მთავარი დეტალები
Zama არის ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული კრიპტოგრაფიის კომპანია, რომელიც გვთავაზობს კონფიდენციალური ბლოკჩეინის პროტოკოლს, რომელიც კონფიდენციალურობისთვის იყენებს სრულად ჰომომორფულ შიფრაციას (FHE).
ეს პროტოკოლი სმარტ კონტრაქტებს აძლევს დაშიფრული მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას მათი გაშიფვრის გარეშე, რაც იძლევა საჯარო ბლოკჩეინებზე კონფიდენციალური აპლიკაციების გაშვების საშუალებას.
Zama-ს ტექნოლოგია წარმოადგენს კროს-ჩეინ სისტემას, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან კონფიდენციალური აპლიკაციები 1-ელი და მე-2 დონის ბლოკჩეინებისთვის (როგორიცაა Ethereum ან Solana).
ZAMA ტოკენი არის ქსელის ადგილობრივი utility აქტივი, რომელიც გამოიყენება გაზის საკომისიოების გადასახდელად, მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლების მისაღებად და ქსელის ვალიდატორებისა და დამმტკიცებლების წახალისებისთვის.
შესავალი
საჯარო ბლოკჩეინები, როგორებიცაა Ethereum და Bitcoin, გამჭვირვალე სისტემებს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამჭვირვალობა უზრუნველყოფს ნდობას და ვერიფიცირებადობას, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მისი მონაცემების ნახვა ნებისმიერს შეუძლია. კონფიდენციალურობის არარსებობის გამო ამ ბლოკჩეინებზე ყველა ტიპის აპლიკაციის გაშვება ვერ ხერხდება. ეს განსაკუთრებით ეხება იმ აპლიკაციების, რომლებიც გამოიყენება ფინანსურ, ჯანდაცვის და ბიზნესის სფეროებში.
ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, Zama-მ წარმოგვიდგინა ბლოკჩეინის მონაცემების სრულად ჰომომორფული შიფრაცია (FHE). ეს კრიპტოგრაფიული ტექნიკა იძლევა დაშიფრული მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას. პროტოკოლის შექმნით, რომელიც იძლევა კონფიდენციალური სმარტ კონტრაქტების გაშვების საშუალებას, Zama მიზნად ისახავს დეცენტრალიზებულ ქსელში სრულად კონფიდენციალურობის ფუნქციის დამატებას საჯაროდ ვერიფიცირებადობის დონის შემცირების გარეშე.
რა არის Zama?
Zama არის ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული კრიპტოგრაფიის კომპანია და პროტოკოლი, რომელიც ფოკუსირებულია დეველოპერებისთვის FHE ტექნოლოგიაზე წვდომის შეთავაზებაზე. მის ფლაგმანურ პროდუქტს წარმოადგენს Zama Confidential Blockchain Protocol, რომელიც გვთავაზობს კონფიდენციალური სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერას.
მისი ძირითადი არსი მარტივი, თუმცა ეფექტურია: დასამუშავებელი სენსიტიური მონაცემების ბლოკჩეინზე (ან ცენტრალიზებულ სერვერზე) ღიად განთავსების ნაცვლად, მომხმარებელი თავად ახდენს მათ შიფრაციას. ამის შემდეგ ეს დაშიფრული მონაცემები იგზავნება ბლოკჩეინზე, სადაც ხდება მათი დამუშავება და დაშიფრული შედეგების გენერირება, რომელთა გაშიფვრა მხოლოდ მომხმარებელს შეუძლია. ეს უზრუნველყოფს end-to-end კონფიდენციალურობას ბლოკჩეინის აპლიკაციებში მათი გამოყენების დროს.
როგორ მუშაობს Zama?
კონფიდენციალურობასა და გამჭვირვალობას შორის არჩევანის გაკეთების დილემის გადაჭრის მიზნით Zama-ს არქიტექტურა იყენებს FHE-ს.
1. სრულად ჰომომორფული შიფრაცია (FHE)
FHE იძლევა გამოთვლების პირდაპირ დაშიფრულ მონაცემებზე ჩატარების საშუალებას, სტანდარტული ბლოკჩეინ-ტრანზაქციების დროს, მონაცემების დამუშავებისთვის საჭიროა, რომ მათზე წვდომა საჯარო იყოს (მაგ., საჭიროა შემოწმდეს, რომ მომხმარებელს ბალანსზე საკმარისი თანხა აქვს). Zama-ს FHE-ის მეშვეობით, სმარტ კონტრაქტს თანხის არსებობის და სხვა ინფორმაციის გადამოწმება მონაცემების გაშიფვრის გარეშე შეუძლია. ქსელი ტრანზაქციის ვალიდაციას რეალური ბალანსის ან თანხის შემოწმების გარეშე ახორციელებს.
