ARC-20 გახლავთ ციფრული აქტივების შექმნის, გადარიცხვის და მართვის მეთოდი Bitcoin ეკოსისტემის ფარგლებში. მისი მეშვეობით პროტოკოლს ეძლევა შესაძლებლობა, შექმნას მფლობელობის უნიკალური ციფრული მტკიცებულება.
თითოეულ ARC-20 ტოკენს აქვს ინტეგრირებული ტიკერი და სახელის სერვისი, რის მეშვეობითაც ხდება ამ ტოკენებისთვის უნიკალური იდენტიფიკატორების მინიჭება. გარდა ამისა, თითოეული ტოკენი ინახავს ტრანზაქციების სრულ ისტორიას, მისი შექმნის მომენტიდან მიმდინარე მომენტამდე, რაც აქრობს ცენტრალური ინდექსირების სერვისის საჭიროებას და აუმჯობესებს გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების დონეს.
ეს ციფრული ობიექტები შესაძლოა იყოს სტატიკური ან დინამიური, რაც მოიცავს როგორც ჩანაცვლებად, ისე არაჩანაცვლებად (NFT) ტოკენებს. Atomicals იქმნება Bitcoin ტრანზაქციების მეშვეობით და თავსებადია ნებისმიერ Bitcoin საფულესთან, რაც აქრობს დამატებითი ბლოკჩეინების, მე-2 დონის ქსელების, ან მესამე მხარის სერვისების გამოყენების საჭიროებას.
დეცენტრალიზებული დამზადების მეთოდის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ თავად მიუთითონ ისეთი პარამეტრები, როგორიცაა დამზადებული ერთეულების ჯამური რაოდენობა, ჯილდო თითო ტოკენის დამზადებისთვის და სხვა პირობები. თუმცა განაწილება ხდება დეცენტრალიზებული მეთოდით და ტოკენების დამზადების უფლება ეტაპობრივად ეძლევა ნებისმიერ პირს, წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად.
ARC-20 ტოკენები გვთავაზობს ტოკენების ინდექსირების და მართვის გამარტივებულ მეთოდს და ამარტივებს Bitcoin-ის ეკოსისტემის ფარგლებში ციფრული აქტივების მფლობელობის მტკიცებულების შექმნის და გადაგზავნის პროცესს. ARC-20 ტოკენები მომხმარებლებს აძლევს ახალი შესაძლებლობებით სარგებლობის საშუალებას დეცენტრალიზებული ფინანსების, აქტივების ტოკენიზაციის, ციფრული იდენტობის და ა.შ. საკითხების ფარგლებში.
ARC-20 ტოკენები მრავალი სხვადასხვა გზით გამოიყენება, მათ შორის:
მედია, ციფრული საკოლექციო ნივთები და ხელოვნების ნიმუშები.
გეიმინგის აქტივები.
Peer-to-peer ბირჟა და ატომური სვოპები.
ციფრული იდენტობა და ავთენტიფიკაცია.
ვებ-ჰოსტინგი და მონაცემთა შენახვა.
ვირტუალური მიწის ნაკვეთების და სახელწოდებების რეესტრები.
სოციალური მედია და ონლაინ საზოგადოებები.
ARC-20 ტოკენები წარმოადგენს მნიშვნელოვან ინოვაციას, რაც იძლევა Bitcoin ბლოკჩეინის სივრცეში ციფრული აქტივების წარდგენის შესაძლებლობას. მათი პოპულარობის ზრდის პარალელურად, ამ ტოკენებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს დეცენტრალიზებული ფინანსების, აქტივების ტოკენიზაციის და ციფრული იდენტობის მართვის სფეროების უამრავ ასპექტზე. ისინი გვთავაზობს ინოვაციების შემუშავებისა და დანერგვის ახალ შესაძლებლობებს ციფრული აქტივების სამყაროში.
BRC-20 არის ტოკენის ექსპერიმენტული სტანდარტი, რომელიც იძლევა Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შ...
ORC-20 ტოკენები მუშაობს Bitcoin-ის ბლოკჩეინზე და წარმოდგენილია, როგორც satoshi-ზე ორდინალის სერიული ნომრით ...