მთავარი დეტალები
Fogo არის Solana-ს ვირტუალურ კომპიუტერზე (SVM) გაშვებული 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც ოპტიმიზებულია დეცენრალიზებული ვაჭრობისთვის და ფინანსური აპლიკაციებისთვის.
ქსელში ინტეგრირებულია ვალიდატორის კლიენტ-სისტემა, სახელწოდებით Firedancer, რაც უზრუნველყოფს მაღალ გამტარუნარიანობას, დაბალ დაყოვნებას და საიმედოობას. პროექტის მიზანია დეცენტრალიზებულ და ცენტრალიზებულ ბირჟებს შორის ეფექტურობისა და მომხმარებლის გამოცდილების მხრივ არსებული განსხვავებების აღმოფხვრა.
Fogo წარმოგვიდგენს „ინტეგრირებულ“ შეკვეთების წიგნს და ადგილობრივი oracle-ების ინფრასტრუქტურას, რომელიც უშუალოდ პროტოკოლის დონეზეა რეალიზებული, რაც ამცირებს ფრაგმენტაციას და მესამე მხარის სერვისებზე დამოკიდებულებას.
FOGO ტოკენი არის ქსელის ადგილობრივი utility აქტივი, რომელიც გამოიყენება გაზის საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგის უსაფრთხოებისთვის და ეკოსისტემის მმართველობაში მონაწილეობის უფლების მისაღებად.
შესავალი
ადამიანებს ძალიან მოსწონთ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) იდეა, რადგან ის მათ სთავაზობს საკუთარი ფულის თავად კონტროლის შესაძლებლობას, თუმცა ცენტრალიზებული ბირჟებისგან (CEX-ებისგან) განსხვავებით, DeFi შედარებით ნელი, ძვირი და არაკომფორტული ტექნოლოგიაა.
Fogo-ს შექმნის მიზეზი სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრა იყო. ის წარმოადგენს ბლოკჩეინს, რომელიც შეიქმნა ერთი ძირითადი დანიშნულებით: ვაჭრობა გახადოს მასშტაბირებადი. Solana-ს ვირტუალური კომპიუტერის (SVM) და ვალიდატორების ახალი სისტემის გამოყენებით, Fogo მომხმარებელს სთავაზობს ორი ეკოსისტემის საუკეთესო შესაძლებლობებს: ცენტრალიზებული ბირჟის სიჩქარესა და დეცენტრალიზებული ბირჟის ავტონომიურობას.
რა არის Fogo?
Fogo წარმოადგენს 1-ელი დონის SVM ბლოკჩეინს, რომელსაც ერთი მთავარი მიზანი აქვს: გახდეს ბლოკჩეინზე ვაჭრობის სრულყოფილი ინფრასტრუქტურა. ზოგადი დანიშნულების ბლოკჩეინებისგან განსხვავებით, რომლებზეც უამრავი რამაა გაშვებული, დაწყებული NFT-ებით და დამთავრებული თამაშებით, Fogo-ს არქიტექტურა ვერტიკალურად ინტეგრირებულ სისტემას წარმოადგენს, რომელიც შეიქმნა კონკრეტულად ფინანსური ტრანზაქციების ოპტიმიზაციის მიზნით.
Fogo-ს ძირითად მიზანს წარმოადგენს სიჩქარესა და დეცენტრალიზაციას შორის ბალანსის დაცვის საჭიროების აღმოფხვრა. ის იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც მოიცავს ვალიდატორის კურირებულ ნაკრებს, ფასების განსაზღვრის ადგილობრივ სისტემას და ინტეგრირებულ დეცენტრალიზებულ ბირჟას (DEX). ეს ტრეიდერებს აძლევს ვაჭრობის მომენტალური აღსრულების (რაც ასოცირებულია ისეთ პლატფორმებთან, როგორიცაა Binance) და ამავდროულად საკუთარი აქტივების თავად კონტროლის შესაძლებლობას.
როგორ მუშაობს Fogo?
როგორც აღვნიშნეთ, Fogo გაშვებულია Solana-ს ვირტუალურ კომპიუტერზე (SVM), რომელიც ცნობილია იმით, რომ მას შეიძლია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება, თუმცა Fogo-ს დამატებული აქვს სამი განსაკუთრებული ფუნქცია, რაც ვაჭრობის ეფექტურობას კიდევ უფრო ზრდის.
