რა არის და როგორ მუშაობს ვალიდიუმები?
მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ მუშაობს ვალიდიუმები?

რა არის და როგორ მუშაობს ვალიდიუმები?

გამოქვეყნებული May 24, 2024განახლებული Jul 23, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • ვალიდიუმები გახლავთ Ethereum-ის მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელთა მეშვეობითაც ხდება ტრნზაქციების off-chain დამუშავება ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების მეშვეობით მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად.

  • ვალიდიუმები იძლევა ტრანზაქციების ეფექტურად დამუშავების საშუალებას, რისთვისაც გამოიყენება ოპერატორები ტრანზაქციების გაერთიანების და ვალიდაციისთვის, რაც ამცირებს on-chain შენახული მონაცემების მოცულობას და გაზის საკომისიოებს.

  • ისეთ უპირატესობებთან ერთად, როგორიცაა ტრანზაქციების განხორციელების გაზრდილი სისწრაფე და გაუმჯობესებული უსაფრთხოების დონე, ვალიდიუმები დაკავშირებულია გარკვეულ პრობლემებთანაც, როგორიცაა მონაცემთა უსაფრთხოების და პოტენციური ცენტრალიზაციის რისკები. 

შესავალი

ბლოკჩეინის ტექნოლოგია წლებია უწყვეტად ვითარდება, თუმცა მასშტაბირებადობა ერთ-ერთ მთავარ უცვლელ პრობლემად რჩება. ამ სტატიაში გავიგებთ, თუ რა არის და როგორ მუშაობს ვალიდიუმები და როგორ არის შესაძლებელი მათი მეშვეობით Ethereum-ის მასშტაბირებადობის დონის გაუმჯობესება.

რა არის ვალიდიუმები?

ვალიდუმები გახლავთ Ethereum-ის მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელიც ტრანზაქციების უფრო ეფექტურად დასამუშავებლად off-chain მონაცემთა ხელმისაწვდომობისა და გამოთვლის ტექნოლოგიებს იყენებენ. ნულოვანი ინფორმაციის როლაფებისგან (zk-როლაფებისგან) განსხვავებით, რომლებიც მონაცემებს on-chain ინახავენ, ვალიდიუმები მათ off-chain ინახავენ და მათი ვალიდურობის დასადასტურებლად ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს (ZKP) იყენებენ.

როგორ მუშაობს ვალიდიუმები?

ვალიდიუმები მოქმედებს ტრანზაქციების Ethereum-ის mainnet-ის გარეთ აღსრულებით, რომელთა ვალიდურობის და ერთიანობის უზრუნველსაყოფად ისინი იყენებენ Ethereum-ის სმარტ-კონტრაქტებს. განვიხილოთ ვალიდიუმებთან დაკავშირებული რამდენიმე ძირითადი ასპექტი.

ტრანზაქციები

თუ მომხმარებელი გადაწყვეტს ტრანზაქციის განხორციელებას ვალიდიუმის გამოყენებით, მან ეს ტრანზაქცია უნდა გაუგზავნოს ოპერატორს. ოპერატორები გახლავთ ნოდები, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან ვალიდიუმის ბლოკჩეინზე ტრანზაქციების აღსრულებაზე. ეს შეიძლება იყოს ერთი სუბიექტი ან სუბიექტების ჯგუფი, რომელთა არჩევაც მოხდა proof-of-stake (PoS) სისტემის მეშვეობით. 

ოპერატორი შეაგროვებს და ერთ პარტიაში გააერთიანებს ტრანზაქციებს და off-chain დაამუშავებს მათ. როდესაც ტრანზაქციების ნაკრები მზად იქნება, ოპერატორი სპეციალური სისტემის, მტკიცებულების წრედის მეშვეობით ქმნის იმის მტკიცებულებას, რომ ტრანზაქციები სწორად განხორციელდა.

მდგომარეობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები

ვალიდიუმის მდგომარეობა (ყველა ანგარიშის და ამ ანგარიშების ბალანსების ჩანაწერები) შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც დიდი ხე, რომელსაც მერკლის ხეს ვუწოდებთ. ამ ხის ფესვები, რომელსაც მდგომარეობის ფესვი ეწოდება, გახლავთ თითის ანაბეჭდი, რომელიც ქსელის ერთიან მდგომარეობას წარმოადგენს. სწორედ ეს მდგომარეობის ფესვი ინახება Ethereum-ზე. 

ოპერატორის მიერ ტრანზაქციების დამუშავებისას ხდება სწორედ ამ მდგომარეობის ფესვის განახლება ახალი ბალანსების და ანგარიშების მდგომარეობების ასახვის მიზნით. ამის შემდეგ ხდება ამ განახლებული მდგომარეობის ფესვის გაგზავნა Ethereum-ის mainnet-ზე იმ მტკიცებულებასთან ერთად, რომელიც ადასტურებს, რომ ყველა პროცესი სწორად განხორციელდა. 

Zk-როლაფებისგან განსხვავებით, ვალიდიუმზე ბლოკის შემქმნელებს არ სჭირდებათ Ethereum-ზე ტრანზაქციის ყველა მონაცემის გამოქვეყნება. Ethereum-ის მიერ მტკიცებულების დადასტურების შემთხვევაში, ხდება ახალი მდგომარეობის მიღება და ვალიდიუმის განახლება.

დეპოზიტი და გატანა

მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი თანხების დეპოზიტის განხორციელება Ethereum-იდან ვალიდიუმზე, რისთვისაც მათ უნდა გააგზავნონ ETH ან სხვა ტოკენები Ethereum-ის კონკრეტულ სმარტ კონტრაქტზე. სმარტ-კონტრაქტი უგზავნის ამ დეპოზიტთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვალიდიუმს off-chain და რიცხავს თანხას მომხმარებლის off-chain ანგარიშზე. 

