მშპ გახლავთ ნაკადის ცვლადი, რომლითაც განისაზღვრება ეკონომიკის სფეროში დროის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში წარმოებული პროდუქტის და გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება. მშპ-ის განსაზღვრით შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და განვითარების ტემპის განსაზღვრა.
შემოსავალი გახლავთ თანხის ოდენობა, რომელსაც გამოიმუშავებენ ინდივიდუალური პირები, ან კომპანიები, დროის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში. მაგალითად ყოველთვიური ხელფასები ან წლიური ბიზნეს შემოსავლები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემოსავლის კონტროლით ეკონომისტებს ეძლევათ შემოსავლებთან, სახარჯი თანხის ოდენობასთან და ზოგად ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული ტენდენციების ანალიზის შესაძლებლობა.
ინვესტიციები გახლავთ ნაკადის ცვლადი, რომელიც მიუთითებს კაპიტალურ საქონელზე, მაგალითად მანქანა-დანადგარებზე, შენობებზე და ინფრასტრუქტურაზე დროის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში განაწილებული რესურსების ოდენობაზე. ეს ცვლადი აუცილებელია იმის გასააზრებლად, თუ რა ოდენობის თანხის ინვესტირება ხდება სამომავლო ეკონომიკურ შესაძლებლობებში. მაგალითად, ინფრასტრუქტურაში კვარტალური ინვესტიციების კონტროლი შესაძლოა დაეხმაროს პოლიტიკის შემქმნელებს სამომავლო ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შეფასებაში.
წმინდა ექსპორტი, რომელიც წარმოადგენს სხვაობას ქვეყნის ექსპორტსა და იმპორტს შორის დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არის კიდევ ერთი ნაკადის ცვლადი. მისი მეშვეობით ხდება სავაჭრო ბალანსის და მისი ქვეყნის ეკონომიკაზე ზეგავლენის განსაზღვრა. წმინდა ექსპორტის დადებითი მაჩვენებელი მიუთითებს ჭარბ ვაჭრობაზე, ხოლო უარყოფითი მაჩვენებელი - ვაჭრობის დეფიციტზე.
ნაკადის ცვლადები გახლავთ დროის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური აქტივობების საზომები. ნაკადის ცვლადის გავრცელებული მაგალითებია მშპ, შემოსავლები, ხარჯები, ინვესტიციები და წმინდა ექსპორტი. კრიპტოვალუტების ბაზარზე, ნაკადის ცვლადები გვხვდება ტრანზაქციების მოცულობის, ვაჭრობის მოცულობის და on-chain აქტივობების სახით.
ეკონომიკური რესურსის რაოდენობა, რომელიც გაზომილია დროის კონკრეტულ მომენტში.
ეს გახლავთ ეკონომიკური მოდელის ცვლადი, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოდელზე გარეშე ფაქტორის სახით.
ეკონომიკური მოდელის ცვლადი, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ამავე მოდელის სხვა ცვლადებთან.