როგორ გამოვიყენოთ კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი

როგორ გამოვიყენოთ კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი

განახლებული Nov 20, 2025
10m

მთავარი დეტალები

  • კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი არის ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს რეალური ვაჭრობის სიმულაციას შეკვეთების წიგნის სიღრმის, საკომისიოების და ტოკენზე ფასდაკლებების გათვალისწინებით. ის ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ბირჟებზე დაფიქსირებულ რეალური ვაჭრობის ხარჯებს.

  • გამოქვეყნებული ფასების გარდა, ანალიზატორი ითვლის ლიკვიდურობის და ფასის ცურვის ზეგავლენას რეალურ აღსრულებაზე, რითაც განსაზღვრავს არა ნაჩვენებ, არამედ ფაქტიურ ფასებს.

  • კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი ასევე უზრუნველყოფს სამართლიან, სტანდარტიზებულ შედარებებს. თითოეული ბირჟის საშუალო ფასი, საკომისიოები და რეალური ხარჯი გვერდიგვერდაა ასახული მარტივი შედარებისთვის.

  • ინსტრუმენტი უზრუნველყოფს განახლებებს რეალურ დროში, შესაბამისად ფასები და შეკვეთების წიგნები ავტომატურად ახლდება და ზუსტად ასახავს ბაზრის ამჟამინდელ მდგომარეობას.

  • ანალიზატორი შექმნილია ყველანაირი ტრეიდერისთვის. ის ასათვისებლად საკმარისად მარტივია ნებისმიერისთვის და ამავდროულად გააჩნია სიღრმისეული ანალიტიკური ფუნქციებიც მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.

კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორის cta ბანერი

შესავალი

ვაჭრობისთვის ყველაზე იაფი ადგილის პოვნა მარტივი ჩანს. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ფასები სხვადასხვა ბირჟებზე ერთნაირად გამოიყურება, ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა საკომისიოები, ლიკვიდურობა და ფასის ცურვა მნიშვნელოვნად ცვლის ვაჭრობის საბოლოო ხარჯებს.

კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი ამცირებს ამ ვარაუდების საჭიროებას, რეალური ვაჭრობის რეალურ დროში აღსრულების სიმულირებით სხვადასხვა ბირჟებზე. მხოლოდ მითითებული ფასების ჩვენების ნაცვლად, ის ახდენს რეალური ვაჭრობის პროცესის იმიტირებას სხვადასხვა ბირჟაზე.

ინსტრუმენტი აანალიზებს შეკვეთების წიგნის სიღრმეს, იყენებს ვაჭრობის საკომისიოებს და ტოკენის ფასდაკლებებს და ასევე ითვლის სრულ ხარჯს როგორც ადგილობრივ ვალუტაში, ისე USD-ში. ქვემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორის მიერ სხვადასხვა ბირჟაზე არსებული BTC/USDT რეალურ დროში აღსრულების ხარჯების შედარების მონაცემებს.

კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორის მაგალითი

ინსტრუმენტი აჩვენებს მომხმარებლებს რეალურ ხარჯს (საკომისიოების ჩათვლით), რათა მათ გაიგონ რას მიიღებენ მათ მიერ განხორციელებული ვაჭრობებიდან. მიზანი მარტივია: დაეხმაროს მომხმარებლებს იყვნენ მეტად ინფორმირებულნი ვაჭრობის გადაწყვეტილებების მიღებამდე და დაეყრდნონ რეალური აღსრულების შედეგებს გამოქვეყნებული ფასების ნაცვლად.

როგორც მარტივი შედარებების მაძიებელი ახალბედებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის, რომლებიც აანალიზებენ აღსრულების ეფექტურობას, კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი სთავაზობს გასაგებ, ფაქტებზე დაფუძნებულ წარმოდგენას იმაზე, თუ რეალურად რა ჯდება ვაჭრობა სხვადასხვა ბირჟაზე. ინსტრუმენტი ამჟამად მხარს უჭერს ისეთ ძირითად ბირჟებს, როგორიცაა Binance, Bybit, Coinbase, OKX და ამავდროულად მათ რიცხვს ახლებს ამატებს.

კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორზე წვდომა შესაძლებელია ბმულიდან: binance.github.io/crypto-trade-analyzer.

ვინ უნდა გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი

კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი შექმნილია ნებისმიერისთვის, ვისაც თავისი ვაჭრობის ხარჯების გაუმჯობესება სურს:

  • დამწყებთათვის, რომელთაც სურთ გაიგონ მეტი სავაჭრო ხარჯების შესახებ, ნაჩვენები ფასის მიღმა არსებულის ჩათვლით.

  • ხშირად მოვაჭრე ტრეიდერებისთვის, ვისაც სურს ხარჯების მინიმუმამდე შემცირება ასობით გარიგებაში.

  • არბიტრაჟით მოვაჭრე ტრეიდერებისთვის, რომელთაც ბირჟებს შორის ფასების სხვაობა და ლიკვიდურობის განსხვავებები აინტერესებთ.

  • დიდი მოცულობით მოვაჭრე ტრეიდერებისთვის, რომლებიც ცდილობენ მიიღონ ყველაზე დაბალი აღსრულების ფასი.

  • ნებისმიერისთვის, ვინც ბირჟებს ადარებს ანგარიშის გახსნამდე ან თანხების გადატანამდე.

როგორ მუშაობს კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი

კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი აერთიანებს ბაზრის რეალური დროის მონაცემებს, ბირჟის საკომისიოების სტრუქტურებს და მომხმარებლის პრეფერენციებს, თითოეულ მხარდაჭერილ ბირჟაზე ვაჭრობის აღსრულების რეალური ხარჯის დასადგენად. მისი მიზანია გვაჩვენოს ფაქტიური ფასი, რომელსაც ტრეიდერი გადაიხდის ან მიიღებს საკომისიოების და ფასის ცურვის გათვალისწინების შემდეგ.

საერთო ჯამში პროცესი ოთხ ძირითად ნაბიჯს მოიცავს:

  1. ბაზრის რეალური დროის მონაცემების შეგროვება: ანალიზატორი ნახულობს თითოეული ბირჟის შეკვეთების წიგნს, ვაჭრობისთვის არჩეული წყვილისთვის მიმდინარე ფასების ასაღებად. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ გამოთვლები ყოველთვის ბაზრის მიმდინარე მდგომარეობას ეყრდნობოდეს.

  2. აღსრულების სიმულაცია: უბრალოდ საუკეთესო შემოთავაზების და მოთხოვნის ნახვის ნაცვლად, ინსტრუმენტი სიღრმისეულად შეისწავლის შეკვეთების წიგნს. ის განსაზღვრავს რა შეიძლება მოხდეს, თუ ვინმე იყიდის ან გაყიდის თანხას ამ მომენტისთვის. მოცულობით-შეწონილი საშუალო ფასი (VWAP) გვიჩვენებს სავაჭრო აქტივობის გავლენას ხარჯებზე და ამავდროულად ავლენს განსხვავებას კოტირებულ და რეალურ აღსრულების ფასს შორის დიდი მოცულობის მქონე შეკვეთებისას.

  3. საკომისიოების და ფასდაკლებების გამოყენება: თითოეულ ბირჟას აქვს თავისი maker-taker-ის საკომისიოები, დონეები (ანგარიშის დონეები, რომლებიც ადგენენ საკომისიოებს სავაჭრო მოცულობის საფუძველზე) და ტოკენის ფასდაკლებები. ანალიზატორი ავტომატურად უსადაგებს ამ პარამეტრებს თითოეულ გამოთვლას ისე, რომ გამომავალი მონაცემი ასახავს აღსრულების რეალურ ხარჯებს საკომისიოების გათვალისწინებით. შედეგები ორივეს მოიცავს აღსრულების უხეშ ფასს და საბოლოო ფასს გამოქვითვების შემდეგ.

  4. შედეგების კონვერტირება და შედარება: ყველა გამომავალი მონაცემი სტანდარტულ ფორმატშია დაკონვერტირებული და ასახავს: აღსრულების საშუალო ფასს, საკომისიოებს (ადგილობრივ აქტივსა და USD-ში), ფასის ცურვას და ფაქტიურ ფასს საკომისიოების გათვალისწინების შემდეგ. ბირჟები დალაგებულია ყველაზე იაფიანიდან - ნაკლებად იაფიანამდე, რეალური დროის განახლებებით, რაც ასახავს ბაზრის უახლეს მონაცემებს.

