მთავარი დეტალები
BNB გახლავთ BNB Chain ეკოსისტემის ადგილობრივი კრიპტოვალუტა, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადახდის, მმართველობაში მონაწილეობის და სხვა, შესაბამისი მოქმედებების განხორციელების მიზნით.
BNB 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ფართოდ გამოიყენება რეალურ სამყაროში, მრავალი სხვადასხვა დანიშნულებით, რაც მაგალითად მოიცავს სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებას, ან საქველმოქმედო დონაციებს Binance Charity-ს ფარგლებში.
Binance-ის მიერ ორგანიზებული ისეთი პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა Simple Earn, Launchpool, Megadrop და HODLer Airdrop-ები, BNB-ის მფლობელებს დამატებითი ჯილდოების მოპოვების შესაძლებლობაც ეძლევათ.
რა არის BNB?
BNB არის 2017 წელს, მონეტის პირველადი შეთავაზების 26 ივნისი - 3 ივლისის კამპანის (ICO) ფარგლებში გაშვებული ვალუტა. ამის შემდეგ, საკმაოდ მოკლე დროში დაიწყო ვაჭრობა Binance-ის ბირჟაზე. საწყის ეტაპზე, BNB მომხმარებელთა მიერ ძირითადად საკომისიოების გადახდის და ვაჭრობის საკომისიოებზე ფასდაკლებებით სარგებლობის მიზნით გამოიყენებოდა.
დროთა განმავლობაში, აღნიშნული კრიპტოვალუტა განვითარდა და ჩამოყალიბდა BNB Chain ეკოსისტემის utility ტოკენად, სადაც იგი ტრანზაქციების დამუშავების, დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) გაშვების და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) მხარდაჭერის მიზნით გამოიყენებოდა. დღესდღეობით, BNB გვთავაზობს გამოყენების მეთოდებისა და უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობების ფართო დიაპაზონს. ზოგიერთი კომპანია მას საკუთარი ხაზინის განკარგვის სტრატეგიის ფარგლებშიც კი იყენებს.
ისტორია
BNB 2017 წელს, ICO კამპანიის ფარგლებში გაეშვა, როდესაც მოხდა 100 მილიონი ტოკენის განთავსება გაყიდვისთვის, რაც მთლიანი მარაგის ნახევარს შეადგენდა. გამოშვებისას განსაზღვრული ფასი იყო 1 ETH 2700 BNB-ისთვის ან 1 BTC 20 000 BNB-ისთვის (ანუ, აღნიშნული პერიოდისთვის, თითო მონეტა დაახლოებით 0,10 აშშ დოლარი ღირდა). თავდაპირველად, BNB გაეშვა როგორც ERC-20 ტოკენი Ethereum ბლოკჩეინზე, თუმცა, მოგვიანებით მოხდა ტოკენის სტანდარტის ჩანაცვლება BNB Smart Chain-ის BEP-20-ით.
დღესდღეობით, BNB წარმოადგენს BNB Chain ეკოსისტემის ადგილობრივ ტოკენს, რომელიც მხარდაჭერილია მომხმარებელთა, დეველოპერების, ვალიდატორების და დელეგატორების დეცენტრალიზებული საზოგადოების მიერ. ტოკენი გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად, ქსელის უსაფრთხოების სტეიკინგის მეშვეობით უზრუნველყოფის და მფლობელების მიერ მმართველობაში მონაწილეობის შესაძლებლობებით სარგებლობისთვის. გარდა ამისა, შესაძლებელია BNB-ის, როგორც გადახდის მეთოდის გამოყენება სხვადასხვა ბიზნეს-საქმიანობის და შესაბამისი მხარდაჭერის მქონე აპლიკაციების და პლატფორმების ფარგლებში.
როგორ ხდება BNB-ის გამოყენება
BNB Chain ეკოსისტემა
BNB Chain ეკოსისტემა შედგება სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან:
BNB Smart Chain (BSC): EVM-სთან თავსებადი ბლოკჩეინი, რომელსაც გააჩნია სმარტ კონტრაქტების და DApp-ების მხარდაჭერა.
opBNB: მე-2 დონის მასშტაბირებადობის ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციების მაღალ სიჩქარეს, ხარჯების შემცირებას და ძირითად ბლოკჩეინთან კავშირის შენარჩუნებას.
BNB Greenfield: მონაცემთა შენახვის და მართვის დეცენტრალიზებული ქსელი.
BNB, როგორც BNB Chain-ის ადგილობრივი ქსელი, გამოიყენება ქსელზე განხორციელებული ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად. გარდა ამისა, მისი გამოყენება ხდება BSC-ზე სმარტ კონტრაქტების გაშვების, opBNB-ზე აქტივების გადატანის და Greenfield-ზე მონაცემების შენახვის მიზნით.
BNB-ის სტეიკინგზე განთავსებით მომხმარებლები მოიპოვებენ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცედურებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული მომხმარებლები მოქმედებენ როგორც ვალიდატორები, ან ახორციელებენ საკუთარი ტოკენების დელეგირებას, რის სანაცვლოდაც ხდება მათთვის შესაბამისი ჯილდოების მინიჭება. ამასთან, BNB-ის სტეიკინგზე განთავსებით შესაძლებელია მმართველობაში მონაწილეობის შესაძლებლობის მოპოვებაც, რაც მომხმარებლებს ქსელის სამომავლო განახლებების და განვითარების შესახებ წარდგენილ შეთავაზებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
Binance-ის სავაჭრო ბირჟა
ფასდაკლებები ვაჭრობის საკომისიოებზე
Binance მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, გამოიყენონ BNB ვაჭრობის საკომისიოების გადასახდელად სპოტ, მარჟით ვაჭრობის და ფიუჩერსების ბაზრებზე. ამ ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, საკომისიო დაიქვითება პირდაპირ BNB ბალანსიდან, ფასდაკლებული ტარიფით. VIP მომხმარებლების შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია საკომისიოების დამატებითი ფასდაკლებებით სარგებლობაც, მომხმარებლის სავაჭრო აქტივობიდან და ანგარიშის დონიდან გამომდინარე, რაც BNB-ს განსაკუთრებით ეფექტურს ხდის მაღალი მოცულობით მოვაჭრე ტრეიდერებისთვის.
