ლიმიტ-შეკვეთა გახლავთ შეკვეთის ტიპი, რომლის მეშვეობითაც ხდება აქტივის ყიდვა ან გაყიდვა მითითებულ, ან უკეთეს ფასად. მისი მეშვეობით ტრეიდერები ახორციელებენ ტრანზაქციებს წინასწარ განსაზღვრული, ან უფრო ხელსაყრელი საკომისიოებით, თუ ეს შესაძლებელია ბაზრის მიმდინარე პირობებში. ამ ტიპის შეკვეთის განხორციელებისას ტრეიდერი უფრო მეტად აკონტროლებს ფასს, რომლითაც ხორციელდება ვაჭრობა, საბაზრო შეკვეთების შემთხვევაში კი ეს ყველაფერი მიმდინარე საბაზრო ფასის საფუძველზე ხორციელდება.
ლიმიტ-შეკვეთის განთავსებისას, ტრეიდერები მიუთითებენ აქტივის ყიდვის ან გაყიდვის სასურველ ფასს. თუ ბაზარი მიაღწევს ამ ფასს, შეკვეთა გააქტიურდება და ვაჭრობა აღსრულდება მითითებულ, ან უკეთეს ფასად. თუმცა, არ არსებობს შეკვეთის შევსების გარანტია, თუ ბაზარი ვერ მიაღწევს მითითებულ ფასს.
კრიპტოვალუტებ'ით ვაჭრობა ფუნქციონირებს ტრადიციული ფინანსური ბაზრების მსგავსად და ლიმიტ-შეკვეთები ფართოდ გამოიყენება კრიპტოვალუტის ბირჟებზე ვაჭრობის დროს. კრიპტოვალუტის ბაზრები ცნობილია მაღალი მერყეობით. ლიმიტ-შეკვეთები ტრეიდერებს აძლევს ფასის მერყეობის გამოყენების საშუალებას მათი სასურველი შესვლის ან გასვლის ფასის მითითებით.
ნაკლები ლიკვიდურობის მქონე კრიპტოვალუტის ბაზრებზე, ლიმიტ-შეკვეთებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ბაზრის ლიკვიდურობის შენარჩუნებას კონკრეტული ფასის დიაპაზონში ყიდვის ან გაყიდვის შეთავაზებების მიწოდებით. ლიმიტ-შეკვეთები ასევე სასარგებლოა კრიპტო ვაჭრობის სხვადასხვა სტრატეგიის განსახორციელებლად, როგორიცაა სკალპინგი, სვინგ-ტრეიდინგი და არბიტრაჟი.
ლიმიტ-შეკვეთები გახლავთ უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი სავაჭრო სივრცეში, რომელიც ტრეიდერებს აძლევს საშუალებას, უფრო მეტად აკონტროლონ საკუთარი ტრანზაქციები და ეხმარება მათ არასტაბილური ბაზრების უფრო ეფექტურად მართვაში. იქნება ეს აქციებით, ფორექსით თუ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, ლიმიტ-შეკვეთების მუშაობის პრინციპისა და გამოყენების შემთხვევების ცოდნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვაჭრობის შედეგებს.
როდესაც taker ირჩევს კრიპტოვალუტის საუკეთესო ხელმისაწვდომ შემოთავაზებას ან მოთხოვნას შეკვეთების წიგნში არსე...
როცა ვაჭრობის ანგარიშსწორება ხდება საწყის ეტაპზე მოთხოვნილი ან განსაზღვრული ფასისგან განსხვავებული ფასით, რ...