მთავარი დეტალები
MarsCoin (MARSCOIN) არის BNB Chain-ზე გაშვებული კოსმოსისა და მარსის თემატიკის meme ტოკენი, რომელსაც პროექტის ავტორები „აქციის მონეტად“ მოიხსენიებენ.
ის დაკავშირებულია ტოკენიზებულ აქციასთან (SPCXB), რომელიც იყენებს 3%-იან ვაჭრობის საკომისიოებს ტოკენის მფლობელებისთვის ჯილდოების გასაცემად.
Binance-ზე MARSCOIN-ით სპოტ ვაჭრობა 2026 წლის 4 სექტემბრიდან არის შესაძლებელი MARSCOIN/USDT, MARSCOIN/USDC და MARSCOIN/TRY წყვილებით, ლისტინგის ნულოვანი საკომისიოთი და Seed ტეგით.
შესავალი
MarsCoin არის კოსმოსისა და მარსის თემატიკის meme ტოკენი. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პროექტის ავტორები მას „აქციის მონეტად“ მოიხსენიებენ, რადგან ის დაკავშირებულია რეალური აქციის ტოკენიზებულ ვერსიასთან.
MarsCoin-ის წარმოშობა
„MarsCoin“-ის იდეა კრიპტო საზოგადოებაში წლების განმავლობაში ცირკულირებდა. მან ფართო საზოგადოების ყურადღება 2021 წლის თებერვალში მიიპყრო, როდესაც Binance-ის დამფუძნებელმა ჩანპენ ჟაომ (CZ) და ელონ მასკმა X პლატფორმაზე გამოაქვეყნეს პოსტები ამ კონცეფციასთან დაკავშირებით: CZ წერდა, რომ MarsCoin-ის შექმნა „გარდაუვალი“ იყო, ხოლო მასკი დაეთანხმა, რომ „აუცილებლად შეიქმნებოდა MarsCoin“.
აქ საჭიროა დაზუსტება: CZ-სა და მასკს შორის X-ზე შემდგარმა კომუნიკაციამ ხელი შეუწყო თავად სახელის და არა კონკრეტული ტოკენის პოპულარიზაციას. მას შემდეგ სხვადასხვა პროექტმა გამოიყენა MarsCoin-ის თემა. ამ სტატიაში განხილული ტოკენი წარმოადგენს BNB Chain-ზე გაშვებულ შედარებით ახალ meme ტოკენს, რომელიც ეფუძნება ამ ცნობილ ისტორიას და მარსისა და კოსმოსის კვლევების მიმართ ფართო ინტერესს.
როგორ მუშაობს MarsCoin?
MarsCoin (ტიკერი MARSCOIN) არის BNB Chain-ზე გაშვებული meme ტოკენი. სხვა meme ტოკენების მსგავსად, მის პოპულარობას უმეტესწილად განაპირობებს საზოგადოების აზრი, ისტორიები და ბრენდინგი. ეს ტოკენი სხვა meme მონეტებისგან იმით განსხვავდება, რომ ის დაკავშირებულია ტოკენიზებულ აქციასთან.
MarsCoin დაკავშირებულია SPCXB-თან, რომელიც, პროექტის ავტორების განცხადებით, წარმოადგენს BNB Chain-ზე არსებულ ტოკენიზებულ აქციას. მისი ფასი მიბმულია SPCX-ზე, SpaceX-ის აქციაზე. ტოკენით ვაჭრობა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა 2026 წელს, პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) შემდეგ. მსგავსი ტოკენები მიეკუთვნება უფრო ფართო კატეგორიას - რეალური სამყაროს აქტივებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ტრადიციული ბაზრის გარკვეული ელემენტების ბლოკჩეინზე გადატანა.
3% სავაჭრო საკომისიო
პროექტს განსაზღვრული აქვს ჯილდოების მექანიზმი, რომელიც ფინანსდება ვაჭრობის საკომისიოებიდან. მის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყიდვასა და გაყიდვაზე დაწესებულია 3%-იანი საკომისიო, რომელიც ირიცხება სპეციალურ საცავში. შემდეგ ეს საცავი გამოიყენება დაკავშირებული ტოკენიზებული აქციის (SPCXB) გასანაწილებლად ტოკენების მფლობელებზე. 2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, ავტომატური ჯილდოების მისაღებად საჭიროა სულ მცირე 10 000 MARSCOIN-ის ფლობა.
ყიდვასა და გაყიდვაზე დაწესებული ამგვარი გადასახადი, რომელსაც ზოგჯერ „რეფლექციის“ ან „საგადასახადო ტოკენის“ მოდელს უწოდებენ, meme ტოკენებში საკმაოდ გავრცელებულია. მნიშვნელოვანია, რომ ტრეიდერებს ესმოდეთ მისი ორი პრაქტიკული ეფექტი.
პირველი: თითოეული ვაჭრობა მითითებულ ფასზე უფრო ძვირი ჯდება, რადგან 3% საკომისიო იჭრება როგორც პოზიციის გახსნისას, ასევე დახურვისას, შესაბამისად, მოკლევადიანმა ან ხშირმა ვაჭრობამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მოგების ოდენობა.
მეორე: მისი დიზაინი უზრუნველყოფს არა აქტიური ვაჭრობის, არამედ ტოკენის ფლობის წახალისებას, რადგან ჯილდოები შესაბამის მფლობელებს შორის ნაწილდება. თუ ამ ტოკენით ვაჭრობას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ ეს ხარჯი და გადაამოწმოთ მოქმედი წესები, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს.
