კრიპტო ბაზრისთვის მერყევი წლის შემდეგ CZ-მ ახალი წლის მეორე დღეს დაპოსტა რამდენიმე ტვიტი და განაცხადა, რომ 2023 წელს ეცდებოდა ყველაფერს მარტივად მისდგომოდა და დრო ნაკლებ რამეზე დაეხარჯა. სამი „გასაკეთებლის“ დასახელების შემდეგ, რომელთა შორისაა განათლება, შესაბამისობა, პროდუქტი & სერვისი, მან დაამატა ნომერი 4, „არ გასაკეთებელი“, რაც წარმოადგენდა რჩევას „ არ მიაქციოთ ყურადღება FUD-ს, ყალბ ინფორმაციას, თავდასხმებს და სხვ.“ ტვიტის ბოლოს მან ფოლოვერებს სთხოვა სამომავლოდ „4-ის“ დატვიტვის შემთხვევაში სწორედ ამ ტვიტს დაუბრუნდნენ.
CZ ხშირად ტვიტავს ციფრს „4“, რასაც ხანდახან თან ურთავს ფოტოს, რომელზეც თავადაა გამოსახული და თითებით სწორედ ამ ციფრს გამოსახავს. 4-ის ხშირი გამეორება ხაზს უსვამს, რომ CZ განვითარებასა და ინოვაციაზეა ორიენტირებული, გარე მითქმა-მოთქმა და დაბრკოლებები კი მას ყურადღებას ვერ უფანტავს.