1. Firedancer-ის ინტეგრაცია
Fogo-ს მიერ გამოყენებულ სისტემას ეწოდება Firedancer. ეს არის Jump Crypto-ს მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ქსელის მუშაობას უზრუნველყოფს. მისი დიზაინი მნიშვნელოვნად ზრდის გამტარუნარიანობას (ტრანზაქციების რაოდენობას წამში) და საიმედოობას და ამავდროულად ამცირებს ვალიდატორის მუშაობის ხარჯებს:
ტრანზაქციის დასრულება წამზე ნაკლებ დროში: ტრანზაქციების დადასტურება თითქმის მომენტალურად ხდება.
ჰიპერმასშტაბირებადობა: შეუძლია წამში ასობით ათასი ტრანზაქციის დამუშავება ქსელის გადატვირთვის გარეშე.
2. ინტეგრირებული შეკვეთების წიგნი
ბლოკჩეინების უმეტესობა დეველოპერებისგან მოითხოვს DEX-ების ცალკე სმარტ კონტრაქტებად გაშვებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლიკვიდურობის ფრაგმენტაცია. Fogo იყენებს განსხვავებულ მიდგომას, რომელსაც ეწოდება ინტეგრირებული ლიმიტ-შეკვეთების წიგნი (CLOB), რომელიც უშუალოდ პროტოკოლის ფენაშია ჩაშენებული.
ეს იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობის სისტემა უშუალოდ ბლოკჩეინშია ინტეგრირებული. ლიკვიდურობის პროვაიდერები და ტრეიდერები ურთიერთქმედებენ ლიკვიდურობის საერთო ფენის მეშვეობით, რაც ნიშნავს უფრო ღრმა ბაზარსა და აღსრულების უკეთეს ფასებს. ის მუშაობს ცენტრალიზებული ბირჟის ეფექტურობით, თუმცა სრულად დეცენტრალიზებული კოდითაა გაშვებული.
3. ფასების განსაზღვრის ადგილობრივი ინსტრუმენტები
ჩვეულებრივ, Bitcoin-ის ან ოქროს ფასის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ბლოკჩეინები იყენებენ გარე სერვისებს (ეგრეთწოდებულ „Oracle-ებს“). ზოგჯერ ეს სერვისები ნელა მუშაობს. Fogo-ს აქვს ფასების მონაცემების ინტეგრირებული სისტემა. ქსელის ვალიდატორები რეგულარულად აგზავნიან ფასების შესახებ უახლეს მონაცემებს, რაც აუმჯობესებს მონაცემთა მიღების სიჩქარესა და მათ სიზუსტეს.
გამოყენების პოტენციური გზები
Fogo-ს მაღალეფექტური ინფრასტრუქტურა შექმნილია მაღალი მოთხოვნების მქონე ფინანსური აპლიკაციების მხარდასაჭერად, რომლებიც ცუდად მუშაობს უფრო ნელ ბლოკჩეინებზე.
მაღალი სიხშირით ვაჭრობა (HFT): ინსტიტუციურ მარკეტ-მეიკერებს შეუძლიათ ბლოკჩეინზე გაუშვან ალგორითმული სტრატეგიები, რომელთა მეშვეობითაც შეკვეთები აღსრულდება მომენტალურად, ტრადიციულ საფონდო ბირჟის მსგავსად.
უვადო ფიუჩერსები და დერივატივები: დაბალი დაყოვნების და ადგილობრივი oracle-ების მხარდაჭერის წყალობით, Fogo იდეალურია დერივატივების დეცენტრალიზებული ბირჟის გასაშვებად, სადაც მილიწამის დაყოვნებამაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვიოს.
რეალური სამყაროს აქტივებით (RWA) ანგარიშსწორება: ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები, რომელთაც სურთ რეალური სამყაროს აქტივებით ანგარიშსწორებისთვის გამოიყენონ ბლოკჩეინი, ესაჭიროებათ მაღალი გამტარუნარიანობა და ტრანზაქციების მომენტალური აღსრულება. Fogo-ს ორივე მათგანის შემოთავაზება შეუძლია.
