რა არის Swarm Network (TRUTH)?

რა არის Swarm Network (TRUTH)?

განახლებული Jun 12, 2026
7m

მთავარი დეტალები

  • Swarm Network არის კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ბლოკჩეინ-oracle, რომელიც იყენებს ხელოვნური ინტელექტის აგენტებსა და ადამიან ვალიდატორებს რეალური სამყაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად და მის ბლოკჩეინთან დასაკავშირებლად.

  • ეს პროტოკოლი აერთიანებს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს (ZKP-ებს), აგენტებს შორის კოორდინაციას და კოლექტიურ ინტელექტს და გვთავაზობს ვერიფიკაციას ნდობის მინიმალური საჭიროებით და კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე.

  • TRUTH არის მისი ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გამოიყენება კეთილსინდისიერი ვერიფიკატორების დასაჯილდოებლად და აგენტის ოპერაციების მხადასაჭერად, გარდა ამისა, ის მფლობელებს აძლევს პროტოკოლის მმართველობაში მონაწილეობის უფლებას.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

თანამედროვე ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, სადაც ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, ჭეშმარიტების დადგენა სერიოზულ გამოწვევად იქცა. Swarm Network ამ პრობლემის გადაჭრას და დეზინფორმაციასთან ბერძოლას დეცენტრალიზებული ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის პროფესიონალიზმისა და კრიპტოგრაფიული მტკიცებულებების ერთ პროტოკოლში გაერთიანებით ცდილობს.

რა არის Swarm Network

Swarm Network არიდ დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომლის დანიშნულებაა დაუმუშავებელი off-chain მონაცემების გარდაქმნა ვერიფიცირებად on-chain ინფორმაციად. ის წარმოადგენს ახალი თაობის ბლოკჩეინ-oracle-ს, რომელიც ახდენს კომპლექსური, არასტრუქტურირებული მონაცემების ვერიფიკაციას, როგორიცაა ახალი ამბები, სოციალურო მედიის კონტენტი ან ორგანიზაციის კონფიდენციალური ანგარიშები და შედეგებს უგზავნის ბლოკჩეინზე გაშვებულ სმარტ კონტრაქტებს.

მის ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენს Truth Protocol - სისტემა, რომელიც ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის აგენტების, ადამიანი ვალიდატორების და ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების მუშაობის კოორდინაციას კონსენსუსზე დაფუძნებული ვერიფიკაციის შედეგების გენერირებისთვის. ხელოვნური ინტელექტის აგენტები ახორციელებენ მასშტაბირებადი მონაცემების დაუშავებას, შაბლონების ამოცნობას და პირველად ანალიზს. ადამიანი ვალიდატორები აფასებენ კულტურულ კონტექსტს. ეთიკურ ასპექტებს და სხვა სპეციფიკურ ელემენტებს, რომლებიც შესაძლოა მანქანამ ვერ შეამჩნიოს. ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების მეშვეობით უზრუნველყოფილია სენსიტიური მონაცემების კონფიდენციალურობა და ამავდროულად შენარჩუნებულია ამ მონაცემების საჯაროდ ვერიფიცირებადობა.

ერთობლივად ეს კომპონენტები ქმნის ეგრეთწოდებულ „ჭეშმარიტების ინფრასტრუქტურას“ - ვერიფიცირებულ მონაცემებს, რომლებიც საბაზისო სამშენებლო ბლოკის როლს ასრულებს ფინანსური ბაზრების, სოციალური პლატფორმებისა და მმართველობის სისტემების აპლიკაციებისთვის.

როგორ მუშაობს Swarm Network?

Swarm Network-ის მუშაობა ეფუძნება მრავალდონიან არქიტექტურას, სადაც თითოეული დონე მონაწილეობს ვერიფიცირებული ინფორმაციის გენერირებაში. Truth Protocol წარმოადგენს მთავარ კოორდინაციის დონეს, რომელიც უზრუნველყოფს განაცხადების რეგისტრაციას, ვერიფიკაციის დამუშავებას და შედეგების გამოქვეყნებას ბლოკჩეინზე.

