რა არის Kamino Finance (KMNO)?

რა არის Kamino Finance (KMNO)?

განახლებული May 12, 2026
7m

მთავარი დეტალები

  • Kamino Finance არის Solana-ზე გაშვებული დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლი, რომელიც გვთავაზობს ლიკვიდურობის ავტომატიზებული საცავების, სესხების გაცემის ბაზრის (K-Lend) და ლევერიჯის ინსტრუმენტების ერთიან პლატფორმას.

  • Kamino-ს ლიკვიდურობის ავტომატიზებული საცავებიდან გაიცემა kToken-ები, რაც წარმოადგენს ლიკვიდურობის პულის სარგებლის გენერირების (LP) ტოკენებს, რომელთა გამოყენება ასევე შესაძლებელია პლატფორმის უზრუნველყოფის სახით.

  • K-Lend არის Kamino-ს სესხების გაცემის და აღების peer-to-pool ბაზარი. ის გვთავაზობს როგორც უბრალო სესხების აღების/გაცემის შესაძლებლობას, ასევე ინტეგრირებულ სტრატეგიებს ლევერიჯის გამოყენებით, რომელთა შორისაა Multiply და Long/Short.

  • KMNO არის პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გამოიყენება მმართველობაში მონაწილეობის მისაღებად. სამომავლოდ მას შეიძლება დაემატოს სხვა ფუნქციები, როგორიცაა საკომისიოების ფასდაკლებები და სტეიკინგის ჯილდოები.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

Solana ქსელის DeFi ეკოსისტემა სწრაფად ვითარდება. Kamino Finance მის ერთ-ერთ ყველაზე უნივერსალურ პროტოკოლს წარმოადგენს. სესხების გაცემის, ლიკვიდურობის უზრუნველყოფის და ლევერიჯიანი ვაჭრობის ფუნქციების ერთ პლატფორმაზე გაერთიანებით, Kamino მიზნად ისახავს ბევრი სხვადასხვა DeFi აპლიკაციის ერთდროულად გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრას. ამ სტატიაში განხილულია, თუ როგორ მუშაობს Kamino, რა დანიშნულება აქვს KMNO ტოკენს და როგორ მივიღოთ მასზე წვდომა Binance-ის მეშვეობით.

რა არის Kamino Finance?

Kamino Finance წარმოადგენს Solana ბლოკჩეინზე გაშვებულ DeFi პროტოკოლს, რომელიც აერთიანებს სამ ძირითად ფინანსურ პროდუქტს: სესხების გაცემას, ლიკვიდურობის უზრუნველყოფას და ლევერიჯს. სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც ფოკუსირებულია მხოლოდ ერთ-ერთ სფეროზე, Kamino გვთავაზობს ერთიან პლატფორმას, რაც მომხმარებელს აძლევს რამდენიმე სტრატეგიის ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას ეკოსისტემიდან გაუსვლელად.

2022 წლის აგვისტოში პროტოკოლმა გაუშვა საკუთარი ლიკვიდურობის ავტომატიზებული საცავები. მისი რისკის მართვის სტრუქტურა, რომელსაც ეწოდება Kamino Risk Assessment Framework (KRAF), გვთავაზობს ლიკვიდაციის ექსპოზიციის და ბაზრის პირობების ანალიტიკას რეალურ დროში.

Kamino-ზე მომხმარებლებს შეუძიათ გამოიმუშაონ მოგება საკუთარი აქტივების დეპონირების მეშვეობით, აიღონ უზრუნველყოფილი სესხები და გახსნან ლევერიჯიანი პოზიციები ნასესხები აქტივების გამოყენებით.

როგორ მუშაობს Kamino Finance?

Kamino-ს პლატფორმა გვთავაზობს სამ ურთიერთდაკავშირებულ პროდუქტს.

ლიკვიდურობის ავტომატიზებული საცავები

Kamino-ს საცავები მომხმარებელს აძლევს აქტივების Solana-ზე გაშვებულ კონცენტრირებული ლიკვიდურობის სხვადასხვა მარკეტ მეიკერების (CLMM-ის) მართულ ლიკვიდურობის პულებში დეპონირების შესაძლებლობას. აქტივის დეპონირების შემდეგ მომხმარებლები სანაცვლოდ იღებენ kToken-ებს. ეს ტოკენები წარმოადგენს სარგებლის გენერირების LP ტოკენებს, რომლებიც წარმოადგენს მომხმარებლის წილს საცავში. Kamino ავტომატურად ახდენს პოზიციების რებალანსირებას და სარგებლის რეინვესტირებას, რისი წყალობითაც მომხმარებელს აღარ სჭირდება ლიკვიდურობის საბაზისო აქტივების თავად მართვა.

kToken-ების განსაკუთრებული სარგებლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია უზრუნველყოფის სახით K-Lend-ში, რაც მომხმარებლებს აძლევს რამდენიმე სტრატეგიის ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობას, საცავების პოზიციების დახურვის გარეშე.

