მთავარი დეტალები
USD.AI არის სესხების დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც გვეხმარება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ფინანსირებაში. ის GPU-ს ოპერატორებს საშუალებას აძლევს აიღონ საკუთარი აპარატურით უზრუნველყოფილი სესხები, რითაც ფიზიკურ გამომთვლელ რესურსებს on-chain აქტივებად გარდაქმნის.
USD.AI-ს აქვს სამი აქტივი: USDai (სინთეზური დოლარი), sUSDai (სარგებლის გენერირების ტოკენი) და CHIP (Governance და Utility ტოკენი).
CHIP გაეშვა 2026 წლის 21 აპრილს, მისი მთლიანი მარგი შეადგენს 10 მილიარდ ტოკენს, ხოლო ლისტინგის მომენტში მიმოქცევაში გაშვებული იყო 2 მილიარდი ტოკენი.
შესავალი
ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა მისი მუშაობისთვის საჭირო აპარატურაზე. ხელოვნური ინტელექტის მოდელების გაწვრთნა და გაშვება უზარმაზარ გამომთვლელ სიმძლავრეს მოითხოვს, რისთვისაც ათასობით GPU აპარატურა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
კომპანიებს, რომლებიც ფლობენ საკუთარ GPU აპარატურას, ესაჭიროებათ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო კაპიტალი, თუმცა ტრადიციული სესხის აღება ნელი პროცესია და გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. USD.AI არის დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლი, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა.
GPU-ს ოპერატორებისთვის საკუთარი აპარატურით უზრუნველყოფილი სესხების აღების შესაძლებლობის მიცემით, USD.AI ერთმანეთთან აკავშირებს ხელოვნური ინტელექტის ფიზიკურ ინფრასტრუქტურას და სესხის აღების ბლოკჩეინ-პროტოკოლს. მისი Governance ტოკენი, CHIP, საზოგადოებას პროტოკოლის განვითარების მიმართულების განსაზღვრაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
პროექტი აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტსა და კრიპტოს (ტექნოლოგიების ორ სწრაფად მზარდ სექტორს), თუმცა ის სხვა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კრიპტოვალუტებისგან ბევრი რამით განსხვავდება. USD.AI პირველ რიგში სესხების პროტოკოლს წარმოადგენს, ხელოვნური ინტელექტი კი მხარდამჭერ ფუნქციას წარმოადგენს.
რა არის USD.AI?
USD.AI წარმოადგენს სეხების საჯარო პროტოკოლს, რომლის დანიშნულებაა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო ფინანსების შეთავაზება. მისი ძირითადი არსი მარტივია: GPU-ს ოპერატორებს შეუძლიათ მოახდინონ საკუთარი აპარატურის ტოკენიზაცია და გამოიყენონ ის სესხის უზრუნველყოფის სახით, რაც გამორიცხავს ტრადიციულ ბანკებთან ურთიერთობის საჭიროებას.
ჩვეულებრივ, პროტოკოლი შემდეგნაირად მუშაობს: კომპანიას, რომელიც ფლობს ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნისთვის საჭირო დიდი რაოდენობით GPU აპარატურას, შეუძლია აიღოს ამ GPU აპარატურით უზრუნველყოფილი სესხი მეტი აპარატურის შესაძენად, ბიზნესის გასაფართოებლად ან სხვა ხარჯების დასაფარად. უზრუნველყოფის მართვისთვის, სესხების გაცემისთვის და დაფარვისთვის პროტოკოლი იყენებს on-chain მექანიზმებს.
ეკოსისტემა სამ აქტივზეა დაფუძნებული:
USDai: სრულად უზრუნველყოფილი სინთეზური დოლარი, რომელიც შექმნილია სტაბილური ღირებულების შენარჩუნების მიზნით. ის წარმოადგენს პროტოკოლის მთავარ ვალუტას, რითაც ხდება სესხის აღება ან გაცემა.
sUSDai: USDai-ს სარგებლის გენერირების ფუნქციის მქონე ვერსია. მის მფლობელებს შეუძლიათ გამოიმუშაონ სარგებელი პროტოკოლის სესხების გაცემის აქტივობებიდან.