შემდეგი დონეა ხელოვნური ინტელექტის აგენტების ფენა, სადაც აგენტები აგროვებენ მონაცემებს, აანალიზებენ შაბლონებს და ამოწმებენ შედეგებს. ამ აგენტებს შეუძლიათ რამდენიმე განაცხადის ერთდროულად დამუშავება და აღმოჩენილი შეუსავამობების გადაგზავნა ადამიანი ვერიფიკატორებისთვის. შემდეგი დონეა ZK-Graph ფენა, რომელიც იყენებს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს, რაც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობაზე დაფუძნებულ ვერიფიკაციას, რაც იძლევა მონაცემების წყაროების ინფორმაციის სისწორის დადასტურების შესაძლებლობას თავად ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე.

კონსენსუსის მექანიზმი ამ სამ დონეს ერთ პროცესად აერთიანებს: ხელოვნური ინტელექტის აგენტები ახორციელებენ პირველად ვერიფიკაციას შაბლონების ამოცნობის, წყაროს ვერიფიკაციის და ანომალიის აღმოჩენის მეშვეობით. ამის შემდეგ ადამიანი ექსპერტები და საზოგადოების წევრები განიხილავენ ნიუანსურ ან სადავო განაცხადებს, ამატებენ კულტურულ და ეთიკურ კონტექსტს. და ბოლოს, ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების მეშვეობით ხდება ვერიფიცირებული შედეგების ბლოკჩეინზე ჩაწერა. ეს ჰიბრიდული მიდგომა ტრადიციული კონსენსუსის ალგორითმებისგან იმით განსხვავდება, რომ ის აერთიანებს გამომთვლელი სიმძლავრის მასშტაბირებადობას და კოლექტიურ ადამიანურ ინტელექტს.

აპლიკაციების დონეზე Swarm მხარს უჭერს მომხმარებელზე ორიენტირებულ რამდენიმე პლატფორმას. 

  • RollUp News: ინსტრუმენტი, რომელიც X-ის (ყოფილი Twitter) მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ვერიფიკაციის ანგარიშები იმ განაცხადებთან დაკავშირებით, რომელთაც ის საეჭვოდ ჩათვლის. ამ დროს ვერიფიცირებული ინფორმაციის შეგროვებას და გადამოწმებას ახორციელებენ ხელოვნური ინტელექტის აგენტები.  

  • Swarm Markets: პროგნოზირების პლატფორმა, რომელიც თავდაპირველად Telegram-ისთვის შეიქმნა, მოგვიანებით კი დაემატა X-ზე. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს როგორც „მიკრო“, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენების პროგნოზირების ბაზრებზე, როგორიცაა საპრეზიდენტო არჩევნები ან მნიშვნელოვანი სპორტული მატჩები. 

  • Agent BUIDL: პლატფორმა, რომელიც შედგება სამი ნაწილისგან, რომლებიც დეველოპერებსა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან, მართონ და გაუშვან ხელოვნური ინტელექტის აგენტები. პირველი არის ღია პროგრამული კოდის შემუშავების გარემო ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნისა და პერსონალიზაციისთვის. მეორე — Swarm Manager, სადაც მართვის უფლებები და ინსტრუმენტები ენიჭებათ Swarm ოპერატორებს, რომლებიც ქმნიან და კოორდინაციას უწევენ აგენტების ქსელებს. მესამე — სპეციალიზებული სავაჭრო პლატფორმა სადაც ოპერატორებს შეუძლიათ თავიანთი აგენტებისა და swarm აქტივების გაშვება, გადაცვლა და მონეტიზაცია.

რა არის TRUTH?

