პროცესებში ჩართული სხვა მონაწილეების ქმედებებს იყენებს მაგალითის სახით. ეს შესაძლოა წინ უძღვოდეს განმტკიცების ციკლს, რა დროსაც რაც უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ან ყიდის კონკრეტულ კრიპტოვალუტას, მით უფრო მეტად იზრდება სხვებში იგივეს გაკეთების სურვილი.

„ჯოგური ინსტიქტის“ უარყოფითი მხარეები

  • ბაზრის მერყეობა: ტრეიდერების მიერ „ჯოგურ ინსტიქტით“ მოქმედება ზრდის ბაზრის მერყეობას, რადგან უამრავი ტრეიდერი ხსნის ან ხურავს პოზიციებ. ეს კი თავის მხრივ ზრდის ბაზრის მერყეობის დონეს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია შედარებით მცირე ზომის, დაბალი ლიკვიდურობის მქონე ბაზრებზე.
  • ფასების არასწორად განსაზღვრა: „ჯოგური ინსტიქტი“ შესაძლოა გახდეს ფასის არასწორად განსაზღვრის მიზეზი, რადგან ტრეიდერების ჯგუფური მოქმედების შედეგად შესაძლოა გართულდეს იმ კრიპტოვალუტის რეალური ღირებულების განსაზღვრა, რომელსაც ისინი ვაჭრობისთვის იყენებენ.
  • ფინანსური ბუშტი და ბაზრის კრახი: როდესაც ტრეიდერები ჯგუფურად მიყვებიან რაიმე ტენდენციას, იქმნება ფინანსური ბუშტები, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ სკდება და შესაძლოა გახდეს ბაზრის კრახის გამომწვევი მიზეზი.
  • თვითგანმტკიცების დიაგრამის შაბლონები: „ჯოგური ინსტიქტი“ შესაძლოა გახდეს თვითგანმტკიცების დიაგრამის შაბლონების შექმნის მიზეზი, გამომდინარე იქიდან, რომ ტრეიდერები ერთად, ერთმანეთის მსგავსად ახორციელებენ ბაზრის მოძრაობის ინტერპრეტაციას და შესაბამისად მოქმედებენ.

დასკვნა

„ჯოგური ინსტიქტი“ გახლავთ ქცევა, სადაც ტრეიდერები იმეორებენ ბაზარზე მოქმედი სხვა პირების ქმედებებს ან რეაგირებენ მათზე. მას არაერთი უარყოფითი მხარე აქვს, რაც მოიცავს სულ მცირე ფასების არასწორად განსაზღვრას, თვითგანმტკიცების დიაგრამის შაბლონების შექმნას და ბაზრის მერყეობის ზრდას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.