მთავარი დეტალები
Janction არის ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული მე-2 დონის ბლოკჩეინის ქსელი, რომელიც გაშვებულია Arbitrum-ზე და ერთმანეთთან აკავშირებს GPU-ს პროვაიდერებსა და ხელოვნური ინტელექტის დეველოპერების გუნდებს. მისი მიზანია ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამომთვლელი სიმძლავრის ხელმისაწვდომობის და ეკონომიურობის გაზრდა.
მანქანური სწავლების დავალებების ავტომატიზაციის და კოორდინაციისთვის Janction იყენებს სმარტ კონტრაქტებს. ხელოვნური ინტელექტის მოდელები, GPU გამომთვლელი სიმძლავრე, მონაცემთა მიწოდება და მონაცემთა მონიშვნის ფუნქციები გაერთიანებულია ერთიან სისტემაში.
Janction GPU Marketplace წარმოადგენს ფიზიკური ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზებული ქსელის (DePIN) მოდელს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის სამომხმარებლო აპარატურიდან მიღებულ GPU სიმძლავრეებს, რაც მომხმარებელ აძლევს ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამომთვლელი სიმძლავრეზე წვდომის შესაძლებლობას ტრადიციცულ ქლაუდ-სერვისებთან შედარებით გაცილებით იაფად.
შესავალი
ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგი და გაშვება საჭიროებს მნიშვნელოვანი ოდენობის გამომთვლელ სიმძლავრეს, რომელზე წვდომაც ჩვეულებრივ კონტროლდება ქლაუდ-სერვისის მსხვილი პროვაიდერების მცირე ჯგუფის მიერ. Janction მიზნად ისახავს შეცვალოს ეს მდგომარეობა, რისთვისაც აერთიანებს გამოუყენებელ GPU რესურსებს და მომხმარებელს სთავაზობს მათზე წვდომას ბლოკჩეინზე დაფუძნებული სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით.
ამ სტატიაში განმარტებულია, თუ რა არის Janction, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია და რა როლს ასრულებს JCT ტოკენი, რომელიც შეტანილია Binance Alpha-ს Binance Futures-ის სავაჭრო სიაში.
რა არის Janction?
Janction არის ხელოვნური ინტელექტის გამომთვლელი სიმძლავრის განაწილებული ქსელი. მისი შემქმნელები მას აღწერენ, როგორც პირველ მე-2 დონის ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის ვერიფიცირებად, სინერგიულ და მასშტაბირებად სერვისებს. ის გაშვებულია Arbitrum-ზე - Ethereum-ის მე-2 დონის მასშტაბირებადობის ქსელზე, რომლის ინკუბაციას ახორციელებს Jasmy Corporation, მონაცემთა ინფრასტრუქტურის იაპონური კომპანია.
ქლაუდ-სერვისების ცენტრალიზებულ პროვაიდერებზე დაყრდნობის ნაცვლად, როგორებიცაა AWS და Google Cloud, Janction აერთიანებს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის პერსონალური კომპიუტერებიდან, მონაცემთა ცენტრებიდან და სხვა აპარატურიდან მიღებულ GPU სიმძლავრეებს და აწვდის მას ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე გუნდებს და დეველოპერებს.
Janction შეიქმნა, როგორც ბლოკჩეინების მასშტაბირებადი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის სისტემების კოლაბორაციის და რესურსების გაზიარების მხარდაჭერას. ის გვთავაზობს გამომთვლელი სიმძლავრით და მონაცემებით ვაჭრობის, რესურსების გადანარილწბის, ვერიფიკაციის, კონსენსუსის და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას. Janction-ში ინტეგრირებულ ძირითად ელემენტებს შორისაა ხელოვნური ინტელექტის მოდელები, GPU გამომთვლელი სიმძლავრე, მონაცემთა მიწოდება და მონაცემთა მონიშვნა.
როგორ მუშაობს Janction?
Janction-ის დანიშნულებაა განაწილებული, ნდობის საჭიროების არმქონე ხელოვნური ინტელექტის გამომთვლელი სიმძლავრის ქსელის მუშაობასთან დაკავშირებული რამდენიმე ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა:
1. რესურსების დაგეგმვა და მართვა
Janction cluster GPU pool არის GPU რესურსების მართვის და განაწილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი პარალელური გამოთვლების მხარდაჭერას. ამ სისტემით ხდება დავალებების გრაფიკის მომზადება, დატვირთვის დაბალანსება, რესურსების უსაფრთხოება და იზოლაცია, გაუმართაობის აღმოფხვრა და ხარჯების ოპტიმიზაცია. მის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს კოლოკალიზაციის და არითმეტიკული მარშრუტიზაციის ფენა, რომელიც მართავს GPU კლასტერების გაერთიანებას და სხვადასხვა პროცესებზე მორგებას.