MarsCoin Binance-ზე
Binance-ზე MARSCOIN-ით სპოტ ვაჭრობა 2026 წლის 4 სექტემბრიდან არის შესაძლებელი MARSCOIN/USDT, MARSCOIN/USDC და MARSCOIN/TRY წყვილებით და 0 BNB ლისტინგის საკომისიოთი. სპოტ ვაჭრობის პლატფორმაზე ლისტინგამდე MarsCoin ხელმისაწვდომი იყო Binance Alpha-ზე, რომელიც წარმოადგენს წინასწარი ლისტინგის პულს, სადაც მოცემულია ტოკენები სპოტ ვაჭრობის პლატფორმაზე პოტენციურ ლისტინგამდე.
შენიშვნა: MARSCOIN/TRY წყვილი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც აქვთ ვერიფიცირებული Binance TR ანგარიში.
რა რისკებთანაა ის დაკავშირებული?
Binance-მა MarsCoin-ს მიანიჭა Seed ტეგი. Seed ტეგი აღნიშნავს ინოვაციურ ტოკენს, რომელიც შეიძლება ხასიათდებოდეს სხვა აქტივებთან შედარებით უფრო მაღალი მერყეობით და რისკით და მიანიშნებს, რომ საჭიროა დამატებითი სიფრთხილე და კვლევა.
MarsCoin ასევე დაკავშირებულია ზოგადად meme ტოკენებისთვის დამახასიათებელ რისკებთან. ის შედარებით ახალია, მისი ფასი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს და მისი ღირებულება უმეტესად დამოკიდებულია ბაზრის განწყობაზე. ამასთანავე, ტოკენიზებული აქციის ელემენტს შემოაქვს დამატებითი კითხვები, მაგალითად: ვინ ფლობს საბაზისო აქტივს, როგორ არის ის უზრუნველყოფილი და როგორ რეგულირდება. ეს ფაქტორები მრავალფეროვანია და მათი გადამოწმება შესაძლოა რთული იყოს. ყიდვის და გაყიდვის 3%-იანი საკომისიო დამატებით ხარჯს წარმოადგენს, რაც ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ამიტომ აუცილებელია თავად ჩაატაროთ მოკვლევა (DYOR) და გადაამოწმოთ უახლესი ინფორმაცია, ასევე ვაჭრობისთვის გამოიყენოთ მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ. აქ მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს ტოკენის ყიდვის, გაყიდვის ან ფლობის რეკომენდაციას.
ხშირად დასმული კითხვები
MarsCoin meme მონეტაა თუ აქცია?
MarsCoin არის BNB Chain-ზე გაშვებული meme ტოკენი. პროექტის ავტორები მას აკავშირებენ ტოკენიზებულ აქციასთან და „აქციის მონეტად“ მოიხსენიებენ, თუმცა თავად ტოკენი არის meme ტოკენი და არა კომპანიის აქცია.
ნიშნავს თუ არა MarsCoin-ის ფლობა SpaceX-ის აქციის ფლობას?
არა. MarsCoin-ის ფლობა არ ნიშნავს SpaceX-ის აქციის ან ამ კომპანიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემის უფლების ფლობას. MarsCoin არის დამოუკიდებელი meme ტოკენი, რომელიც დაკავშირებულია ტოკენიზებულ აქციასთან, სახელწოდებით SPCXB, რომლის ფლობა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ჯილდოები ამ ტოკენიზებული აქციების სახით.
რომელი ტოკენიზებული აქციაა დაკავშირებული MarsCoin-თან?
MarsCoin დაკავშირებულია SPCXB-თან, რომელიც წარმოადგენს SpaceX-ის აქციის (SPCX) BNB Chain-ზე გაშვებულ ტოკენიზებულ ვერსიას.
რა არის MarsCoin-ის კონტრაქტის მისამართი?
პროექტის თანახმად, BNB Chain-ზე კონტრაქტის მისამართია 0xfe189e97832da1573e4e4ff034f4ffc3a15c7777. ტოკენთან ურთიერთქმედებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ კონტრაქტის მისამართი ოფიციალური წყაროებიდან.
როდის განხორციელდა MarsCoin-ის ლისტინგი Binance-ზე?
MARSCOIN-ის ლისტინგი Binance-ის სპოტ ვაჭრობის პლატფორმაზე განხორციელდა 2026 წლის 4 სექტემბერს. ვაჭრობა ხელმისაწვდომია წყვილებით MARSCOIN/USDT, MARSCOIN/USDC და MARSCOIN/TRY. ადრე ის ხელმისაწვდომი იყო Binance Alpha-ზე.
შეჯამება
MarsCoin-ი არის BNB Chain-ზე გაშვებული meme ტოკენი, რომელიც ასოცირდება წარმოშობის ცნობილ ისტორიასთან, დაკავშირებულია SpaceX-ის ტოკენიზებულ აქციასთან, სახელწოდებით SPCXB და მის მფლობელებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ ჯილდოები ვაჭრობის საკომისიოებიდან მიღებული თანხის სახით. ამ კომბინაციის წყალობით ის უფრო კომპლექსური აქტივია, ვიდრე ტიპური meme მონეტა, თუმცა თავისი არსით ის მაინც meme ტოკენად ითვლება და მის ღირებულებას უმეტესწილად ბაზრის განწყობა განსაზღვრავს.
როგორც ნებისმიერი ახალი ტოკენის შემთხვევაში, ყურადღება მიაქციეთ გადამოწმებად ფაქტებს, თავად ჩაატარეთ მოკვლევა და ინვესტიციისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ.