ავტორი: ანდრეი სერგეენკოვი
TL;DR
BakerySwap არის BNB Smart Chain-ზე გაშვებული DeFi პროტოკოლი, რომელიც მომხმარებელს „გემრიელ“ ჯილდოებს სთავაზობს. ის მუშაობს, როგორც დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX) რომელიც იყენებს ავტომატური მარკეტ მეიკერის (AMM) მოდელს.
ამ გზამკვლევის მეშვეობით გაიგებთ, თუ როგორ განვახორციელოთ Bake-ის სტეიკინგი, შექმნათ სპეციალური NFT-კომბოები, მიიღოთ NFT ცხოველები და ა.შ.!
შესავალი
თქვენ ალბათ საკვების თემაზე შექმნილი უამრავი პროექტი გაქვთ ნანახი DeFi სივრცეში. ამ პროტოკოლებს ერთი საერთო თვისება ახასიათებს: მომხმარებლები ბირჟას სთავაზობენ ლიკვიდურობას და სანაცვლოდ იღებენ ტოკენებს.
მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობისთვის DeFi ასოცირდება Ethereum-ის ბლოკჩეინთან, უფრო და უფრო მეტი პროექტი იქმნება BNB Smart Chain-ზე (BSC), რისი მიზეზიც დაბალი საკომისიოები და დადასტურების სისწრაფეა.
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ BakerySwap-ს – BNB Smart Chain-ზე შექმნილ დეცენტრალიზებულ ბირჟას.
რა არის BakerySwap?
BakerySwap არის დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც იყენებს ავტომატური მარკეტ-მეიკერის (AMM) მოდელს, რომელსაც მომხმარებლების უმეტესობა Uniswap-ის წყალობით იცნობს.
BakerySwap ბირჟა
BakerySwap ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოხდა AMM DEX-ის გაშვება BSC ბლოკჩეინზე. ის ასევე ერთ-ერთია BNB Smart Chain-ზე გაშვებულ იმ მცირერიცხოვან DeFi პროექტებს შორის, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ ალტკოინების ლიკვიდურობის პულებს.
იმ სხვა პროექტების მსგავსად, რომლებიც ეფუძნება AMM მოდელს, ის არ იყენებს შეკვეთების წიგნს მყიდველების და გამყიდველების თანმხვედრი შეკვეთების მოსაძებნად. ამის ნაცვლად, მომხმარებლები ვაჭრობენ ლიკვიდურობის პულის მეშვეობით. თითოეულ პულში არსებული აქტივები მოწოდებულია BakerySwap-ის მხარდამჭერების და მომხმარებლების მიერ.
მომხმარებლები, რომლებიც ამ პულებში ლიკვიდურობას ამატებენ, იღებენ პულში მათი წილის შესაბამისი რაოდენობის ლიკვიდურობის პროვაიდერის (LP) ტოკენს. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ ეს ტოკენები უკან გადაცვალონ მათ მიერ პულში განთავსებულ ტოკენზე. მიღებული რაოდენობა ასევე დამოკიდებულია მათ წილზე პულში. ლიკვიდურობის უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ისინი იღებენ ვაჭრობის საკომისიოებს.
BAKE-ის ფარმინგი
თუ გავიხსენებთ, რომ პლატფორმის სახელწოდებაა BakerySwap, არ არის გასაკვირი, რომ მის ადგილობრივ ტოკენს ეწოდება BAKE. როგორ შეიძლება მისი მიღება? მისი გამომუშავება შეგვიძლია ფარმინგის მეშვეობით, რისთვისაც უნდა განვახორციელოთ BAKE-ის სტეიკინგი ან შევიტანოთ თანხა ერთ-ერთ ლიკვიდურობის პულში, გამოვიმუშაოთ ლიკვიდურობის პულის ტოკენები (BLP) და განვათავსოთ ისინი სტეიკინგზე.
მაგალითად, თუ თანხა შეგაქვთ DOT-BNB ლიკვიდურობის პულში, თქვენ მიიღებთ DOT-BNB BLP ტოკენებს. ამის შემდეგ შეგიძლიათ ეს BLP ტოკენები განათავსოთ სტეიკინგზე და BAKE. თუ ფარმინგის ნაცვლად გსურთ უბრალოდ BAKE ღია ბაზარზე შეიძინოთ, ამის გაკეთებაც შეგიძლიათ. მოდით დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი.
BakerySwap-ის ლიკვიდურობის პულები
BakerySwap-ზე სტეიკერებს შეუძლიათ გაეცნონ საცხობის თემაზე შექმნილ მენიუებს. თუ აირჩევ Bread-ს (პური), BAKE-ის სტეიკინგით უფრო მეტ BAKE-ს გამოიმუშავებთ. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა პროდუქტების პულები და მათზე განათავსოთ შესაბამისი BLP ტოკენები, მაგალითად დონატი, ვაფლი, რულეტი, კრუასანი და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ვარიანტს განსხვავებული ROI გააჩნია.
