რა არის Katana (KAT)?

რა არის Katana (KAT)?

განახლებული Mar 24, 2026
5m

მთავარი დეტალები

  • Katana არის Ethereum-ის მე-2 დონის ქსელი, რომლის შექმნის ძირითადი ორიენტირი დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) იყო.

  • Polygon Labs-ის და GSR-ის მიერ უზრუნველყოფილი, ის შეიქმნა DeFi-ს გავრცელებული სუსტი წერტილების მოსაგვარებლად, როგორებიცაა განაწილებული ლიკვიდურობა და წახალისებები და ინფლაციური ჯილდოები.

  • Katana იყენებს „წინასწარ განსაზღვრული“ მიდგომის მოდელს, რაც მოიაზრებს კურირებული DeFi ინსტრუმენტებისადმი (ძირითადად Sushi ვაჭრობისვის და Morpho სესხებისთვის) ინტერესის ზრდას.

  • KAT წარმოადგენს ქსელის utility ტოკენს. ის ძირითადად გამოიყენება სტეიკინგისთვის და წახალისებების განაწილებისთვის (vKAT-ის მეშვეობით).

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

Katana არის მე-2 დონის Ethereum-ზე გაშვებული ბლოკჩეინი, რომელიც დეცენტრალიზებულ ფინანსებზეა ორიენტირებული. Polygon Labs-ის და GSR2025-ის კრიპტოს კომპანიის მიერ 2025 წელს გაშვებული ეს პროექტი ემსახურება უფრო ეფექტური და მდგრადი DeFi ეკოსისტემის შექმნას.

ზოგადი მიზნებისთვის შექმნილი მე-2 დონის ქსელებისგან განსხვავებით, რომლებიც ნებისმიერ აპლიკაციას აძლევენ მათზე გაშვების უფლებას, Katana „წინასწარ განსაზღვრული“ ბლოკჩეინია. ის გამიზნულად ამახვილებს მომხმარებლების ყურადღებას DeFi აპლიკაციების კურირებულ ნაკრებზე ლიკვიდურობის და აქტივობის კონცენტრირების მიზნით.

როგორ მუშაობს Katana?

Katana-ს სტრუქტურა შექმნილია მაღალი ეფექტურობის მქონე, ურთიერთთავსებადი DeFi ჰაბის მხარდასაჭერად.

ძირითადი სტრუქტურა

Katana არის ZK როლაფი, რომელიც რამდენიმე ტექნოლოგიას აერთიანებს. მას საფუძვლად OP Stack-ის მოდიფიცირებულ ვერსია უდევს, იყენებს Polygon-ის Agglayer-ს შეუფერხებელი ურთიერთთავსებადობისთვისა და სხვა ბლოკჩეინებთან დამაკავშირებელი ხიდებისთვის და ვალიდურობის მტკიცებულებებს მისი მდგომარეობის ცვლილებების დასაცავად. ეს ჰიბრიდული სტრუქტურა მას შესაძლებლობას აძლევს იმუშაოს, როგორც დაცულმა და მასშტაბირებადმა გარემომ DeFi ოპერაციებისთვის.

კონცენტრირებული DeFi ნაკრები

Katana-ს სტრატეგიის ბირთვს მისი კონცენტრირებული ლიკვიდურობის მოდელი წარმოადგენს. ღია ეკოსისტემის ნაცვლად, ის ირჩევს კონკრეტულ, კარგი რეპუტაციის მქონე პროტოკოლებს DeFi ნაკრების შესაქმნელად. მათ რიცხვში შედის:

  • Sushi სპოტ ვაჭრობისთვის.

  • Morpho სესხების ბაზრებისთვის.

ქსელის აქტივობის და წახალისებების ამ ძირითადი აპლიკაციებში გადანაწილებით, Katana-ს მიზანია შექმნას ღრმა, მაღალეფექტური ბაზრები, რომლებიც უკეთესად მოემსახურება როგორც საცალო, ისე კორპორატიულ მომხმარებლებს.

DeFi-ს თვითგამაძლიერებელი ციკლი

Katana-ს ტოკენომიკა შექმნილია თვითგამაძლიერებელი ციკლის უზრუნველსაყოფად, რომელსაც ხშირად „DeFi-ს თვითგამაძლიერებელი ციკლის“ სახელითაც მოიხსენიებენ. პროცესი შემდეგნაირად მუშაობს:

  1. მომხმარებლები ასტეიკებენ ადგილობრივ KAT ტოკენს vKAT ტოკენის მისაღებად (ხმის მიცემა KAT).

  2. vKAT-ის მფლობელები იყენებენ ხმის მიცემის უფლებას KAT-ის ემისიების კონკრეტულ ლიკვიდურობის პულებში გადასამისამართებლად ძირითადი აპლიკაციების ფარგლებში (მაგ., კონკრეტული სავაჭრო წყვილი Sushi-ზე).

