მთავარი დეტალები
Irys წარმოადგენს 1-ელი დონის ქსელის სახით გაშვებულ მონაცემთა პროგრამირებად ბლოკჩეინს, რომელიც ინახავს დიდი მოცულობით მონაცემებს და აღსრულების დროს სმარტ კონტრაქტებს აძლევს მათზე წვდომის შესაძლებლობას.
Irys წარმოადგენს შენახვის აღსრულების და პროტოკოლის დონის მონაცემთა ხელმისაწვდომობის ერთიან ინტეგრირებულ სისტემას, რაც აპლიკაციებს აძლევს ბლოკჩეინზე არსებულ ვერიფიცირებულ მონაცემებზე წვდომის საშუალებას მათი დუბლირების ან ხელახალი ვალიდაციის საჭიროების გარეშე.
IRYS ტოკენი უზრუნველყოფს ქსელის მუშაობის მხარდაჭერას: ის გამოიყენება საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგისთვის და ქსელის მმართველობაში მონაწილეობისთვის. პროტოკოლი იყენებს საკომისიოების წვის დეფლაციურ მექანიზმს.
შესავალი
ბლოკჩეინის ქსელების უმეტესობის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს აღსრულება: სმარტ კონტრაქტების გაშვება და ტრანზაქციების დამუშავება. დიდი მოცულობის მონაცემების ამ ქსელებზე შენახვა საკმაოდ ძვირადღირებული და არაპრაქტიკულია. Irys-ის სტრუქტურა განსხვავებულ პრინციპს ეფუძნება: მონაცემები ამ ქსელის პირველი კლასის რესურსს უნდა წარმოადგენდეს.
ამ სტატიაში განხილულია, თუ რა არის Irys, როგორ მუშაობს მისი არქიტექტურა, რისთვის გამოიყენება IRYS ტოკენი და რა კავშირი აქვს ამ პროექტს Binance Alpha-სთან.
რა არის Irys?
Irys არის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია დიდი მოცულობის მონაცემების მოქნილი პერიოდებით შენახვისთვის. ის სმარტ კონტრაქტებს აძლევს ამ მონაცემების გამოყენების შესაძლებლობას უშუალოდ აღსრულების დროს. ის წარმოადგენს მონაცემთა ბლოკჩეინის მოდელის ევოლუციას.
ბლოკჩეინების უმეტესობა ოპტიმიზებულია აღსრულებისთვის. საცავი ძირითადად კონტრაქტის მდგომარეობის და კონსენსუსისთვის საჭირო ტრანზაქციის მონაცემების მხარდასაჭერისთვის გამოიყენება. რადგან მონაცემთა შენახვა და ვალიდაცია აღსრულების დონეზე ხორციელდება, საცავისთვის გათვალისწინებულია ზომების და ფასების ლიმიტები დიდი ზომის მონაცემთა ნაკრებების ხანგრძლივად შენახვის პრევენციის მიზნით.
მონაცემთა ბლოკჩეინის შექმნის მიზანს ამ შეზღუდვების აღმოფხვრას წარმოადგენს, რისთვისაც საცავის პრიორიტეტი პროტოკოლის დონეზეა განსაზღვრული, რაც მონაცემების ბლოკჩეინზე შენახვას ეკონომიკურად რენტაბელურს ხდის. თუმცა ადრეული მონაცემთა ბლოკჩეინების დანიშნულებას დაარქივება წარმოადგენდა: ისინი განკუთვნილი იყო მონაცემთა შენახვისთვის, თუმცა აპლიკაციებში ამ მონაცემების პირდაპირ გამოყენება შეუძლებელი იყო.
Irys ამ მოდელის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს. Irys-ზე შენახვის, აღსრულების და ვერიფიკაციის ფუნქციები ერთიანი სისტემის სახით არის წარმოდგენილი. მონაცემების შენახვის და ვერიფიკაციის შემდეგ მათზე წვდომა ხორციელდებაიმავე ქსელზე გაშვებული სმარტ კონტრაქტების მეშვეობით და მათი გამოყენება სხვადასხვა აპლიკაციებშია შესაძლებელი. ეს იძლევა მონაცემების მოძიების, გაზიარების და, საჭიროების შემთხვევაში, მონეტიზაციის შესაძლებლობას.
Irys შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც მონაცემებზე ორიენტირებული საბაზისო ფენა. ბლოკჩეინებზე, როგორებიცაა Ethereum და Solana, აღსრულება სისტემის ცენტრალურ ფუნქციას წარმოადგენს, ხოლო მონაცემები მათი მხარდამჭერი კომპონენტია. Irys-ზე კი მონაცემები ცენტრალური კომპონენტია, აღსრულება კი დამატებითი ფუნქციაა.
როგორ მუშაობს Irys?
Irys ოთხ ძირითად მახასიათებელზეა დაფუძნებული. დეცენტრალიზებული შენახვა იძლევა დიდი ზომის მონაცემების ნაკრებების მუდმივად ან განსაზღვრული დროის განმავლობაში შენახვის შესაძლებლობას, სადაც შენახვის ღირებულება აპარატურის ფიზიკურ ღირებულებაზეა დამოკიდებული. ადგილობრივად აღსრულება მონაცემებზე წვდომით ნიშნავს იმას, რომ სმარტ კონტრაქტების გაშვება ხდება EVM-თან თავსებად სისტემაში და აღსრულების დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბლოკჩეინის მონაცემები. პროტოკოლის დონეზე ვერიფიკაციის შესაძლებლობა აუმჯობესებს მონაცემებზე ხელმისაწვდომობას, სანდოობას და ანგარიშვალდებულებას კრიპტოგრაფიული შენახვის მტკიცებულებების და ეკონომიკური წახალისებების მეშვეობით. ბოლოს, სისტემის ქცევის პროგნოზირებადონბა მიიღწევა იმით, რომ შენახვა, აღსრულება და ვერიფიკაცია ცალკე კომპონენტების მეშვეობით ხორციელდება, რის გამოც ერთი მათგანის ზრდა არ გამოიწვევს სხვების ეფექტურობის შემცირებას.
IrysVM
IrysVM წარმოადგენს ვირტუალურ კომპიუტერს, რომლის მეშვეობითაც ხდება სმარტ კონტრაქტების აღსრულება Irys-ზე. ის გვთავაზობს EVM-თან თავსებად სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს კონტრაქტების შექმნა და გაშვება მათთვის ნაცნობი Ethereum-ის ინსტრუმენტების და სემანტიკის მეშვეობით შეუძლიათ.
Irys-ზე გაშვებულ სმარტ კონტრაქტებს აღსრულების დროს შეუძლიათ შენახულ მონაცემებზე წვდომა და ქსელში არსებული ვერფიცირებული მონაცემების საცნობარო ინფორმაციის სახით გამოყენება. აღსრულება დეტერმინისტულია: ერთი და იმავე საწყისი მონაცემების დამუშავებისას და ერთი და იმავე საცნობარო ინფორმაციის გამოყენებისას ქსელის ნებისმიერი ნოდით აღსრულებული ყველა კონტრაქტი ანალოგიურ შედეგებს იღებს. მსგავსი დეტერმინიზმი ვერიფიკაციის შესაძლებლობის და კონსენსუსის მუშაობის წინაპირობას წარმოადგენს.
გარდა ამისა, აღსრულების პროცესი არ არის დაკავშირებული მონაცემთა საცავის გამტარუნარიანობასთან. შენახული მონაცემების რაოდენობის გაზრდა არ ამცირებს აღსრულების ეფექტურობას და არ იწვევს ქსელის არაპროგნოზირებად გადატვირთვას. აღსრულების საკომისიოების ოდენობა დამოკიდებულია არა საცავზე არსებულ მოთხოვნაზე, არამედ გამოთვლების ხარჯებზე.
შენახვის მტკიცებულებები
ქსელი მონაცემთა ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს შენახვის კრიპტოგრაფიული მტკიცებულებების მეშვეობით. ვალიდატორებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ მონაცემთა იმ ნაწილის ფლობის მტკიცებულება, რომელზეც ისინი არიან პასუხისმგებლები. წახალისებების სისტემა ითვალისწინებს როგორც ჯილდოებს, ასევე ჯარიმებს არაკეთილსინდისიერი ქმედებისთვის. ეს უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას პროტოკოლის დონეზე: ქსელს შეუძლია შეამოწმოს მონაცემების არსებობა და ხელმისაწვდომობა, რაც გამორიცხავს ნდობის საჭიროებას.