კროს-ჩეინ ჰაბი: Fogo-ს შეუძლია შეასრულოს უფრო ვრცელი SVM ეკოსისტემის ლიკვიდურობის ჰაბის ფუნქცია, რაც იძლევა Solana-ზე დაფუძნებულ სხვა ბლოკჩეინებზე გაშვებული აქტივებით ეფექტურად ვაჭრობის შესაძლებლობას.
რატომ არის ეს კარგი მომხმარებლებისთვის?
მუშაობს ცენტრალიზებული ბირჟის მსგავსად: ის სწრაფი და რეაგირებადია. აღარ გიწევთ რამდენიმე წუთი ლოდინი იმის გასაგებად, აღსრულდა თუ არა თქვენი ვაჭრობა.
უკეთესი ფასები: რადგან სავაჭრო სისტემა გაერთიანებულია, მისი ლიკვიდურობა უფრო ღრმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მოცულობით ვაჭრობის დროს ნაკლებ თანხას კარგავთ.
საიმედო: Firedancer ტექნოლოგიის დანიშნულებაა უზრუნველყოს ქსელის ხარვეზების და პაუზების გარეშე მუშაობა, რაც წარსულში მაღალი სიჩქარის ბლოკჩეინებისთვის იყო დამახასიათებელი.
იაფი: ტრანზაქციის საკომისიოები ძალიან დაბალია მაშინაც კი, როდესაც ქსელს ბევრი მომხმარებელი იყენებს.
FOGO ტოკენი
FOGO ტოკენი წარმოადგენს ადგილობრივ utility აქტივს, რომელიც მხარს უჭერს Fogo-ს ქსელის მუშაობას. ის ოთხი ძირითადი დანიშნულებით გამოიყენება:
გაზის საკომისიოები: მომხმარებლები FOGO-ს იხდიან ტრანზაქციების აღსრულებისთვის, შეკვეთების განთავსებისთვის და სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებისთვის.
სტეიკინგი და უსაფრთხოება: ვალიდატორები და დელეგატორები FOGO-ს განათავსებენ სტეიკინგზე, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას. პატიოსნად მუშაობის შემთხვევაში ისინი იღებენ სტეიკინგის ჯილდოებს, ხოლო თაღლითობის მცდელობები იწვევს მათ დაჯარიმებას.
მმართველობა: FOGO-ს მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროტოკოლის მართვის პროცესში, ხმა მისცენ განახლებებს, ინტეგრირებული შეკვეთების წიგნის პარამეტრების ცვლილებებს და ეკოსისტემასთან დაკავშირებულ სხვა ინიციატივებს.
სავაჭრო ბირჟის ვალუტა: Fogo-ს ეკოსისტემაში ეს ტოკენი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძირითადი კოტირების ვალუტად ან საკომისიოებზე ფასდაკლებების მისაღებად ადგილობრივ სავაჭრო ბირჟაზე.
Fogo (FOGO) Binance-ზე
2026 წლის 15 იანვარს განხორციელდა FOGO ტოკენის ლისტინგი Binance-ზე, რის შემდეგაც ტოკენს მიენიჭა Seed ტეგი. მომხმარებლებს შეუძლიათ მისი გადაცვლა USDT, USDC და TRY ტოკენებზე, Binance Spot-მა განაცხადა პრომოაქციის გაშვების შესახებ, რომელში მონაწილეობის უფლების მქონე მომხმარებლებსაც მიეცათ შანსი მიეღოთ წილი 38 000 000 FOGO ღირებულების საპრიზო ფონდიდან ტოკენის ვაუჩერების სახით.
პრომოაქციის პერიოდი: 2026-01-15 13:00 (UTC) - 2026-01-29 13:00 (UTC).
შეჯამება
იმისათვის, რომ კრიპტოს სივრცეზე წვდომა მილიარდობით მომხმარებელმა შეძლოს, ის უნდა იყოს სწრაფი და იაფი. არავის სურს ტრანზაქციების განხორციელებისას მაღალი საკომისიოების გადახდა ან დიდხანს ლოდინი. Fogo გვთავაზობს ამ პრობლემების გადაჭრის და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის გზას. SVM-ის სიჩქარისა და Firedancer-ის სიმძლავრის კომბინირებით და ფინანსურ სერვისებზე ფოკუსირებით, Fogo ცდილობს შექმნას დეცენტრალიზებული ვაჭრობის უნივერსალური ეკოსისტემა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.