მთავარი დეტალები
Warden Protocol არის full-stack ფრეიმვორკი, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის აგენტების ეკონომიკის მუშაობას და გვთავაზობს აგენტის შექმნის, გაშვების, მონეტიზაციის და მართვის ალგორითმს, სტანდარტებს და ინსტრუმენტებს.
ეკოსისისტემის კომპონენტებია: Warden Chain - ხელოვნური ინტელექტის აგენტების სპეციალიზებული EVM ბლოკჩეინი; Warden Studio - დეველოპერების პლატფორმა აგენტების გასაშვებად; და Warden - აგენტის საფულე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველა აგენტზე, მოდელზე და ბლოკჩეინზე წვდომას ერთი ინტერფეისის მეშვეობით.
WARD წარმოადგენს Warden Protocol-ის ადგილობრივ utility ტოკენს, რომლის საწყისი მთლიანი მარაგი 1 მილიარდ ტოკენს შეადგენს. ის გამოიყენება მმართველობაში, სტეიკინგში, ჯილდოების გასაცემად და დეველოპერების მიერ Warden-ზე აგენტების გაშვების საფასურის გადასახდელად.
შესავალი
ხელოვნური ინტელექტის აგენტები წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამებს, რომელთაც შეუძლიათ მარტივი ბრძანებებით off-chain და on-chain ოპერაციების განხორციელება, დაწყებული ვაჭრობების აღსრულებით და აქტივების გადარიცხვით და დამთავრებული საფუძვლიანი კვლევების ჩატარებით. დღეისათვის ხელოვნური ინტელექტის აგენტები სხვადასხვა ფრეიმვორკებზეა გადანაწილებული და ყველა მათგანთან ერთი და იგივე შეზღუდვებია დაკავშირებული: ინტეგრირებული მონეტიზაციის, საზიარო ინფრასტრუქტურის და მომხმარებელთა მოზიდვის შესაძლებლობის არარსებობა. Warden Protocol წარმოადგენს full-stack ფრეიმვორკს, რომლის დანიშნულებაა ამ პრობლემების მოგვარება და ხელოვნური ინტელექტის აგენტების ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მეშვეობით.
რა არის Warden Protocol?
Warden Protocol არის full-stack ფრეიმვორკი, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის აგენტების ეკონომიკის მუშაობას. ის გვთავაზობს აგენტის შექმნის, გაშვების, მონეტიზაციის და მართვის ალგორითმს, სტანდარტებს და ინსტრუმენტებს. პროტოკოლი იყენებს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას: ის იწყებს განაწილებით და არა ინფრასტრუქტურით, რათა აგენტებს რეალური აუდიტორია პირველივე დღიდან ჰყავდეთ.
პროტოკოლს აქვს რამდენიმე ტიკის ხელოვნური ინტელექტის აგენტების მხარდაჭერა. ფინანსური აგენტები ამარტივებენ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ოპერაციებს, როგორიცაა აქტივების გაცვლა, მათი გადატანა ბლოკჩეინებს შორის და გაზის საკომისიოების მართვა. ავტოპილოტი აგენტები მუშაობენ მაშინ, როდესაც მომხმარებელი ოფლაინ რეჟიმშია, რისთვისაც იყენებენ დეცენტრალიზებულ არაკასტოდიალურ არქიტექტურას. ინსტიტუციური აგენტები რეალურ დროში მართავენ პორტფოლიოებს, იყენებენ რისკების დინამიკური კონტროლის მეთოდებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას. ეკოსისტემის აგენტები აკვირდებიან ბლოკჩეინის ქსელებს რისკების იდენტიფიცირების მიზნით, ამუშავებენ შემოთავაზებებს და უზრუნველყოფენ მმართველობის ინიციატივების მხარდაჭერას.
ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია შექმნას საზოგადოებრივი აგენტი და დაარეგისტრიროს ის Warden-ში, რითაც ის ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლებისთვის და გააუმჯობესებს ეკოსისტემის შესაძლებლობებს.