გამოყენების გზები
რადგან მონაცემები ინახება და ხელმისაწვდომია აღსრულების დროს, Irys შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთ აპლიკაციებში, სადაც საჭიროა დიდი ზომის ან მზარდი მონაცემთა ნაკრებების შემცველ საზიარო წყაროებზე წვდომა. პოტენციური გამოყენების გზები მოიცავს ხელოვნური ინტელექტის დადასტურებას და ვერიფიკაციას, რა დროსაც სმარტ კონტრაქტები ახორციელებენ ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების ინტეგრირებას ტრენინგის მონაცემების სანდოობის დემონსტრირებისთვის; ხელოვნური ინტელექტის დეცენტრალიზებულ აგენტებს, რომლებიც აღსრულებისთვის იყენებენ დაშიფრულ მონაცემებს; და მონაცემების მასშტაბირებად oracle-ებს რომელთაც ესაჭიროებათ ვერიფიცირებული ინფორმაციის ბლოკჩეინზე გადატანა. რამდენიმე კონტრაქტს შეუძლია ერთი და იგივე შენახული ინფორმაციის გამოყენება კოპირების ან ხელახალი ვალიდაციის გარეშე.
რა არის IRYS ტოკენი?
IRYS არის Irys ქსელის ადგილობრივი utility ტოკენი. ის გამოიყენება შენახვის და აღსრულების საკომისიოების გადასახდელად, ვალიდატორების მიერ სტეიკინგზე განსათავსებლად ქსელის უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით და მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლების მისაღებად. IRYS-ის ტოკენომიკის ცოდნა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ როგორ არის მოწყობილო პროტოკოლის ეკონომიკური წახალისებების სტრუქტურა.
ტოკენის მარაგი და განაწილება
IRYS-ის მთლიანი ფიქსირებული მარაგია 10 მილიარდი ტოკენი. ტოკენის გენერაციის ღონისძიების (TGE) დროს მიმოქცევაში გაეშვა დაახლოებით 2 მილიარდი ტოკენი (მთლიანი მარაგის 20%). ტოკენი შემდეგნაირად არის განაწილებული:
ეკოსისტემა (30%): განკუთვნილია დეცენტრალიზებული აპლიკაციების, პარტნიორობების და კროს-ჩეინ ინიციატივების დაფინანსებისთვის. ინახება multisig საფულეში
ინვესტორები (25,3%): განკუთვნილია ადრეული მხარდამჭერებისთვის. ექვემდებარება ერთწლიან ბლოკირების პერიოდს, რასაც მოსდევს სამწლიანი ხაზოვანი ვესტინგის პერიოდი
ძირითადი გუნდი და მრჩეველები (18,8%): ექვემდებარება ერთწლიან cliff და სამწლიან ხაზოვან ვესტინგს
ფონდი (9,9%): განკუთვნილია პროტოკოლის განვითარების მხარდაჭერისთვის, აუდიტებისა და გრანტებისთვის
Airdrop-ები და სამომავლო ჯილდოები (8%): განკუთვნილია მიმდინარე Airdrop-ებისთვის და საზოგადოების წევრების სამომავლო ჯილდოებისთვის
ლიკვიდურობა, ბაზრის სტაბილურობა და გაშვების პროცესის პარტნიორები (8%): განკუთვნილია ბირჟის ლიკვიდურობის და მარკეტ-მეიკერების მხარდაჭერისთვის
დეფლაციური მექანიზმები
პროტოკოლის დიზაინს საფუძვლად უდევს დეფლაციური მექანიზმი. აღსრულების საკომისიოების დაახლოებით 50% და ვადიანი შენახვის საკომისიოების 95%-ზე მეტი იწვება, რაც ამცირებს ცირკულირებად მარაგს ქსელის გამოყენების ზრდის პარალელურად. ვალიდატორები იღებენ წლის განმავლობაში გაშვებული ტოკენების 2%-ს საბაზისო ჯილდოების სახით. ეს მაჩვენებელი ნახევრდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, რაც Bitcoin-ის მონეტების გამოშვების მოდელის მსგავსია. ქსელის გამოყენების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად იზრდება წვის სიჩქარე, რაც დროთა განმავლობაში ამცირებს ტოკენის მარაგს.
ვალიდატორის სტეიკინგი
კონსენსუსის და მონაცემთა ვერიფიკაციის პროცესში მონაწილეობისთვის, ვალიდატორებმა უზრუნველყოფის სახით პროტოკოლში უნდა განათავსონ IRYS ტოკენები. არაკეთილსინდისიერი ქმედება ან მონაცემების შენახვის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს სლეშინგს. სამომავლოდ დაგეგმილია არავალიდატორი მომხმარებლების მიერ ტოკენების დელეგირების შესაძლებლობის დამატება. საბაზისო ჯილდოების გარდა, ვალიდატორები ასევე იღებენ წილს ქსელის საკომისიოებიდან.