ფასი, საკომისიოები და ფასის ცურვა

სავაჭრო ხარჯების შეფასებისას მნიშვნელოვანია მონაცემების მოძიება ნაჩვენები ბაზრის ფასის მიღმა. ის რიცხვები და საუკეთესო შემოთავაზება ან მოთხოვნა, რომელსაც მომხმარებლები ბირჟაზე ხედავენ, არ წარმოადგენს ვაჭრობის რეალური ხარჯის ამსახველ სრულ ინფორმაციას. ტრეიდერების მიერ მიღებული ან დახარჯული თანხები შემდეგი სამი ძირითადი ფაქტორით განისაზღვრება: ფასი, საკომისიოები და ფასის ცურვა.

საბაზრო ფასი და შეკვეთების წიგნის სიღრმე

ფასი ასახავს მყიდველების მიერ მოთხოვნილ ფასების და გამყიდველების მოგების სურვილების ბალანსს. გარიგების რეალური ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, არსებობენ თუ არა მონაწილეები, რომლებიც იგივე ფასს გადაიხდიან. მცირე მოცულობის ტრანზაქცია შეიძლება დაუყოვნებლივ შესრულდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად. თუმცა, მსხვილ ტრანზაქციებს, როგორც წესი, რამდენიმე ფასობრივ დონეზე დამუშავება სჭირდება, რაც ფასის გადაადგილებას იწვევს. ანალიზატორი ხელმისაწვდომ ლიკვიდურობაზე წვდომის მოსაპოვებლად, აანალიზებს მთლიან შეკვეთების წიგნს და არა მხოლოდ მის ზედა დონეს.

ვაჭრობის საკომისიოები

თითოეული ვაჭრობა იწვევს ხარჯს, რომელიც იმაზეა დამოკიდებული ზრდის ის ხელმისაწვდომი შეკვეთების რაოდენობას, თუ პირიქით ამცირებს მას:

  • Maker-ის საკომისიო: დაგეკისრებათ ლიკვიდურობის დამატებისას

  • Taker-ის საკომისიო: დაგეკისრებათ ლიკვიდურობის გატანისას

რადგან ინსტრუმენტი უზრუნველყოფს მომენტალური აღსრულების სიმულაციას, ის ნაგულისხმევად Taker-ის ქცევის მიხევდით მოქმედებს. გარდა ამისა, ის ითვალისწინებს ისეთ ინდივიდუალურ პრეფერენციებს, როგორიცაა:

  • საკომისიოების დონეები დამოკიდებულება ვაჭრობის მოცულობასა და ანგარიშის დონეზე.

  • გადახდისას შეიძლება გამოყენებულ იქნას ტოკენზე დაფუძნებული ფასდაკლებები (მაგ., Binance-ზე BNB-ით გადახდა).

  • ინდივიდუალური ან სარეკლამო ტარიფები, მათი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

ეს გარანტიას იძლევა, რომ მონაცემები ემთხვევა ტრეიდერების მიერ რეალურად გადახდილ თანხებს.

ფასის ცურვა

ზოგჯერ, ვაჭრობა ზუსტად ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო. ფასის ცურვა არის მოვლენა, რომელიც თავს იჩენს, როდესაც აღსრულების ფასი განსხვავდება თავდაპირველად ნანახი ფასისგან. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ფასები მოძრაობს შეკვეთის დამუშავებასთან ერთად. ზემოხსენებული განსაკუთრებით დიდი მოცულობით ვაჭრობისას ხდება, რომლებიც შეკვეთების წიგნში რამდენიმე ფასის დონეზე მუშავდება.

მაგალითად, 1 BTC-ის შეძენა, რომლის კოტირებული ფასია $110 000, შეიძლება საშუალოდ 110 050 დოლარი დაჯდეს, თუ შეკვეთა უფრო მაღალი მოთხოვნისაა.

