მოგება და ზარალი (PnL)

განახლებული Sep 30, 2026

მთავარი დეტალები

  • მოგება და ზარალი (PnL) ზომავს თქვენ მიერ კრიპტოთი ვაჭრობისას მიღებულ შემოსავალს ან დანაკარგს თავდაპირველად გადახდილ თანხასთან შედარებით.

  • არარეალიზებული PnL ასახავს ღია პოზიციის ღირებულებას, რაც განისაზღვრება მიმდინარე საბაზრო ფასის საფუძველზე. რეალიზებული PnL კი წარმოადგენს რეალურად მიღებულ შემოსავალს ან დანაკარგს, რომელიც ფიქსირდება პოზიციის დახურვის შემდეგ და მასში გათვალისწინებულია გადახდილი საკომისიოები.

  • Binance-ზე თქვენი PnL-ის სანახავად გახსენით ვებ-პლატფორმა ან მობილური აპლიკაცია და გადადით „საფულის“ განყოფილებაში.

მოგების და ზარალის განმარტება

მოგება და ზარალი, რომელიც ჩვეულებრივ აღინიშნება აბრევიატურით PnL, ზომავს, თუ რა ოდენობის თანხა გამოიმუშავეთ ან დაკარგეთ კრიპტოს პოზიციების მეშვეობით. მარტივად რომ ვთქვათ, PnL არის სხვაობა თქვენ მიერ აქტივის შესაძენად გადახდილ თანხასა და ამ აქტივის გაყიდვით მიღებულ თანხას შორის. ეს წარმოადგენს ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტურ კონცეფციას, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი კლასის აქტივით, მათ შორის კრიპტოთი ვაჭრობისას.

სპოტ ვაჭრობის დროს PnL-ის გამოთვლა ძალიან მარტივია: თუ თქვენ 1 BTC იყიდეთ 60 000 აშშ დოლარად და გაყიდეთ 65 000 აშშ დოლარად, თქვენი საერთო PnL იქნება 5000 აშშ დოლარი, თუმცა ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ ვაჭრობის საკომისიოები, რაც ამცირებს წმინდა მოგების მაჩვენებელს. თუ ყიდვის საკომისიო იყო 30 აშშ დოლარი, ხოლო გაყიდვის საკომისიო - 32 აშშ დოლარი, თქვენი წმინდა PnL იქნება 4938 აშშ დოლარი. ვაჭრობის ეფექტურობის სწორად განსაზღვრისთვის ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ საკომისიოები.

PnL-ს შეიძლება ჰქონდეს დადებითი (მოგება) ან უარყოფითი (ზარალი) მნიშვნელობა. კრიპტო ბაზრები მაღალი მერყეობით გამოირჩევა და ღია პოზიციის ღირებულება შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ შედეგი არასდროს არ არის გარანტირებული.

არარეალიზებული და რეალიზებული მოგება და ზარალი

ჩვეულებრივ, PnL ორი ტიპისაა: რეალიზებული და არარეალიზებული. მათ შორის განსხვავების ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მარჟის პროდუქტებით ან ფიუჩერსების კონტრაქტებით ვაჭრობის დროს, სადაც პოზიციები ღიად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რჩება.

არარეალიზებული PnL

არარეალიზებული PnL, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ „მოგებას ქაღალდზე“ ან „ზარალს ქაღალდზე“, აღნიშნავს მოგებას ან ზარალს, რომელიც ფიქსირდება ღია პოზიციაზე. ის გამოითვლება მიმდინარე საბაზრო ფასის შედარებით თქვენი აქტივის პოზიციის გახსნის ფასთან.

მაგალითად, თუ თქვენ 1 ETH შეიძინეთ 2000 აშშ დოლარად და მიმდინარე ფასია 2400 აშშ დოლარი, თქვენი არარეალიზებული PnL იქნება +400 აშშ დოლარი (საკომისიოების გადახდამდე). თუ ფასი დაეცა 1800 აშშ დოლარამდე, თქვენი არარეალიზებული PnL გახდება -200 აშშ დოლარი. ეს ციფრები მუდმივად იცვლება ბაზრის მოძრაობის პარალელურად. არარეალიზებული PnL არ ასახავს რეალურ ბალანსს, რადგან ამ დროს პოზიცია ღია რჩება.

რეალიზებული PnL

რეალიზებული PnL წარმოადგენს თქვენს რეალურ მოგებას ან ზარალს, რომელიც ფიქსირდება თქვენი ვაჭრობის დასრულების ან აქტივის გაყიდვის შემდეგ. ამ დროს დაფიქსირებული მოგების ან ზარალის მაჩვენებელი აღარ შეიცვლება და ასახავს თქვენი ანგარიშის რეალურ ბალანსს.

განვიხილოთ იგივე მაგალითი: თუ თქვენ 1 ETH შეიძინეთ 2000 აშშ დოლარად, მოგვიანებით გაყიდეთ 2400 აშშ დოლარად და თითოეული ტრანზაქციისთვის გადაიხადეთ 5 აშშ დოლარი, თქვენი რეალიზებული PnL იქნება $400 - $10 = $390. რეალიზებული PnL არის მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება ვაჭრობის ეფექტურობის შეფასებისთვის. გარდა ამისა, იურისდიქციების უმეტესობა მოითხოვს ამ მაჩვენებლის მითითებას საგადასახადო დეკლარაციაში.

როგორ უნდა მოძებნოთ თქვენი PnL Binance-ის ვებ-ვერსიაში და აპლიკაციაში

Binance გთავაზობთ ინტეგრირებულ ინსტრუმენტებს, რომლებიც გეხმარებათ თქვენი პორტფოლიოს PnL-ის კონტროლში. ეს საფეხურები ოდნავ განსხვავებულია იმის მიხედვით, ვებსაიტს იყენებთ თუ მობილურ აპლიკაციას.