K-Lend

K-Lend არის Kamino-ს კრიპტო სესხების ბაზარი. ის წარმოადგენს peer-to-pool სისტემას, სადაც სესხის გამცემი გამოიმუშავებს სარგებელს საკუთარი აქტივის დეპონირების სანაცვლოდ, მსესხებელი კი უზრუნველყოფის აქტივის გამოყენებით იღებს წვდომას ლიკვიდურობაზე. K-Lend იყენებს დინამიკური საპროცენტო განაკვეთის მოდელს, რა დროსაც განაკვეთი არ არის ფიქსირებული და კორექტირდება მიწოდების და მოთხოვნის ცვლილების შესაბამისად.

K-Lend ასევე წარმოგიდგენთ ორ ინტეგრირებულ სტრატეგიას: Multiply და Long/Short. Multiply მომხმარებელს აძლევს სარგებლის გაზრდის შესაძლებლობას დეპონირების და სესხების ციკლების ავტომატიზაციის მეშვეობით. Long/Short გთავაზობთ მიმართულებიან პოზიციებს, რა დროსაც ხდება ერთი აქტივის სესხება მეორის შესაძენად ან პირიქით.

ლევერიჯის ინსტრუმენტები და eMode

მომხმარებლებს, რომლებიც უფრო მაღალი რისკით ვაჭრობას ანიჭებენ უპირატესობას, Kamino სთავაზობს eMode მექანიზმს, რომელიც 10x-მდე ლევერიჯით ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. eMode სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალურ მნიშვნელობას ზრდის 90%-მდე, როდესაც სავაჭრო წყვილის აქტივები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაგალითად, როდესაც გსურთ ისესხოთ SOL და უზრუნველყოფის სახით იყენებთ JitoSOL-ს (SOL-ის ლიკვიდურობის სტეიკინგის დერივატივს). სტანდარტული პოზიციებისთვის გთავაზობთ დაახლოებით 4x ლევერიჯს 75% LTV-ით. მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც უფრო მაღალია ლევერიჯი, მით მეტია ლიკვიდაციის რისკი.

Kamino-ს KRAF პანელი წარმოგვიდგენს რისკის რეალურ დროში ანალიზის ინსტრუმენტებს, მათ შორის მერყეობის მაჩვენებლებს, ფასის ვარდნის სიმულატორებს და სესხის ლიკვიდაციის დეტალებს, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება საკუთარი პოზიციების უფრო ეფექტურად მონიტორინგში.

რა არის KMNO?

KMNO არის Kamino Finance-ის პროტოკოლის ადგილობრივი utility ტოკენი. ეკოსისტემაში ის რამდენიმე დანიშნულებით გამოიყენება.

ამჟამად KMNO ძირითადად გამოიყენება მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლების მისაღებად. ტოკენის მფლობელს შეუძლია ხმა მისცეს პროტოკოლის განახლებებთან, პარამეტრების ცვლილებასთან ან რესურსების განაწილებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, რის საშუალებასაც იძლევა Kamino-ს დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემა. სამომავლოდ ტოკენს სხვა ფუნქციები დაემატება, მაგალითად, KMNO-ის მფლობელები და მომხმარებლები შეძლებენ საკომისიოებზე ფასდაკლებების მიღებას. ასევე იგეგმება სტეიკინგის მექანიზმების დამატება, რომლის მეშვეობითაც ტოკენების მფლობელები მიიღებენ წილს პროტოკოლის მიერ გენერირებული საკომისიოებიდან.

ტოკენის დეტალები

  • ტიკერი: KMNO

  • ბლოკჩეინი: Solana

  • მაქსიმალური მარაგი: 10 000 000 000 KMNO (10 მილიარდი)

  • მიმოქცევაში არსებული მარაგი: დაახლოებით 4,47 მილიარდი

ტოკენის განაწილება

  • 60% განკუთვნილია საზოგადოებისთვის და გაიცემა ლიკვიდურობის მაინინგის და სტეიკინგის ჯილდოების სახით

  • 20% განკუთვნილია Kamino-ს გუნდისთვის და მომავალი თანამშრომლებისთვის, ექვემდებარება 4-წლიან ვესტინგის გრაფიკს

  • 10% განკუთვნილია ადრეული ინვესტორებისა და სტრატეგიული პარტნიორებისთვის, ექვემდებარება 2-წლიან ვესტინგის გრაფიკს

  • 10% რეზერვირებულია ეკოსისტემის გრანტებისა და სამომავლო განვითარებისთვის

KMNO Binance-ზე

2025 წლის 6 მაისს განხორციელდა Kamino Finance-ის (KMNO) ლისტინგი Binance-ზე. ამჟამად შესაძლებელია სპოტ ვაჭრობა შემდეგი წყვილებით: KMNO/USDT და KMNO/USDC.

KMNO ასევე დაემატა Binance Simple Earn-ზე, „Buy Crypto“-ზე, Binance Convert-ზე, Binance Margin-ზე და Binance Futures-ზე.