ანალიზატორი რაოდენობრივად გვაჩვენებს თუ, რამხელა გავლენა აქვს შეზღუდულ ლიკვიდურობასა და წიგნის მოძრაობას ხარჯებზე – ანუ იმ რაოდენობას, რაზეც ტრეიდერი უარს ამბობს ყიდვა გაყიდვისას.

ფაქტიური ფასი

ფაქტიური ფასი წარმოადგენს თანხას, რომელსაც მომხმარებლები ვაჭრობისას იხდიან, ბაზრის მდგომარეობის, საკომისიოების და ფასის ცურვის გათვალისწინების შემდეგ. ეს კომპლექსური მაჩვენებელი ასახავს ვაჭრობის რეალურ ხარჯს.

ის ნათლად ასახავს შესრულებას რიცხვითი მაჩვენებლის მეშვეობით, რომელიც USD-თან ერთად ადგილობრივ ვალუტაშიცაა ასახული. ამსი საშუალებით მომხმარებლები დაინახავენ რამდენად კარგად განხორციელდა სხვადასხვა კრიპტოვალუტით სხვადასხვა ბირჟაზე ვაჭრობა.

როგორ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი

კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი თითოეულ ვაჭრობას დეტალურად აანალიზებს და ამით გვაჩვენებს, თუ როგორ მუშაობს რიცხვები. ის მომხმარებლებს ყველაფერში ეხმარება, სავაჭრო ვალუტის არჩევით დაწყებული, ბირჟების რეიტინგის მიხედვით შედარებით დასრულებული.

  1. აირჩიეთ სავაჭრო წყვილი და შეკვეთის მიმართულება: დაიწყეთ სასურველი სავაჭრო წყვილის და შეკვეთის მიმართულების არჩევით (ყიდვა ან გაყიდვა). ინსტრუმენტი ავტომატურად გამოითხოვს რეალური დროის მონაცემებს მხარდაჭერილი ბირჟებიდან. წყვილის არჩევის შემდეგ, ანალიზატორი დაიწყებს შეკვეთების წიგნებზე რეალურ დროში თვალის დევნებას.

  2. მიუთითეთ ვაჭრობის მოცულობა: შემდეგ, შეიყვანეთ სავაჭრო თანხის ოდენობა. მოცულობის მითითება შეგიძლიათ როგორც საბაზო ვალუტაში (მაგ: BTC), ისე კოტირებულ აქტივში (მაგ: USDT). ასეთი მოქნილობა გაძლევთ ვაჭრობის სიმულირების საშუალებას ზუსტად ისე, როგორც ეს ბირჟაზე მოხდებოდა (ანუ, ყიდულობთ 0,5 BTC-ს ან ხარჯავთ 55 000 USDT-ს).

  3. შეარჩიეთ შესადარებელი ბირჟები: ანალიზატორის მიერ ბევრი ცნობილი ბირჟაა მხარდაჭერილი. მომხმარებლებს შეუძლიათ მხოლოდ საჭირო ბირჟების არჩევა და სხვების გამორიცხვა, რათა მხოლოდ მათთვის მნიშვნელოვანი შედარებები ნახონ. ბირჟის არჩევის შემდეგ, ანალიზატორი უკავშირდება ამ ბირჟის შეკვეთების წიგნს რეალურ დროში და ითვლის ხარჯების ოდენობას სტრუქტურულად.

  4. განაახლეთ ანგარიშის პარამეტრები: თითოეულ ბირჟაზე საკომისიოების გრაფიკი, ფასდაკლებული ფასები და მომხმარებლის დონეები განსხვავებულია. ანგარიშის პარამეტრებიდან მომხმარებლებს შეუძლიათ შეცვალონ:

    1. მომხმარებლის დონე

    2. ტოკენზე დაფუძნებული ფასდაკლებები (მაგ: BNB-ით გადახდა)

    3. ინდივიდუალური საკომისიოები, თუ ხელმისაწვდომია

ეს პარამეტრები პირდაპირ მოქმედებს გამოთვლილი შედეგის სისწორეზე და სიმულაციას კონკრეტული მომხმარებლის სავაჭრო პირობებისთვის უფრო ზუსტს ხდის.

