მთავარი დეტალები
Velvet Capital არის DeFAI პლატფორმა, რომელიც ერთ ინტეგრირებულ სისტემაში აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით ვაჭრობის ტერმინალს, on-chain პორტფოლიოს საცავებს, Telegram-ზე დაფუძნებულ აგენტების ინტერფეისს და white-label დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ინფრასტრუქტურას.
VELVET წარმოადგენს Velvet-ის ეკოსისტემის ადგილობრივ ტოკენს. VELVET-ის დაბლოკვის მეშვეობით შესაძლებელია veVELVET ტოკენის გენერირება, რომელიც მფლობელს სთავაზობს წილს პროტოკოლის შემოსავლებიდან, ფასდაკლებებს საკომისიოებზე და Velvet DAO-ს მმართვეობის პროცესში მონაწილეობის უფლებას.
VELVET-ის მთლიანი მარაგი შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს. მისი გაშვება მოხდა 2025 წლის 10 ივლისს Binance Wallet IDO-ს მეშვეობით.
შესავალი
Velvet Capital აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტსა და on-chain ვაჭრობას. მის პროდუქტს ეწოდება DeFAI (დეცენტრალიზებული ფინანსები + ხელოვნური ინტელექტი) ოპერაციული სისტემა. ამ სტატიაში განხილულია, თუ რა დანიშნულება აქვს ამ პლატფორმას, როგორ მუშაობს მისი კომპონენტები და რა როლს ასრულებს VELVET ტოკენი მის ეკოსისტემაში.
რა არის Velvet Capital?
Velvet Capital არის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი on-chain ვაჭრობის და პორტფოლიოს მართვის პლატფორმა. ის განკუთვნილია ტრეიდერებისთვის, დეველოპერებისთვის და ინსტიტუციური მონაწილეებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ წვდომა ვაჭრობის შესაძლებლობებზე, აღასრულონ სტრატეგიები და მართონ ციფრული აქტივების პორტფოლიოები ცენტრალიზებულ შუამავლებზე დამოკიდებულების გარეშე.
პლატფორმა საკუთარ თავს უწოდებს DeFAI სტეკს. ეს ტერმინი აერთიანებს ფეცენტრალიზებულ ფინანსებს და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ავტომატიზაციას. Velvet ერთ სისტემაში აერთიანებს შემდეგ კომპონენტებს: სავაჭრო ტერმინალი, ხელოვნური ინტელექტის აგენტები, რომლებზე წვდომაც Telegram-ის მეშვეობითაა შესაძლებელი, აღსრულების API-ები დეველოპერებისთვის და პორტფოლიოს საცავის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია სმარტ კონტრაქტებზე.
Velvet Capital-ის მუშაობა ფოკუსირებულია საკუთარი აქტივების თავად განკარგვაზე. მომხმარებლები პლატფორმასთან ურთიერთქმედებენ საკუთარი საფულეების მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავად აკონტროლებენ საკუთარ თანხებს ცენტრალიზებულ ბირჟაზე (CEX) ან კასტოდიალურ პლატფორმაზე დეპონირების გარეშე.
როგორ მუშაობს Velvet Capital?
Velvet Capital-ის სტრუქტურა გვთავაზობს ოთთხ ძირითად პროდუქტს, თითოეული მათგანი განკუთვნილია განსხვავებული ტიპის მომხმარებლისთვის და გამოყენების სფეროსთვის.
ხელოვნური ინტელექტის სტრუქტურა
Velvet მოიცავს ხელოვნური ინტელექტის მულტიაგენტურულ სისტემას, რომელიც შექმნილია DeFi პროცესებისთვის. ტრეიდერს შეუძლია მოიძიოს ბაზრის შესახებ ინფორმაცია, გაუშვას ანალიზის პროცესები, მოახდინოს ტექნიკური მონაცემების გენერირება, განახორციელოს ვაჭრობები ან DeFi აქტივობები. სისტემის სპეციალიზებული აგენტები სწავლობენ ბაზრის მონაცემებს, მომხმარებელთა ქცევას და აღსრულების შედეგებს, რაც აუმჯობესებს მათი ანალიზის ხარისხს ხელით კონფიგურაციის საჭიროების გარეშე. ეს კომპონენტი ხელმისაწვდომია როგორც მთავარი dApp-იდან, ასევე Telegram-ის ინტერფეისიდან.
სავაჭრო ტერმინალი
Velvet-ის სავაჭრო ტერმინალი წარმოადგენს on-chain ინტერფეისს, რომელიც გვაძლევს სხვადასხვა მხარდაჭერილ ბლოკჩეინებზე განთავსებული აქტივებით ვაჭრობის შესაძლებლობას. მომხმარებლებს შეუძლიათ მოძიონ ტრენდული ტოკენები, ახალი ტოკენების გაშვების პროექტები, მაღალი მოცულობის ბაზრები და სარგებლის გენერირების შესაძლებლობები.
