ბრილიანტის ხელები
ბრილიანტის ხელები წარმოადგენს ტერმინს, რომელიც წარმოიშვა სხვადასხვა პლატფორმების, მაგალითად Reddit-ის და Twitter-ის ონლაინ ინვესტორების საზოგადოებებში. ის აღნიშნავს ფინანსური აქტივების შენახვას და გაყიდვაზე უარის თქმას, მიუხედავად მათი ფასის არასტაბილურობისა. ჩვეულებრივ, აქტივები, რომელთაც ინახავენ „ბრილიანტის ხელებით“, მაღალი არასტაბილურობით გამოირჩევა. ასეთებია კრიპტო, ოფციონები, ფიუჩერსების პოზიციები და „მიმი“ აქციები. ეს ტერმინი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ბრილიანტი ერთ-ერთი ყველაზე მყარი და გამძლე ბუნებრივი ნივთიერებაა.
თუ აქტივის ფასი იმატებს, „ბრილიანტის ხელების“ მქონე ინვესტორი არ ყიდის მას სწრაფი მოგების მისაღებად. ამის ნაცვლად, ის ელის სამომავლოდ ფასის კიდევ უფრო მეტად მატებას. მაშინაც კი, როდესაც ფასი მკვეთრად ეცემა, ამ ინვესტორს იმედი აქვს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამ აქტივის ფასი კვლავ მოიმატებს და არ ცდილობს მათი გაყიდვით ზარალის შემცირებას.
ინვესტორს შეუძლია თქვას, რომ მას აქვს „ბრილიანტის ხელები“, თუ ის არ ყიდის საკუთარ აქტივს მაშინაც კი, როდესაც მისი ფასი 50%-ით იკლებს. გარკვეულწილად ირონიულია ის ფაქტი, რომ „ბრილიანტის ხელები“ თითქმის ყოველთვის მაღალ რისკთან არის დაკავშირებული. ის არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს თქვენი პორტფოლიოს მართვის რეკომენდებულ მეთოდს და ხალხი ამ ფრაზას იყენებს მძიმე დანაკარგების შედარებით მსუბუქი ტერმინით აღსანიშნავად. როდესაც ინვესტორი აცხადებს, რომ მას აქვს „ბრილიანტის ხელები“, ის ასევე აქვეყნებს სხვადასხვა სურათებს საკუთარი განაცხადის დასაბუთებისთვის.
ამ ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ბრილიანტი ერთ-ერთი ყველაზე მყარი მასალაა და მომხმარებლებს სჭირდებათ ის საკუთარი აქტივების ჰოლდინგების სახით შესანახად - ეს არის ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენება ტრადიციული აქტივებით მოვაჭრე ინვესტორების მიერ. ჰოლდინგი უდევს საფუძვლად პოპულარულ ტერმინს HODL-ს. კრიპტოსთან დაკავშირებული ეს სლენგი ასევე აღნიშნავს პოზიციების შენარჩუნებას და გაყიდვაზე უარის თქმას.
„ბრილიანტის ხელები“ უმეტესად კვლავ ციფრული აქტივების მომხმარებლების აღსანიშნავად გამოიყენება. თუმცა, „მიმი“ აქციების მოძრაობის პარალელურად, ამ ტერმინის დამკვიდრება უკვე ზოგად ფინანსურ სფეროში გამოყენებულ ენაშიც დაიწყო. „ბრილიანტის ხელებთან“ დაკავშირებულია კიდევ ერთი ტერმინი - „ქაღალდის ხელები“. „ქაღალდის ხელების“ ქონა ნიშნავს, აქტივის ფასის აწევის ან ვარდნის დაწყებისთანავე, ინვესტორი დაუყოვნებლივ ყიდის მას.