მთავარი დეტალები
Genius Terminal არის არაკასტოდიალური onchain ვაჭრობის ტერმინალი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 10-ზე მეტ ბლოკჩეინზე გაშვებულ 150-ზე მეტ დეცენტრალიზებულ ბირჟაზე (DEX) წვდომას ერთი ინტერფეისიდან.
პლატფორმა განკუთვნილია პროფესიონალი და ინსტიტუციური ტრეიდერებისთვის, რომელთაც სურთ ისარგებლონ ცენტრალიზებული ბირჟების დონის სისწრაფით და ეფექტურობით და ამავე დროს შეინარჩუნონ სრული კონტროლი საკუთარ აქტივებზე.
მისი „Ghost Order“ ფუნქცია იყენებს Multi-Party Computation (MPC) მეთოდს, რაც იძლევა საფულეების კლასტერების მეშვეობით დიდი მოცულობის ვაჭრობების აღსრულების შესაძლებლობას ფინანსების წყაროს გამჟღავნების გარეშე.
GENIUS არის პლატფორმის BEP-20 ტოკენი, რომლის მაქსიმალური მარაგია 1 მილიონი.
შესავალი
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმების უმეტესობაზე ერთი ვაჭრობის აღსრულება მომხმარებლებისგან მოითხოვს რამდენიმე საფულის მართვას, ქსელებს შორის გადართვას და რამდენიმე ინტერფეისით სარგებლობას. Genius Terminal არის სავაჭრო პლატფორმა, რომლის დანიშნულებაა ამ პრობლემის მოგვარება ბლოკჩეინის ბაზრების კონსოლიდაციის, პორტფოლიოების მართვის ფუნქციების და აღსრულების ინსტრუმენტების ერთ ინტერფეისში გაერთიანების მეშვეობით. ამ სტატიაში განმარტებულია, თუ რას წარმოადგენს Genius Terminal, როგორ მუშაობს ის, რა დანიშნულება აქვს GENIUS ტოკენს და როგორ შეუძლია მომხმარებელს მისი შეძენა Binance-ზე.
რა არის Genius Terminal?
Genius Terminal წარმოადგენს onchain ვაჭრობის პროფესიონალურ პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 10-ზე მეტ ბლოკჩეინზე, მათ შორის Ethereum-ზე, Solana-ზე და BNB Chain-ზე გაშვებულ 150-ზე მეტ დეცენტრალიზებულ ბირჟაზე წვდომას. ტრადიციული DeFi აგრეგატორებისგან განსხვავებით, რომელთა დანიშნულება ვაჭრობების სხვადასხვა პროტოკოლებს შორის გადამისამართებაა, Genius Terminal გვთავაზობს სრულყოფილ სავაჭრო ეკოსისტემას, რომელიც ერთიან ინსტრუმენტების პანელში აერთიანებს სპოტ ბაზრებს, უვადო ფიუჩერსებს, ახლად შექმნილ ტოკენებს, პორტფოლიოს მართვას და სარგებლის გენერირების პროდუქტებს.
Genius Terminal საკუთარ თავს უწოდებს სისტემას, რომლის შესაძლებლობები სცდება ჩვეულებრივი საფულეების, აგრეგატორებისა და ხიდების ინტერფეისების ფუნქციებს. მხოლოდ სავაჭრო ტერმინალთან ურთიერქმედებით, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს DeFi პლატფორმების უპირატესობებით, მათთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებების გარეშე.
როგორ მუშაობს Genius Terminal?
Genius Terminal წარმოადგენს არაკასტოდიალურ პლატფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ინარჩუნებს კონტროლს საკუთარ პირად გასაღებებზე. ტერმინალი ავტომატურად, ფონურ რეჟიმში აკონტროლებს გაზის საკომისიოებს, აქტივების გადატანას და ტრანზაქციების მარშრუტიზაციას, რაც მომხმარებელს ათავისუფლებს რამდენიმე ქსელის მართვასთან დაკავშირებული სირთულეებისგან.
პლატფორმის ძირითადი ფუნქციები:
Chain-invisible აღსრულება: მომხმარებელს შეუძლია ივაჭროს რამდენიმე ბლოკჩეინზე ქსელებს შორის გადართვის, ხიდის ტრანზაქციების დადასტურების ან აქტივების შეფუთვის საჭიროების გარეშე.
ვაჭრობა ხელმოწერის საჭიროების გარეშე: ტერმინალი წინასწარ ახდენს სესიის პარამეტრების ავტორიზაციას, რაც გამორიცხავს საფულის აპლიკაციაში ხშირი ნავიგაციის და დადასტურების საფეხურების გავლის საჭიროებას და ამცირებს ხარვეზების და ადამიანური შეცდომების ალბათობას.
გაერთიანებული პორტფოლიო: სპოტ, უვადო ფიუჩერსების, ახლად შექმნილი ტოკენების და სარგებლის გენერირების პროდუქტების პოზიციების დათვალიერება და მართვა შესაძლებელია ერთიანი ინსტრუმენტების პანელის და ერთი ბალანსის მეშვეობით.
