Goldilocks-ის პრინციპი ეკონომიკის კონტექტსში გახლავთ მდგრადი განვითარების ოპტიმალური მდგომარეობა, როდესაც ის არც ისე „ცხელია“, რომ ინფლაცია გამოიწვიოს და არც იმდენად „ცივია“, რომ რეცესიის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ზღაპრის პერსონაჟი კულულათმიანი გოგონას მსგავსად, რომელმაც იდეალურ ბალანსს მიაგნო დათვების სახლში, Goldilocks-ის პრინციპი გვეუბნება, რომ ეკონომიკა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ზომიერ დიაპაზონშია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა ინფლაცია, უმუშევრობა და ეკონომიკური ზრდა.
როგორც წესი, Goldilocks-ის ეკონომიკას ახასიათებს სტაბილური ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლები და სტაბილური ინფლაცია. ეს გახლავთ ბალანსი ზრდასა და გონივრულ მონეტარულ პოლიტიკას შორის, რომლითაც იქმნება ინვესტიციებისთვის, მოხმარებისთვის და ზოგადი კეთილდღეობისთვის ხელსაყრელი გარემო. ცენტრალური ბანკების მიზანს ხშირად წარმოადგენს Goldilocks-ის ეკონომიკური მოდელის დანერგვა და შენარჩუნება საპროცენტო განაკვეთების რეგულირების და სხვა მონეტარული პოლიტიკის რეალიზაციის გზით, „გადახურების“ ან სტაგნაციის თავიდან ასაცილებლად.
Goldilocks-ის პერიოდის განმავლობაში, ინვესტორები და პოლიტიკის შემქმნელები მოქმედებენ ნდობისა და სტაბილურობის შეგრძნებების საფუძველზე. ბიზნესები ვითარდება, მომხმარებლების მიერ ფინანსების გახარჯვა ხდება კეთილგონივრულობის ფარგლებში და დადებითია ფინანსური ბაზრების ზოგადი ეფექტურობის მაჩვენებლებიც. თუმცა, ამ იდეალური ბალანსის შენარჩუნება უკიდურეს სიფხიზლეს მოითხოვს. გადაჭარბებულმა ოპტიმიზმა ან თვითკმაყოფილებამ შესაძლოა გამოიწვიოს აქტივების ბუშტების გაჩენა. ამავდროულად, „გადახურებული“ ეკონომიკის „გაგრილების“ გადაჭარბებული მცდელობები შესაძლოა რეცესიის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ბაზრები ტრადიციული ბაზრებისგან განსხვავებულად ფუნქციონირებს, მათზე მაინც მოქმედებს შედარებით ფართომასშტაბიანი ბაზრის განწყობა და ინვესტორების ქცევა, შესაბამისად, Goldilocks-ის პერიოდებმა შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს კრიპტო-აქტივებზე. ზოგადად, კრიპტო ბაზრები გამართულად ფუნქციონირებს – ტრადიციულ ფინანსურ აქტივებთან ერთად.
თუმცა, Goldilocks-ის პოტენციური ზეგავლენა კრიპტო ბაზრებზე ასევე დამოკიდებულია სხვადასხვა ბაზრების კორელაციის დონეზე. არსებობს პერიოდები, როდესაც კრიპტო აქტივები აქციების და სხვა ტრადიციული აქტივების მსგავსად მოძრაობს. თუმცა, ასევე არსებობს დაბალი კორელაციის პერიოდებიც, როდესაც ორი ბაზარი მოძრაობს ერთმანეთის საპირისპირო, ან სრულიად განსხვავებული მიმართულებით.
ეკონომიკაში Goldilocks-ის პრინციპი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა ეკონომიკურ პოლიტიკასა და ბაზრის პირობებს შორის, გრძელვადიანი განვითარებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტების ეკოსისტემა განსხვავებულია, მათზე მაინც მოქმედებს ეკონომიკური ტენდენციები და ინვესტორთა განწყობა.
AUM (მართვის ქვეშ არსებული აქტივები ) არის სუბიექტის მიერ კლიენტების სახელით მართული ფინანსური აქტივების სა...
სიტუაცია, როდესაც ეკონომიკა ზრდის ეტაპიდან სწრაფად ინაცვლებს შენელებული ზრდის ან რეცესიის ეტაპზე.
Soft landing არის სიტუაცია, რა დროსაც ეკონომიკის სწრაფი ზრდის პერიოდის შენდეგ ხდება ზრდის ტემპის ეტაპობრივა...