ხომ არ მოგშივდათ?
ქვემოთ მოცემულია მხარდაჭერილი BEP20 ლიკვიდურობის პულები 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით:
Bread (პური): განათავსეთ სტეიკინგზე BAKE და გამოიმუშავეთ BAKE
Doughnut (დონატი): განათავსეთ სტეიკინგზე BAKE-BNB BLP და გამოიმუშავეთ BAKE
Waffle (ვაფლი): განათავსეთ სტეიკინგზე BAKE-BUSD BLP და გამოიმუშავეთ BAKE
Rolls (რულეტი): განათავსეთ სტეიკინგზე BUSD-BNB BLP და გამოიმუშავეთ BAKE
Croissant (კრუასანი): განათავსეთ სტეიკინგზე BAKE-DOT BLP და გამოიმუშავეთ BAKE
Latte (ლატე): განათავსეთ სტეიკინგზე USDT-BUSD BLP და გამოიმუშავეთ BAKE
Toast (ტოსტი): განათავსეთ სტეიკინგზე ETH-BNB BLP და გამოიმუშავეთ BAKE
Cake (ტორტი): განათავსეთ სტეიკინგზე BTC-BNB BLP და გამოიმუშავეთ BAKE
BakerySwap-ის გამოყენება
BakerySwap-ის ვებ-გვერდზე გადასვლის შემდეგ, ყველა ფუნქციის გასააქტიურებლად უნდა დააკავშიროთ თავსებადი საფულე. ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ MetaMask ან WalletConnect. დიახ, MetaMask Ethereum-ის საფულეა, თუმცა მას გააჩნია BNB Smart Chain-ის და მისი DApp-ების მხარდაჭერა.
თუ MetaMask-ს აირჩევთ, ჩვენ გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს გზამკვლევს, სახელწოდებით როგორ გამოვიყენოთ MetaMask, ამის შემდეგ, BNB Smart Chain-თან დასაკავშირებლად, უნდა შეასრულოთ აქ მოცემული საფეხურები .
ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ვებ-გვერდზე არსებული დამატებითი ინფორმაციის სანახავად, გაააქტიურეთ თქვენი საფულე.
BakerySwap-ის ინსტრუმენტების პანელი.
ლიკვიდურობის დამატება
BakerySwap-ზე ლიკვიდურობის დამატების პროცესი არაფრით განსხვავდება Uniswap-ისგან ან სხვა მსგავსი პლატფორმებისგან. ამ კონკრეტულ ლიკვიდურობის პულში მონაწილეობისთვის, პირველ რიგში დაგჭირდებათ DEX-ზე ლიკვიდურობის დამატება და ორივე ტოკენის განთავსება. ლიკვიდურობის დამატების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ BAKE-ის ფარმინგი.
ლიკვიდურობის დამატებისთვის, დააწკაპუნეთ ზემოთ მოცემულ მენიუში არსებულ ღილაკზე „ბირჟა“ და გადადით „პულის“ ჩანართზე. ამის შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „ლიკვიდურობის დამატება“.
BakerySwap-ში ლიკვიდურობის დამატება.
ამის შემდეგ აირჩიეთ ტოკენის წყვილი, რომლებზეც გსურთ ლიკვიდურობის დამატება. ამ მაგალითში, ჩვენ ავირჩიეთ BNB და BAKE, რის სანაცვლოდაც ჩვენ მივიღებთ BAKE-BNB BLP ტოკენებს.
აირჩიეთ ტოკენის წყვილი, რომლებზეც გსურთ ლიკვიდურობის დამატება.
BLP ტოკენების მიღების შემდეგ, უნდა გადახვიდეთ „გამომუშავების“ ჩანართში და აირჩიოთ თქვენი BLP ტოკენების შესაბამისი პარამეტრები. ამ მაგალითში, ჩვენ ავირჩიეთ „დონატი“.
BAKE-BNB BLP ტოკენების სტეიკინგზე განთავსებით BAKE-ის გამომუშავება.
შეიყვანეთ სტეიკინგში გამოსაყენებელი ტოკენების რაოდენობა და დაადასტურეთ ტრანზაქცია. ამ ქმედების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ უსაფრთხოდ დახუროთ ეს გვერდი. ამის შემდეგ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაბრუნდეთ ამ გვერდზე და ნახოთ გამომუშავებული BAKE ტოკენების რაოდენობა. გამომუშავებული BAKE ტოკენები ავტომატურად დაგერიცხებათ BLP ტოკენების სტეიკინგზე განთავსების ან სტეიკინგიდან გამოტანის დროს. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაიტანოთ დაგროვილი ტოკენები, რისთვისაც უნდა დააწკაპუნოთ „მოსავლის აღების“ ღილაკზე.
➟ გსურთ კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყება? იყიდეთ Bitcoin Binance-ზე!
