მთავარი დეტალები
zkPass არის მონაცემთა ვერიფიკაციის პროტოკოლი, რომელიც ორიენტირებულია კონფიდენციალურობაზე. ის ასრულებს Web2 მონაცემების Web3 ეკოსისტემასთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას.
zkPass იყენებს Multi-Party Computation (MPC) და Zero-Knowledge Proofs (ZKP) ტექნოლოგიებს და მომხმარებლებს აძლევს საკუთარი მონაცემების მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობას დეტალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე.
zkPass-ის ერთ-ერთ მთავარ ინოვაციას წარმოადგენს „TransGate“. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოახდინოს ნებისმიერ HTTPS ვებსაიტზე არსებული მონაცემების მტკიცებულებების გენერირება მოდიფიცირებული, სამმხრივი TLS (3P-TLS) კომუნიკაციის პროტოკოლის გამოყენებით.
zkPass გვთავაზობს მონაცემთა სუვერენიტეტთან დაკავშირებული კრიტიკული პრობლემების მოგვარების გზას და გამორიცხავს დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის ცენტრალიზებული API-ების ან ინვაზიური KYC პროცესების საჭიროებას.
შესავალი
ტრადიციულ ინტერნეტსა (Web2) და ბლოკჩეინის ეკოსისტემას (Web3) შორის არსებული განსხვავებები კვლავ დაბრკოლებას წარმოადგენს ამ უკანასკნელის ფართოდ დანერგვის პროცესში. Web2 სივრცეში განთავსებულია მომხმარებლებთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით ფასეული მონაცემები (მაგ., ფინანსური ისტორია, სოციალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, იურიდიული რეკვიზიტები). როგორც წესი, Web3 აპლიკაციებით ამ მონაცემებზე წვდომა შეუძლებელია ცენტრალიზებული შუამავლების გამოყენების ან თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე.
zkPass სწორედ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შეიქმნა. ის გთავაზობთ თქვენი რეალური სამყაროს რეკვიზიტების და მონაცემების ბლოკჩინზე გადატანის შესაძლებლობას კრიპტოგრაფიის გამოყენებით. ამისათვის თქვენ არ გჭირდებათ შუამავლებისთვის თქვენი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება. მოდით განვიხილოთ, თუ როგორ მუშაობს და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.
რა არის zkPass?
zkPass არის დეცენტრალიზებული, კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული მონაცემთა ვერიფიკაციის პროტოკოლი. ის მუშაობს, როგორც ინფრასტრუქტურის ფენა, რომელიც მომხმარებელს აძლევს მონაცემთა ტრადიციულ Web2 წყაროებზე (მაგალითად, საბანკო ან ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე ან სამთავრობო მონაცემთა ბაზებში) არსებული მონაცემების კონკრეტულ ნაწილთან დაკავშირებული მტკიცებულებების Web3 სმარტ კონტრაქტებზე გაგზავნის შესაძლებლობას.
zkPass-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებელს შესთავაზოს მონაცემთა ვერიფიკაციის შესაძლებლობა ამ მონაცემთა გამჟღავნების გარეშე. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლს წარუდგინოს მტკიცებულება, რომ მისი საკრედიტო რეიტინგი 700-ზე მეტია ზუსტი ქულის, საკუთარი სახელის და გვარის ან საკრედიტო ანგარიშის ისტორიის გამჟღავნების გარეშე.
როგორ მუშაობს zkPass?
zkPass-ის არქიტექტურა დაფუძნებულია თანამედროვე კრიპტოგრაფიის ორ ფუნდამენტზე: Multi-Party Computation (MPC) და Zero-Knowledge Proofs (ZKP), თუმცა მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციას წარმოადგენს ინტერნეტ-კავშირის პროტოკოლის გამოყენების მეთოდი, რომელსაც ეწოდება TLS (Transport Layer Security).
1. სამმხრივი TLS (3P-TLS)
ბანკის ვებსაიტზე შესვლის დროს თქვენ იყენებთ HTTPS პროტოკოლს, რომელიც დაფუძნებულია სტანდარტულ, ორმხრივ TLS კომუნიკაციაზე, რომელიც მყარდება თქვენსა (კლიენტსა) და ბანკს (სერვერს) შორის. ეს უზრუნველყოფს შიფრაციას, თუმცა ამ დროს მონაცემების ნახვა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
zkPass გვთავაზობს „სამმხრივი TLS-ის“ მექანიზმს". ამ პროცესში მონაწილეობენ შემდეგი მხარეები:
დამმტკიცებელი (მომხმარებელი): პირი, რომელიც იღებს წვდომას მონაცემებზე.
