რა არის Espresso (ESP)?

რა არის Espresso (ESP)?

განახლებული Feb 14, 2026
5m

მთავარი დეტალები

  • Espresso დეცენტრალიზებული ქსელია, რომელიც შექმნილია ერთდროულად რამდენიმე მე-2 დონის (L2) ბლოკჩეინის ტრანზაქციების ორგანიზებისთვის.

  • ჩვეულებრივ, მე-2 დონის ბლოკჩეინები იზოლირებულ კუნძულებს წარმოადგენს, ფრაგმენტული ლიკვიდურობით და ტრანზაქციების ორგანიზების ცენტრალიზებული სისტემით. Espresso თამაშობს გამაერთიანებელი სისტემის როლს ტრანზაქციების თანმიმდევრულად დასალაგებლად, რაც ამ „კუნძულებს“ შორის ხიდების მოწყობას გულისხმობს.

  • TESP ტოკენი გამოიყენება ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (სტეიკინგის მეშვეობით) და მფლობელებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სამომავლო განახლებებისთვის ხმის მიცემაში.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

Ethereum კრიპტო აპლიკაციების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქსელია, თუმცა ადრე ის ნელი და ძვირი იყო. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, დეველოპერებმა შექმნეს „მე-2 დონის“ ბლოკჩეინები (ასევე ცნობილი, როგორც როლაფები). ისინი შექმნილია Ethereum-ის დავტირთვის შესამცირებლად, რაც შეგვიძლია შევადაროთ გადატვირთულ გზატკეცილზე ჩქაროსნული ზოლის დამატებას.

თუმცა, ახლა სხვა პრობლემა გაჩნდა: ეს გზები ერთმანეთთან არაა დაკავშირებული. თუ თანხა განთავსებული გაქვთ ერთ მე-2 დონის ბლოკჩეინზე (როგორიცაა Arbitrum), მისი გამოყენება რთულია სხვა ქსელზე (როგორიცაა Optimism). გარდა ამისა, ამ ბლოკჩეინების უმრავლესობა ტრანზაქციების დასალაგებლად ერთ კომპიუტერს (ცენტრალიზებულ სეკვენსერს) იყენებს, რაც უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული.

Espresso შექმნილია ამ პრობლემების გადასაჭრელად საზიარო სეკვენსინგის ქსელის მეშვეობით. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის, როგორც ტრაფიკის უნივერსალური მარეგულირებელი, რომელიც ახარისხებს ყველა ამ განსხვავებული ბლოკჩეინის ტრანზაქციებს და ამით აერთიანებს მთელ ეკოსისტემას.

რა არის Espresso?

Espresso შექმნილია ბლოკჩეინების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად. მისი ძირითადი ფუნქციაა იყოს „საზიარო სავაჭრო პლატფორმა“, სადაც სხვადასხვა ბლოკჩეინების ტრანზაქციების თანმიმდევრობით დალაგება განხორციელდება.

ამჟამად, ლიკვიდურობა (თანხები) ე.წ. „სილოსებშია“ მოთავსებული იზოლირებულად, თუმცა სხვადასხვა ბლოკჩეინების ტრანზაქციების ერთნაირი თანმიმდევრობით დალაგებით, Espresso შესაძლებელს ხდის „სინქრონულ ურთიერთთავსებადობას“. მარტივად რომ ვთქვათ, ერთ ბლოკჩეინზე განხორციელებულ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს რეაქცია სხვა ბლოკჩეინზე დიდხანს ლოდინისა და რთული ხიდების გარეშე.

როგორ მუშაობს ის?

მოკლედ რომ ავხსნათ, Espresso ერთმანეთისგან აცალკევებს ტრანზაქციების თანმიმდევრობით დალაგებისა და მათი აღსრულების პროცესებს. ის ამისთვის სამ ძირითად მექანიზმს იყენებს:

1. HotShot (საზიარო სეკვენსინგი)

HotShot არის სისტემა, რომელზეც Espresso მუშაობს. ახლანდელი სისტემებისგან განსხვავებთ, სადაც ტრანზაქციების თანმიმდევრობას ერთი კომპანია განაგებს, თანმიმდევრობაზე შეთანხმებისთვის, HotShot კომპიუტერების (ნოდებიs) დიდ ჯგუფს იყენებს.

  • დეცენტრალიზებული: ვინაიდან ის ერთი სერვერის ნაცვლად ბევრ ნოდს იყენებს, მასზე ცენზურის დაწესება და დახურვა უფრო რთულია.

  • სწრაფი: HotShot სისწრაფისთვისაა შექმნილი. მას შეუძლია ტრანზაქციების წამებში დადასტურება მაშინაც კი, თუ ქსელი გადატვირთულია.