ტერმინალი პირდაპირ უკავშირდება დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) ლიკვიდურობას. მასში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი, რომელიც რეალურ დროში გვაწვდის ბაზრის მონაცემების ანალიზის შედეგებს. ამჟამად Velvet გვთავაზობს ვაჭრობას BNB Chain, Ethereum, Base, Solana, Sonic, Bitlayer, and Arbitrum ბლოკჩეინებზე.
პორტფოლიოს საცავები
Velvet ტრეიდერებს საშუალებას აძლევს შექმნან on-chain საცავები აღსრულების vaults with shared execution logic. საცავის მენეჯერებს შეუძლიათ გაუშვან კერძო ან საჰარი საცავები და თავად განსაზღვრონ წვდომის კონტროლის ზომები. საცავების გამომწერები იღებენ პოზიციების გახსნის იმავე ფასებს და აღსრულების ხარისხს, რასაც მენეჯერები, ფასის ცურვა კი მინიმალურია მენეჯერის ვაჭრობებთან შედარებით. ეს სტრუქტურა იძლევა გამჭვირვალე, შემოწმებადი ჩანაწერების წარმოების შესაძლებლობას, რომლებიც სრულად ბლოკჩეინზე იმართება. საჯარო ტრეიდერები, საინვესტიციო გუნდები და DAO-ები ამ საცავებს იყენებენ პორტფოლიოს მართვის ღიად კოორდინაციისთვის.
White-label DeFi ინფრასტრუქტურა
Velvet გვთავაზობს white-label პროდუქტს, რომელიც კრიპტო პროექტებს, აქტივების მენეჯერებს და ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმებს საშუალებას აძლევს გაუშვან საკუთარი ბრენდირებული DeFi ვაჭრობის ან პორტფოლიოს მართვის აპლიკაციები Velvet-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით. კლიენტები საკუთარი დომენის მეშვეობით ოპერირებენ და ამავდროულად იყენებენ Velvet-ის აღსრულების ძრავას, ხელოვნური ინტელექტის სისტემას და ბექენდს. ამ მიდგომის მიზანია DeFi ინფრასტრუქტურის შექმნისთვის საჭირო დროის და ხარჯების შემცირება.
რა არის VELVET?
VELVET არის Velvet-ის ეკოსისტემის ადგილობრივი ტოკენი, რომლის მთლიანი ფიქსირებული მარაგი შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს. ეს ტოკენი წარმოადგენს BEP-20 აქტივს, რომელიც გაშვებულია BNB Chain-ზე, თუმცა მისი გამოყენებით ვაჭრობა ასევე შესაძლებელია სხვა მხარდაჭერილ ქსელებზე.
VELVET-ის გამოყენების ძირითადი სფეროა სტეიკინგი. როდესაც მომხმარებელი დაბლოკავს საკუთარ VELVET ტოკენებს, ის მიიღებს veVELVET-ს, რომელიც წარმოადგენს ამ ტოკენის vote-escrowed ვერსიას. რაც უფრო ხანგრძლივია ბლოკირების პერიოდი (მაქსიმალური ვადაა 200 კვირა), მით მეტ veVELVET ტოკენს გამოიმუშავებს მომხმარებელი. veVELVET-ის ბალანსი დროთა განმავლობაში მცირდება და ბლოკირების პერიოდის ბოლოს ნულს აღწევს, ამ დროს მომხმარებელს შეუძლია თავიდან განახორციელოს ბლოკირება და აღადგინოს ბალანსი.
veVELVET-ის დანიშნულება
veVELVET-ის ფლობა Velvet-ის ეკოსისტემის მომხმარებელს რამდენიმე უპირატესობას სთავაზობს, რაც დამოკიდებულია მოცემულ პერიოდში მოქმედ პირობებზე:
წილი პროტოკოლის შემოსავლიდან: ვაჭრობიდან, ხელოვნური ინტელექტის ინფერენციიდან, საცავის მართვიდან და პარტნიორების ინტეგრაციიდან მიღებული პროტოკოლის საკომისიოების 50% გადაიცვლება VELVET-ზე და ნაწილდება veVELVET-ის მფლობელებს შორის.
ემისიები: veVELVET-ის მფლობელს შეუძლია მიიღოს VELVET-ის ემისიები, რაც დამოკიდებულია მის Gems-ის ბალანსზე, რომელიც ასახავს სტეიკინგზე განთავსებულ თანხას და Velvet პლატფორმაზე განხორციელებულ აქტივობას.
ფასდაკლებები საკომისიოებზე: გამოიყენება ვაჭრობის საკომისიოებზე ფასდაკლებების მრავალდონიანი სისტემა. ფასდაკლების ოდენობა დამოკიდებულია მომხმარებლის წილზე veVELVET-ის მთლიან მარაგში.
მმართველობა: veVELVET მუშაობს, როგორც governance ტოკენი, რომელიც მფლობელს აძლევს Velvet DAO-სთან, მაგალითად ახალ ინტეგრაციებთან და საკომისიოების განაწილების წესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებას.
რეფერალის ჯილდოები: veVELVET-ის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ გაზრდილი წილი იმ საკომისიოებიდან, რომლებიც მათი რეფერალების მეშვეობით გენერირდება.
