დადასტურების დრო განიმარტება, როგორც ბლოკჩეინ ტრანზაქციის ქსელზე წარდგენიდან მის დადასტურებულ ბლოკში საბოლოოდ ჩაწერამდე გასული დროის პერიოდი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს გახლავთ დრო, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ელოდება ტრანზაქციის შეგროვებას და დადასტურებას მაინერი ნოდის მიერ.
ბლოკჩეინის ტიპისა და ქსელის არქიტექტურის მიხედვით, შესაძლებელია ამ დროის შემცირება უფრო მაღალი ტრანზაქციის საკომისიოს შეთავაზებით, რაც წაახალისებს მაინერებს თქვენი ტრანზაქციისთვის უფრო მაღალი პრიორიტეტის მინიჭების თვალსაზრისით.
დადასტურების დრო შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ბლოკჩეინის ქსელის მუშაობის საშუალო სიჩქარის საზომი მაჩვენებელი. თუმცა, ვინაიდან ტრანზაქციის წარდგენისა და დადასტურების მომენტს შორის გასული დრო შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური ფაქტორებისა და ცვალებადი მოთხოვნის გამო, ბლოკჩეინის ეფექტურობისა და სიჩქარის განსაზღვრა უფრო მიზანშეწონილი იქნება დადასტურების საშუალო დროის საფუძველზე.
მაინერის მიერ ტრანზაქციის ბლოკში დამატების შემდეგ, საჭიროა ამ ბლოკის ვალიდაცია ქსელის სხვა ნოდების მიერ. ბლოკის ვალიდურობის დადასტურების შემდეგ ჩაითვლება რომ ტრანზაქციას აქვს ერთი დადასტურება, რაც ნიშნავს იმას, რომ მასზე დამზადებული ყოველი ახალი ბლოკი მიჩნეული იქნება კიდევ ერთ დადასტურებად.
რადგან ბლოკჩეინზე დამატებული უახლესი ბლოკები არ მიიჩნევა სრულიად უსაფრთხოდ, რეკომენდებულია დაელოდოთ დამატებით ბლოკის დადასტურებებს, სანამ ტრანზაქციას ჩათვლით წარმატებულად და შეუქცევადად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიპტოვალუტის გადახდების მიმღები მხარეებისთვის, მაგალითად მოვაჭრეებისთვის და ონლაინ სერვისების პროვაიდერებისთვის.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...