Ghost Order: კონფიდენციალურობაზე ფოკუსირებული შეკვეთის ტიპი, რომელიც იყენებს Multi-Party Computation მეთოდს დროებითი საფულეების შესაქმნელად, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სტრატეგიების აღსრულება ერთდროულად ასობით მისამართის გამოყენებით. ამ საფულეებს შორის განხორციელებული ტრანზაქციები კონფიდენციალურია, თუმცა კრიპტოგრაფიული ვერიფიკაცია კვლავ შესაძლებელია.
პორტფოლიოს მეშვეობით სარგებლის გამომუშავება: მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიმუშაონ სარგებელი უმოქმედო კაპიტალის მეშვეობით, რისთვისაც მათ უნდა შეიძინონ usdGG, პლატფორმის ადგილობრივი სტეიბლკოინი.
ბაზრის ანალიტიკის მონაცემების მიღება რეალურ დროში: ტერმინალი გვთავაზობს უშუალოდ ინტერფეისში ინტეგრირებულ ფინანსირების განაკვეთების მონაცემებს, ლიკვიდურობის რუკებს, memecoin-ის რადარის ინსტრუმენტებს და ტოკენების მფლობელების ანალიტიკას.
პლატფორმა ასევე გვთავაზობს ახლად შექმნილ ტოკენებზე წვდომას, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გახსნას პოზიციები ახალი ტოკენებით, რომელთა ლისტინგიც ოფიციალურად ჯერ არც ერთ პლატფორმაზე არ განხორციელებულია. ასევე შესაძლებელია სარგებლის ფარმინგზე წვდომა საცავის ინტეგრირებული ფუნქციების მეშვეობით. თუ გსურთ დაიწყოთ ვაჭრობა Genius Terminal-ის გამოყენებით, გადადით მის მთავარ გვერდზე და შექმენით ანგარიში.
რა არის GENIUS?
GENIUS წარმოადგენს Genius Terminal-ის ეკოსისტემის ადგილობრივ utility ტოკენს. ის არის BNB Smart Chain-ზე გაშვებული BEP-20 ტოკენი, რომელიც პლატფორმის ეკონომიკურ ხერხემალს წარმოადგენს. მისი დანიშნულებაა მმართველობის პროცესში მონაწილეობა, ტერმინალის პრემიუმ ფუნქციებზე წვდომა და ჯილდოების განაწილება.
GENIUS Binance-ზე
2026 წლის 22 მაისს განხორციელდა GENIUS-ის ლისტინგი Binance Spot-ზე და მიენიჭა seed ტეგი.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის Genius Terminal?
Genius Terminal არის არაკასტოდიალური onchain ვაჭრობის ტერმინალი, რომელსაც აქვს 10-ზე მეტი ბლოკჩეინის მხარდაჭერა და მომხმარებელს სთავაზობს წვდომას სპოტ ბაზრებზე, უვადო ფიუჩერსებზე, ახლად შექმნილ ტოკენებზე და სარგებლის გენერირების პროდუქტებზე ერთი ინტერფეისიდან. ის განკუთვნილია პროფესიონალი ტრეიდერებისთვის, რომელთაც სურთ ისარგებლონ მარტივი ინტერფეისით და ამავდროულად სრულად შეინარჩუნონ კონტროლი საკუთარ აქტივებზე.
რა არის GENIUS ტოკენი?
GENIUS წარმოადგენს Genius Terminal-ის ეკოსისტემის BEP-20 სტანდარტის ადგილობრივ utility ტოკენს, რომელიც გაშვებულია BNB Smart Chain-ზე მისი მთლიანი მარაგი შეადგენს დაახლოებით 954 მილიონ ტოკენს და გამოიყენება მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის, პლატფორმაზე წვდომისთვის და ჯილდოების განაწილებისთვის.
რა არის Ghost Order ფუნქცია?
Ghost Order არის კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული შეკვეთის ტიპი, რომელიც იყენებს Multi-Party Computation ტექნოლოგიას და იძლევა საფულეების დროებითი კლასტერების მეშვეობით ვაჭრობების აღსრულების შესაძლებლობას. ეს საშუალებას აძლევს ტრეიდერებს განახორციელონ დიდი მოცულობის ტრანზაქციები საფულეებს შორის კავშირების გამჟღავნების გარეშე, თუმცა ამ კავშირების კრიპტოგრაფიულად შემოწმება კვლავ შესაძლებელი რჩება.
შეჯამება
Genius Terminal წარმოადგენს ცენტრალიზებული ბაზრების გამოყენების სიმარტივის და DeFi პროტოკოლების აქტივების მართვის შესაძლებლობების გაერთიანების მცდელობას. მრავალ ბლოკჩეინზე წვდომის, კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული აღსრულების ინსტრუმენტებისა და ერთიანი სავაჭრო ინტერფეისის კომბინირებით, ის პროფესიონალ ტრეიდერებს სთავაზობს მრავალ პლატფორმაზე ერთდროულად ვაჭრობის შესაძლებლობას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.