რა არის Sentio (ST)?

რა არის Sentio (ST)?

განახლებული May 14, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • Sentio არის ბლოკჩეინის მონაცემების პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს აძლევს ბლოკჩეინის მონაცემებზე რეალურ დროში წვდომის შესაძლებლობას ინდექსირების, მონიტორინგის და ანალიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით.

  • მისი ძირითადი მახასიათებლებია ინდექსირების SDK, ინტეგრირებული ინსტრუმენტების პანელები, ტრანზაქციის დებაგინგის ინსტრუმენტები და მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერა.

  • ST ტოკენი უზრუნველყოფს Sentio ქსელის მუშაობის მხარდაჭერას და გამოიყენება API-ზე წვდომის საფასურის გადახდისთვის, სტეიკინგისთვის და პროტოკოლის მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

ბლოკჩეინის ეკოსისტემა დღითიდღე უფრო კომპლექსური ხდება, ამიტომ დეველოპერებისთვის ბლოკჩეინის აპლიკაციების შექმნის და მათზე მონიტორინგის ინსტრუმენტები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პროტოკოლები. Sentio არის მონაცემთა ინფრასტრუქტურის პლატფორმა, რომლის დანიშნულებაა Web3 დეველოპერებისთვის ინდექსირების, დებაგინგის და ანალიტიკის ინსტრუმენტების შეთავაზება. ამ სტატიაში განხილულია, თუ რას წარმოადგენს Sentio, როგორ მუშაობს ის და რა დანიშნულებით გამოიყენება ST ტოკენი.

რა არის Sentio?

Sentio არის ბლოკჩეინის მონაცემების პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია დეველოპერებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ ბლოკჩეინზე არსებულ ინფორმაციაზე სწრაფი და საიმედო წვდომა. ის გვთავაზობს სმარტ კონტრაქტების პროცესების ინდექსირების, ისტორიული მონაცემების მოთხოვნის, პროტოკოლის აქტივობაზე რეალურ დროში მონიტორინგის და კომპლექსური ტრანზაქციების დებაგინგის შესაძლებლობას.

Sentio-ს დანიშნულებაა არა ბლოკჩეინის ჩანაცვლება ან დამოუკიდებელი აპლიკაციის სახით მუშაობა, არამედ Web3 სტეკის მონაცემთა ფენის ფუნქციის შესრულება. ის ერთმანეთთან აკავშირებს არსებულ ბლოკჩეინებს, ამუშავებს ბლოკჩეინის მონაცემებს და გარდაქმნის მათ დეველოპერებისთვის და ანალიტიკოსებისთვის მარტივად გამოსაყენებელ ფორმატში. პლატფორმის გამოყენება ბევრი სხვადასხვა სფეროშია შესაძლებელი, დაწყებული დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლებით და დეცენტრალიზებული აპლიკაციებით (DApp-ები) და დამთავრებული საფულეებით, თამაშებით და ვაჭრობის ავტომატიზებული სისტემებით.

Sentio ასევე მოიცავს დეცენტრალიზებული ქსელის ფენას, რომელსაც ეწოდება Sentio Network, სადაც მონაცემთა შენახვის და დამუშავების ფუნქციებს არა ცენტრალიზებული პროვაიდერი, არამედ ნოდების ოპერატორების განაწილებული ქსელი ასრულებს. მსგავსი სტრუქტურის მიზანია მონაცემთა მიმოცვლის მდგრადობის გაუმჯობესება და ქსელის მხარდაჭერაში მონაწილეებს შორის ჯილდოების განაწილება.

როგორ მუშაობს Sentio?

Sentio-ს პლატფორმას ორი ზოგადი ფუნქცია აკისრია: ბლოკჩეინის მონაცემების შეგროვება და დეველოპერების დახმარება ამ მონაცემების უფრო ეფექტურად გამოყენებაში.