როგორ მუშაობს Warden Protocol?
Warden Protocol წარმოადგენს სამი ფენისგან შემდგარ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროტოკოლს. ეს ფენები უზრუნველყოფს აგენტის მხარდაჭერას მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
ბლოკჩეინის ფენა
ბლოკჩეინის ფენა წარმოადგენს აგენტების ძირითად ინფრასტრუქტურას: იდენტობა, კოორდინაცია და წარმომავლობა. Warden Chain არის ხელოვნური ინტელექტის აგენტების სპეციალიზებული EVM ბლოკჩეინი. აგენტის შექმნის შემდეგ, ის გაეშვება პირდაპირ Warden Chain-ზე, რომელიც თითოეულ აგენტს ანიჭებს უნიკალურ კრიპტოგრაფიულ ID-ს, რომელიც საჭიროა ავთენტიფიკაციის და ხელმოწერის მოთხოვნებისთვის. ამ ბლოკჩეინზე ასევე იწერება თითოეული აგენტის რეპუტაციის მონაცემები და ისტორია, რაც უზრუნველყოფს ხარჯების და გადასახადების კონტროლს Proof of Inference-ის მეშვეობით.
Warden Chain მხარს უჭერს სხვადასხვა ბლოკჩეინ-ქსელზე გაშვებულ აგენტებს შორის ურთიერთქმედებას, რომელთა შორისაა Ethereum, Solana, BNB Chain და Base. ის წარმოადგენს კოორდინაციის ფენას აგენტების ეკონომიკისთვის, სადაც თითოეულ აგენტს აქვს ვერიფიცირებადი on-chain იდენტობა.
ვერიფიცირებადობის ფენა
ვერიფიცირებადობის ფენა იყენებს ბლოკჩეინს, კრიპტოგრაფიასა და კონსენსუსის მექანიზმებს ხელოვნური ინტელექტის მოდელების სანდოობის უზრუნველსაყოფად. მის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს SPEX (Statistical Proof of Execution) - სისტემა, რომელიც ამოწმებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელთანაც მომხმარებელი ურთიერთქმედებს, არის ორიგინალი და არა ჩანაცვლებული ან მოდიფიცირებული ვერსია. SPEX ასევე აფასებს, თუ რამდენად ზუსტი და სანდოა მოდელის მიერ გენერირებული მონაცემები, რათა შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება აპლიკაციებში.
აპლიკაციის ფენა
აპლიკაციური ფენა არის დონე, სადაც ერთმანეთს უკავშირდებიან დეველოპერები და მომხმარებლები. ის შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან.
Warden App: „აგენტური საფულე“, რომელიც მომხმარებლებს აძლევს ხელოვნური ინტელექტის აგენტებთან პირდაპირი ურთიერთქმედების შესაძლებლობას
Warden Agent Hub: სავაჭრო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საზოგადოებრივ აგენტებზე წვდომის შესაძლებლობას
Warden Studio: პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის აგენტების გაშვების და მონეტიზაციის შესაძლებლობას
რა არის WARD?
WARD არის Warden Protocol ეკოსისტემის ადგილობრივი utility ტოკენი, რომელიც Warden Chain-ის და Warden აპლიკაციის ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენს.
ტოკენის დანიშნულება
ეკოსისტემაში WARD-ს რამდენიმე დანიშნულება აქვს. ის გამოიყენება მმართველობაში მონაწილეობისთვის და ტოკენის მფლობელებს საშუალებას აძლევს ხმა მისცენ პროტოკოლთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. ასევე შესაძლებელია მისი განთავსება სტეიკინგზე და ჯილდოების გამომუშავება. ეს ტოკენი ასევე წარმოადგენს გადახდის საშუალებას, რომელსაც იყენებენ დეველოპერები საკუთარი აგენტების Warden-ზე გასაშვებად.
ტოკენის მარაგი და განაწილება
WARD-ის საწყისი მთლიანი მარაგი შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს. WARD ტოკენის განაწილების მიზანია დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) განვითარების მხარდაჭერა. ტოკენების უმეტესობა განკუთვნილია ეკოსისტემის განვითარებისთვის, დეველოპერების ჯილდოებისთვის და საზოგადოების ინიციატივებისთვის.
WARD Binance Alpha-ზე
2026 წლის 4 თებერვალს განხორციელდა WARD ტოკენის ლისტინგი Binance Alpha-ზე.
ხშირად დასმული კითხვები
რისთვის გამოიყენება Warden Protocol?
Warden Protocol არის full-stack ფრეიმვორკი, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის აგენტების ეკონომიკის მუშაობას. ის დეველოპერებს აძლევს ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნის, გაშვების და მონეტიზაციის საშუალებას, რომელთაც შეუძლიათ როგორც off-chain, ასევე on-chain ოპერაციების განხორციელება. მომხმარებლებს შეუძლიათ Warden-ის აგენტური საფულის მეშვეობით მიიღონ წვდომა ამ აგენტებზე და ბუნებრივი ენის ბრძანებების გამოყენებით შეასრულონ კომპლექსური პროცესები, როგორიცაა ვაჭრობა, აქტივების გადატანა, სტეიკინგი, კვლევა და პროგნოზირება.
რა არის და რისთვის გამოიყენება WARD ტოკენი?
WARD წარმოადგენს Warden Protocol-ის ადგილობრივ utility ტოკენს. ის გამოიყენება მმართველობაში, სტეიკინგში, ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ჯილდოების გასაცემად, დეველოპერების მიერ Warden-ზე აგენტების გაშვების საფასურის გადასახდელად, Warden აპლიკაციაში გაზის აბსტრაქციისთვის და სხვადასხვა ფუნქციების განბლოკვისთვის, როგორიცაა სხვადასხვა დონის გამოწერის პაკეტები. ტოკენის მთლიანი საწყისი მარაგია 1 მილიარდი (18 ციფრით ათწილადის მძიმის შემდეგ).
რა არის Warden-ის აგენტური საფულე?
Warden-ის აგენტური საფულე, რომელსაც უბრალოდ Warden ეწოდება, წარმოადგენს პროტოკოლის ფლაგმანურ აპლიკაციას. ის გვთავაზობს ერთიან ინტერფეისს, სადაც მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს ხელოვნური ინტელექტის აგენტები, გაესაუბროს მათ და გადაიხადოს ხელოვნური ინტელექტის აგენტების მომსახურების საფასური. მომხმარებლებს შეუძლიათ შეასრულონ რთული ბლოკჩეინ-ოპერაციები ბუნებრივი ენით დაწერილი მარტივი ბრძანებების საშუალებით, ხოლო აგენტები ტექნიკურ სამუშაოს ფონურ რეჟიმში ასრულებენ. საფულეს აქვს მრავალი ბლოკჩეინ-ქსელის და 20-ზე მეტი უნივერსალური ხელოვნური ინტელექტის მოდელის მხარდაჭერა.
როგორ ამოწმებს Warden Protocol ხელოვნური ინტელექტის მოდელის სანდოობას?
ვერიფიცირებადობის სისტემას, რომელიც ბლოკჩეინის, კრიპტოგრაფიისა და კონსენსუსის მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელთანაც მომხმარებელი ურთიერთქმედებს, იყოს ავთენტური და არ იყოს მოდიფიცირებულიან გაყალბებული. SPEX-ს ასევე შეუძლია შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა მოდელის შედეგები სიზუსტისა და სანდოობის მოთხოვნებს აპლიკაციებში გამოსაყენებლად.
შეჯამება
Warden Protocol წარმოადგენს ფრაგმენტირებული ხელოვნური ინტელექტის აგენტების ეკოსისტემის გაერთიანების მცდელობას full-stack ფრეიმვორკის საშუალებით, სადაც შესაძლებელია აგენტების შექმნა, გაშვება, მონეტიზაცია და მართვა ერთიან ქსელში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.