საწყისი დონის კურსი გვთავაზობს ბლოკჩეინის ეკოსისტემასთან დაკავშირებული საბაზისო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, რომლის მეშვეობითაც დამწყები პირები შეძლებენ დაეუფლონ კრიპტოვალუტების სივრცეში მოქმედებისთვის საჭირო ფუნდამენტურ კონცეფციებს. ეს კურსი მოიცავს მოდულების სერიას, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიის, კრიპტოვალუტების, დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi), Web3-ის, ვაჭრობის და საინვესტიციო სტრატეგიების საფუძვლებზე.
ეს კურსი შედგება საგანმანათლებლო ვიდეოებისგან და ინტერაქტიული ქვიზებისგან, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მიღებული ცოდნის შემოწმება.
ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შესწავლა: თქვენ მიიღებთ საბაზისო ცოდნას ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპის შესახებ, რისთვისაც შეისწავლით მის ძირითად ელემენტებს, მაგალითად ჰეშირებას, საჯარო გასაღების კრიპტოგრაფიას და კონსენსუსის ალგორითმებს. ასევე, მიიღებთ ინფორმაციას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გზებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ.
ნავიგაცია კრიპტოვალუტების სივრცეში: თქვენ შეისწავლით კრიპტოვალუტების კონცეფციას და მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება ის თანხის მიმოცვლის სხვა მეთოდებისგან. ასევე, შეისწავლით სხვადასხვა ტიპის კრიპტოვალუტებს, კრიპტო ბირჟებს და საფულეებს.
დაეუფლებით De-Fi-ს საფუძვლებს თქვენ შეისწავლით დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) კონცეფციას და ტექნოლოგიას, რომელიც საფუძვლად უდევს სმარტ კონტრაქტებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApp-ებს). მიიღებთ ინფორმაციას დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO-ების), მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
შეისწავლით Web3-ის საფუძვლებს: თქვენ მიიღებთ ინფორმაციას მეტასამყაროს და არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) შესახებ. გაიგებთ, რა არის GameFi და play-to-earn ბლოკჩეინ თამაშები, რომლებიც მოთამაშეებს ეკონომიკურ წახალისებებს სთავაზობს.