CHIP: Governance და Utility ტოკენი. CHIP-ის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, თუმცა ტოკენი არ იძლევა პროტოკოლის შემოსავლებდან წილის მოთხოვნის უფლებას.
როგორ მუშაობს USD.AI?
GPU აპარატურით უზრუნველყოფილი სესხის აღება
პროტოკოლის სესხის გაცემის მექანიზმი შემდეგნაირად მუშაობს: GPU-ს ოპერატორი, რომელსაც სურს სესხის აღება, არეგისტრირებს საკუთარ აპარატურას პროტოკოლში, რომელიც აფასებს ამ აპარატურის ღირებულებას და განსაზღვრავს გასაცემი სესხის ლიმიტს.
სესხის დამტკიცების შემდეგ ოპერატორი საკუთარ GPU აქტივების ნაწილს განათავსებს პროტოკოლში უზრუნველყოფის სახით, რისთვისაც გამოიყენება ბლოკჩეინზე გაშვებული სმარტ კონტრაქტები. ამ სმარტ კონტრაქტების მეშვეობით ხდება უზრუნველყოფის მართვა და სესხის პირობების განსაზღვრა. თუ მსესხებელი ვერ დაფარავს სესხს, პროტოკოლი დაიტოვებს უზრუნველყოფას. ეს სტრუქტურა იძლევა ტრადიციულ ბანკებთან შედარებით სესხის სწრაფად გაცემის შესაძლებლობას დამატებითი ვალდებულებების გარეშე.
USDai სინთეზური დოლარი
USDai არის სტაბილური აქტივი, რომელიც პროტოკოლის მთავარ ტოკენს წარმოადგენს. ის შექმნილია ღირებულების დაახლოებით ერთ აშშ დოლარის დონეზე შენარჩუნებისთვის. როდესაც მომხმარებლები საკუთარ აქტივებს პროტოკოლში განათავსებენ, ისინი სანაცვლოდ იღებენ USDai-ს. ამის შემდეგ ეს დეპოზიტები ხელმისაწვდომი ხდება მსესხებლებისთვის.
ტოკენის მფლობელებს, რომელთაც სურთ დამატებითი შემოსავლის გამომუშავება, შეუძლიათ საკუთარი USDai დააკონვერტირონ sUSDai-ში, რომელიც წარმოადგენს ამ ტოკენის სარგებლის გენერირების ფუნქციის მქონე ვერსიას. sUSDai-ს მეშვეობით გამომუშავებული შემოსავლები მოიცავს მსესხებლების მიერ გადახდილ პროცენტებს და პროტოკოლის მიერ გენერირებულ საკომისიოებს. 2026 წლის შუა პერიოდის მონაცემებით, sUSDai-ს APR შეადგენს დაახლოებით 10-15%-ს, თუმცა ეს ტარიფი შეიძლება შეიცვალოს სესხების აქტივობების და ბაზრის პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე.
რა არის CHIP ტოკენი?
CHIP წარმოადგენს USD.AI ეკოსისტემის Governance ტოკენს. USDai-სგან განსხვავებით, რომლის ღირებულება სტაბილურ დონეზეა შენარჩუნებული, CHIP-ის საბაზრო ფასი მერყევია და დამოკიდებულია მიწოდებაზე, მოთხოვნაზე და ბაზრის განწყობაზე.
მმართველობაში მონაწილეობის უფლებები
CHIP-ის მფლობელებს უფლება აქვთ ხმა მისცენ პროტოკოლთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რაც მოიცავს შემდეგს:
რა ტიპის GPU აპარატურის გამოყენება შეიძლება უზრუნველყოფისთვის
როგორ ხდება საპროცენტო განაკვეთების და საკომისიოების განსაზღვრა
როგორ ხდება პროტოკოლის შემოსავლების განაწილება სარეზერვო, წახალისებების და დაზღვევის ფონდებს შორის
პროტოკოლის სამომავლო განახლებები და ეკოსისტემის ინიციატივები
ამ კონტექსტში, CHIP-ის მფლობელები ერთობლივად წარმოადგენენ პროტოკოლის რისკის და კრედიტების მართვის კომიტეტს. რაც მეტ CHIP ტოკენს ფლობს მომხმარებელი, მით მეტი ძალა აქვს მის ხმას, თუმცა ფაქტიური მექანიზმი დამოკიდებულია ბლოკჩეინზე გაშვებულ მმართველობის სტრუქტურაზე.
