Write to Earn Binance Square-ზე: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

Write to Earn Binance Square-ზე: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

განახლებული Feb 17, 2026
5m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები და სერვისები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • იცოდით, რომ თანხის გამომუშავება უბრალოდ კრიპტოს შესახებ თქვენი მოსაზრების გაზიარების მეშვეობით შეგიძლიათ? Binance Square-ის Write to Earn პროგრამა კონტენტ-კრეატორებს სთავაზობს ჯილდოების მიღების მარტივ გზას.

  • თუ თქვენ KYC-ვერიფიცირებული მომხმარებელი ხართ, თანხის გამომუშავების დაწყება ახლავე შეგიძლიათ. არ არის საჭირო რაიმე დამატებითი რეგისტრაციის გავლა.

  • მონაწილეობის უფლების მქონე მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ საკომისიოები, როდესაც ხალხი მათ პოსტებს კითხულობს, აწკაპუნებს მონეტის სახელწოდებაზე (მაგალითად $BTC-ზე) და შემდეგ ახორციელებს ვაჭრობას.

  • საკომისიოს ოდენობა 20%-ით იწყება. თუ თქვენი პოსტები პოპულარული გახდა, საკომისიო შესაძლოა 50%-მდე გაიზარდოს. Binance დაიანგარიშებს თქვენს მოგებას და გადაგიხდით კვირის ბოლოს USDC-ში.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

რა არის Write to Earn პროგრამა Binance Square-ზე?

როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, Write to Earn ძალიან მარტივი პრინციპით მუშაობს: თქვენ წერთ პოსტს და აქვეყნებთ მას, ხოლო თუ ვინმე ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ვაჭრობას განახორციელებს, თქვენ მიიღებთ წილს ვაჭრობის საკომისიოდან.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

2026 წლის 9 თებერვლიდან ეს პროგრამა ღიაა კონკრეტული რეგიონების ყველა მომხმარებლისთვის. თქვენ უბრალოდ უნდა გაიაროთ ვინაობის ვერიფიკაციის პროცესი (KYC). არ არის საჭირო რაიმე რეგისტრაციის ფორმის შევსება. Binance Square-ზე პირველი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ თქვენ ავტომატურად ხდებით პროგრამის მონაწილე.

როგორ გამოვიმუშაოთ

თქვენ თანხას გამოიმუშავებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კონტენტის წაკითხვის შემდეგ მომხმარებლები ვაჭრობას განახორციელებენ. ქვემოთ დეტალურადაა აღწერილი ეს პროცესი:

  1. კონტენტის გამოქვეყნება: ეს შეიძლება იყოს მოკლე შეტყობინება, გრძელი სტატია, ვიდეო ან სულაც გამოკითხვა.

  2. „ქეშთეგის“ დამატება: ეს არის მონეტის სიმბოლო დოლარის ნიშანთან ერთად (მაგ., $BTC ან $BNB).

  3. მკითხველის მიერ მასზე დაწკაპუნება: მკითხველი ათვალიერებს თქვენს პოსტს და აწკაპუნებს თქვენს პოსტში მოცემულ ქეშთეგზე ან ფასის დიაგრამის ვიჯეტზე.

  4. მის მიერ ვაჭრობის განხორციელება: თუ მკითხველი დაწკაპუნების შემდეგ მალევე განახორციელებს ვაჭრობას, თქვენ მიიღებთ წილს ამ ვაჭრობის საკომისიოდან.

რა თანხის გამომუშავება შემიძლია?

რაც უფრო მეტი ვალიდური ვაჭრობა განხორციელდება თქვენი პოსტების წაკითხვის შემდეგ, მით უფრო მეტი თანხის გამომუშავებას შეძლებთ. საუკეთესო კრეატორების დაჯილდოებისთვის სისტემა იყენებს დონეების სისტემას.

საბაზისო და ბონუს საკომისიო

Binance Square პლატფორმის Write to Earn პროგრამაში ჩართვის პირველ ეტაპზე თითოეული კრეატორი იღებს 20% საბაზისო საკომისიოს. მაგალითად, თუ „ქეშთეგზე“ დაწკაპუნების შემდეგ მკითხველი განახორციელებს ვაჭრობას და გადაიხდის $1 საკომისიოს, თქვენ მიიღებთ $0,20-ს.

ყოველი კვირის ბოლოს, Binance მოამზადებს ყველა კრეატორის რეიტინგს. თუ ტოპ ასეულში მოხვდით, თქვენ მიიღებთ ბონუსს.