TRUTH არის Swarm Network-ის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გამოიყენება პროტოკოლის მონაწილეების, ხელოვნური ინტელექტის აგენტების, ადამიანი ვალიდატორების და ტოკენის მფლობელების წახალისებისთვის. ეკოსისტემაში მას რამდენიმე ფუნქცია აკისრია.

TRUTH ტოკენები გამოიყენება აგენტების და ვალიდატორების დასაჯილდოებლად, რომლებიც კეთილსინდისიერად და ზუსტად ასრულებენ ვერიფიკაციის დავალებებს. ხელოვნური ინტელექტის აგენტების ოპერატორებს ტოკენების გამომუშავება შეუძლიათ ვერიფიკაციის დავალებების შესასრულებლად საკუთარი აგენტების გაშვების მეშვეობით. ხოლო ადამიანი ვალიდატორები ჯილდოებს გამომუშავებენ საკუთარი საექსპერტო უნარების დახმარებით სადავო განაცხადების მოგვარების საშუალებით. აღნიშნული ჯილდოების მექანიზმი უზრუნველყოფს კეთილსინდისიერი მონაწილეების ეკონომიკურ წახალისებას, არასამართლიანი ქცევა კი იწვევს ჯილდოების შემცირებას და სტეიკინგზე განთავსებული ტოკენების დაკარგვას.

ვერიფიკაციის ჯილდოების გამომუშავების გარდა, TRUTH-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროტოკოლის მმართველობის პროცესში, ხმა მისცენ ქსელის განვითარებასთან, პარამეტრების კორექტირებასთან და რესურსების განაწილებასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს. მმართველობის ეს მოდელი ძალია ჰგავს სხვა დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციებში (DAO-ებში) გამოყენებულ მოდელს, თუმცა ის დაკავშირებულია კონკრეტულად დეცენტრალიზებული ვერიფიკაციის ქსელის საჭიროებებთან.

ტოკენი ასევე წარმოადგენს Agent License სისტემის საფუძველს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები იღებენ ლიცენზიებს Swarm-ის ეკოსისტემაში ხელოვნური ინტელექტის აგენტების მართვისთვის. ეს ლიცენზიები განთავსებული Sui ბლოკჩეინზე. ლიცენზიის მფლობელებს საშუალება აქვთ გაააქტიურონ საკუთარი აგენტები, მონაწილეობა მიიღონ ვერიფიკაციის დავალებებში და მიიღონ ჯილდოები.

TRUTH ტოკენებს ასევე აქვს სტეიკინგის მექანიზმის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფ პროტოკოლის უსაფრთხოებას. ვალიდატორებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენები განათავსონ სტეიკინგზე და მიიღონ ეკონომიკური სარგებელი ვერიფიკაციის ზუსტი და სანდო შედეგების გენერირების სანაცვლოდ. ეს მოდელი ითვალისწინებს არაკეთილსინდისიერი მონაწილეების დაჯარიმებას, რაც უზრუნველყოფს ქსელის დაცვას Sybil შეტევებისგან და მანიპილაციებისგან.

TRUTH Binance Alpha-ზე

2025 წლის 1 ოქტომბერს განხორციელდა TRUTH ტოკენის ლისტინგი Binance Alpha-ზე. იმავე დღეს Binance Futures-მა გამოუშვა TRUTHUSDT უვადო კონტრაქტი, რომელიც იძლევა 50x ლევერიჯით ვაჭრობის შესაძლებლობას. 

ხშირად დასმული კითხვები

რით განსხვავდება Swarm Network ტრადიციული oracle-ებისგან?

