ოქროს კვეთა

რა არის ოქროს შუალედი?

ოქროს კვეთა არის მაგიური რიცხვი, დაახლოებით 1,6180339887. ეს რიცხვი საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა მათემატიკოსებს, მხატვრებს და მეცნიერებს მისი უნიკალური თვისებებისა და ბუნებაში გავრცელების გამო.

ოქროს კვეთა, რომელიც ხშირად აღინიშნება ბერძნული ასოთი „ფი“ (φ) არის მათემატიკური კონცეფცია, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ პროპორციას, რომელიც გვხვდება ბუნებაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში და ფინანსურ ბაზრებზეც კი. ეს არის კვეთა, სადაც ორი სიდიდის თანაფარდობა იგივეა, რაც მათი ჯამის თანაფარდობა ორი რიცხვიდან უდიდესთან. მათემატიკურად ის გამოისახება შემდეგნაირად:

φ = (a + b) / a = a / b

სად გვხვდება ოქროს კვეთა?

ოქროს კვეთა ბუნებაში სხვადასხვა ფორმით გვხვდება. მისი დანახვა შეიძლება ღეროზე ფოთლების განლაგებაში, ნიჟარების სპირალურ ორნამენტში, ხის ტოტების ფორმებში და ადამიანის სხეულის პროპორციებში. ხელოვნებასა და არქიტექტურაში ბევრი ცნობილი შენობასა და ნამუშევარში ვხვდებით ოქროს კვეთის პრინციპს. ამის მაგალითებია საბერძნეთში მდებარე პართენონი და ლეონარდო და ვინჩის ვიტრუვიუსის ადამიანი.

გავლენა ფინანსურ ბაზრებზე

ფინანსურ ბაზრების კონტექსტში, ზოგიერთი ტრეიდერი და ანალიტიკოსი თვლის, რომ ოქროს კვეთის დანახვა შეიძლება ბაზრის ტენდენციებსა და ფასების მოძრაობაში. ისინი ამტკიცებენ, რომ ფასების გარკვეული დონეები ან ფინანსური აქტივების ცვლილების ხაზები ემთხვევა ოქროს კვეთას, რაც გავლენას ახდენს ტრეიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამ მოსაზრებების მართებულობა სადავოა, თუმცა ოქროს კვეთის კონცეფციამ უდავოდ მოახდინა გავლენა ბაზრის ზოგიერთი მონაწილის მიერ გამოყენებულ ტექნიკური ანალიზის მეთოდოლოგიებზე.

პოტენციური გავლენა კრიპტოვალუტის ბაზრებზე

ოქროს კვეთის პრინციპებს ასევე იყენებენ კრიპტოვალუტის ბაზრებზე ტექნიკური ანალიზის პროპონენტები. კრიპტოვალუტის ფასების დიაგრამებში ისინი ეძებენ ისეთ შაბლონებსა და ხაზებს, რომლებშიც დაცულია ოქროს კვეთის პრინციპი და მიაჩნიათ, რომ ეს დონეები შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურ მხარდაჭერის ან რეზისტენტობის ზონებზე. ტრადიციული ფინანსური ბაზრების მსგავსად, კრიპტოვალუტით ვაჭრობაში ოქროს კვეთის ინტერპრეტაცია და წარმოადგენს ანალიტიკოსებს შორის დებატების საგანს.

ოქროს კვეთა და ფიბონაჩის ხაზები ვაჭრობაში

ვაჭრობაში ოქროს კვეთის პრაქტიკული გამოყენების მაგალითია ფიბონაჩის ხაზები, რომელიც წარმოადგენს ტექნიკურ ანალიზის პოპულარულ ინსტრუმენტს. ფიბონაჩის რიცხვებზე დაფუძნებული ფიბონაჩის ხაზების დონეების მაჩვენებლები, მაგალითად 61,8%, თითქმის ემთხვევა ოქროს კვეთას, რაც მიანიშნებს ფასების ტენდენციებში პოტენციური მხარდაჭერის ან რეზისტენტობის ზონებზე. 
ტრეიდერები ამ დონეებს იყენებენ ბაზარზე შესვლის და გამოსვლის სტრატეგიული წერტილების დასადგენად, ხოლო 61,8%-იან დონეს ხშირად ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა მის ოქროს კვეთასთან ასოცირების გამო. სავაჭრო სტრატეგიებში მათემატიკური პრინციპების გამოყენებით, პრაქტიკოსები ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია ბაზრის ქცევის შესახებ, კომპლექსურ ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.

დასკვნა

ოქროს კვეთა არის საოცარი მათემატიკური კონცეფცია, რომელიც სცილდება ამ მეცნიერების საზღვრებს და გავლენას ახდენს ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე, ბუნებაზე და ფინანსურ ბაზრებზეც კი. მისი ესთეტიკური მომხიბვლელობა და ჩვენს ირგვლივ სამყაროში გავრცელება კვლავ იპყრობს მეცნიერთა და ენთუზიასტთა გონებას. იქნება ეს გამოხატული ზღვის ნიჟარის ლამაზი სპირალებით თუ საფონდო ბირჟის გრაფიკის ლამაზი შაბლონებით, ოქროს კვეთა წარმოადგენს სამყაროში არსებული ჰარმონიისა და წესრიგის მაგალითს.

პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.