ERC-404

რა არის ERC-404?

ERC-404 არის Ethereum-ის ბლოკჩეინის ტოკენის ექსპერიმენტული სტანდარტი. ის წარმოადგენს უნიკალური ჰიბრიდის კონცეფციას, რომელშიც გაერთიანებულია ERC-20 (ჩანაცვლებადი ტოკენების) და ERC-721 (არაჩანაცვლებადი ტოკენების) სტანდარტების მახასიათებლები. მისი მიზანია ნახევრად ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნა და იძლევა ტოკენის ერთ სტანდარტში ჩანაცვლებადობის და არაჩანაცვლებადობის კონცეფციების გაერთიანების შესაძლებლობას.

ERC-20 ტოკენები სრულად ჩანაცვლებადია, ERC-721 ტოკენები კი უნიკალური და არაჩანაცვლებადი, ხოლო ERC-404 კი შუალედურ ვარიანტს წარმოადგენს. ის გვთავაზობს ტოკენიზაციის ინოვაციურ მიდგომას, რომლის დროსაც გამოიყენება როგორც ERC-20, ასევე ERC-721 სტანდარტები. ERC-404 წარმოადგენს უნიკალურ ნაზავს, რომელიც უარს ამბობს ERC-20-ისთვის დამახასიათებელ ჰომოგენურობაზე და ERC-721-ისთვის დამახასიათებელ უნიკალურობაზე და გვთავაზობს ტოკენის დინამიკურ სტანდარტს.

როგორ მუშაობს ERC-404 ტოკენები

ნახევრად-ჩანაცვლებადი ბუნება

ERC-404 ტოკენები გავრცელებულია როგორც „ნახევრად-ჩანაცვლებადი“ ტოკენები, რაც მიუთითებს ჩანაცვლებადობისა და არაჩანაცვლებადობის უნიკალურ კომბინაციაზე. ტრადიციული, სრულად ურთიერთჩანაცვლებადი (ჩანაცვლებადი) ან ინდივიდუალურად უნიკალური (არაჩანაცვლებადი) ტოკენებისგან განსხვავებით, ERC-404 ტოკენებს ამ ორ მდგომარეობას შორის გადანაცვლება შეუძლიათ. ეს უნიკალური მახასიათებელი კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ციფრული აქტივების სივრცეს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ტოკენიზაციის სამყაროში.

კონცეპტუალიზაცია და შექმნა

„ctrl“ და „Acme“ ფსევდონიმებით ცნობილი პირების მიერ შექმნილი ERC-404 წარმოდგენილ იქნა როგორც პასუხი NFT ბაზარზე არსებულ ლიკვიდურობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან მიმართებაში. მიზანს წარმოადგენდა ჩანაცვლებად და არაჩანაცვლებად ტოკენებს შორის არსებული ნაპრალის შევსება, რითაც შეიქმნებოდა ციფრული აქტივების ახალი, ნახევრად-ჩანაცვლებადი ტოკენების კატეგორია.

დამზადების და წვის მექანიზმი

არსებითად, ERC-404 მოქმედებს როგორც დამზადების და წვის მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს წილობრივი მფლობელობის მოდელის დანერგვასა და არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) გაგზავნას. ამ მექანიზმის მეშვეობით შესაძლებელი ხდება NFT-ების შედარებით მცირე ერთეულებად დაყოფა და მათი გამოყენებით ვაჭრობა, რაც უზრუნველყოფს ციფრულ აქტივებზე წვდომის დემოკრატიზაციას და ბაზარზე ლიკვიდურობის დონის გაუმჯობესებას.

გაზის საკომისიოების შემცირება

გამომდინარე იქიდან, რომ ERC-404 ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ფაზაშია, ძირითადი ძალისხმევა მიმართულია გაზის საკომისიოების შემცირებისკენ. დეველოპერები მუშაობენ ტრანზაქციების საკომისიოების შემცირებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ხშირად განხორციელებული დამზადების და წვის პროცესებთან, რაც ზრდის ERC-404 სტანდარტის საერთო ეფექტურობის დონეს.

დასკვნა

ERC-404 საინტერესო წინ გადადგმული ნაბიჯია ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სივრცეში, ის წარმოადგენს უნივერსალურ ტექნოლოგიას, რომელიც აერთიანებს ჩანაცვლებადი და არაჩანაცვლებადი ტოკენების უპირატესობებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ექსპერიმენტული ბუნების გარშემო არაერთი გამოწვევა და გაურკვევლობა არსებობს, ERC-404 პროექტების მუდმივი განვითარება და გავრცელების მზარდი მაჩვენებლები ხაზს უსვამენ მათ პოტენციალს, დადებითი ზეგავლენა მოახდინონ ციფრული აქტივების სივრცეზე. ERC-404, რომელიც უწყვეტად განაგრძობს განვითარებას, წარმოადგენს ინოვაციურ ტოკენის სტანდარტს, რომელიც მოიცავს გაუმჯობესებულ ლიკვიდურობის დონეს, წილობრივი მფლობელობის მოდელს და აქტივების მართვის მექანიზმს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.