  3. პულები რომლებიც მეტ ხმას იღებენ, მეტ ლიკვიდურობასაც იზიდავენ, რაც თავის მხრივ მეტ ვაჭრობის საკომისიოს და აქტივობას აგენერირებენ.

  4. ამ აქტივობის წყალობით დაგენერირებული საკომისიოების ნაწილი უკან სტეიკერებს უბრუნდებათ მათი მონაწილეობისთვის ჯილდოების სახით, რაც ქმნის კაპიტალის განაწილების უწყვეტ ციკლს.

რით არის Katana უნიკალური?

Katana გამოირჩევა სხვა მე-2 დონის პროექტებისგან თავისი განსხვავებული მიდგომით ფინანსირების, მმართველობისა და ეკოსისტემის განვითარებისადმი.

  • ვენჩურული ინვესტიციების გარეშე გაშვების მოდელი: კრიპტოს ტიპური ფინანსირების მოდელისგან განსხვავებით, Katana-მ გაუშვა KAT ტოკენი ისე, რომ არ ჰქონია კერძო ვენჩურული დაფინანსების რა ეტაპები და არც ინსაიდერებისთვის პრივილეგირებული ტოკენების განბლოკვის პირობები. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ თავიდანვე შექმნილიყო უფრო თანაბარი პირობები საზოგადოების წევრებისთვის.

  • ცენტრალიზებული კონტროლი კონკრეტული ხედვისთვის: Katana-ს პროტოკოლი არ იმართება ტოკენის მფლობელების მიერ. ამის ნაცვლად ის იმართება multisignature საფულეებით, რომლებიც სპონსორების და მნიშვნელოვანი პარტნიორების მიერ კონტროლდება. ეს ცენტრალიზებული მიდგომა შეგნებული არჩევანი იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქსელი შეინარჩუნებდა „წინასწარ განსაზღვრულ“ ხედვას კურირებულ DeFi ეკოსისტემასთან მიმართებაში.

  • კურირებული აპლიკაციების დონე: ძირითადი აპლიკაციების საგულდაგულოთ არჩევით, Katana გვთავაზობს უფრო კონტროლირებად და პოტენციურად უფრო მომხმარებლებზე მორგებულ გამოცდილებას. ეს სტრატეგია განსხვავდება ნებართვის არმქონე ქსელებისგან, სადაც აპლიკაციების ხარისხი და დაცულობა ფართო ასპექტებში განსხვავდება.

რა არის KAT ტოკენი?

KAT არის Katana ქსელის ადგილობრივი utility ტოკენი. ის გაიშვა 2026 წლის მარტში და მოხდა მისი ლისტინგი სხვადასხვა მსხვილ ბირჟებზე, მათ შორისაა Binance, OKX და KuCoin.

KAT-ის გამოყენების გზები

KAT ტოკენის ძირითადი დანიშნულებაა პლატფორმის ლიკვიდურობის წახალისების მექანიზმების ამუშავება. მისი გამოყენების ძირითადი გზებია:

  • სტეიკინგი: მფლობელები ასტეიკებენ KAT-ს რათა მიიღონ vKAT, რომელთა ფლობაც ხმის მიცემის უფლებას წარმოადგენს ეკოსისტემის ფარგლებში.

  • ემისიების გადამისამართება: vKAT ხმის მისაცემად გამოიყენება, რომლის დროსაც DeFi პულები იღებენ ქსელის ტოკენების ემისიების დიდ ნაწილს, რითიც გავლენას ახდენენ იმაზე, თუ სად უფრო ღრმა ლიკვიდურობა იქნება.

  • სარგებლის გამომუშავება: სტეიკინგის და ეკოსისტემაში მონაწილეობის სანაცვლოდ, KAT სტეიკერები ჯილდოვდებიან პროტოკოლის საკომისიოების წილით, რომელიც ქსელის აქტიურობიდან გენერირდება.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ KAT არ არის მმართველობის ტოკენი. პროტოკოლის განახლებასთან და მენეჯმენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები პროექტის დამფუძნებელი წევრების მიერ იმართება, და არა ტოკენების მფლობელების მიერ.

Katana (KAT) Binance-ზე

Binance-მა დააანონსა Katana-ს (KAT) ლისტინგი 2026 წლის 13 მარტს. შემდეგ განხორციელდა KAT-ის ლისტინგი Seed ტეგით და 2026 წლის 18 მარტიდან შესაძლებელი გახდა მისი გადაცვლა შემდეგ წყვილებზე: KAT/USDT, KAT/USDC და KAT/TRY.

შეჯამება

Katana არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოირჩეოდნენ მე-2 დონის ბლოკჩეინები კონკრეტიკით. იმის ნაცვლად, რომ ნეიტრალური პლატფორმა იყოს ნებისმიერი აპლიკაციისთვის, ის უპირატესობას ანიჭებს მკაცრად ინტეგრირებულ DeFi გამოცდილებას, რომელიც ძირითადი პროტოკოლების მცირე ნაკრებისთვის მუშაობს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკების შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.