პროტოკოლი ასევე გეგმავს საცავის ემისიასთან დაკავშირებით ხმის მიცემის სისტემის დანერგვას, სადაც veVELVET-ის მფლობელებს შეეძლებათ ხმა მისცენ VELVET-ის ემისიების კონკრეტულ საცავებში გადანაწილებას. საცავის მენეჯერები შეძლებენ განსაზღვრონ ჯილდოები ხმების მოზიდვის მიზნით. კონკრეტული საცავისთვის ხმის მიცემის შემთხვევაში მომხმარებელი გამოიმუშავებს დამატებით ჯილდოს, რაც დამოკიდებული იქნება საცავის მუშაობის ეფექტურობაზე.
Velvet Unicorn ტოკენი (VU)
VU (Velvet Unicorn ტოკენი) წარმოადგენს ცალკე ტოკენს, რომელიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის და აგენტურული სტრატეგიის ფუნქციების საკომისიოების გადასახდელად. როდესაც მომხმარებელი ითხოვს ხელოვნური ინტელექტის ინფერენციას, მის საფასურს ის VU ტოკენებში იხდის: ამ თანხის ერთი მესამედი იწვება, ერთი მესამედი ირიცხება Velvet-ის ხაზინაში და ხმარდება პროექტის კვლევას და განვითარებას, ხოლო ერთი მესამედი ნაწილდება veVELVET-ის მფლობელებს შორის VELVET ჯილდოების სახით.
VELVET Binance Alpha-ზე
VELVET-ის გაშვება Binance Wallet-ზე განხორციელდა 2025 წლის 10 ივლისს პირველადი DEX შემოთავაზების (IDO) ფარგლებში, PancakeSwap-თან თანამშრომლობით. IDO-ს შემდეგ VELVET-ით ვაჭრობა ხელმისაწვდომი გახდა Binance Wallet DEX-ზე, Binance Alpha-ზე და PancakeSwap-ზე.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის DeFAI?
DeFAI არის ტერმინი, რომელიც აერთიანებს დეცენტრალიზებულ ფინანსებს (DeFi) და ხელოვნურ ინტელექტს (AI). DeFAI პლატფორმებში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, მაგალითად ბაზრის ანალიზის აგენტები, ბუნებრივი ენის ბრძანებებით ვაჭრობის აღსრულების ფუნქციები და სტრატეგიის ავტომატიზებული მართვის სისტემა ინტეგრირებულია უშუალოდ ბლოკჩეინის ფინანსურ ინფრასტრუქტურაში, განსხვავებით ტრადიციული ფინანსებისგან, სადაც ხელოვნური ინტელექტის სისტემა ცალკე ფენის სახით არის წარმოდგენილი.
რა არის veVELVET?
veVELVET არის VELVET ტოკენის vote-escrowed ვერსია. მომხმარებლები საკუთარ VELVET ტოკენებს ბლოკავენ გარკვეული პერიოდით (ერთი კვირიდან 200 კვირამდე) და სანაცვლოდ იღებენ veVELVET ტოკენს. რაც უფრო ხანგრძლივია ბლოკირების პერიოდი, მით მეტია გამომუშავებული veVELVET ტოკენების რაოდენობა, 200-კვირიანი პერიოდისთვის გამომუშავებული ტოკენების თანაფარდობაა 1:1. ბლოკირების პერიოდში veVELVET-ის ბალანსი მცირდება და პერიოდის ბოლოს ნულს აღწევს. veVELVET-ის მფლობელი იღებს წილს პროტოკოლის შემოსავლიდან, VELVET-ის ემისიებს, ფასდაკლებას ვაჭრობის საკომისოებზე და Velvet DAO-ს მმართველობაში მონაწილეობის უფლებას.
Velvet Capital არაკასტოდიური პლატფორმაა?
დიახ. Velvet Capital არაკასტოდიალურ მოდელს იყენებს. პლატფორმასთან ურთიერთქმედებისას მომხმარებლები აკავშირებენ თავიანთ საფულეებს, რაც მათ საკუთარ აქტივებზე სრული კონტროლის საშუალებას აძლევს. ეს პლატფორმა არ ინახავს მომხმარებლის აქტივებს; ყველა ვაჭრობა და საცავის ოპერაცია სრულდება სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, მომხმარებლების მიერ მინიჭებული უფლებების საფუძველზე.
შეჯამება
Velvet Capital წარმოგვიდგენს ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის ფინანსების კომბინირების ერთ-ერთ მეთოდს. ის ერთ პლატფორმაში აერთიანებს ვაჭრობას, პორტფოლიოს მართვას, დეველოპერების API-ებს და Telegram-ზე დაფუძნებულ აგენტების ინტერფეისს.
როგორც ყველა კრიპტოაქტივისა და DeFi პლატფორმის შემთხვევაში, მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ მასთან დაკავშირებული რისკები, მათ შორის სმარტ კონტრაქტების სისუსტეები, ტოკენის ფასის მერყეობა და პლატფორმის ფუნქციების განვითარება.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.