IRYS Binance Alpha-ზე
2025 წლის 25 ნოემბერს განხორციელდა IRYS-ის ლისტინგი Binance Alpha-ზე .
ხშირად დასმული კითხვები
რა არის მონაცემთა ბლოკჩეინი?
მონაცემთა ბლოკჩეინი წარმოადგენს ქსელს, სადაც მონაცემთა შენახვა პროტოკოლის დონეზე განსაზღვრულ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს. ტრადიციული ბლოკჩეინებისგან განსხვავებით, სადაც შენახვის ფუნქცია აღსრულების ფუნქციის თანაპროდუქტია, მონაცემთა ბლოკჩეინები იძლევა დიდი მოცულობის მონაცემების ნაკრებების ბლოკჩეინზე შენახვის შესაძლებლობას. Irys მონაცემთა ბლოკჩეინების კონცეფციას კიდევ უფრო ანვითარებს და გვთავაზობს იმავე სისტემის მეშვეობით ადგილობრივი სმარტ კონტრაქტების აღსრულების და ვერიფიკაციის შესაძლებლობას.
რით განსხვავდება Irys Arweave-სგან ან Filecoin-ისგან?
Arweave და Filecoin ძირითადად საარქივო მონაცემების შენახვისთვის გამოიყენება: მონაცემების შენახვა ხდება მუდმივად ან საკომისიოების სანაცვლოდ, თუმცა შეუძლებელია მათზე პირდაპირი წვდომა ან ქსელში გაშვებული სმარტ კონტრაქტების მიერ მათი გამოყენება. Irys გვთავაზობს აღსრულების შესაძლებლობას იმავე სისტემაში, რომელიც გამოიყენება მონაცემების შენახვისთვის, რაც კონტრაქტებს აძლევს შენახული მონაცემების წაკითხვის და აღსრულების დროს მათი გამოყენების შესაძლებლობას ცალკე აღსრულების სისტემის საჭიროების გარეშე.
რისი შექმნა შეუძლიათ დეველოპერებს Irys-ზე?
დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ბლოკჩეინის მონაცემების საზიარო რესურსების სახით გამოყენება. ამის მაგალითებია ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები, რომლებიც ახორციელებენ ხელოვნური ინტელექტის დადასტურებას და ვერიფიკაციას, მონაცემთა სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც იძლევა მონაცემთა ნაკერებების მონეტიზაციის ან ბლოკჩეინზე განთავსებულ მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას და ნებისმიერი სხვა აპლიკაცია, რომელსაც ესაჭიროება სმარტ კონტრაქტების მეშვეობით დიდი მოცულობის ან მზარდ მონაცემთა ნაკრებებზე წვდომა.
რისთვის გამოიყენება IRYS ტოკენი?
IRYS გამოიყენება ქსელზე მონაცემების შენახვის და აღსრულების საკომისიოების გადასახდელად, ვალიდატორების მიერ სტეიკინგზე განსათავსებლად და სანაცვლოდ კონსენსუსის, მონაცემთა ვერიფიკაციის და მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლების მისაღებად. პროტოკოლი წვავს საკომისიოების დიდ ნაწილს, რაც ქმნის დეფლაციურ დინამიკას ქსელის გამოყენების ზრდის პარალელურად.
შეჯამება
Irys ცდილობს გადაჭრას ბლოკჩეინის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა: შენახვისა და აღსრულების პროცესებს შორის შეუსაბამობა. ორივე მათგანის ერთ საბაზისო სისტემაში ინტეგრირებით და ვერიფიკაციის შესაძლებლობის პროტოკოლის დონეზე დამატებით, მისი მიზანია ბლოკჩეინის მონაცემები აქციოს სტაბილურ და გამოყენებად რესურსად. დეველოპერებს შორის ამ პროტოკოლის პოპულარობის ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პრაქტიკული იქნება შენახვის და გამოთვლის ფუნქციების კომბინირება პროტოკოლის დონეზე. ისევე, როგორც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ნებისმიერი პროექტის შემთხვევაში, ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს არქიტექტურულ დიზაინსა და ქსელის რეალიზებულ ეფექტურობას შორის არსებული სხვაობის დაძლევა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.