ვერიფიკატორი (zkPass-ის ნოდი): ის ადასტურებს მონაცემების გადაგზავნის პროცესს
ვებ-სერვერი: მონაცემების წყარო (მაგ., Google, Amazon, Chase Bank).
მსგავსი კომუნიკაციის დროს ვერიფიკატორის ფუნქციაა იმის უზრუნველყოფა, რომ მონაცემები იყოს ავთენტური და იგზავნებოდეს სწორი სერვერიდან. თუმცა, გამოყენებული კრიპტოგრაფიული პროტოკოლის წყალობით, ვერიფიკატორს არ შეუძლია დაუშიფრავი მონაცემების ნახვა. ის ხედავს მხოლოდ იმის მათემატიკურ მტკიცებულებას, რომ ნამდვილად ხორციელდება მონაცემთა მიმოცვლა.
2. TransGate
ამ ტექნოლოგიის მიერ გამოყენებულ მომხმარებლის ინტერფეისს ეწოდება TransGate. ის ასრულებს გეითვეის როლს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოახდინონ ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების გენერირება ნებისმიერ HTTPS ვებსაიტზე არსებული მონაცემებისთვის. TransGate-ის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ვებსაიტის კონკრეტული მონაცემთა ველები და გარდაქმნას ისინი ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებად. ამის შემდეგ ეს მტკიცებულებები შეიძლება აიტვირთოს ბლოკჩეინზე, სადაც DApp-ები შეძლებენ მათ ვერიფიკაციას.
3. ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულების გენერირება
მონაცემების მიღების და მათი 3P-TLS-ის მეშვეობით დადასტურების შემდეგ, ის გარდაიქმნება ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებად. ეს წარმოადგენს კრიპტოგრაფიულ მეთოდს, სადაც ერთი მხარე მეორეს უგზავნის საკუთარი მონაცემების სიზუსტის მტკიცებულებას უშუალოდ ამ მონაცემების გამჟღავნების გარეშე. ამ მეთოდის წყალობით, სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია წაკითხვად ფორმატში არასოდეს ტოვებს მომხმარებლის მოწყობილობას.
გამოყენების პოტენციური გზები
zkPass სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება და ასრულებს off-chain მონაცემების ბლოკჩეინთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას.
DeFi და არასაკმარისად უზრუნველყოფილი სესხები: ამჟამად, სესხების გაცემის DeFi აპლიკაციები მოითხოვენ ჭარბ უზრუნველყოფას, რადგან პროტოკოლებს არ შეუძლიათ მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის შემოწმება. მომხმარებლებს შეუძლიათ zkPass-ის გამოყენებით დაადასტურონ საკუთარი off-chain ფინანსური სტატუსი (მაგ., საბანკო ანგარიშების ბალანსები ან საკრედიტო რეიტინგები), რაც მათ აძლევს სესხების უკეთესი პირობებით აღების შესაძლებლობას საკუთარი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე.
იდენტობის ვერიფიკაცია (DID): მომხმარებლებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ისინი წარმოადგენენ უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემების მქონე 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს (KYC-ის შესაბამისად) საკუთარი ფოტოების ან პასპორტის ასლების რამდენიმე მონაცემთა ბაზაში ატვირთვის გარეშე, რაც ამცირებს იდენტობის ქურდობის რისკს.
თამაშები და სოციალური მედია: გეიმერებს შეუძლიათ Web2 თამაშების პლატფორმებზე (როგორიცაა Steam ან Epic Games) აქტივების ფლობის ან საკუთარი მიღწევების დადასტურება, რაც მათ აძლევს Web3 ეკოსისტემებში სხვადასხვა ჯილდოებზე წვდომის შესაძლებლობას.
კრეატორის ეკონომიკა: ინფლუენსერებს შეუძლიათ ანონიმურად დაადასტურონ, რომ მათი ანგარიშის ფოლოვერების რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს, რაც მათ მისცემს DAO-ს ექსკლუზიური წევრობის ან მარკეტინგული კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობას.
zkPass-ის უპირატესობები
კონფიდენციალურობის დაცვა: პროტოკოლი უზრუნველყოფს მონაცემთა სუვერენიტეტს. მომხმარებლები ინარჩუნებენ სრულ კონტროლს საკუთარ მონაცემებზე და აზიარებენ მხოლოდ „შედეგებს“ (მტკიცებულებებს) და არა „დაუმუშავებელ მონაცემებს“.