სხვა ფუნქციები
ამგვარად, ჩვენ ვისაუბრეთ BakerySwap-ის მიერ შემოთავაზებულ ძირითად ფუნქციებზე. თუმცა ეს ყველაფერი არ არის! თქვენ შეგიძლიათ გამოცადოთ მისი სხვა, კიდევ უფრო უნიკალური ფუნქციები.
ერთ-ერთი მათგანია NFT სუპერმარკეტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ არაჩანაცვლებადი ტოკენები. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ფლობთ უნიკალურ, ციფრულ ცხოველებს, რომლებიც ბლოკჩეინზეა განთავსებული.
კიდევ ერთი უნიკალური ფუნქციაა BakerySwap Launchpad. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ BSC-ზე ახლად გაშვებულ პროექტებთან წვდომა. თუმცა Binance Launchpad-ისგან განსხვავებით, აქ ვერ ნახავთ „სტანდარტულ“ ტოკენებს, აქ NFT-ებია!
პირველი Initial Dex Offering (IDO) იყო Battle Pets, ბლოკჩეინზე განთავსებული შინაური ცხოველების ბრძოლის თამაში, სადაც მოთამაშეებს შეეძლოთ BNB Smart Chain-ზე არსებული NFT ცხოველების გამოზრდა, გაცვლა და ბრძოლებში გამოყენება. თვალყური ადევნეთ სიახლეებს და არ გამოტოვოთ ახალი პროექტების გამოჩენა!
BakerySwap NFT-კომბოების პული
BakerySwap ასევე საშუალებას გაძლევთ დაამზადოთ სპეციალური საკვები, ეგრეთწოდებული NFT-კომბოები. ამისათვის საჭიროა BAKE ტოკენების ბლოკირება და ცოტაოდენი იღბალი. რაც მეტ BAKE-ს დაბლოკავ, მით უფრო მაღალი დონის NFT-კომბოს შექმნის უფლებას მიიღებ. ეს საშუალებას გაძლევს გაზარდო შენი სტეიკინგის ძალა, რაც ტოკენებით ფარმინგის დროს მეტი BAKE-ის გამომუშავების შესაძლებლობას მოგცემს. NFT-კომბოების შექმნის გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაშალოთ თქვენი შექმნილი კომბო და უკან დაიბრუნოთ მის შესაქმნელად ბლოკირებული BAKE ტოკენების 90%. ამ სტატიის მომზადების დროს, ყველა NFT-კომბო გაყიდულია. როგორც ჩანს, მცხობელებს ისინი საკუთარი საცხობის არსენალის შესავსებად სჭიდებათ.
Bakery Combo-ს ინსტრუმენტების პანელი.
წარმოდგენილია ოთხი ტიპის NFT-კომბო, თითოეულ მათგანის შექმნისთვის განსხვავებული რაოდენობის BAKE ტოკენია საჭირო.
საბაზისო: 10 000–20 000 BAKE
სტანდარტული: 20 000–50 000 BAKE
ლუქს-კლასი: 50 000–100 000 BAKE
სუპერი: 100 000 BAKE და მეტი
გაითვალისწინეთ, თითოეული მათგანით განსხვავებულ სტეიკინგის ძალას მიიღებთ. ის დამოკიდებულია თქვენ მიერ დაბლოკილი BAKE-ის რაოდენობაზე და შემთხვევითობის კოეფიციენტზე. ამგვარად, რაც მეტ BAKE-ს დაბლოკავთ, მით მეტი სტეიკინგის ძალის მიღების შანსი გაქვთ.
უსაფრთხოა თუ არა BakerySwap-ის გამოყენება?
დღემდე არ დაფიქსირებულა პრობლემა BakerySwap-თან დაკავშირებით. განხორციელდა BakerySwap-ის სმარტ კონტრაქტის აუდიტი, რომლის ანგარიშის ნახვა შეგიძლიათ აქ.
თუმცა, სმარტ კონტრაქტებში თანხის განთავსება ყოველთვის რისკთანაა დაკავშირებული, რადგან არსებობს ხარვეზის არსებობის ალბათობა, რომლის აღმოჩენა ვერ მოხერხდა აუდიტის დროს. არასოდეს გარისკოთ თანხით, რომლის დაკარგვაც სერიოზულად დაგაზარალებთ.
შეჯამება
BakerySwap წარმოადგენს BNB Smart Chain-ზე გაშვებულ უნივერსალურ DeFi ეკოსისტემას. BakerySwap-ის ავტორთა გუნდის განცხადებით, მათი სერვისი სწრაფი, იაფი და რაც მთავარია, გემრიელია!
BakerySwap უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ, რაც მოიცავს BEP-20 ტოკენების გაცვლას, BAKE-ის სტეიკინგით პასიური შემოსავლის გამომუშავებას და სპეციალური NFT-კომბოების შექმნას.