ჩვეულებრივ, ტრადიციული ბლოკჩეინ-oracle-ები სტრუქტურირებულ მონაცემებს, როგორებიცაა ფასების მონაცემები და მოვლენების შედეგები იღებენ შეზღუდული რაოდენობის წყაროდან. Swarm Network გვთავაზობს ამ მოდელის გაუმჯობესებულ ვარიანტს, რაც გულისხმობსარასტრუქტურირებული და კომპლექსური მონაცემების ვერიფიკაციის შესაძლებლობას, როგორიცა სიახლეები, სოციალური მედიის კონტენტი და კერძო მონაცემთა ბაზები, რისთვისაც ის იყენებს ხელოვნური ინტელექტის აგენტებისგან, ადამიანი ვალიდატორებისგან და ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებისგან შემდგარ ჰიბრიდულ სისტემას. ეს მიდგომა იძლევა უფრო ფართო სპექტრის ვერიფიკაციის დავალებების დამუშავების და ამავდროულად მონაცემთა კონფიდენციალურობის შენარჩუნების შესაძლებლობას.

როგორ იცავს Swarm Network თავს მანიპულაციისგან?

პროტოკოლი იყენებს უსაფრთხოების რამდენიმე ფენას. აგენტის ლიცენზიები საჭიროებს ეკონომიკური რესურსების განთავსებას, რაც წარმოადგენს Sybil შეტევებისგან დაცვის ბარიერს. მრავალდონიანი ვერიფიკაცია გულისხმობს იმას, რომ დადასტურებამდე განაცხადების შემოწმება უნდა მოხდეს როგორც ხელოვნური ინტელექტის, ასევე ადამიანის მიერ. აგენტებს შორის კროს-ვერიფიკაცია ხელს უწყობს შეუსაბამობების აღმოჩენას, ხოლო ეკონომიკური სანქციები, როგორიცაა სტეიკინგზე განთავსებული TRUTH ტოკენების დაკარგვა, უზრუნველყოფს ბოროტმოქმედების მიერ ყალბი ინფორმაციის განთავსების პრევენციას.

რომლებია Swarm Network-ზე გაშვებული ძირითადი აპლიკაციები?

სამი ძირითადი აპლიკაციაა: RollUp News - სოციალური ვერიფიკაციის ინსტრუმენტი, რომელიც ინტეგრირებულია X-თან და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პირდაპირ საკუთარ არხზე მონიშნონ და გადაამოწმონ განაცხადები; Swarm Markets-- პროგნოზების პლატფორმა; და Agent BUIDL- პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნისა და გაშვებისთვის დაპროგრამების ცოდნის საჭიროების გარეშე. ეს აპლიკაციები გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება Truth Protocol-ის გამოყენება სოციალურ მედიაში, პროგნოზების ბაზრებში და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში.

Swarm Network მხოლოდ კრიპტოს მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი?

მიუხედავად იმისა, რომ Swarm Network დაფუძნებულია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე, მისი ვერიფიკაციის პროდუქტები განკუთვნილია უფრო ფართო აუდიტორიისთვის. მაგალითად, RollUp News ინტეგრირებულია პირდაპირ X სოციალური ქსელის ინტერფეისში, რაც ამ პლატფორმის მომხმარებელს სთავაზობს წვდომას ვერიფიკაციის ინსტრუმენტებზე. Agent BUIDL-ის ინტერფეისი განკუთვნილია დაპროგრამების სფეროში გამოცდილების არმქონე მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნა და მართვა.

შეჯამება

Swarm Network წარმოადგენს საინტერესო ექსპერიმენტს, რომელიც აერთიანებს დეცენტრალიზებულ ხელოვნურ ინტელექტს, ადამიანის ცოდნას და კრიპტოგრაფიულ ვერიფიკაციას და მისი მიზანია ონლაინ ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. მისი ჰიბრიდული მიდგომა, რომელიც აერთიანებს მასშტაბურ ავტომატიზაციასა და კოლექტიურ ადამიანურ ზედამხედველობას, გვთავაზობს ჭეშმარიტების ვერიფიკაციის მეთოდს ნდობის მინიმალური საჭიროებით, რაც მნიშვნელოვანია ეპოქაში, სადაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი ყოველდღიურად უფრო დახვეწილი ხდება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებs, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.