კრეატორების რეიტინგი (ყოველკვირეული)

საბაზისო საკომისიო

ბონუს საკომისიო

ჯამური საკომისიო

ტოპ 1-30

20%

+30%

50%

ტოპ 31-100

20%

+10%

30%

სხვა კრეატორები

20%

არ არის

20%

გადახდის მიღება

Binance დაიანგარიშებს ორშაბათიდან კვირის ჩათვლით გამომუშავებულ ჯილდოებს. თანხას მიიღებთ მომდევნო ხუთშაბათს. გადახდა ხორციელდება USDC-ში და ირიცხება პირდაპირ თქვენს Binance Funding ანგარიშზე.

გაითვალისწინეთ, რომ ჯილდოს მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ კვირის განმავლობაში თქვენ მიერ გამომუშავებული თანხა იქნება მინიმუმ 0,1 USDC. თუ გამომუშავებული თანხა ამ მაჩვენებელზე ნაკლები იქნება, მომდევნო კვირაში თქვენი ბალანსი განულდება.

რჩევები წარმატებისთვის

გახსოვდეთ, რომ თანხას მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკითხველი თქვენს პოსტში არსებულ „ქეშთეგზე“ ან დიაგრამის ვიჯეტზე დაწკაპუნების შემდეგ განახორციელებს ვაჭრობას. თუ გსურთ გაზარდოთ თანხის გამომუშავების შანსები, გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები:

  1. ყოველთვის გამოიყენეთ „ქეშთეგები“: თუ თქვენი პოსტი ეხება Bitcoin-ს, ის უნდა შეიცავდეს „ქეშთეგს“ $BTC.

  2. გამოიყენეთ ვიჯეტები: ასევე შეგიძლიათ პოსტში დაამატოთ ფასის დიაგრამა. ეს სასარგებლოა როგორც მკითხველისთვის, ასევე თქვენი ჯილდოს გამომუშავების ალბათობის გაზრდისთვის.

  3. დაწერეთ სასარგებლო პოსტები: გააზიარეთ რეალური სტატიები ან სიახლეები. თუ მკითხველები გენდობიან, უფრო მეტი შანსია, რომ მათ ვაჭრობა თქვენი პოსტებიდან განახორციელონ.

  4. ყურადღება მიაქციეთ ტრენდებს: დაწერეთ პოპულარული ან ტრენდული მონეტების შესახებ, ამგვარად მათ პოპულარობას თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას შეძლებთ.

მნიშვნელოვანი წესები, რომლებიც უნდა გახსოვდეთ

არსებობს გარკვეული სიტუაციები, რა დროსაც ვერ მიიღებთ საკომისიოებს. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა წარუმატებლობა თქვენთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდეს.

  • ძველი პოსტები: კონტენტით თანხის გამომუშავებას შეძლებთ მხოლოდ მათი გამოქვეყნებიდან შვიდი დღის განმავლობაში.

  • რეფერალები: თუ მომხმარებელი Binance-ზე რეგისტრაციას გაივლის თქვენი რეფერალის ბმულის გამოყენებით, თქვენ ვერ შეძლებთ მის მიერ განხორციელებული ვაჭრობით „Write to Earn-ის“ საკომისიოების გამომუშავებას". ამ დროს თქვენ მიიღებთ მხოლოდ სტანდარტულ რეფერალის ჯილდოებს.

  • ნულოვანი საკომისიოები: თუ ტრეიდერი ვაჭრობისას არ იხდის საკომისიოებს (მაგალითად, ზოგიერთი სტეიბლკოინის წყვილით ვაჭრობისას), თქვენ ვერ მიიღებთ საკომისიოების წილს.

  • ეს არ ეხება თქვენს ვაჭრობას: საკუთარი ვაჭრობით საკომისიოების გამომუშავებას ვერ შეძლებთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Write to Earn გვერდი.

შეჯამება

Binance Square პლატფორმის Write to Earn პროგრამა კრიპტოს შესახებ თქვენი ცოდნით დამატებითი შემოსავლის მიღების შესანიშნავი საშუალებაა. მისი მიზანია Binance-ის საზოგადოების აქტიური და სასარგებლო წევრების დაჯილდოება. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ საჭიროა დაიცვათ წესები, შექმნათ კარგი კონტენტი და გამოიყენოთ „ქეშთეგები“ და დიაგრამის ვიჯეტები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.