ენდოგენური ცვლადი გახლავთ ეკონომიკური მოდელის ცვლადი, რომელიც განისაზღვრება ან იცვლება იმავე მოდელის სხვა ცვლადებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ენდოგენური ცვლადების მნიშვნელობა დამოკიდებულია მათ ურთიერთობასთან და ურთიერთქმედებასთან ამავე მოდელის სხვა ცვლადებთან.
განვიხილოთ კომპანიის წარმოებისა და გაყიდვების მოდელი. ენდოგენური ცვლადები გახლავთ კომპანიის წარმადობის დონე, გაყიდვებისგან მიღებული შემოსავალი და მოგება. მათზე ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა ფაქტორი, მაგალითად საწარმოო სიმძლავრე, საწარმოო ხარჯები და ფასების განსაზღვრის სტრატეგია. მაგალითად, თუ კომპანია გადაწყვეტს ინვესტიციის განხორციელებას ახალ ტექნოლოგიაში, საწარმოო სიმძლავრის გაზრდის მიზნით, დიდი ალბათობით შეიცვლება წარმადობის დონე და მოგება.
ენდოგენური ცვლადები ეკონომიკური მოდელების კომპონენტებია, რომლებიც განისაზღვრება ამ სხვა, შიდა ცვლადების ურთიერთქმედებით. ენდოგენური ცვლადების მაგალითებია პროდუქტის ფასი და რაოდენობა. კრიპტოვალუტების კონტექსტში, ენდოგენური ცვლადები მოიცავს კრიპტოვალუტის ფასსა და ჰეშრეიტს.
ერთი ცვლადის მიერ მეორე ცვლადის ცვლილებაზე რეაგირების საზომი.
ეკონომიკური რესურსის რაოდენობა, რომელიც გაზომილია დროის კონკრეტულ მომენტში.
ეს გახლავთ ეკონომიკური მოდელის ცვლადი, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოდელზე გარეშე ფაქტორის სახით.