CHIP და USDai
მნიშვნელოვანია არ აგვერიოს ერთმანეთში CHIP და USDai ტოკენები. USDai წარმოადგენს სტაბილური ღირებულების ტოკენს, რომელიც გამოიყენება სესხების გაცემისთვის და აღებისთვის, sUSDai კი მისი სარგებლის გენერირების ფუნქციის მქონე ვერსიაა. CHIP არის Governance ტოკენი, რომლის ფასიც მერყევია. CHIP-ის ფლობა არ გვაძლევს სარგებლის ავტომატურად გენერირების შესაძლებლობას, თუმცა ზოგი პლატფორმა ან პროტოკოლი შეიძლება გვთავაზობდეს CHIP-ის დაბლოკვის ან გამოყენების მეშვეობით ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობას.
CHIP-ის ტოკენომიკა
CHIP-ის ტოკენომიკა ძალიან მარტივია. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი მაჩვენებელი:
მთლიანი მარაგი: 10 000 000 000 CHIP
მიმოქცევაში არსებული მარაგი გაშვებისას: 2 000 000 000 CHIP (მთლიანი მარაგის 20%)
ციფრები ათწილადის შემდეგ: 18
ქსელები: Arbitrum (ძირითადი), Ethereum და Base
კონტრაქტის მისამართი (Arbitrum): 0x0c1c1c109fe34733fca54b82d7b46b75cfb71f6e
CHIP ძირითადად გაშვებულია Arbitrum-ზე - Ethereum-ის მე-2 დონის ქსელზე. ის ასევე მხარს უჭერს Ethereum-სა და Base-ს შორის omnichain ურთიერთქმედების ფუნქციებს . ამ ტოკენის გამოყენებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ კონტრაქტის მისამართი USD.AI-ს ოფიციალურ წყაროებზე.
გაშვების დროს, CHIP-ის სავაჭრო ღირებულება 0,06-დან 0,14 აშშ დოლარამდე მერყეობდა და საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 150-270 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო სრულად გამოშვებული ტოკენების საბაზრო კაპიტალიზაცია (FDV) დაახლოებით 1,35 მილიარდი აშშ დოლარი. CHIP შეტანილია Binance-ის სავაჭრო სიაში Seed ტეგით და ხელმისაწვდომია შემდეგი წყვილებით ვაჭრობა: CHIP/USDT, CHIP/USDC და CHIP/TRY.
როგორ მივიღოთ CHIP
არსებობს CHIP ტოკენების მიღების რამდენიმე გზა. ყველაზე მარტივი ვარიანტია მისი შეძენა ცენტრალიზებულ ბირჟაზე. Binance-ზე CHIP-ის შეძენისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ USDT, USDC და TRY.
გარდა ამისა, CHIP წარმოადგენდა Binance HODLer Airdrops პროგრამის 63-ე პროექტს. პროექტში მონაწილეობის უფლების მქონე მომხმარებელს, რომელსაც საკუთარი BNB განთავსებული ჰქონდა in Simple Earn პროდუქტებში, შეეძლო მოეთხოვა წილი 25 მილიონი CHIP ტოკენიდან. სამომავლოდ, Binance Launchpool-ის ახალი კამპანიების ან მსგავსი ინიციატივების ფარგლებში შესაძლებელია მოხდეს CHIP-ის მიღების დამატებითი შესაძლებლობების შემოთავაზება, თუმცა ეს არ არის გარანტირებული.