2. მონაცემების მოპოვება
Janction-ს მონაცემების მოპოვება შეუძლია როგორც on-chain, ასევე off-chain სისტემებიდან. პლატფორმა სამართლიანად ანაწილებს ჯილდოებს მონაცემთა პროვაიდერებს შორის მათი წვლილის გათვალისწინებით, აქვს სხვადასხვა ტიპის მონაცემების მხარდაჭერა, რომლებიც საჭიროა ხელოვნური ინტელექტის მოდელის ტრენინგისთვის და ინფერენციებისთვის.
3. Proof of workload
ჭეშმარიტად ნეიტრალური გამომთვლელი ქსელის შექმნისთვის, Janction-ს ესაჭიროება იმის შემოწმების მეთოდის მოძებნა, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამოთვლები სათანადოდ სრულდება. მისი proof-of-workload მექანიზმი გვთავაზობს გამოთვლითი დავალებების on-chain ვერიფიკაციას და GPU-ს პროვაიდერებს შორის ჯილდოების სამართლიანად გადანაწილებას. ეს კონცეფცია ჰგავს ნულოვანი ინფორმაციის როლაფების მიერ გამოთვლების ვერიფიკაციას, რა დროსაც არ ხდება საწყისი მონაცემების გამჟღავნება.
4. სტიმულებისა და გეიმინგის მექანიზმი
Janction-ის გამოთვლით პროცესებში მონაწილეებს შორის არიან მონაცემთა პროვაიდერები, მონაცემთა ანონატორები, GPU-ს პროვაიდერები და ხელოვნური ინტელექტის მოდელის პროვაიდერები. მონაწილეებს შორის ჯილდოების სამართლიანად განაწილებისთვის, Janction იყენებს Vickrey-Clarke-Groves მექანიზმს (რომელიც გამოიყენება თამაშების თეორიაში) და დატვირთვის კორელაციის ფუნქციებს.
5. კონფიდენციალურობა
მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული რეგულაციები დღითიდღე უფრო მკაცრი ხდება, ამიტომ, Janction-მა დანერგა კონფიდენციალურობის დაცვის მეთოდები, რაც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის მოდელის გაწვრთნას და ინფერენციას მონაცემთა საცავების შექმნის ან პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. Jasmy's Sovereign Data Protocol უზრუნველყოფს ევროკავშირის ზოგადი მონაცემების დაცვის რეგულაციებთან (GDPR) შესაბამისობას.
Janction-ის გამოყენების გზები
ამჟამად Janction საკუთარი GPU ქსელის მეშვეობით გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტის შემდეგი დავალებების მხარდაჭერას:
AI გამოსახულების გენერირება: ტექსტის მეშვეობით გამოსახულების გენერირება, რაც განკუთვნილია დიზაინერებისთვის, რეკლამებისთვის და სოციალური აპლიკაციებისთვის.
Speech-to-text და text-to-speech: ავტომატურად გენერირებული სუბტიტრები, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული მომხმარებელთა მომსახურება, პოდკასტების წამყვანი.
ვიდეოს გაუმჯობესება და დამუშავება: 4K/8K upscaling, ხმაურის შემცირება, მოძრაობის შენელება და ძველი ფილმების აღდგენა.
ობიექტის ამოცნობა და გამოსახულების ანალიზი: თვალთვალის სისტემები, სამრეწველო დეფექტის აღმოჩენა და ტრანზპორტის ავტონომიური მართვის მხარდაჭერა.
პირადი LLM ჰოსტინგი: ორგანიზაციებს შეუძლიათ გაუშვან ChatGPT-ის სტილის ხელოვნური ინტელექტის მოდელები საკუთარ ინფრასტრუქტურაში, რაც მათ დაეხმარება ხარჯების შემცირებასა და რეგულაციების მოთხოვნების დაცვაში. მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, ჯანდაცვა და მთავრობა.
რა არის JCT?
JCT არის Janction ქსელის ადგილობრივი ტოკენი. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამომთვლელი სიმძლავრის საფასურის გადასახდელად, GPU-ს პროვაიდერებისთვის ჯილდოების გასაცემად და მმართველობაში მონაწილეობის უფლების მისაღებად. JCT-ის საერთო მარაგი შეადგენს 50 მილიარდ ტოკენს.
ტოკენის განაწილებისთვის გამოიყენება დეფლაციური მოდელი სტრუქტურირებული ვესტინგის გრაფიკით, რომლის დანიშნულებაა ტოკენის გაშვების ადრეულ ეტაპზე გაყიდვების წნეხის შეზღუდვა. მიმოქცევაში გაშვებული საწყისი მარაგი შეადგენდა მთლიანი მარაგის დაახლოებით 12,7%-ს (დაახლოებით 6,35 მილიარდ ტოკენს) და განკუთვნილი იყო ლიკვიდურობისთვის, საზოგადოებისთვის და airdrop-ებისთვის. მარაგის მიმოქცევაში სრულად გაშვება დაგეგმილია 2028 წლისთვის.
JCT Binance Alpha-ზე და Binance Futures-ზე
2025 წლის 10 ნოემბერს განხორციელდა Janction (JCT) ტოკენის ლისტინგი Binance Alpha-ზე, იმავე დღეს Binance Futures-მა იმავე დღეს გამოუშვა JCTUSDT უვადო კონტრაქტი 40x-მდე ლევერიჯით.
ხშირად დასმული კითხვები
რა პრობლემის მოგვარებისთვის შეიქმნა Janction?
Janction-ის დანიშნულებაა ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამომთვლელი სიმძლავრის მაღალ ღირებულებასთან და ცენტრალიზებულ კონტროლთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრა. ჩვეულებრივ, ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგი და გაშვება საჭიროებს ძვირადღირებულ GPU ინფრასტრუქტურას, რომელიც იმართება ქლაუდ-პროვაიდერების მცირე ჯგუფის მიერ. Janction აერთიანებს გამოუყენებელ GPU რესურსებს და მომხმარებელს სთავაზობს მათზე წვდომას საჯარო სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამომთვლელი სიმძლავრის ხარჯებს და აპარატურის მფლობელებს სთავაზობს ეკონომიკურ სარგებელს.
რა არის Janction GPU Marketplace?
Janction GPU Marketplace წარმოადგენს დეცენტრალიზებულ პლატფორმას, სადაც GPU-ს მფლობელებს შეუძლიათ გამოუყენებელი გამომთვლელი სიმძლავრის შეთავაზება JCT ტოკენის ჯილდოების სანაცვლოდ. ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებს და გუნდებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა საჭირო გამომთვლელ სიმძლავრეზე, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ინფერენციისთვის, ტრეინინგისთვის და ხელოვნური ინტელექტის პროცესებისთვის. სავაჭრო პლატფორმის მიზანია მომხმარებელს დაბალ ფასად შესთავაზოს დამოუკიდებელი პროვაიდერებისგან მიღებული შეუზღუდავი GPU სიმძლავრე.
რომელ ბლოკჩეინზეა გაშვებული Janction?
Janction გაშვებულია Arbitrum-ზე, რომელიც წარმოადგენს Ethereum-ის მე-2 დონის ქსელს. Arbitrum-ის გამოყენება Janction-ს აძლევს დიდი რაოდენობით ტრანზაქციების დაბალ ფასად დამუშავების საშუალებას, რაც საჭიროა GPU ნოდის ოპერატორებისთვის ხშირი მიკროგადახდების განსახორციელებლად. Janction-ში ასევე ინტეგრირებულია Jasmy Corporation-ის მონაცემთა ინფრასტრუქტურა, რაც ხელოვნური ინტელექტის მონაცემების კონფიდენციალურად დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.
რისთვის გამოიყენება JCT?
JCT არის Janction ქსელის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება GPU გამომთვლელი სიმძლავრის საფასურის გადასახდელად, მონაცემთა პროვაიდერებისთვის და ნოდის ოპერატორებისთვის ჯილდოების გასაცემად და პროტოკოლის მმართველობაში მონაწილეობის უფლების მისაღებად. JCT-ის საერთო მარაგი შეადგენს 50 მილიარდ ტოკენს. 2025 წლის ნოემბერში ის გაეშვა Binance Alpha-ზე.
როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამოთვლების ვერიფიკაცია Janction-ზე?
Janction იყენებს proof-of-workload მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამოთვლების on-chain ვერიფიკაციას. ეს ქსელს აძლევს საშუალებას შეამოწმოს, რომ GPU-ს პროვაიდერები ნამდვილად ასრულებენ დაკისრებულ სამუშაოებს და იღებენ შესაბამის ანაზღაურებას. ეს სისტემა არ საჭიროებს მონაწილეებს შორის ნდობას, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოთვლების ვერიფიკაციისთვის არ არის საჭირო ცენტრალური რგოლი.
შეჯამება
Janction აერთიანებს მე-2 დონის ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურას და დეცენტრალიზებულ GPU სავაჭრო პლატფორმას და ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებს სთავაზობს იაფ გამომთვლელ სიმძლავრეზე წვდომას. proof-of-workload ვერიფიკაციის, მონაცემების კონფიდენციალურად დამუშავების და წახალისებების სტრუქტურული მოდელის ინტეგრირებით, Janction მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებს შესთავაზოს განაწილებული ქსელის მეშვეობით თანამშრომლობა, რაც ადრე ცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის გარეშე სირთულეს წარმოადგენდა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.