სახელი იაპონური წარმოშობისაა, თუმცა ტექსტი გამართული ინგლისურით იყო დაწერილი, რის გამოც ბევრ დამკვირვებელს მიაჩნია, რომ ავტორი შესაძლოა წარმოშობით ინგლისურენოვანი ქვეყნიდან ყოფილიყო. მრავალწლიანი გამოძიების მიუხედავად, ფსევდონიმის უკან მდგომი ადამიანის ვინაობა დადასტურებული არ არის.
Bitcoin-ის გამოჩენამდე ციფრული ვალუტების შექმნის რამდენიმე მცდელობა სამართლებრივ და მარეგულირებელ სირთულეებს წააწყდა, რის გამოც მთელი რიგი პროექტები დაიხურა. ფსევდონიმის არჩევამ, შესაძლოა, დამფუძნებელს თავიდან აარიდა მსგავსი ყურადღება და უსაფრთხოების რისკები
წლების განმავლობაში სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმს რამდენიმე ადამიანი დაუკავშირეს, მათ შორის იყვნენ კრიპტოგრაფები ჰალ ფინი და ნიკ სზაბო. ორივემ მკაფიოდ უარყო ნებისმიერი კავშირი ამ ფსევდონიმთან.
2014 წელს მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კალიფორნიაში მცხოვრები ინჟინერი, სახელად დორიან პრენტის სატოში ნაკამოტო შესაძლოა ყოფილიყო Bitcoin-ის შემქმნელი, თუმცა მან განაცხადა, რომ მას Bitcoin-თან არანაირი შეხება არ ჰქონია. პიროვნებამ, სახელად კრეიგ სტივენ რაიტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სწორედ ის იყო სატოში. ამ განცხადების დასადასტურებლად მან ვერ შეძლო რაიმე საბუთის ან გადამოწმებადი კრიპტოგრაფიული მტკიცებულების, მაგალითად Bitcoin-ის შემქმნელთან დაკავშირებული ტრანზაქციების წარმოდგენა.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
მათემატიკური თეორიებისა და გამოთვლების გამოყენების მეცნიერება ინფორმაციის დაშიფვრისა და გაშიფვრის მიზნით.
სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილი დეველოპერის (დეველოპერების) მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა. ისტორიაში პირვ...
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება