მთავარი დეტალები
Sentient წარმოადგენს უნივერსალური ხელოვნური ინტელექტის (AGI) ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომლის დანიშნულებაა კონკურენცია გაუწიოს დახურულ სისტემებს, როგორებიცაა OpenAI და Google.
ქსელის მუშაობას უზრუნველყოფს „Sentient GRID“ - სტრუქტურა, რომელიც ახორციელებს მონაცემების, მოდელების და გამომთვლელი სიმძლავრის კოორდინაციას, რისი წყალობითაც ქსელი ფუნქციონირებს, როგორც ერთიანი, დეცენტრალიზებული სისტემა.
ამ პროექტის მიზანია ცენტრალიზებულ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკების შემცირება, განვითარების პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და მისი ერთი კორპორაციის კონტროლის ქვეშ მოქცევის თავიდან აცილება.
შესავალი
ამჟამად ხელოვნური ინტელექტის (AI) ყველაზე მძლავრი მოდელები კონტროლდება რამდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ შექმნილი ინსტრუმენტები მართლაც შთამბეჭდავია, მათი ტექნოლოგიების უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე ჯგუფი წყვეტს, თუ რა უნდა შეისწავლოს ხელოვნურმა ინტელექტმა და ვის შეუძლია მისი გამოყენება.
Sentient-ის (SENT) მიზანია მომხმარებლებისთვის ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზება. ის ქმნის დეცენტრალიზებულ ქსელს, სადაც ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესი გამჭვირვალეა. Sentient იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და მომხმარებლებს სთავაზობს თანამშრომლობის შესაძლებლობას. ის მიზნად ისახავს „საზოგადოების კუთვნილი“ ხელოვნური ინტელექტის შექმნას, რომელიც კონკურენციას გაუწევს დიდ კორპორაციებს ცენტრალიზებული მოდელის გამოყენების გარეშე.
რა არის Sentient (SENT)?
Sentient წარმოადგენს ღია პლატფორმას ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტისთვის, რომელსაც ხშირად უწოდებენ AGI-ს (უნივერსალური ხელოვნური ინტელექტი). მისი მიზანია კონკურენცია გაუწიოს OpenAI-ს, Anthropic-ის და Google-ის მიერ შექმნილ დახურულ სისტემებს.
ამ პროექტს საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ დახურულ პროგრამულ კოდზე დაფუძნებული AGI საზოგადოებრივ რისკს შეიცავს, რადგან მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტრაექტორიას. Sentient შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის. მისი მიზანია თავიდან აიცილოს ქსელის ერთი ორგანიზაციის მიერ კონტროლი, რათა ამ მძლავრი ტექნოლოგიით მიღებული სარგებელი თანაბრად გადანაწილდეს დეველოპერებსა და მომხმარებლებს შორის.
როგორ მუშაობს Sentient?
Sentient მოქმედებს, როგორც ხელოვნური ინტელექტის სამყაროს სხვადასხვა კომპონენტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდი. მის ერთ-ერთ ძირითად ტექნოლოგიას ეწოდება Sentient GRID.
1. Sentient GRID
GRID შეგვიძლია შევადაროთ ობობის გიგანტურ ციფრულ ქსელს. ის ერთმანეთთან აკავშირებს პარტნიორებს, მონაცემთა წყაროებს, ხელოვნური ინტელექტის მოდელებსა და კომპიუტერულ სერვერებს. ჩვეულებრივ, დამოუკიდებელ დეველოპერებს არ აქვთ შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიონ ტექნოლოგიურ გიგანტებს, თუმცა GRID ქსელში ჩართვის მეშვეობით, მათ შეუძლიათ საკუთარი რესურსების გაერთიანება. ეს იძლევა ათასობით მცირე ზომის კომპონენტის ინტელექტის მძლავრ ქსელად გაერთიანების შესაძლებლობას.
2. დეცენტრალიზებული თანამშრომლობა
ხელოვნური ინტელექტის ტრადიციული ლაბორატორიების მიერ გამოყენებული იერარქიული მიდგომის ნაცვლად, Sentient იყენებს GRID-ს, როგორც მის დეცენტრალიზებულ ალტერნატივას. ეს მოდელი იძლევა ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული AGI-ს განვითარებისკენ უფრო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის და მაღალი ხარისხის შედეგების გენერირების შესაძლებლობას.
3. საზოგადოების მიერ მართული განვითარება
Sentient-ის მუშაობა დამოკიდებულია მის მომხმარებლებზე. ის აჯილდოვებს ღია პროგრამულ კოდზე მომუშავე მკვლევარებს და დეველოპერებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ ქსელის განვითარებაში. სასარგებლო მონაცემების მოწოდების, კითხვებზე პასუხების გაცემის ან კოდის გაუმჯობესების შემთხვევაში, სისტემისგან იღებთ ჯილდოებს. რაც უფრო მეტი სარგებელი მოგაქვთ ქსელისთვის, ეკოსისტემაში მით უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა გეძლევათ.
ინვესტორები და მხარდაჭერა
ღია ხელოვნური ინტელექტის იდეა ფართო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. Sentient პროექტმა მიიღო დაფინანსება ბლოკჩეინისა და ვენჩურული კაპიტალის სფეროს ცნობილი მოთამაშეებისგან. კაპიტალის მოზიდვის პროცესი რამდენიმე რაუნდისგან შედგებოდა და მხარდაჭერილი იყო სხვადასხვა კომპანიების მიერ, რომელთა შორის იყვნენ Framework Ventures, Pantera Capital, Founders Fund და HashKey Capital.
Sentient (SENT) Binance-ზე
2026 წლის 22 იანვარს განახორციელა SENT ტოკენის ლისტინგი Binance-ზე. ტოკენს მიენიჭა Seed ტეგი და ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Sentient ცდილობს ხელოვნური ინტელექტის ისტორიის შეცვლას. იზოლირებული, კორპორაციების მიერ კონტროლირებადი მოდელების ღია, დეცენტრალიზებული ქსელით ჩანაცვლებით, ის მიზნად ისახავს AGI-ზე წვდომის დემოკრატიზაციას. Sentient GRID-ის მეშვეობით მონაცემების და კომპიუტერების ღია ქსელის სახით გაერთიანებით, პროექტი ცდილობს შექმნას ხელოვნური ინტელექტის უფრო კოლაბორაციული და გამჭვირვალე ეკოსისტემა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.