ინდექსაცია და მონაცემების შეგროვება

Sentio SDK წარმოადგენს ბლოკჩეინის მონაცემების შეგროვების ძირითად ინსტრუმენტს. დეველოპერები მას იყენებენ პერსონალიზებული ინდექსერების შექმნისთვის, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება კონტრაქტების აქტივობებზე თვალის დევნება და ბლოკჩეინის დაუმუშავებელი მონაცემების გარდაქმნა სტრუქტურირებულ, მიკვლევად ჩანაწერებად. მონაცემთა ინდექსირების შემდეგ, მასზე წვდომა შესაძლებელია ინტეგრირებული GraphQL და SQL რედაქტორების ან პერსონალიზებული API ენდპოინტების მეშვეობით, რომელთა კონფიგურირებას თავად დეველოპერები ახორციელებენ. პლატფორმა ერთი პროექტის ფარგლებში რამდენიმე ბლოკჩეინის მხარდაჭერას უზრუნველყოფს და გუნდებს სთავაზობს ინდექსერის ერთდროულად რამდენიმე აქტიური ვერსიის გაშვების შესაძლებლობას, რაც ამარტივებს იტერაციას და ტესტირებას.

მონიტორინგი და შეტყობინებები

Sentio-ს აქვს ინტეგრირებული ინსტრუმენტების პანელები, რომლებიც გვთავაზობს ინდექსირებული მონაცემების ვიზუალიზაციას დამატებითი პარამეტრების შეყვანის საჭიროების გარეშე. გუნდებს შეუძლიათ შეტყობინებების კონფიგურაცია, რისი მეშვეობითაც მათ გაეგზავნებათ შეტყობინება ბლოკჩეინის კონკრეტული პირობების დადგომის, მაგალითად ტრანზაქციების უჩვეულო მოცულობების ან კონტრაქტის მდგომარეობის ცვლილებების შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ Sentio-ს გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ აპლიკაციების შექმნისთვის, არამედ ასევე შემუშავების პროცესში მყოფ პროტოკოლებზე მონიტორინგისთვის.

ტრანზაქციების დებაგინგი და სიმულაცია

დეველოპერებს, რომლებიც მუშაობენ ბლოკჩეინის პრობლემების დიაგნოსტირებაზე, Sentio სთავაზობს ტრანზაქციის დებაგერს, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნებზე მონიტორინგს, თანხების ნაკადების კონტროლს, ცვლილებების ისტორიის ბალანსს და გაზის პროფაილინგს. დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ ლოგები, ტრეკინგის და სიმულაციის ინსტრუმენტები აღსრულების მდგომარეობის ინსპექტირებისთვის შემუშავების და დებაგინგის დროს, რაც დამოკიდებულია კონტრაქტის დიზაინზე და მონაცემების ხელმისაწვდომობაზე.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები

Sentio-ში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, რისთვისაც გამოიყენება მისი Model Context Protocol (MCP) სერვისი. ის დეველოპერს აძლევს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც იყენებენ ბლოკჩეინის მონაცემებს და უზრუნველყოფენ აგენტზე დაფუძნებული აპლიკაციების მხარდაჭერას. ბუნებრივ ენაზე დაფუძნებული მოთხოვნები და დებაგინგის ავტომატიზაცია წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის იმ შესაძლებლობებს, რომელთა ინტეგრირებასაც გეგმავს პლატფორმა.

ST ტოკენი

ST წარმოადგენს Sentio პროტოკოლის ადგილობრივ ტოკენს, რომლის მთლიანი მარაგი შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს. ის გამოიყენება Sentio Network-ის ეკონომიკის მხარდასაჭერად, გადახდებისთვის, ჯილდოების გაცემისთვის და მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის.

ტოკენის განაწილება

ST ტოკენის მარაგი განაწილებულია ექვს კატეგორიას შორის:

  • ზრდა, გრანტები და პროდუქტი: 35% (350 000 000 ST)

  • Airdrop-ები და მარკეტინგი: 18,9% (189 000 000 ST)

  • ადრეული მხარდამჭერები: 17% (170 000 000 ST)

  • გუნდი: 15% (150 000 000 ST)

  • ქსელის ჯილდოები: 10% (100 000 000 ST)

  • ლიკვიდურობა: 4,1% (41 000 000 ST)

ტოკენის დანიშნულება

Sentio ეკოსისტემაში ST რამდენიმე დანიშნულებით გამოიყენება:

  • API-ს საფასურის გადახდები: დეველოპერებს შეუძლიათ ST გამოიყენონ Sentio-ს API-ებზე და მონაცემთა სერვისებზე წვდომის საფასურის გადასახდელად. ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ ფასდაკლებები.

  • სტეიკინგი ქსელში: Sentio Network-ის ნოდის ოპერატორები სტეიკინგზე განათავსებენ საკუთარ ST-ს და სანაცვლოდ იღებენ მონაცემთა შენახვის და დამუშავების პროცესში მონაწილეობის უფლებას. კეთილსინდისიერი მუშაობის სანაცვლოდ, ოპერატორები იღებენ ჯილდოებს, ხოლო თაღლითობის დაფიქსირების შემთხვევაში ისინი კარგავენ თანხას ტოკენის სლეშინგის მექანიზმის მეშვეობით.

