რა არის Binance Megadrop და როგორ გამოვიყენოთ ის?
მთავარი
სტატიები
რა არის Binance Megadrop და როგორ გამოვიყენოთ ის?

რა არის Binance Megadrop და როგორ გამოვიყენოთ ის?

გამოქვეყნებული May 23, 2024განახლებული Jul 8, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • Binance Megadrop გახლავთ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს Binance Simple Earn-სა და Web3 საფულეს და მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას ტოკენების პროექტებზე მათი Binance-ის სავაჭრო ბირჟის სიაში დამატებამდე.

  • Binance Megadrop შექმნილია მომხმარებელთა საერთო გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ბლოკჩეინ სივრცეში ინოვაციების შემუშავებისა და დანერგვის ხელშესაწყობად.

შესავალი

Binance Megadrop გახლავთ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ტოკენების გაშვების პროცესებსა და airdrop-ებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ის აერთიანებს Binance Simple Earn-სა და Binance Web3 საფულეს და მომხმარებლებს სთავაზობს ადრეულ წვდომას Web3 პროექტებსა და ჯილდოების მიღების შესაძლებლობებზე სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის გზით.

რა არის Binance Megadrop?

Binance Megadrop გახლავთ ტოკენების გაშვების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს Binance Simple Earn-ისა და Binance Web3 საფულის ელემენტებს ინოვაციური airdrop გამოცდილების შესაქმნელად. პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს მიანიჭოს ადრეული წვდომა ტოკენების ახალ პროექტებზე და ჯილდოების მიღების სხვადასხვა საშუალებებზე. Binance Megadrop-ის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიწერონ ფიქსირებული ვადის მქონე პროდუქტები, შეასრულონ Web3 ქვესტები და მიიღონ მათ მიერ დაგროვილი ქულების პირდაპირპროპორციული ოდენობის ტოკენის ჯილდოები.

Binance Megadrop-ის ძირითადი ფუნქციები

ადრეული წვდომა ტოკენების პროექტებზე

Binance Megadrop-ის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მომხმარებლებისთვის ადრეული წვდომის მინიჭება შერჩეულ Web3 პროექტებზე მათ Binance-ის ბირჟის ოფიციალურ სიაში დამატებამდე. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საწყისი ეტაპიდანვე ჩაერთონ პერსპექტიულ პროექტებში და მიიღონ სარგებელი სამომავლო განვითარების პარალელურად.

Binance Simple Earn-თან ინტეგრაცია

Binance Megadrop მჭიდროდ არის ინტეგრირებული Binance Simple Earn-თან, სერვისთან, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მოიპოვონ ჯილდოები საკუთარი BNB-ის ფიქსირებული ვადის მქონე პროდუქტებში დაბლოკვით. ამ ფიქსირებული პროდუქტების გამოწერით, მომხმარებლები აგროვებენ ქულებს, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება მათთვის განაწილებული ჯილდოები Megadrop-ის პროგრამის ფარგლებში. რაც უფრო ხანგრძლივია დაბლოკვის პერიოდი და რაც უფრო მეტია დაბლოკილი BNB-ების რაოდენობა, მით უფრო მეტი ქულის და შესაბამისად, მეტი ჯილდოს მოპოვებაა შესაძლებელი.

ჩართულობა Web3 ქვესტების მეშვეობით

Binance Megadrop-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია Web3 ქვესტების ჩართვა. ეს ქვესტები შექმნილია მომხმარებელთა ჩართულობის დონის გაუმჯობესების და მათთვის ბლოკჩეინთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. Binance Web3 საფულის ფარგლებში დავალებების შესრულებით, მომხმარებლებს შეუძლიათ გააუმჯობესონ საკუთარი ქულები და მიიღონ დამატებითი ჯილდოები.

