მარტივად რომ ვთქვათ, BEP-20 სტანდარტით განისაზღვრება BNB Chain-ზე ჩანაცვლებადი ტოკენების (ვალუტის) შექმნის და გამოყენების წესები. ხოლო BEP-721 სტანდარტით განისაზღვრება არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ები) შექმნის და გამოყენების წესები.
თუმცა, BEP-1155 სტანდარტის მეშვეობით ხდება ჩანაცვლებადი და არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) ერთ სმარტ კონტრაქტში გაერთიანება. ეს კი უფრო ეკონომიური და ეფექტური სმარტ კონტრაქტების შექმნის საშუალებას იძლევა.
BEP-1155 გახლავთ მრავალი ტოკენის მხარდაჭერის მქონე სტანდარტი სმარტ კონტრაქტებისთვის, რომელიც დეველოპერებს BEP-20-ის ჩანაცვლებადობის და BEP-721-ის არაჩანაცვლებადობის მახასიათებლების ერთ კონტრაქტში გაერთიანების საშუალებას აძლევს. ეს ნიშნავს იმას, რომ დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან პროდუქტები, რომლებიც მოიცავს ორივე ტიპის ტოკენს (ე.ი. ჩანაცვლებად ვალუტებს და NFT-ებს) რამდენიმე სხვადასხვა კონტრაქტის გამოყენების გარეშე.
BEP ტოკენების სტანდარტები წარმოადგენს Ethereum ბლოკჩეინის ERC სტანდარტების ანალოგს. შესაბამისად, თუ ERC ტოკენის სტანდარტებით ხდება Ethereum-ზე ტოკენების შექმნის და გამოყენების წესების განსაზღვრა, BEP სტანდარტებით ხდება ამავე წესების განსაზღვრა BNB Chain ეკოსისტემისთვის.
შესაბამისად, BEP-1155 სტანდარტს გააჩნია იგივე ძირითადი მახასიათებლები, რაც Ethereum-ის ERC-1155 სტანდარტს, თუმცა BEP-1155 შექმნილია სპეციალურად BNB Chain ქსელისთვის.
ორივე 1155 სტანდარტი აერთიანებს მათი შესაბამისი ბლოკჩეინის ორი სხვა სტანდარტის საუკეთესო მახასიათებლებს: BEP-20 და BEP-721 BNB Chain-ზე; ERC-20 და ERC-721 Ethereum-ზე.
თუმცა, ორ ბლოკჩეინს შორის მთავარ სხვაობას ხარჯები წარმოადგენს. BNB Chain გვთავაზობს Ethereum-თან შედარებით მკვეთრად დაბალ გაზის საკომისიოებს ბლოკჩეინ ტრანზაქციებისთვის და სმარტ კონტრაქტების ინტეგრირებისთვის.
აღმოაჩინეთ ERC-1155 ტოკენების მრავალფეროვნება. იდეალურია თამაშებისთვის, ციფრული საკოლექციო ნივთებისთვის და ...
შეიტყვეთ მეტი ERC-20, ERC-721, BEP-20 და TRC-20 ტოკენების სტანდარტების შესახებ ბლოკჩეინ ქსელებზე. გაიგეთ მა...