  • მმართველობა: ST-ის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლის ცვლილებებს, მათ შორის ქსელის პარამეტრებთან და განახლებებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. ის წარმოადგენს governance ტოკენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ST-ის მფლობელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პლატფორმის განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

  • SDK და დეველოპერის ინსტრუმენტები: როდესაც ის ინტეგრირებულია Sentio SDK-ის გამოყენებით შექმნილ აპლიკაციებში, ST-ის გამოყენება შესაძლებელია საიდენტიფიკაციო მონაცემების, გადახდების და გამოთვლითი ფუნქციების მხარდასაჭერად.

ST ტოკენი Binance Alpha-ზე

2026 წლის აპრილში განხორციელდა ST-ის ლისტინგი Binance Alpha-ზე. გარდა ამისა, Binance Wallet-მა განაცხადა Sentio-ს სავაჭრო კონკურსის ორგანიზების შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა 2026 წლის 29 აპრილიდან 13 მაისის ჩათვლით. 

ხშირად დასმული კითხვები

რა არის Sentio?

Sentio არის დეველოპერებისთვის შექმნილი ბლოკჩეინების მონაცემების პლატფორმა. ის გვთავაზობს ბლოკჩეინის მოვლენების ინდექსირების, მონაცემთა მოთხოვნის, პროტოკოლებზე რეალურ დროში მონიტორინგის და ტრანზაქციების დებაგინგის ინსტრუმენტებს. ის უზრუნველყოფს რამდენიმე ბლოკჩეინის მხარდაჭერას ერთი პროექტის ფარგლებში. ის ასევე გვთავაზობს დეცენტრალიზებულ ქსელს და ST ტოკენს.

რა არის ST ტოკენი?

ST წარმოადგენს Sentio პროტოკოლის ადგილობრივ ტოკენს, რომლის მაქსიმალური მარაგი შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს. ის გამოიყენება API-ზე წვდომის საფასურის გადასახდელად, ნოდის ოპერატორების მიერ სტეიკინგზე განთავსებისთვის და მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის. ტოკენი განაწილებულია ექვს კატეგორიას შორის. ყველაზე დიდი წილი (35%) განკუთვნილია პროექტის ზრდისთვის, გრანტებისთვის და პროდუქტის შემუშავებისთვის.

რით განსხვავდება Sentio სტანდარტული ბლოკჩეინის ინდექსერისგან?

Sentio წარმოადგენს არა ცალკეულ ინდექსერს, არამედ მონაცემთა უნივერსალურ პლატფორმას. მოვლენების ინდექსირების ფუნქციის გარდა, მაში ასევე ინტეგრირებულია ინსტრუმენტების პანელი, შეტყობინებების ინსტრუმენტები, ტრანზაქციის სიმულაციის, მოთხოვნების დებაგინგის და MCP სერვისის მეშვეობით მოწოდებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული შესაძლებლობები. ის ასევე უზრუნველყოფს დეცენტრალიზებული ოპერაციების მხარდაჭერას Sentio Network-ის მეშვეობით.

შეჯამება

Sentio წარმოადგენს ბლოკჩეინის დეველოპერების ეკოსისტემის ინფრასტრუქტურას, რომლის დანიშნულებაა ერთ სივრცეში გააერთიანოს ბლოკჩეინის მონაცემები და ინსტრუმენტები, რომლებიც გუნდებს ესაჭიროებათ აპლიკაციების შექმნის და ოპერირების პროცესის მასშტაბირებისთვის. მისი ინდექსირების SDK-ის, ინსტრუმენტების პანელების, ტრანზაქციის დებაგინგის შესაძლებლობების და დეცენტრალიზებული ქსელის მეშვეობით, პლატფორმა გვთავაზობს ყველა საჭირო მონაცემებზე ერთიანი ეკოსისტემიდან წვდომას. თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი ადრეული ეტაპის პროექტის შემთხვევაში, მისი განვითარების გრძელვადიანი ტრაექტორია დამოკიდებულია დეველოპერების ჩართულობაზე, ქსელის ზრდაზე და ამ გეგმის უწყვეტ რეალიზაციაზე.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.









პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.