Binance-ის ვებსაიტზე

  • გადადით binance.com-ზე და შედით თქვენს ანგარიშში.
  • გადადით ინსტრუმენტების პანელზე.

  • თქვენი მთლიანი PnL გამოჩნდება მიმოხილვის გვერდზე. ინფორმაციის ხატულაზე კურსორის მიტანის შემდეგ თქვენ დაინახავთ PnL-ის დაანგარიშების დეტალებს. 

  • ფიუჩერსებით ვაჭრობის PnL-ის სანახავად გადადით „აქტივების“ განყოფილებაში და აირჩიეთ „ფიუჩერსების“ ჩანართი. ამის შემდეგ, ღია პოზიციის PnL-ის და შეკვეთების ისტორიის სანახავად აირჩიეთ „პოზიცია“.

  • საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას ან ჩანაწერების წარმოებისთვის დაგჭირდათ დეტალური ანგარიშების ჩამოტვირთვა, გადადით განყოფილებაში „ანგარიშები“.

Binance-ის აპლიკაციაში

  • გახსენით აპლიკაცია და შედით თქვენს ანგარიშში.

  • ქვედა ნავიგაციის ზოლში შეეხეთ ღილაკს „აქტივები“.

  • სპოტ ვაჭრობის, ფიუჩერსების ან სხვა ჰოლდინგების მთლიანი PnL-ის სანახავად აირჩიეთ „მომოხილვა“.

ინტერფეისის დიზაინი შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია თქვენი აპლიკაციის ვერსიაზე და რეგიონზე. ნავიგაციასთან დაკავშირებული უახლესი ინსტრუქციების სანახავად ეწვიეთ Binance-ის მხარდაჭერის ცენტრს.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს PnL კრიპტოს კონტექსტში?

PnL არის აბრევიატურა, რომელიც აღნიშნავს „მოგებას და ზარალს“. ის ზომავს სხვაობას თქვენ მიერ კრიპტო აქტივის შესაძენად გადახდილ თანხასა და მისი გაყიდვით მიღებულ თანხას შორის. თუ PnL-ის მაჩვენებელი დადებითია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მოგება მიიღეთ, ხოლო უარყოფითი PnL ნიშნავს, რომ თქვენ თანხა დაკარგეთ.

რა განსხვავებაა არარეალიზებულ და რეალიზებულ PnL-ს შორის?

არარეალიზებული PnL წარმოადგენს ღია პოზიციის მოგების ან ზარალის მაჩვენებელს, რომელიც გამოითვლება მიმდინარე საბაზრო ფასის საფუძველზე. ეს მაჩვენებელი იზრდება ბაზრის მოძრაობის პარალელურად. რეალიზებული PnL არის მოგება ან ზარალი, რომელიც ფიქსირდება თქვენი ვაჭრობის დასრულების ან აქტივის გაყიდვის შემდეგ. თქვენი ანგარიშის რეალურ ბალანსზე გავლენას მხოლოდ რეალიზებული PnL ახდენს.

მოქმედებს თუ არა არარეალიზებული PnL ჩემს Binance-ის ანგარიშის ბალანსზე?

სპოტ ჰოლდინგებისთვის, არარეალიზებული PnL ასახავს თქვენს საფულეში არსებული აქტივების ღირებულების ცვლილებას, თუმცა საფულეში არ აისახება თქვენი კაპიტალის ბალანსი, სანამ ამ აქტივებს არ გაყიდით. ფიუჩერსების და მარჟის პოზიციების შემთხვევაში, არარეალიზებული PnL-ის მაჩვენებელმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენი მარჟის ბალანსზე და გამოიწვიოს პოზიციის ლიკვიდაცია, თუ ზარალის ოდენობა მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.

როგორ ხდება ვაჭრობის საკომისიოების გათვალისწინება PnL-ის დაანგარიშებისას?

სავაჭრო საკომისიოები ამცირებს თქვენს წმინდა PnL-ის მაჩვენებელს. წმინდა PnL-ის გამოსათვლელად საჭიროა ყიდვის და გაყიდვის დროს გადახდილი საკომისიოები გამოაკლოთ თქვენს საერთო PnL-ს. Binance-ზე თითოეული ტრანზაქციისთვის გადახდილი საკომისიოების ნახვა შეგიძლიათ ვაჭრობის ისტორიის განყოფილებაში.

გამოიყენება თუ არა PnL საგადასახადო მიზნებისთვის?

ბევრი იურისდიქცია მოითხოვს კრიპტოთი ვაჭრობისას დაფიქსირებული რეალიზებული PnL-ის მითითებას საგადასახადო დეკლარაციაში. საგადასახადო წესები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია კონსულტაცია გაიაროთ საგადასახადო სფეროს სპეციალისტთან, რომელიც დაგეხმარებათ ვაჭრობის ჩანაწერების სწორად წარმოებაში. Binance გთავაზობთ ტრანზაქციის ანგარიშებს, რომლებიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.

შეჯამება

PnL წარმოადგენს კრიპტო ვაჭრობის ერთ-ერთ ძირითად კონცეფციას. არარეალიზებულ და რეალიზებულ PnL-ს შორის განსხვავების ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი პოზიციების ეფექტურობის უფრო ზუსტად შეფასებაში და უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. გაითვალისწინეთ, რომ კრიპტო ბაზრებისთვის დამახასიათებელია მაღალი მერყეობა, ამიტომ არარეალიზებული მოგების მაჩვენებელი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. Binance-ზე ან სხვა პლატფორმებზე თქვენი PnL-ისთვის თვალის დევნება დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი სავაჭრო აქტივობების ეფექტურობა გრძელვადიან პერიოდში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.









პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.