Mutant Ape Yacht Club (MAYC)
MAYC NFT-ების მიღება შესაძლებელი იყო ორი მეთოდით: არსებულ Bored Ape-ებზე „მუტანტის შრატის“ დამატებით ან მისი საჯარო ჰოლანდიურ აუქციონზე შეძენით, რამაც ხელი შეუწყო BAYC-ის საზოგადოების გაფართოებას.
Mutant Ape Yacht Club-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ Ape-ის ეკოსისტემის, მათ შორის ApeCoin-ის მმართველობის და Otherside სამყაროს პლატფორმის პროცესებში, რომელიც შექმნილია Yuga Labs-ის მიერ.
Mutant Ape Yacht Club (MAYC) არის 20 000 უნიკალური ციფრული ნივთისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც გამოშვებულ იქნა 2021 წელს Yuga Labs-ის მიერ
Bored Ape Yacht Club-ის (BAYC) დამატების სახით. პროექტის მიზანია BAYC-ის საზოგადოების გაფართოება, ახალი კოლექციონერებისთვის ეკოსისტემაზე წვდომის გამარტივება და Bored Ape-ის მფლობელებისთვის ჯილდოების გაცემა.
თითოეული Mutant Ape არის Ethereum-ის ბლოკჩეინზე ჩაწერილი უნიკალური ციფრული გამოსახულება, რომელიც წარმოადგენს როგორც აქტივის მფლობელობის, ასევე BAYC-ის ეკოსისტემის წევრობის ციფრულ მტკიცებულებას.
Yuga Labs-მა Mutant Ape Yacht Club შექმნა „მუტაციის“ მექანიზმის მეშვეობით. Bored Ape Yacht Club-ის მფლობელებმა airdrop-ის საშუალებით მიიღეს „მუტანტის შრატის“ NFT-ები, რომლებიც შეეძლოთ გამოეყენებინათ საკუთარ Bored Ape-ზე და შეექმნათ ახალი Mutant Ape NFT. ხელმისაწვდომი იყო სამი ტიპის „შრატი“: M1, M2 და M3 (Mega Mutant), თითოეულ ტიპს აქვს განსხვავებული ვიზუალური ეფექტები და იშვიათობის დონე. „შრატის“ გამოყენება არ ანადგურებდა ორიგინალურ Bored Ape-ს; ის ქმნიდა დამატებით
ERC-721 ტოკენს, რის შემდეგაც მფლობელს ჰქონდა ორი აქტივი.
მუტაციის შრატების გამოშვების პარალელურად, Yuga Labs-მა მოაწყო საჯარო ჰოლანდიური აუქციონი, რისი მეშვეობითაც გაშვებულ იქნა დამატებით 10 000 ცალი Mutant Ape Yacht Club-ის NFT. ამ ორმაგი მიდგომის მიზანი იყო Bored Ape Yacht Club-ის ადრეული მხარდამჭერების დაჯილდოება და ამავდროულად ბაზრის ახალი მომხმარებლების მოზიდვა. MAYC NFT-ებით ვაჭრობა შესაძლებელია ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა OpenSea და Blur.
MAYC წარმოადგენს Yuga Labs-ის მიერ შექმნილი ფართო ეკოსისტემის ნაწილს. 2022 წლის მარტში Yuga Labs-მა გამოუშვა
ApeCoin (APE), Ape ეკოსისტემის governance და utility ტოკენი. BAYC-ის MAYC-ის მფლობელებმა airdrop-ის მეშვეობით მიიღეს ApeCoin. ApeCoin გამოიყენება ტრანზაქციების მხარდასაჭერად და Yuga Labs-ის პროდუქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის.
2024 წელს Yuga Labs-მა გაუშვა ApeChain - მე-3 დონის ბლოკჩეინ-ქსელი, რომელიც დაფუძნებულია Arbitrum-ზე და მუშაობს ApeCoin-ით, რაც ამცირებს ტრანზაქციების ხარჯებს Ape ეკოსისტემის მონაწილეებისთვის. Yuga Labs-მა ასევე შექმნა Otherside - მეტასამყაროს პლატფორმა, სადაც Bored Ape Yacht Club-ის და Mutant Ape Yacht Club-ის მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი NFT-ები თამაშის პერსონაჟების სახით და მიიღონ წვდომა გეიმპლეი გამოცდილებებზე. 2025 წელს Yuga Labs-მა გაყიდა რამდენიმე არასტრატეგიული კოლექცია (მათ შორის Meebits და CryptoPunks), რესურსების BAYC/MAYC ეკოსისტემასა და Otherside-ზე კონცენტრირების მიზნით.
ფასის მერყეობა: MAYC
NFT-ის მინიმალური ფასი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია ბაზრის განწყობაზე, კოლექციონერების დაინტერესებაზე და ზოგადად კრიპტო ბაზრის პირობებზე.
შეზღუდული დანიშნულება: Mutant Ape-ები ძირითადად ციფრულ საკოლექციო ნივთებს წარმოადგენს. გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ღირებულება დამოკიდებულია საზოგადოების უწყვეტ ჩართულობაზე და Ape ეკოსისტემის განვითარებისთვის Yuga Labs-ის მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობაზე.
ლიკვიდურობის რისკი: NFT-ების სწრაფად გაყიდვა შეიძლება რთული იყოს. თქვენთვის სასურველ ფასად შეძენის მსურველის მოძებნას შესაძლოა დრო დასჭირდეს და საბოლოო ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მოთხოვნილი ფასისგან.
სპეკულაციური ბუნება: MAYC-ის ღირებულება უფრო მეტად დამოკიდებულია კულტურულ ტრენდებზე და საზოგადოების ინტერესზე და არა გაზომვად ფუნდამენტურ მაჩვენებლებზე.
ეკოსისტემაზე დამოკიდებულება: MAYC-ის რეპუტაცია და ღირებულება მჭიდროდ არის დაკავშირებული Yuga Labs-თან და Ape ეკოსისტემასთან. კომპანიის სტრატეგიის ან ფინანსური მდგომარეობის ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კოლექციის ფასზე.
Mutant Ape Yacht Club არის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული NFT კოლექცია და წარმოადგენს Bored Ape Yacht Club-ის ხელმისაწვდომ დამატებას. 2021 წელს მისი გაშვების შემდეგ ის განვითარდა Ape-ის ფართო ეკოსისტემასთან ერთად და მას დაემატა ApeCoin, ApeChain და Otherside მეტასამყარო. როგორც ყველა NFT კოლექციის შემთხვევაში, მის საბაზრო ღირებულება შეიძლება სწრაფად შეიცვალოს საზოგადოებაში მის მიმართ ინტერესის, პლატფორმის განვითარების მიმართულების და ბაზრის ზოგადი პირობების ცვლილების შესაბამისად.
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს
გამოყენების პირობებს,
რისკის შესახებ გაფრთხილებას და
Binance Academy-ს პირობებს.