საშუალო დონის კურსის ფარგლებში შეძლებთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სიღრმისეულად შესწავლას. მისი მიზანია, უფრო მეტად გააღრმავოს იმ ადამიანთა ცოდნის დონე, რომლებიც ასე თუ ისე ფლობენ საბაზისო ინფორმაციას კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. ეს კურსი შედგება 70+ მოდულისგან და მოიცავს ინფორმაციას იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApp-ებს) უდევს საფუძვლად, ასევე, ინფორმაციას დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) კომპლექსური კონცეფციის შესახებ და ა.შ.
ამ კურსის ფარგლებში, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას საგანმანათლებლო ვიდეოების მეშვეობით და შეძლებთ მიღებული ცოდნის შემოწმებას ინტერაქტიული ქვიზების საშუალებით.
ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძვლები:
მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას ბლოკებისა და ტრანზაქციების შესახებ.
მიიღებთ ინფორმაციას ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.
შეისწავლით ბლოკჩეინსა და Web3-ს შორის არსებულ სინერგიას, გაიგებთ, რა გავლენა აქვს მას მონაცემთა მფლობელობაზე, ბიზნეს-მოდელებზე და შედარებით ფართომასშტაბიან ციფრულ ეკოსისტემაზე.
საფუძვლიანად დაეუფლებით კრიპტოვალუტების კონცეფციას:
შეისწავლით კრიპტოვალუტების ისტორიას და მისი რეალურ სამყაროში გამოყენების მეთოდებს.
მიიღებთ ინფორმაციას კრიპტო აქტივების მართვის, ზოგადად კრიპტო ბირჟების და რისკების მართვის ძირითად პრინციპების შესახებ.
შეისწავლით Bitcoin-ის და Ethereum-ის ძირითად ელემენტებს და ტოკენომიკას.
გაიგებთ DApp-ებთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ:
გაიღრმავებთ DApp-ებთან დაკავშირებულ ცოდნას, რისთვისაც საფუძვლიანად შეისწავლით სმარტ-კონტრაქტებს, მათი შექმნის და გაშვების პროცესებს და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპებს.
საფუძვლიანად განვიხილავთ DAO-ებს, მათი შექმნის პროცესს, მუშაობის მექანიზმს, გამოყენების გზებს და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
განვიხილავთ DeFi-სთან დაკავშირებულ სირთულეებს:
შეისწავლით DeFi-ს მექანიზმს, მის დინამიკას, დეცენტრალიზებული სესხების და გასესხების მეთოდს და სარგებლის ფარმინგის კონცეფციას.
შეისწავლით დროებითი ზარალის და ფასის ცურვის DeFi კონცეფციებს და მათი ეფექტურად მართვის პრინციპებს.
გაეცნობით NFT-ების სამყაროს:
შეისწავლით NFT-ების ანატომიას და NFT-ის საავტორო უფლებების და საკუთრების ასპექტებს.
გაიგებთ როგორ ხდება NFT-ების შექმნა, დამზადება, ყიდვა და გაყიდვა.
შეისწავლით NFT-ების გამოყენების გზებს, ინსკრიპციებს და Bitcoin NFT-ებს.
მიიღებთ ინფორმაციას NFT-ებთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და გამოწვევების შესახებ.
შეისწავლით კრიპტოვალუტებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ სირთულეებს:
გაიღრმავებთ ცოდნას ბაზრის დინამიკასთან და ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით.
შეისწავლით დეი-ტრეიდინგის და სვინგ-ტრეიდინგის ასპექტებს.
მიიღებთ ინფორმაციას დივერსიფიკაციის და რისკის მართვის პრინციპებთან დაკავშირებით.
შეისწავლით ვაჭრობის ინტერფეისს, შეკვეთების სხვადასხვა ტიპებს, შეთავაზება-მოთხოვნის სპრედს და ფასის ცურვის ფენომენს.
მიიღებთ ინფორმაციას ტექნიკური ანალიზის ისეთ ინდიკატორებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად მოძრავი საშუალო, RSI და Ichimoku Cloud.
This track is only available in English.