რა არის United Stables (U)?

რა არის United Stables (U)?

განახლებული Jul 21, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • United Stables გახლავთ BNB Chain-ზე გაშვებული დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც უშვებს U-ს – აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით მიბმულ სტეიბლკოინს.

  • U უზრუნველყოფილია მრავალი სხვადასხვა კრიპტო აქტივითა და რეალური სამყაროს აქტივით (RWA-ები), მაგალითად, ტოკენიზებული სახაზინო ვალდებულებებით, რაც ხელს უწყობს როგორც სტაბილურობის უზრუნველყოფას, ისე შემოსავლის გენერირების შესაძლებლობის შენარჩუნებას.

  • U-ს მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ პროტოკოლის უზრუნველყოფის მეშვეობით გენერირებული შემოსავლის ნაწილი ტოკენების ცალკეული კონტრაქტის ფარგლებში სტეიკინგზე განთავსების და დაბლოკვის საჭიროების გარეშე.

  • პროტოკოლის მეშვეობით ხდება რეზერვების მტკიცებულებების მონაცემების რეალურ დროში გამოქვეყნება ბლოკჩეინზე, რაც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს, რომ U-ს მარაგი სრულად არის უზრუნველყოფილი.

  • United Stables პროექტის მიზანია გახდეს ლიკვიდურობის ძირითადი სისტემა DeFi პროტოკოლებისთვის BNB Chain ეკოსისტემაში, რაც უზრუნველყოფს U-ს ეფექტურად გამოყენებას ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა უზრუნველყოფა, გადახდები და ვაჭრობა.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

სტეიბლკოინები კრიპტო ეკონომიკის ფუნდამენტური საყრდენია. ისინი ტრეიდერებსა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ ღირებულება ფასის მერყეობის ზემოქმედების რისკების გარეშე, რაც მათ ეფექტურს ხდის გადახდებისთვის, დანაზოგისთვის და უზრუნველყოფის სახით გამოყენებისთვის დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციებში. თუმცა, აუცილებელია სტეიბლკოინების ბაზრებისთვის არსებითად დამახასიათებელი ფრაგმენტაციის გათვალისწინებაც.

ცენტრალიზებული სტეიბლკოინები დამოკიდებულია საბაზისო აქტივების მფლობელებზე, რაც პირდაპირაა ასოცირებული შემხვედრ მხარესთან დაკავშირებულ რისკებთან. დეცენტრალიზებულ სტეიბლკოინებს კი, ხშირ შემთხვევაში, უჭირთ მიბმის შენარჩუნება ან მაღალი ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. სწორედ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა United Stables, რომელიც აერთიანებს on-chain ფინანსების სფეროსთვის დამახასიათებელ გამჭირვალობასა და რეალური სამყაროს აქტივებისთვის დამახასიათებელ სტაბილურობას.

რა არის United Stables?

United Stables წარმოადგენს სტეიბლკოინის პროტოკოლს, რომელიც უშვებს ტოკენს, სახელწოდებით U. მისი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ვერიფიცირებადი და სარგებლის გენერირების შესაძლებლობის მქონე ციფრული ფული, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს 1:1 თანაფარდობით მიბმას აშშ დოლართან. სტეიბლკოინების უმეტესობა საფულეში უმოქმედოდ ინახება, U-ს მეშვეობით კი ხდება მფლობელებისთვის პასიური შემოსავლის გენერირების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, პროტოკოლის საბაზისო უზრუნველყოფის სტრატეგიის მეშვეობით.

პროტოკოლი უზრუნველყოფის თანხებს აბანდებს სარგებლის გენერირების შესაძლებლობის მქონე აქტივებში (როგორიცაა მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებები და ლიკვიდურობის სტეიკინგის დერივატივები) და გენერირებული მოგების ნაწილს გადასცემს პირდაპირ U ტოკენის მფლობელებს, ცალკეულ სტეიკინგის კონტრაქტებთან ინტერაქციის საჭიროების გარეშე. აღნიშნული სისტემა წარმოადგენს ეფექტურ ვარიანტს, რომელიც უზრუნველყოფს U-ის ფლობის ეფექტურობისა და მომგებიანობის გაუმჯობესებას სტანდარტული სტეიბლკოინების ფლობასთან შედარებით.

როგორ მუშაობს United Stables?

United Stables სტაბილურობის შენარჩუნებისა და სარგებლის გენერირების მიზნით სამ ძირითად მექანიზმს იყენებს.