  1. შედეგების ნახვა და შედარება: როდესაც ყველა პარამეტრი შერჩეულია, ანალიზატორი გამოითვლის:

    1. აღსრულების საშუალო ფასს – მოცულობით შეწონილი საშუალო ფასი ყველა შევსებულ შეკვეთაზე

    2. ცურვა – ფასის ცურვის აბსოლუტური რაოდენობა

    3. ნომინალი – ვაჭრობის სრული ღირებულება საკომისიოების გათვალისწინებამდე

    4. საკომისიოები – სავაჭრო ხარჯები ნაჩვენები როგორც კოტირებულ ვალუტაში ისე USD-ში

      1. გადახდა: რეალურად ჩამოჭრილი საკომისიოს ოდენობა

      2. რეალური Taker-ის საკომისიო: გამოყენებული საკომისიო (მაგ: 0,1000%)

    5. მიღებული (ნეტო) / დახარჯული – რეალურად მიღებული (გასაყიდ შეკვეთებზე) ან დახარჯული (ყიდვისას) ოდენობის თანხა ყველა ხარჯის შემდეგ.

თითოეული ბირჟა ჩნდება, როგორც ბარათი, რომელიც აჩვენებს ხარჯების სტრუქტურას რეალურ დროში, ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე ბირჟა მონიშნულია ბეიჯით „საუკეთესო“. შედეგები ავტომატურად ახლდება ბაზრის მონაცემების ცვლილების მიხედვით, რაც შედარების მიერ ყოველთვის უახლესი მდგომარეობის ასახვას უზრუნველყოფს.

  1. „Save vs“ მაჩვენებელი: საუკეთესო ბირჟასთან ერთად, ანალიზატორი აჩვენებს რამდენს დაზოგავს ან დაკარგავს ტრეიდერი სხვა ბირჟებთან შედარებით იგივე ვაჭრობის განხორციელებისას. ეს ტრეიდერებს შესაძლებლობას აძლევს დაინახონ ხარჯის განსხვავება არჩეულ ბირჟებს შორის.

რჩევები და შეზღუდვები

კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი მომხმარებელს აძლევს წარმოდგენას ვაჭრობის ხარჯების შესახებ, თუმცა სრულყოფილი არასოდესაა. ბაზრების სწრაფი ცვალებადობის გამო, რეალური შედეგი შეიძლება არ დაემთხვეს ინსტრუმენტის მიერ ნავარაუდებ შედეგს. იმის ცოდნა, თუ როდისაა ის სანდო, ხოლო როდის ცდება, დაგეხმარებათ მისი შედეგების სწორად წაკითხვაში.

რჩევები ანალიზატორის ეფექტური გამოყენებისთვის

  • გამოიყენეთ შეკვეთის რეალისტური მოცულობები: დიდი ზომის სიმულირებულმა შეკვეთებმა, თუ ის ხელმისაწვდომ ლიკვიდურობის ზღვარს გადაცდება, შეიძლება ფასის ცურვა გამოიწვიოს.

  • განაახლეთ ბირჟების პარამეტრები: საკომისიოს დონეები და ტოკენზე დაფუძნებული ფასდაკლებები შეიძლება შეიცვალოს. ინსტრუმენტში ანგარიშის პარამეტრების დაყენება კი გამოთვლების მიერ ამჟამინდელი ვაჭრობის მდგომარეობის ასახვას უზრუნველყოფს.

  • თვალი ადევნეთ მერყევ ბაზრებს ყურადღებით: მაღალი მერყეობისას, შეკვეთების წიგნის სიღრმე შეიძლება შეიცვალოს განახლებებს შორის. გვერდის განახლება ან დროებით შეჩერება, არაზუსტ შედარებებს თავიდან აგაცილებთ.

  • შეადარეთ რამდენიმე სავაჭრო წყვილი: ლიკვიდურობა საკმაოდ განსხვავდება სხვადასხვა სავაჭრო წყვილებს შორის. ბირჟა, რომელიც BTC/USDT-სთვის საუკეთესოა, შესაძლოა ETH/BUSD-სთვის ან პატარა ალტკოინებისთვის არ იყოს საუკეთესო.