2. კონფიდენციალური სმარტ კონტრაქტები (fhEVM)
Zama-მ შეიმუშავა fhEVM (სრულად ჰომომორფული Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერი). ის დეველოპერებს აძლევს კონფიდენციალური სმარტ კონტრაქტების Solidity-ს მეშვეობით დაწერის შესაძლებლობას, რომელიც წარმოადგენს Ethereum-ზე გამოყენებულ პროგრამირების ენას. დეველოპერებს შეუძლიათ განსაზღვრონ, კონტრაქტის რომელი ნაწილი უნდა იყოს საჯარო და რომელი კონფიდენციალური (დაშიფრული, რაც ამარტივებს კონფიდენციალურობის ფუნქციის არსებულ DApp-ებში ინტეგრაციას.
3. კროს-ჩეინ თავსებადობა
Zama შეიქმნა, როგორც სხვა ბლოკჩეინებზე დამატებული „ფენა“. ის თავსებადია Ethereum-თან, მე-2 დონის ქსელებთან და სხვა ბლოკჩეინებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერს კონფიდენციალური აპლიკაციის შექმნა თავის რჩეულ ბლოკჩეინზე შეუძლია; მან უბრალოდ უნდა გამოიყენოს Zama-ს ტექნოლოგია.
გამოყენების პოტენციური გზები
Zama-ს ტექნოლოგია გვთავაზობს კონფიდენციალურობის საჭიროების მქონე ბლოკჩეინის აპლიკაციების შექმნის ინოვაციურ გზებს.
კონფიდენციალური DeFi: მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ, გაასესხონ ან ისესხონ აქტივები საკუთარი პოზიციების ან სტრატეგიების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე, რაც უზრუნველყოფს წინმსწრები ვაჭრობის და კოპირებით ვაჭრობის პრევენციას.
On-chain იდენტობა: თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ 18 წელზე უფროსი ასაკის ან კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე ხართ საკუთარი ფოტოს ან პირადობის მოწმობის ატვირთვის გარეშე.
დაშიფრული ხმის მიცემა (DAO-ები): მმართველობასთან დაკავშირებული შემოთავაზებებისთვის ხმის მიცემისას შეიძლება გამოვიყენოთ საიდუმლო ბიულეტენები, რომლებიც უზრუნველყოფს ხმების სწორად დათვლას, თუმცა ამ დროს თითოეული პირის არჩევანი საიდუმლოდ რჩება, რაც გამორიცხავს იძულების ან მოქრთამვის შესაძლებლობას.
გეიმინგი Zama-ს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნეს On-chain თამაშებში კონკრეტული ინფორმაციის დაფარვის მიზნით (მაგ., „ომის ნისლის“ მექანიკა ან დაფარული ბარათები).
ZAMA ტოკენი
ZAMA ტოკენი წარმოადგენს Zama ეკოსისტემის ადგილობრივ utility აქტივს. ის ცენტრალურ როლს ასრულებს ქსელის უსაფრთხოების და ფუნქციონირების მხარდაჭერის პროცესში.
გაზის საკომისიოები: ZAMA ტოკენების სანაცვლოდ მომხმარებლებს შეუძლიათ კონფიდენციალური ტრანზაქციების აღსრულება და სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედება.
მმართველობა: ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებებს და მისი პარამეტრების ცვლილებებს.
წახალისებები: ქსელის ოპერატორები, რომლებიც ასრულებენ მაღალი გამომთვლელი სიმძლავრის საჭიროების მქონე FHE დავალებებს (დამტკიცება და ვერიფიკაცია) იღებენ ჯილდოებს ZAMA ტოკენების სახით.
Zama (ZAMA) Binance-ზე
2926 წლის 3 თებერვალს განხორციელდა Zama (ZAMA) ტოკენის ლისტინგი Binance-ზე. მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ ZAMA/USDT და ZAMA/USDC წყვილებით. ასევე გამოცხადდა სპოტ ვაჭრობის კამპანიის შესახებ, რომელიც დაიწყება 3 თებერვალს და გაგრძელდება 17 თებერვლამდე. მონაწილეობის უფლების მქონე მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ჯილდო ტოკენის ვაუჩერის სახით. კამპანიის მთლიანი საპრიზო ფონდი შეადგენს 45 000 000 ZAMA ტოკენს.
შეჯამება
ბლოკჩეინის ფართოდ დანერგვის გზაზე კონფიდენციალურობა ერთ-ერთ საბოლოო ეტაპს წარმოადგენს. იმისათვის, რომ ინსტიტუტებმა და უბრალო მომხმარებლებმა შეძლონ Web3-ის პოტენციალით სრულად სარგებლობა, მათ ესაჭიროებათ საკუთარი მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა. Zama იყენებს სრულად ჰომომორფულ შიფრაციას, რომელიც გვთავაზობს მონაცემთა კონფიდენციალურობის პერსპექტიულ მეთოდს. Zama ბლოკჩეინებს სთავაზობს მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობას უშუალოდ ამ მონაცემების წაკითხვის გარეშე, რაც უფრო დაცული, კონფიდენციალური და პრაქტიკული დეცენტრალიზებული ინტერნეტის შექმნის საფუძველს წარმოადგენს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში მოხსენიებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი დეტალებისთვის სრულად გაეცანით ჩვენს პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.