ჰიბრიდული უზრუნველყოფა

U ტოკენის ღირებულება უზრუნველყოფილია აქტივების დივერსიფიცირებული კალათის მეშვეობით, რომელიც მოიცავს კრიპტო აქტივებს და ტოკენიზებულ რეალური სამყაროს აქტივებს, მაგალითად, მოკლევადიან სახელმწიფო ობლიგაციებს. ეს ჰიბრიდული მიდგომა გვეხმარება რისკის შემცირებაში, კერძოდ, კრიპტო ბაზარზე ფასების ვარდნის შემთხვევაში, პორტფოლიოს სტაბილიზაციისთვის გამოყენებული იქნება RWA-ები და პირიქით.

აღნიშნული მიდგომა გვაძლევს კრიპტოვალუტებით უზრუნველყოფილ სტეიბლკოინებთან შედარებით უფრო მაღალ მოქნილობას პროტოკოლებისთვის, ხოლო off-chain რეზერვებით უზრუნველყოფილ ცენტრალიზებულ სტეიბლკოინებთან შედარებით მეტი გამჭვირვალობით გამოირჩევა.

ადგილობრივი სარგებლის განაწილება

პროტოკოლის მიერ შემოსავლის გენერირება მისი უზრუნველყოფის აქტივების მეშვეობით ხდება (მაგ., სახაზინო ვალდებულებებიდან მიღებული საპროცენტო სარგებელი ან ლიკვიდურობის სტეიკინგის ჯილდოები). აღნიშნული მოგების სრულად შენარჩუნების ნაცვლად, პროტოკოლი მის მნიშვნელოვან ნაწილს U ტოკენის მფლობელებს შორის ანაწილებს. გარკვეულ შემთხვევებში ეს შემოსავალი ავტომატურად ემატება ძირითად თანხას (რთული პროცენტის პრინციპით), რაც იმას ნიშნავს, რომ საფულეში U-ს ბალანსი დროთა განმავლობაში ავტომატურად იზრდება, მომხმარებლის მხრიდან დამატებითი მოქმედებების განხორციელების საჭიროების გარეშე.

ეს გამორიცხავს ტოკენების ცალკეულ კონტრაქტში განთავსებისა და დამატებითი საკომისიოების გადახდის საჭიროებას, რაც DeFi სივრცეში შემოსავლის გენერირების სტრატეგიების საფუძველზე მოქმედების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ უარყოფით მხარეს წარმოადგენს.

ბლოკჩეინის რეზერვების მტკიცებულებების მექანიზმი

United Stables U-ს უზრუნველყოფის აქტივების ღირებულების მონაცემების რეალურ დროში გამოქვეყნების მიზნით on-chain Oracle-ებს იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლია შეამოწმოს, რომ U ტოკენის მარაგის ოდენობა არ აჭარბებს მისი უზრუნველყოფისთვის გამოყენებული აქტივების ღირებულებას. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს U-ს აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით მიბმის სტაბილურად შენარჩუნებას.

გამოყენების პოტენციური გზები

  • DeFi-ს უზრუნველყოფა: ვინაიდან U წარმოადგენს სტაბილურ და სარგებლის გენერირების ტოკენს, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც სესხების გაცემის პროტოკოლების უზრუნველყოფის აქტივი DeFi ეკოსისტემის ფარგლებში. მსესხებელს შეუძლია სესხის აღებისას უზრუნველყოფის სახით გამოიყენოს U ტოკენი, რომელიც გააგრძელებს სარგებლის გამომუშავებას მიმდინარე პროცესების პარალელურად.

  • საერთაშორისო გადახდები: BNB Chain-ისთვის დამახასიათებელი ტრანზაქციის დაბალი საკომისიოებისა და სწრაფი საბოლოო დამუშავების შესაძლებლობის წყალობით, U შეგიძლიათ გამოიყენოთ ფულადი გზავნილებისა და გადახდებისთვის, გადარიცხვების ტრადიციული სისტემებისთვის დამახასიათებელი დაყოვნებებისა და ზედმეტი ხარჯების გარეშე.

  • სავაჭრო წყვილი: ბირჟებს შეუძლიათ U ტოკენი საბაზისო სავაჭრო წყვილებში გამოიყენონ, რაც ტრეიდერებს მისცემს სტაბილური ანგარიშსწორების აქტივით ვაჭრობის საშუალებას და ვაჭრობებს შორის პერიოდებში შენახვისას პასიური შემოსავლის გენერირების შესაძლებლობასაც უზრუნველყოფს.