თანხის კვლავ Ethereum-ზე გადმოტანისას, მომხმარებლებმა ოპერატორს უნდა გაუგზავნონ თანხის გატანასთან დაკავშირებული მოთხოვნა. ოპერატორი ამ მოთხოვნას დაურთავს ტრანზაქციების ნაკრებს და მას შემდეგ, რაც მოხდება ამ ნაკრების დადასტურება Ethereum-ზე, მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი თანხების გატანას.

ვალიდიუმები და EVM-სთან თავსებადობა

მარტივი დავალებებისთვის გამოყენება 

ვალიდიუმები განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი მარტივი დავალებებისთვის გამოყენებისას, როგორიცაა ტოკენების სვოპები და გადახდები, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია ტრანზაქციების დიდი ოდენობის სწრაფად დამუშავება, ყველა მონაცემის Ethereum-ის mainnet-ზე შენახვის საჭიროების გარეშე. ეს მას იდეალურ ვარიანტად აქცევს ისეთი დავალებებისთვის, სადაც ტრანზაქციები ხორციელდება პირდაპირ და არ არის საჭირო რთული გამოთვლების განხორციელება. 

სმარტ-კონტრაქტებთან დაკავშირებული გამოწვევები 

სმარტ-კონტრაქტები გახლავთ პროგრამები, რომლებიც მუშაობს ბლოკჩეინზე და ხშირ შემთხვევაში ისინი დაკავშირებულია რთულ ოპერაციებთან. ვალიდიუმებისთვის ეს გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს, რადგან იმის დასამტკიცებლად, რომ ზემოხსენებული რთული ოპერაციები სწორად განხორციელდა, საჭიროა უფრო მეტი გამომთვლელი სიმძლავრე. ამის გამო ვალიდიუმების ფუნქციები გაცილებით ნაკლებია სმარტ კონტრაქტების მიერ შემოთავაზებულ ფუნქციებთან შედარებით. 

პრობლემის აღმოფხვრის პოტენციური გზები

ზოგიერთი პროექტი ცდილობს შეიმუშავოს გზები, რომელთა მეშვეობითაც ვალიდიუმები Ethereum-ის სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობებთან უფრო მეტად თავსებადი გახდება. ერთ-ერთი მიდგომა მოიცავს Solidity-ს (გამოიყენება Ethereum-ის სმარტ-კონტრაქტების კოდების დასაწერად) მსგავსი პროგრამირების ენების სპეციალური ვერსიების შექმნას, რომლებიც კონკრეტულად ვალიდიუმებზე იქნება მორგებული. თუმცა ეს შესაძლოა გარკვეულ შეზღუდვებთან იყოს დაკავშირებული, რადგან მას შეიძლება არ გააჩნდეს Ethereum-ის პროგრამირების სტანდარტულ სივრცეში ხელმისაწვდომი ყველა ფუნქციის მხარდაჭერა.

ვალიდიუმების უპირატესობები

ეფექტიანობა

ვალიდიუმების მეშვეობით შესაძლებელია 9000-მდე ტრანზაქციის დამუშავება წამში (TPS), მონაცემთა შენახვის და გამოთვლების პროცესების Ethereum-ის mainnet-იდან გადატანით. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი აპლიკაციებისთვის, როგორიცაა დეცენტრალიზებული ბირჟები (DEX-ები), სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სისწრაფესა და ეკონომიურობას.

ხარჯების შემცირება

ვალიდიუმებს გააჩნიათ გაზის საკომისიოების მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობა, რისთვისაც ისინი არ გამოაქვეყნებენ ტრანზაქციის მონაცემებს on-chain და მომხმარებლებს აძლევენ შესაძლებლობას, ისარგებლონ ტრანზაქციების უფრო დაბალი საკომისიოებით.

გაუმჯობესებული უსაფრთხოების დონე

მონაცემების off-chain შენახვით, ვალიდიუმებს შეუძლიათ ტრანზაქციების უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება და ასევე უსაფრთხოების დამატებითი შრის შექმნა მასშტაბირებადობაზე ზემოქმედების გარეშე.

ვალიდიუმებთან დაკავშირებული გამოწვევები

მონაცემთა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რისკები

ვალიდიუმების დამოკიდებულება off-chain მონაცემების ხელმისაწვდომობაზე გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული. თუ ოპერატორები ან მონაცემთა ხელმისაწვდომობის მენეჯერები არ გაამჟღავნებენ ტრანზაქციების მონაცემებს, შეუძლებელი გახდება მომხმარებლის თანხის გასატანად საჭირო მტკიცებულების შექმნა.

ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული რისკები

ვალიდურობის მტკიცებულებების შესაქმნელად სპეციალური აპარატურის საჭიროება აჩენს ცენტრალიზაციის რისკებს. თუ საჭირო რესურსების ფლობის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე სუბიექტს შეეძლება, ისინი შეძლებენ ქსელის მართვის შესაძლებლობის ხელში ჩაგდებას, რაც შეამცირებს ქსელის დეცენტრალიზაციის დონეს.

შეჯამება

ვალიდიუმები Ethereum-ის ქსელის გასაუმჯობესებლად შექმნილი მასშტაბირების ტექნოლოგიებია. ამ მიზნის მისაღწევად ხდება მათი მეშვეობით ტრანზაქციების off-chain დამუშავება, ტრანზაქციების ერთიანობის ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების მეშვეობით უზრუნველყოფის პარალელურად. მონაცემთა on-chain შენახვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრით, ვალიდიუმებს შეუძლიათ ტრანზაქციების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება, რაც ბლოკჩეინის მასშტაბირებადობასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.