CHIP-ის შეძენა ასევე შესაძლებელია დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ან თავად USD.AI პროტოკოლის მეშვეობით. რადგან ეს ტოკენი რამდენიმე ბლოკჩეინზეა გაშვებული, რაიმე ტრანზაქციის განხორციელებამდე დარწმუნდით, რომ მითითებული გაქვთ სწორი ქსელი და კონტრაქტის მისამართი.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის USD.AI?
USD.AI წარმოადგენს სესხების დეცენტრალიზებულ პროტოკოლს, რომელიც GPU-ს ოპერატორებს სთავაზობს საკუთარი აპარატურით უზრუნველყოფილი სესხების აღების შესაძლებლობას. ის ერთმანეთთან აკავშირებს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას და DeFi-ს, რითაც ფიზიკურ გამომთვლელ რესურსებს on-chain აქტივებად გარდაქმნის და გვთავაზობს მათი უზრუნველყოფის სახით გამოყენების საშუალებას.
რა განსხვავებაა CHIP-სა და USDai-ს შორის?
CHIP წარმოადგენს Governance ტოკენს, რომლის ფასი იცვლება ბაზრის პირობების შესაბამისად. USDai არის სინთეზური დოლარი, რომლის ღირებულება სტაბილურ, დააახლოებით 1 აშშ დოლარის დონეზეა შენარჩუნებული. CHIP-ის მფლობელს უფლება აქვს ხმა მისცეს პროტოკოლთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს; USDai წარმოადგენს სტაბილურ აქტივს, რომელიც გამოიყენება სესხების გაცემისთვის, აღებისთვის ან სარგებლის გენერირების ფუნქციის მქონე sUSDai-ში კონვერტაციისთვის.
როგორ გამოიმუშავებს USD.AI ფულს?
პროტოკოლის შემოსავლი მოიცავს მსესხებლების მიერ გადახდილ პროცენტებს, ახალი სესხების გაცემის საკომისიოებს და თითოეული სესხის მომსახურების საკომისიოებს. CHIP-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ იმის განსაზღვრაში, თუ როგორ უნდა განაწილდეს პროტოკოლის შემოსავლების სარეზერვო, წახალისებების და დაზღვევის ფონდებს შორის.
როგორ შემიძლია გამოვიმუშაო CHIP-ის მეშვეობით?
CHIP-ის ფლობა არ გვაძლევს სარგებლის ავტომატურად გენერირების შესაძლებლობას, თუმცა ზოგი პლატფორმა ან პროტოკოლი შეიძლება გვთავაზობდეს CHIP-ის დაბლოკვის ან გამოყენების მეშვეობით ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობას, თუმცა ეს არ არის დაკავშირებული ტოკენის ფლობასთან. თუ გსურთ შემოსავალი მიიღოთ USD.AI ეკოსისტემის მეშვეობით, გირჩევთ აირჩიოთ sUSDai, რომელიც წარმოადგენს პროტოკოლის სარგებლის გენერირების ტოკენს.
სად არის ხელმისაწვდომი CHIP?
CHIP-ით ვაჭრობა შესაძლებელია Binance-ზე და რამდენიმე სხვა ცენტრალიზებულ ბირჟაზე. ის ასევე ხელმისაწვდომია Arbitrum, Ethereum და Base ქსელებზე გაშვებულ დეცენტრალიზებულ ბირჟებზე. USD.AI-ს შეძენამდე ან გადაცვლამდე ყოველთვის გადაამოწმეთ კონტრაქტის მისამართი ოფიციალურ წყაროებზე.
შეჯამება
USD.AI წარმოადგენს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის პრაქტიკაში გამოყენების მაგალითს: ის ერთმანეთთან აკავშირებს ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამომთვლელ სიმძლავრეზე მოთხოვნას და სესხების დეცენტრალიზებული სისტემის ეფექტურობას. By letting GPU-ს ოპერატორებისთვის საკუთარი აპარატურით უზრუნველყოფილი სესხების შეთავაზების წყალობით, ის ქმნის ფინანსურ სისტემას, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ბაზრის განვითარებას. CHIP არის Governance ტოკენი და წარმოადგენს ეკოსისტემის ცენტრალურ კომპონენტს, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის საშუალებას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.