United Stables (U) Binance-ზე

2026 წლის 13 იანვარს განხორციელდა United Stables (U) ტოკენის ლისტინგი Binance-ზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის United Stables?

United Stables არის BNB Chain-ზე დაფუძნებული სტეიბლკოინების პროტოკოლი, რომელიც უშვებს სტეიბლკოინს, სახელწოდებით U. სტეიბლკოინი U შექმნილია აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით მიბმის შენარჩუნებისთვის, პროტოკოლის უზრუნველყოფის სტრატეგია კი მფლობელებს პასიური შემოსავლის გენერირების საშუალებას აძლევს.

როგორ ხდება U სტეიბლკოინის მეშვეობით სარგებლის გენერირება მფლობელებისთვის?

პროტოკოლი უზრუნველყოფის თანხებს აბანდებს სარგებლის გენერირების შესაძლებლობის მქონე აქტივებში (როგორიცაა მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებები და ლიკვიდურობის სტეიკინგის დერივატივები) და გენერირებული მოგების ნაწილს გადასცემს პირდაპირ U ტოკენის მფლობელებს. ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნული სარგებელი პირდაპირ გადადის მფლობელის საფულეში, სტეიკინგთან დაკავშირებული დამატებითი ეტაპების გავლის საჭიროების გარეშე.

არის თუ არა U სრულად უზრუნველყოფილი?

United Stables U-ს უზრუნველყოფის აქტივების ღირებულების მონაცემების რეალურ დროში გამოქვეყნების მიზნით on-chain რეზერვების მტკიცებულებებს იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლია შეამოწმოს, რომ U ტოკენის მარაგის ოდენობა არ აჭარბებს მისი უზრუნველყოფისთვის გამოყენებული აქტივების ღირებულებას. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს U-ს აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით მიბმის სტაბილურად შენარჩუნებას.

რა განსხვავებაა U-სა და სხვა სტეიბლკოინებს შორის?

სტეიბლკოინების უმეტესობა ან ცენტრალიზებულია (რეზერვები მეურვის მიერ ინახება), ან დეცენტრალიზებულია და უზრუნველყოფილია კრიპტო აქტივებით. სტეიბლკოინი U ჰიბრიდულ მიდგომას იყენებს და კრიპტო აქტივებს რეალური სამყაროს ტოკენიზებულ აქტივებთან აერთიანებს. გარდა ამისა, გენერირებული შემოსავლის განაწილება პირდაპირ მფლობელებზე ხდება, რაც სხვა სტეიბლკოინების შემთხვევაში არ არის შესაძლებელი. თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი სტეიბლკოინის შემთხვევაში, აუცილებელია პოტენციური რისკების გათვალისწინება და პროტოკოლთან დაკავშირებული დამოუკიდებელი მოკვლევის ჩატარება.

როგორ არის შესაძლებელი U სტეიბლკოინის გამოყენება DeFi სტრატეგიების ფარგლებში?

სხვადასხვა DeFi სტრატეგიის ფარგლებში შესაძლებელია U სტეიბლკოინის გამოყენება საბაზისო აქტივის სახით, რაც მოიცავს სარგებლის ფარმინგისა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფის პროცესებს. გამომდინარე იქიდან, რომ U-ს მეშვეობით უკვე ხდება სარგებლის ადგილობრივად გენერირება, მისი დამატებით ჩართვა DeFi პროტოკოლებში ზრდის პოტენციურ მოგებას, თუმცა თან ახლავს სმარტ კონტრაქტებთან და ბაზრებთან დაკავშირებული დამატებითი რისკებიც. მსგავსი ტიპის სტრატეგიების გამოყენებამდე, რეკომენდებულია, მომხმარებლებმა ზუსტად განსაზღვრონ მათთვის მისაღები რისკის დონე.

შეჯამება

United Stables წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას სტეიბლკოინების არქიტექტურის მიმართ და მიზნად ისახავს ისეთი მახასიათებლების ერთ ტოკენში გაერთიანებას, როგორიცაა გამჭვირვალობა, სტაბილურობა და კაპიტალის ეფექტურობა. ჰიბრიდული უზრუნველყოფისა და ადგილობრივი სარგებლის განაწილების მექანიზმების მეშვეობით, U აღმოფხვრის სტეიბლკოინების შედარებით ძველი მოდელებისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.