API-ს საჭიროების არარსებობა: ტრადიციული oracle-ებისგან განსხვავებით, რომლებიც Web2 კომპანიებისგან ითხოვს API-ზე წვდომას, zkPass მუშაობს ნებისმიერ სტანდარტულ HTTPS ვებსაიტთან. ეს გამორიცხავს Web2 გიგანტებზე დამოკიდებულებას და უზრუნველყოფს მონაცემთა პორტატულობას.
თავსებადობა: გენერირებული მტკიცებულებები თავსებადია უამრავ სხვადასხვა ბლოკჩეინთან, რაც ამ პროტოკოლს სამომავლო მულტი-ჩეინ ეკოსისტემის უნივერსალურ ინსტრუმენტად აქცევს.
თაღლითობისგან დაცვა: TLS-ის მეშვეობით პირდაპირ სერვერიდან მიღებული მონაცემების ვერიფიკაციის წყალობით, ის მომხმარებლებს არ აძლევს ყალბი სკრინშოტების ატვირთვით ან ადგილობრივი HTML კოდის მანიპულაციით საკუთარი რეკვიზიტების გაყალბების შესაძლებლობას.
ZKP ტოკენი
ZKP ტოკენი უზრუნველყოფს zkPass ქსელის მუშაობის მხარდაჭერას. ის წარმოადგენს ძირითად ვალუტას, რომელიც გამოიყენება თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხო მტკიცებულებებად გარდაქმნის სერვისების საფასურის გადასახდელად.
ZKP წარმოადგენს ERC-20 ტოკენს, რომლის მაქსიმალური მარაგი 1 მილიარდი ტოკენია. ის ასევე იყენებს LayerZero-ს ტექნოლოგიას, რაც ტოკენის სხვადასხვა ბლოკჩეინზე მარტივად და უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
ZKP ტოკენი ძირითადად ოთხი დანიშნულებით გამოიყენება:
გადახდები: მტკიცებულებების გენერირებისთვის და მონაცემთა ვერიფიკაციისთვის მომხმარებლები და აპლიკაციები იხდიან ZKP-ს.
უზრუნველყოფის დეპოზიტი: პირებს, რომელთაც სურთ საკუთარი ქსელის ნოდების (ვალიდატორების) გაშვება, უნდა დაბლოკონ საკუთარი ZKP ტოკენები, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ისინი პატიოსნად იმუშავებენ. თაღლითობის მცდელობის შემთხვევაში, ისინი დაკარგავენ ამ ტოკენებს.
წვდომა: დეველოპერებს და კომპანიებს ZKP ესაჭიროებათ zkPass-ის ინსტრუმენტების და კონფიდენციალურობის ფუნქციების გამოსაყენებლად.
ხმის მიცემა: ტოკენების ფლობით, საზოგადოების წევრებს ეძლევათ სისტემის ცვლილებებისთვის ხმის მიცემის უფლება.
zkPass (ZKP) Binance-ზე
2026 წლის 7 იანვარს განხორციელდა ZKP ტოკენის ლისტინგი Binance-ზე, რის შემდეგაც ტოკენს მიენიჭა Seed ტეგი. მომხმარებლებს შეუძლიათ მისი გადაცვლა USDT, USDC და TRY ტოკენებზე. ლისტინგის შემდეგ, Binance Spot-მა განაცხადა პრომოაქციის გაშვების შესახებ, რომელში მონაწილეობის უფლების მქონე მომხმარებლებსაც მიეცათ შანსი მიეღოთ წილი 7 400 000 ZKP ღირებულების საპრიზო ფონდიდან ტოკენის ვაუჩერების სახით.
შეჯამება
რეალური სამყაროს საიდენტიფიკაციო მონაცემების და რეპუტაციის ბლოკჩეინთან დაკავშირების საჭიროება დღითიდღე იზრდება, თუმცა ეს დაკავშირება არ უნდა მოხდეს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევის ხარჯზე. zkPass გთავაზობთ ამ პრობლემის გონივრული გადაჭრის გზას. არსებული დაცული ინტერნეტის (HTTPS) და „ბრმა“ ვერიფიკაციის MPC და ZK ტექნოლოგიების გამოყენებით, მონაცემთა გაზიარება უფრო უსაფრთხო და მასშტაბირებადი ხდება.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.