Kamino Finance-ის გამოყენება

  1. გადადით ვებსაიტზე https://kamino.com/lend 

Kamino Finance-ის მთავარი გვერდი

  1. აირჩიეთ, როგორ გსურთ თქვენი Solana საფულის დაკავშირება

Kamino Finance-ის საფულის დაკავშირების გვერდი

  1. საფულის დაკავშირების შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ საცავი და შეიტანოთ კრიპტოს შესაბამისი ოდენობა

Kamino Finance-ის კრიპტოს დეპოზიტის ჩანართი

  1. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი საფულის ბალანსი, აქტივობები და პოზიციები, რისთვისაც დააწკაპუნეთ მთავარი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკს

Kamino Finance-ში საფულის ბალანსის შემოწმება

ხშირად დასმული კითხვები

რომელ ბლოკჩეინზეა გაშვებული Kamino Finance?

Kamino Finance გაშვებულია Solana-ზე, რომელიც წარმოადგენს ტრანზაქციების სწრაფი დამუშავებით და დაბალი საკომისიოებით ცნობილ მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ბლოკჩეინს. Solana-ს არქიტექტურა Kamino-ს საშუალებას აძლევს მომხმარებელს შესთავაზოს პოზიციების რეალურ დროში მართვა და ავტომატიზებული რებალანსირება და სხვა ქსელებთა შედარებით დაბალი საკომისიოები.

რა არის kToken-ები?

kToken-ები არის სარგებლის გენერირების LP ტოკენები, რომლებსაც მომხმარებლები იღებენ საკუთარი აქტივების Kamino-ს ლიკვიდურობის ავტომატიზებულ საცავებში დეპონირების სანაცვლოდ. ისინი წარმოადგენს მომხმარებელს წილს საცავში. ეს ტოკენი ასევე გამოიყენება K-Lend-ში უზრუნველყოფის სახით, რის გამოც ის წარმოადგენს Kamino-ს ინტეგრირებული პროდუქტების ნაკრების მთავარ კომპონენტს.

უსაფრთხოა თუ არა Kamino Finance-ის გამოყენება?

Kamino-ს სმარტ კონტრაქტების აუდიტი ტარდება მესამე მხარის უსაფრთხოების კომპანიების მიერ, რომელთა შორისაა Trail of Bits და Kudelski Security. პროტოკოლის უსაფრთხოებას ასევე უზრუნველყოფს საკუთარი უსაფრთხოების გუნდი, ხარვეზების აღმოჩენის პროგრამა და KRAF რისკების ანალიტიკის პანელი. მიუხედავად ამისა, DeFi პროტოკოლი გარანტირებულად უსაფრთხო არასდროს არ არის, რადგან ყოველთვის არსებობს სმარტ კონტრაქტის ხარვეზების, oracle-ის გაუმართაობის ან ლიკვიდაციის ალბათობა. მომხმარებელმა თავად უნდა ჩაატაროს მოკვლევა და დეპონირება განახორციელოს მხოლოდ იმ თანხით, რომლის დაკარგვაც დიდად არ დააზარალებს.

რა არის eMode Kamino-ში?

eMode (გაძლიერებული რეჟიმი) წარმოადგენს K-Lend-ის ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფილი აქტივების წყვილების მაქსიმალურ LTV-ს ზრდის 90%-მდე. ეს მომხმარებელს აძლევს სტანდარტულ 75% LTV ლიმიტზე მაღალი ლევერიჯის გამოყენების შესძლებლობას. eMode განკუთვნილია აქტივებისთვის, რომელთა ფასები ერთად მოძრაობს, მაგალითად SOL და JitoSOL, რადგან ამ დროს ლიკვიდაციის რისკი შედარებით დაბალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება განსხვავებული ტიპის აქტივები.

როგორ მივიღო წვდომა Kamino Finance-ზე?

Kamino Finance-ზე წვდომისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ-აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე app.kamino.finance. თქვენ დაგჭირდებათ Solana-სთან თავსებადი საფულე (მაგალითად, Phantom ან Solflare) და SOL ტოკენი ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად. 

შეჯამება

Kamino Finance წარმოადგენს DeFi სესხების, ლიკვიდურობის უზრუნველყოფის და ლევერიჯის ერთიან, Solana-ზე გაშვებულ პლატფორმაზე გაერთიანების ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მცდელობას. მისი ინტეგრირებული პროდუქტების დიზაინი საშუალებას გვაძლევს საცავებიდან მიღებული kToken-ები უზრუნველყოფის სახით გამოვიყენოთ K-Lend. მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს მომხმარებლებს შორის მისი პოპულარობის ზრდას. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა DeFi პროდუქტის შემთხვევაში, პროექტში თანხის დაბანდებამდე მომხმარებელმა უნდა შეაფასოს პოტენციური სარგებელი და რისკები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.











პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.