მთავარი დეტალები
Midnight არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც იყენებს ნულოვანი ინფორმაციის (ZK) სმარტ კონტრაქტებს მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.
პროექტის ადგილობრივი ტოკენი NIGHT, განსხვავდება უსაფრთხოების მონეტებისგან იმით, რომ ის საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამჭვირვალეა (არ არის დაფარული). ის ასევე გამოიყენება DUST ტოკენების გენერირებისთვის, რომელიც წარმოადგენს განახლებად რესუსრსს და გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად.
აქტივის (NIGHT) და რესურსის (DUST) ერთმანეთისგან გამოყოფით, Midnight დეველოპერებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან აპლიკაციები, რომლებიც დაიცავენ მონაცემებს და არ შეზღუდავენ ქსელის სისწრაფესა და გამოყენების სიმარტივეს.
შესავალი
დღესდღეობით ბლოკჩეინებს ახასიათებს ორი უკიდურესობისკენ გადახრა: ისინი ან ყველასათვის ღიაა ან პირიქით - ფარული. ეს ყოველივე ბზარს ქმნის რეალური სამყაროს აპლიკაციებისთვის. საჯარო ბლოკჩეინებზე ყველა ტრანზაქცია ხილულია, რაც ხელს უწყობს ნდობის შენარჩუნებას, თუმცა მომხმარებლებს უქმნის უსაფრთხოების რისკებს.
მეორე მხრივ, სრულიად დაცულმა სისტემებმა შეიძლება ზედმეტად ბევრი რამ დაამალოს, რაც ართულებს იმის ვერიფიცირებას, თუ რამდენად დაცულია წესები. ეს პრობლემას ქმნის ბიზნესებისთვის, მარეგულირებელი ორგანოებისთვის და უბრალო მომხმარებლებისთვის, ვისაც სურს როგორც გამჭვირვალობა ასევე კონფიდენციალურობა.
Midnight ამ პრობლემის დეტალურ გადაჭრას გვთავაზობს „რაციონალური უსაფრთხოების“ სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩება მანამ, სანამ არ იქნება მისი გასაჯაროების საჭიროება. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაამოწმონ ძირითადი ფაქტები ისეთი ინფორმაციის გარეშე, რომლის გასაჯაროებაც მათ არ სურთ.
რა არის Midnight?
Midnight არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული აპლიკაციების გათვალისწინებით. ის შესაძლებელს ხდის არჩევით გამჟღავნებას, რაც გულისხმობს მხოლოდ აუცილებელი ინფორმაციის გასაჯაროებას. ამის უზრუნველყოფა ნულოვანი ინფორმაციის (ZK) სმარტ კონტრაქტების მეშვეობით შეიძლება. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაადასტურონ ოპერაციები საბაზისო მონაცემების გამჟღავნების გარეშე. მაგალითად, შეგიძლიათ დაადასტუროთ თქვენი ასაკი კონკრეტული დაბადების თარიღის გაზიარების გარეშე.
როგორ მუშაობს Midnight?
Midnight ეყრდნობა ZK-SNARK-ებს (ნულოვანი ინფორმაციის მოკლე არაინტერაქტიული არგუმენტები), რომლებიც ცნობილია მათი სწრაფად დადასტურების შესაძლებლობით. ეს მტკიცებულებები სისტემას საშუალებას აძლევს დაადასტუროს კონკრეტული ფაქტების რეალურობა სრული საბაზისო მონაცემების გამჟღავნების გარეშე.
გამოყენების დონეზე ეს გულისხმობს, რომ სენსიტიური ინფორმაცია რჩება მომხმარებლის მოწყობილობაზე მისი ბლოკჩეინზე გამოქვეყნების ნაცვლად, რაც ამცირებს ინფორმაციის გაჟონვის და ბოროტად გამოყენებს რისკებს. ამავდროულად, ქსელს შეუძლია ტრანზაქციების და გარემოებების ვალიდაცია, რათა მომხმარებლებმა შეძლონ აპლიკაციებთან უსაფრთხო ურთიერთქმედება.
Midnight ასევე აგვარებს „კონფიდენციალურობის ტრილემას“. ეს პრობლემა მოიცავს კონფიდენციალურობის, პროგრამირებადი სმარტ კონტრაქტების და რეგულაციებთან შესაბამისობის ერთდროულად უზრუნველყოფას. ბევრ ბლოკჩეინს ერთ ჯერზე შეუძლია ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთის ან ორის უზრუნველყოფა. Midnight-ის მეშვეობით დეველოპერებს ისეთი აპლიკაციების შექმნა შეუძლიათ, რომლებიც გამართულად მუშაობს, შეესაბამება რეგულაციებს და ამავდროულად იცავს მომხმარებლის კონფიდენციალურობას.
როგორ შეიძლება Midnight-ის გამოყენება?