2. Tiramisu (მონაცემების ხელმისაწვდომობა)

იმისათვის რომ ბლოკჩეინი უსაფრთხო იყოს, ტრანზაქციის მონაცემებს ყველა უნდა ხედავდეს. Espresso ამის უზრუნველსაყოფად იყენებს სისტემას სახელად Tiramisu. მისი წყალობით HotShot-ის მიერ დალაგებული მონაცემები ვერიფიკაციისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ასე მე-2 დონის ბლოკჩეინები გარანტირებულად უმტკიცებენ Ethereum-ის ქსელს მათი ტრანზაქციების ვალიდურობას.

3. ატომური კროს-ჩეინ ტრანზაქციები

ვინაიდან Espresso მართავს რამდენიმე ბლოკჩეინის ტრანზაქციების თანმიმდევრულობას, მას შეუძლია „ატომური“ ტრანზაქციების განხორციელება. დავუშვათ, გსურთ ბლოკჩეინ A-ზე არსებული ტოკენის ბლოკჩეინ B-ის ტოკენში სვოპი. Espresso-ს მეშვეობით ამის გაკეთება ერთ საფეხურადაა შესაძლებელი. თუ სვოპი ვერ განხორციელდება ბლოკჩეინ B-ზე, ბლოკჩეინ A-ზე არსებული ტოკენებიც არ გაიგზავნება. ეს აღმოფხვრის თქვენი თანხების გადარიცხვისას მათი გაყინვის რისკებს.

სად შეგვიძლია ამის გამოყენება?

Espresso აპლიკაციებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს:

  • ვაჭრობა (DeFi): სხვადასხვა ბლოკჩეინებზე თანხებით სავსე პულების ქონის ნაცვლად, ბირჟებს შეუძლიათ მათი გაერთიანება. ეს ტრეიდერებს უკეთეს ფასებსა და მეტ ვარიანტს სთავაზობს.

  • უფრო სამართლიანი ფასები: ტრეიდერებს შეუძლიათ ერთი და იგივე ფასების შენარჩუნება სხვადასხვა ბლოკჩეინზე, რაც ბაზარს უფრო ეფექტურს ხდის.

  • გეიმინგი: შესაძლებელია სწრაფი თამაშის გაშვება იაფ ბლოკჩეინზე და ამავდროულად თქვენი ღირებული ნივთების შენახვა (მაგ., NFT-ები) უფრო უსაფრთხო ბლოკჩეინზე. Espresso ამ პროცესების სინქრონიზაციას უზრუნველყოფს.

  • ქსელების დაკავშირება: თანხების ბლოკჩეინებს შორის გადარიცხვას ჩვეულებრივ დიდი დრო მიაქვს. Espresso-ს მეშვეობით ხიდები წამებში იგებენ ტრანზაქციის ვალიდურობას, რათა თანხის გაშვება მასინვე მოხდეს.

ESP ტოკენი

ESP ტოკენი უზრუნველყოფს Espresso ქსელის ფუნქციონირებას.

  • უსაფრთხოება (სტეიკინგი): მომხმარებლებს, რომელთაც სურთ საკუთარი კომპიუტერების (ნოდების) გამოყენებით ტრანზაქციის ორგანიზების პროცესში მონაწილეობა, მათ უნდა დაბლოკონ საკუთარი ESP ტოკენები. თავიანთი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში ისინი დაკარგავენ საკუთარ ტოკენებს.

  • ხმის მიცემა (მმართველობა): ESP-ის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებებს ან მონაწილეობა მიიღონ ახალი ბლოკჩეინების ქსელთან დაკავშირების გადაწყვეტილებების მიღებაში.

  • საკომისიოები: ეს ტოკენი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქსელის ტრანზაქციის პრიორიტეტულად დამუშავების საფასურის გადასახდელად.

Espresso (ESP) Binance-ზე

2026 წლის 12 თებერვალს განხორციელდა Espresso (ESP) ტოკენის ლისტინგი Binance-ზე და მიენიჭა Seed ტეგი. მისი გაშვების მომენტში შესაძლებელი იყო ESP/USDT, ESP/USDC და ESP/TRY წყვილებით ვაჭრობა.

შეჯამება

მე-2 დონის ბლოკჩეინების რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება კრიპტო სამყაროს ფრაგმენტულობა. Espresso ამ პრობლემის გადაჭრის საინტერესო გზას გვთავაზობს. იზოლირებული, ცენტრალიზებული სერვერების საზიარო, დეცენტრალიზებული ქსელით ჩანაცვლების მეშვეობით, ის ერთმანეთთან აკავშირებს ბლოკჩეინის ეკოსისტემის სხვადასხვა კომპონენტებს და ამარტივებს ბლოკჩეინებს შორის ფულის და მონაცემების მიმოცვლას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში მოხსენიებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი დეტალებისთვის სრულად გაეცანით ჩვენს პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.