Binance Charity
BNB Binance Charity-ს საქველმოქმედო ინიციატივების ფარგლებშიც გამოიყენება, მოწყვლადი საზოგადოების წევრებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, airdrop-ების და დონაციის პროგრამების მეშვეობით. მაგალითად, 2025 წლის 7 აგვისტოს, Binance Charity-მ დააანონსა airdrop, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 1,2 მილიონი BNB განაწილდა სამხრეთ ტაივანის წყალდიდობისგან დაზარალებულ მოსახლეობაზე. აღნიშნული ტიპის ინიციატივები გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ BNB ვაჭრობის და ბლოკჩეინზე მიმდინარე პროცესების გარდა სხვა დანიშნულებით, როგორც, მაგალითად ბუნებრივი კატასტროფებით დაზიანებული ადამიანებისთვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფის საშუალება.
Binance Pay
Binance Pay-ს მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ სურვილისამებრ დახარჯონ და გადაურიცხონ კრიპტოვალუტები, მათ შორის BNB, იმ მოვაჭრეებს, რომლებიც მხარს უჭერენ აღნიშნულ ერთეულებს. გადახდა შესაძლებელია QR კოდების, ბმულების ან ინტეგრირებული სისტემების მეშვეობით, რაც ტრანზაქციების შეუზღუდავად და შეუფერხებლად განხორციელების საშუალებას იძლევა. კომპანიები Binance Pay-ს ისეთი მიზნებისთვისაც იყენებენ, როგორიცაა მომწოდებლებისთვის თანხის გადახდა, ხელფასები და ჯგუფური გადახდები, რეგიონის შესაბამისად ხელმისაწვდომობის და მარეგულირებელი პროცედურების გათვალისწინებით.
Simple Earn ჯილდოები
BNB-ის Binance Simple Earn-ის გამოწერისთვის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია ყოველდღიური საპროცენტო სარგებლის მიღება, მოქნილი ან ფიქსირებული პროდუქტების მეშვეობით. ამავდროულად, Simple Earn-ში მონაწილეობა ავტომატურად ანიჭებს BNB-ის მფლობელებს ჯილდოების პროგრამებში, მაგალითად, Launchpool, Megadrop და HODLer Airdrop-ებში ჩართვის უფლებას. შესაძლებელია აღნიშნული პროგრამების გაერთიანებაც. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი ერთი გამოწერით რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ჯილდოს მიღებას შეძლებს.
Launchpool: საშუალებას აძლევს მომხმარებლებს სტეიკინგზე განათავსონ BNB და სხვა ტოკენები, ახალი პროექტის ტოკენების ფარმინგის მიზნით, მათ გაშვებამდე.
Megadrop: აერთიანებს Binance Earn-სა და Binance Web3 საფულეს და მომხმარებლებს სთავაზობს ახალ ტოკენებს BNB-ის დაბლოკვის და Web3 აქტივობების შესრულების შემთხვევაში.
HODLer Airdrop-ები: მომხმარებლებს სთავაზობს რეტროაქტიული ჯილდოების მოპოვების შესაძლებლობას BNB ბალანსის ისტორიის სნეპშოტების მიხედვით Simple Earn პროდუქტებში.
ორგანიზაციულ დონეზე დანერგვა
ზოგიერთმა კომპანიამ დაიწყო BNB-ის Bitcoin-ის ხაზინის განკარგვის სტრატეგიის მსგავსად გამოყენება. ამ შემთხვევაში კომპანიების მიერ ხდება Bitcoin-ის ბალანსის, როგორც მათი რეზერვების ნაწილის შევსება. 2025 წელს, რამდენიმე საჯარო კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია BNB-ის სხვადასხვა მეთოდით გამოყენების შესახებ, რაც მოიცავდა კონვერტირებად ფასიან ქაღალდებს და ტოკენების პირდაპირ შესყიდვებს. აღნიშნულ შემთხვევაში, BNB-ის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რისკებს შემცირებას, აქტივების ლიკვიდურობის შენარჩუნებას და შედარებით ფართო წვდომას კრიპტოვალუტების ბაზრებზე.
შეჯამება
BNB გამოიყენება, როგორც utility ტოკენი BNB Chain ეკოსისტემის ფარგლებში. მისი მეშვეობით შესაძლებელია Binance-ის სავაჭრო ბირჟაზე ვაჭრობის საკომისიოების ფასდაკლებებით სარგებლობის შესაძლებლობის მოპოვება. გარდა ამისა, BNB გამოიყენება ისეთი პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა Launchpool, Megadrop და HODLer Airdrop-ები, რაც მომხმარებლებს Binance-ის ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებში ჩართვის უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. ამასთან, BNB-ის გამოყენება საქველმოქმედო მიზნით განხორციელებული გადახდებისთვისაცაა შესაძლებელი, სწორედ ამის გამო, აღნიშნულ ერთეულს ხშირად იყენებენ ორგანიზაციები, treasury აქტივის სახით.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ის პირობებს.