Midnight უფლებას გაძლევთ შექმნათ რეალური სამყაროს აპლიკაციები, რომელთა სრულიად გამჭვირვალე ბლოკჩეინზე გაშვებაც რთულია. მათი მცირედი მაგალითებია:
ვინაობის ვერიფიკაცია: თუ დასაქმებისთვის დაგჭირდებათ ციფრული ID-ების და ავტორიზაციის მონაცემების წარდგენა, როგორიცაა მაგალითად ციფრული მართვის მოწმობა ან განათლების დამადასტურებელი დიპლომები/სერთიფიკატები, Midnight საშუალებას გაძლევთ ეს შერჩევითობის პრინციპით გააკეთოთ, რათა დაიცვათ ზედმეტი ან სენსიტიური ინფორმაცია (როგორიცაა მაგალითად ზუსტი დაბადების თარიღი ან მისამართი) გამჟღავნებისგან.
პოლები და ხმის მიცემა: ოდესმე მიგიციათ ხმა და გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენად ანონიმური იყო თქვენი ხმა? Midnight-ს შეუძლია დაამტკიცოს შესაბამისობა და მონაწილეობის სტატუსი ხმის მიცემის პროცესში, პერსონალური ინფორმაციის გავრცელების ან თითოეული მონაწილის არჩევანის ჩაწერის გარეშე.
Midnight ასევე თამაშობს კროს-ჩეინ უსაფრთხოების დონის როლს ისე, რომ ის კი არ ანაცვლებს სხვა ბლოკჩეინებს, არამედ მათ პარალელურადაა გაშვებული. სხვა ქსელებს შემდეგ შეეძლებათ დაამატონ უსაფრთხოების ფუნქციები მათი ძირითადი სისტემების შეცვლის საჭიროების გარეშე. ეს დეველოპერებისთვის და ორგანიზაციებისთვის ამარტივებს Midnight-ის მოხმარებას, მათ მიერ უკვე არსებული ინსტრუმენტებით და ეკოსისტემებით სარგებლობით გაგრძელების პარალელურად
NIGHT ტოკენი
NIGHT არის Midnight ქსელის ადგილობრივი ტოკენი. უსაფრთხოების მონეტებისგან განსხვავებით, რომელთა მიზანია ტრანზაქციის დეტალების დამალვა, NIGHT არ არის დაფარული, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გამჭვირვალე და საჯაროა. მისი მთავარი ფუნქციებია სარგებლის გენერირება და მმართველობა. ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ქსელთან დაკავშირებულ ხმის მიცემაში მონაწილეობა და სისტემის ხანგრძლივი განვითარების მხარდაჭერა.
DUST - დაფარული რესურსი ან ე.წ. „საწვავია“, რომელიც Midnight-ზე ტრანზაქციებს ამუშავებს და მიზნად ისახავს გამჭვირვალობის და კონფიდენციალურობის თანხვედრის პრობლემის მოგვარებას. როდესაც „საწვავი“, რომელიც ბლოკჩეინს ამუშავებს არაა დაფარული, ტრანზაქციის დეტალები და მომხმარებლის ვინაობები შესაძლოა გამჟღავნდეს. თუმცა, როდესაც ის დაფარულია ბლოკჩეინზე გაშვებულმა ტოკენებმა შეიძლება განიცადონ ლისტინგთან დაკავშირებული სირთულეები რეგულაციებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. Midnight ამ პრობლემას აგვარებს იმით, რომ DUST გადარიცხვას არ ექვემდებარება.
ეს მოდელი ქსელს ეხმარება რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში და ტრანზაქციის საკომისიოებს მომხმარებლებისთვის უფრო პროგნოზირებადს ხდის. NIGHT ირგებს ფიქსირებული მარაგის აქტივის როლს (ჯამში 24 მილიარდი ტოკენის ოდენობით) მანამ, სანამ DUST განახლებად რესურსს წარმოადგენს, რომელიც NIGHT-ის მფლობელობით გენერირდება.
Midnight (NIGHT) და Binance HODLer Airdrop-ები
2026 წლის 11 მარტს Binance-მა განაცხადა, რომ NIGHT იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 61-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 16-დან 18 თებერვლამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს NIGHT-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 240 მილიონი NIGHT, რაც დასაწყისში გამოშვებული ტოკენების მთლიანი მარაგის 1%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა NIGHT-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Midnight მომხმარებლებს გადაწყვეტის სახით სთავაზობს ისეთ გარემოს, სადაც ორივე იარსებებს: გამჭვირვალობაც და კონფიდენციალურობაც. ნაგულისხმევი კონფიდენციალურობით და გამჟღავნების დონის კონტროლის მეშვეობით Midnight-ს შეუძლია მკაცრი დაცვის და შესაბამისობის რეგულაციების მქონე ინდუსტრიების მხარდაჭერა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.