ჯილდოების განაწილება

Binance Megadrop-ის ფარგლებში ჯილდოების განაწილება ხდება პლატფორმაზე წარმოდგენილი პროექტების ახალი ტოკენების სახით. პლატფორმის პირველი პროექტი, BounceBit (BB), გახლავთ BTC-ის განმეორებითი სტეიკინგის ბლოკჩეინი, რომელიც მომხმარებლებს ტოკენების ჯილდოების სახით გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს. BounceBit-ის შემთხვევაში, 168 მილიონი BB ტოკენი განაწილდება Binance Megadrop-ის მონაწილეებზე, რაც ტოკენის მაქსიმალური მარაგის 8%-ის ტოლია.

როგორ მუშაობს Binance Megadrop

საფეხური 1: BNB-ის დაბლოკვა ქულების მოპოვების მიზნით

Binance Megadrop-ში მონაწილეობის მისაღებად, მომხმარებლებმა უნდა დაბლოკონ საკუთარი BNB-ები Binance Simple Earn-ზე ხელმისაწვდომ ფიქსირებული ვადის მქონე პროდუქტებში. ქულების მოპოვება ხდება დაბლოკილი BNB-ის რაოდენობის და გამოწერის პერიოდის ხანგრძლივობის საფუძველზე. დაბლოკვის უფრო ხანგრძლივი პერიოდითა და BNB-ების უფრო დიდი რაოდენობით შესაძლებელია უფრო მეტი ქულის მოპოვება, რაც შედეგად უფრო მაღალ ჯილდოებს გვაძლევს.

საფეხური 2: Web3 ქვესტების შესრულება

მომხმარებლებს ქულების რაოდენობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა შეუძლიათ Web3 ქვესტების გავლით. ეს ქვესტები ხელმისაწვდომია Binance Megadrop-ის გვერდზე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოპოვონ დეტალური ინსტრუქციები და ვიდეო-გაკვეთილები მონაწილეობის წესებთან დაკავშირებით. ამ დავალებების შესრულებით შესაძლებელია არა მხოლოდ ქულების რაოდენობის გაზრდა, არამედ ბლოკჩეინის ეკოსისტემასთან დაკავშირებით მეტი ცოდნის მიღებაც.

საფეხური 3: ჯილდოების გამომუშავება

BNB-ის დაბლოკვის და Web3 ქვესტების შესრულების შედეგად მიღებული ქულების საფუძველზე, მომხმარებლები მიიღებენ ტოკენების ჯილდოებს პლატფორმაზე წარმოდგენილი პროექტებიდან. ამ ჯილდოების განაწილება მოხდება მომხმარებლის მიერ დაგროვებული ქულების პირდაპირპროპორციულად, რაც გარკვეულწილად წაახალისებს მომხმარებლებს, რათა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ Megadrop-ის პროგრამის ორივე ასპექტში.

Binance Megadrop-ის უპირატესობები

ექსკლუზიური ადრეული წვდომა

Binance Megadrop მომხმარებლებს სთავაზობს ახალი ტოკენების პროექტებზე წვდომის შესაძლებლობას მათი Binance-ის ბირჟის სიაში დამატებამდე. ეს ადრეული წვდომა შესაძლოა უაღრესად მომგებიანი აღმოჩნდეს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აპირებენ ინვესტიციის განხორციელებას სხვადასხვა პერსპექტიულ პროექტში, მათი განვითარების საწყის ეტაპზე.

ჩართულობა და ცოდნის მიღების შესაძლებლობა

Web3 ქვესტების ინტეგრირება პლატფორმაზე ზრდის ჩართულობის დონეს და ქმნის ცოდნის მიღების შესაძლებლობებს. ხდება მომხმარებელთა წახალისება ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან და იმ პროექტებთან დაკავშირებით მეტი ცოდნის მიღების თვალსაზრისით, რომლებში ინვესტიციაც ხორციელდება ამ მომხმარებლების მიერ, რაც აუმჯობესებს კრიპტო სივრცესთან დაკავშირებით ცოდნის და აქ მიმდინარე პროცესებში ჩართულობის დონეს.