  • ყურადღებით შეამოწმეთ „Save vs“ მნიშვნელობა: ხშირად მოვაჭრე ტრეიდერებისთვის, მცირე დანაზოგიც კი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. ანალიზატორი ამ განსხვავებებს ხაზს უსვამს, რათა მოახდინოს გრძელვადიანი ეფექტურობის იდენტიფიცირება.

შეზღუდვები, რომელიც უნდა გახსოვდეთ

  • სიმულაცია, არ ნიშნავს აღსრულებას: ანალიზატორი რეალური დორის შეკვეთების წიგნის მეშვეობით ვაჭრობის აღსრულების შესაძლებლობას იმაზე დაყრდნობით აფასებს , თუ რას გვთავაზობენ მყიდველები/გამყიდველები ამ მომენტისთვის. თუმცა რეალური შედეგი შესაძლოა განსხვავებული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბაზრები ძალიან მერყევია ან არაა აქტიური.

  • Taker-ზე ორიენტირებული სიმულაცია: მოდელი მოიაზრებს დაუყოვნებლივ აღსრულებებს და არ ითვალისწინებს maker-ის ანაზღაურებას, შეკვეთების ნაწილობრივ აღსრულებას ან აღსრულების მოწინავე სტრატეგიებს.

  • არ არის სამომავლო სიღრმის გარანტია: წიგნის შეკვეთები მალე იცვლება; რასაც მომხმარებლები ახლა ხედავენ, შეიძლება გაქრეს ხარჯების ცვლილების შედეგად. შეხედეთ ამას, როგორც წინასწარ გადახედვას და არა დაპირებას.

  • ბირჟების კონკრეტული წესები განსხვავდება: შეკვეთების მიღება დამოკიდებულია დეტალებზე, როგორიცაა ფასის საფეხურები, სავაჭრო რაოდენობები და ტრანზაქციის მინიმალური მნიშვნელობა. გადამოწმება საჭიროა თითოეული ბირჟისთვის ცალ-ცალკე.

  • USD-ში კონვერტირება დამოკიდებულია გარე წყაროებზე: მნიშვნელობები ასევე USD-ში აისახება მესამე მხარის ფასებზე დაყრდნობით; მოსალოდნელია მცირე ხარვეზები ბაზრის მკვეთრი ცვლილებების ან ტექნიკური შეფერხებისას.

შეჯამება

ადრე სავაჭრო ხარჯების გამოთვლა რთული იყო; კრიპტო ვაჭრობის ანალიზატორი ამას უფრო გასაგებს ხდის. ბირჟიდან ბირჟაზე გადასვლის ნაცვლად, ანალიზატორი ყველაფერს ერთ სივრცეში აერთიანებს: ხელმისაწვდომ ლიკვიდურობას, შესაბამის საკომისიოებს, ტოკენის ფასდაკლებებსა და მოსალოდნელ ხარჯებს.

ამ ინსტრუმენტამდე, ბირჟებს შორის აღსრულების ხარჯების შესადარებლად ხელით გამოთვლა, ცხრილები და საკომისიოების დონეების ვარაუდი იყო საჭირო. ანალიზატორი აქრობს ამ სირთულეებს შედარებების რეალურ დროში, რეალური შეკვეთების წიგნის გამოყენებით შესრულებით.

ის ორიენტირებულია შედეგებზე და არა მხოლოდ კოტირებულ ფასებზე. ინსტრუმენტი ასევე განმარტავს იმას, თუ როგორ ყალიბდება დანაზოგი, როგორ სრულდება ვაჭრობა და რა გავლენა აქვს ლიკვიდურობას ფასზე, რთულ დეტალებს გასაგებ გზამკვლევად გარდაქმნის მეშვეობით.

ვაჭრობა ახლა ელვის სისწრაფით მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით. ეს ინსტრუმენტი ეხმარება ტრეიდერებს მიიღონ უკეთესი წარმოდგენა. დამწყებთათვის გასაგებად ხსნის თითოეული ვაჭრობის კომპონენტებს. პროფესიონალები ასევე იყენებენ მას სამუშაოს შეფასებისა და გაუმჯობესებისთვის.

საბოლოოდ, მთავარი გამჭვირვალობაა – აქამდე დეტალებს მიღმა დამალული ინფორმაციის გამოჩენის, დათვლის, და რაც მთავარია, ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს აქ. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.