ჯილდოების მიღების შესაძლებლობები

Binance Simple Earn-ისა და Web3 ქვესტების უპირატესობების გაერთიანებით, Binance Megadrop მომხმარებლებს ჯილდოების მიღების არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს. ამ დივერსიფიცირებული მიდგომით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ მომხმარებლებმა შეძლონ მათი შემოსავლის მაქსიმალურად გაზრდა საჭირო პროცესებში აქტიური ჩართულობის გზით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა Binance Megadrop-ში?

1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე მობილური აპლიკაციიდან და იპოვეთ [Megadrop] ხატულა. თუ იპოვით მას, პირველ რიგში გადადით ჩანართზე [მეტი სერვისი].

2. ამის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება შერჩეული Web3 პროდუქტები. თითოეულ პროექტში მონაწილეობის პერიოდის, ქვესტების, ჯილდოების განაწილების, მონეტის სიაში დამატების პერიოდის, ტოკენომიკის და ა.შ. შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ გადახვიდეთ თითოეული პროექტის გვერდზე.

3. თუ პროექტი ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ შეასრულოთ სხვადასხვა ქვესტი, დააგროვოთ ქულები და მიიღოთ თქვენ მიერ დაგროვილი ქულების შესაბამისი ჯილდოები.

4. თითოეულ პროექტს შესაძლოა ჰქონდეს ქვესტების სხვადასხვა ნაკრები. მაგალითად, ქულების მოპოვებას შეძლებთ Simple Earn-ის პროდუქტების თქვენი BNB-ის გამოყენებით გამოწერით ან თქვენი Binance Web3 საფულის პროექტთან დაკავშირებით.

Binance Megadrop და Launchpool

მიუხედავად იმისა, რომ როგორც Binance Megadrop, ისე Launchpool ტოკენების გაშვების პლატფორმებია, მათ შორის არსებობს გამოწერასთან, ჯილდოების გამოთვლასთან და პროექტების ტიპებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი განსხვავებები. 

გამოწერა

  • Binance Megadrop: მომხმარებლები მონაწილეობას იღებენ Binance Earn-ის ფიქსირებული პროდუქტების საკუთარი BNB-ის გამოყენებით გამოწერით და კონკრეტული Web3 ქვესტების შესრულებით.

  • Binance Launchpool: მომხმარებლები მონაწილეობას იღებენ Binance Earn-ის ფიქსირებული პროდუქტების, BNB Vault-ის საკუთარი BNB-ის გამოყენებით გამოწერით, ან სხვა ტოკენების პირდაპირ Launchpool-ის პლატფორმაზე დაბლოკვით.

ჯილდოები

  • Binance Megadrop: გამოწერის თანხის მოცულობის და დაბლოკვის პერიოდის ხანგრძლივობის საფუძველზე. ჯილდოების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია Web3 ქვესტის შესრულებით.

  • Binance Launchpool: Launchpool-ის გამოწერის თანხის მოცულობის საფუძველზე. ჯილდოების რაოდენობის გაზრდა არ არის შესაძლებელი.

პროექტების ტიპები

  • Binance Megadrop: მხოლოდ ახალი ტოკენები.

  • Binance Launchpool: როგორც ახალი, ასევე არსებული პროექტები.

შეჯამება

Binance Megadrop გახლავთ ტოკენების გაშვების უნიკალური და აქტიური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს Binance Simple Earn-ისა და Binance Web3 საფულის ფუნქციებს. ახალი ტოკენების პროექტებზე წვდომის შეთავაზებით, მომხმარებლების ჩართულობის დონის Web3 ქვესტების მეშვეობით გაზრდით და ჯილდოების მოპოვების სხვადასხვა შესაძლებლობების უზრუნველყოფით, Binance Megadrop აუმჯობესებს მომხმარებლთა საერთო გამოცდილებას და ხელს უწყობს ინოვაციების შემუშავებასა დ დანერგვას ბლოკჩეინ სივრცეში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.