რა არის DeAgentAI (AIA)

რა არის DeAgentAI (AIA)

განახლებული May 26, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • DeAgentAI არის ხელოვნური ინტელექტის აგენტის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტის ავტონომიურ აგენტებს, ეგრეთწოდებულ DeAgent-ებს, რომელთაც შეუძლიათ აღიქვან და გააანალიზონ ინფორმაცია და აღასრულონ მოქმედებები ბლოკჩეინზე, კონსენსუსზე დაფუძნებული ვერიფიკაციის სისტემის მეშვეობით.

  • AIA ტოკენი წარმოადგენს DeAgentAI ეკოსისტემის ადგილობრივ utility ტოკენს, რომელიც გამოიყენება სტეიკინგში და მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის. მისი ღირებულების შენარჩუნება უზრუნველყოფილია „გამოსყიდვის და წვის“ მექანიზმების მეშვეობით.

  • AlphaX არის DeAgentAI-ის ფლაგმანური პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ სავაჭრო ინსტრუმენტს და გვთავაზობს მსხვილი კრიპტოვალუტების, მათ შორის BTC-ის, ETH-ის და SUI-ის ფასების პროგნოზების გენერირებას.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების გაერთიანებით შესაძლებელია ისეთი სისტემების შექმნა, რომელთაც შეუძლიათ ფიქრი, გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება ადამიანის ჩარევის გარეშე. DeAgentAI ამ გაერთიანების პროცესის მთავარ მონაწილეს წარმოადგენს და ქმნის დეცენტრალიზებულ ქსელს, სადაც ხელოვნური ინტელექტის აგენტები ავტონომიურად მოქმედებენ და გვთავაზობენ ბლოკჩეინის ვერიფიცირებად უსაფრთხოებას.

რა არის DeAgentAI?

DeAgentAI არის ხელოვნური ინტელექტის აგენტის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც გვთავაზობს ეგრეთწოდებულ „DeAgent-ებს“ - ავტონომიურ პროგრამებს, რომელთაც შეუძლიათ აღიქვან ინფორმაცია, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა და აღასრულონ მოქმედებები ბლოკჩეინზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ტრადიციული ბოტებისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქსირებული წესების მიხედვით მოქმედებენ, DeAgent-ები იყენებენ მანქანურ სწავლებას პირობებთან ადაპტირებისთვის და საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.

პროექტი გაშვებულია რამდენიმე ბლოკჩეინზე, რომელთა შორისაა BNB Smart Chain, Sui და Bitcoin ეკოსისტემები. DeAgentAI-ის მთავარი მიზანია Web3-ის ეგრეთწოდებული „ინტელექტის დილემის“ გადაჭრა, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღების ჭკვიანი, ავტომატიზებული პროცესების ინტეგრირებას გამჭვირვალე და ნდობის საჭიროების არმქონე ბლოკჩეინის ქსელებში.

როგორ მუშაობს DeAgentAI?

DeAgentAI-ის არქიტექტურა ეფუძნება ეგრეთწოდებულ „სანდო ხელოვნური ინტელექტის სამ ქვაკუთხედს“: იდენტობა, უწყვეტობა და კონსენსუსი.

იდენტობა თითოეულ DeAgent-ს უზრუნველყოფს კრიპტოგრაფიული რეკვიზიტებით, რაც ქმნის ბლოკჩეინზე გადამოწმებად ციფრულ იდენტობას, რომელსაც სხვა აგენტები და მომხმარებლები ენდობიან. თითოეული აგენტის ქმედება დაკავშირებულია მის ავთენტიფიცირებულ წყაროსთან.

უწყვეტობა უზრუნველყოფს DeAgents-ების მდგომარეობის და მეხსიერების სტაბილურად შენარჩუნებას. თითოეული აგენტის გადაწყვეტილების ისტორია იწერება მდგომარებობის ბლოკჩეინზე, რაც ქმნის წარსული ქმედებების შემოწმებად ჩანაწერებს.

კონსენსუსი არის მექანიზმი, რომელიც ახდენს აგენტის მუშაობის შედეგების ვერიფიკაციას. ხელოვნური ინტელექტის კონკრეტული მოდელის ნდობის ნაცვლად, DeAgentAI იყენებს ვერიფიკატორების ქსელს:

  • მომხმარებლის მოთხოვნა იგზავნება ინტერაქციის პულში.

  • რამდენიმე დამოუკიდებელი Executor უშვებს აგენტის ალგორითმს, აერთიანებს მის Lobe-ს (აგენტის გადაწყვეტილების მიღების მოდულს), მეხსიერებას და ინსტრუმენტებს და შედეგებს აგზავნის კანდიდატ-პულში.

  • Committer-ები ერთმანეთს ადარებენ კანდიდატ-პულის შედეგებს და ირჩევენ ერთ კანონიკურ შედეგს, რისთვისაც იყენებენ კონსენსუსს, რომელიც Practical Byzantine Fault Tolerance (PBFT) კონსენსუსის მსგავსია.

  • არჩეული შედეგი იგზავნება აგენტის მდგომარეობის ბლოკჩეინზე, რის შემდეგაც ხდება მისი on-chain მდგომარეობის განახლება.

ბლოკჩეინის სენსიტიური პროცესებისთვის, როგორიცაა ტრანზაქციებზე ხელმოწერა, DeAgentAI იყენებს Multi-Party Computation (MPC) მექანიზმს. თითოეული Committer ფლობს ხელმოწერის გასაღების მხოლოდ ერთ ფრაგმენტს. ტრანზაქციის დადასტურებისთვის ისინი ერთობლივად ახდენენ ხელმოწერის გენერირებას. არც ერთ მათგანს არ აქვს წვდომა პირადი გასაღების სრულ ასლზე. ეს მიდგომა ძალიან ჰგავს ბლოკჩეინის კონსენსუსის ალგორითმის მუშაობის პრინციპს, რა დროსაც მონაწილეები ერთმანეთს არც კი იცნობენ.

DeAgent-ებს ასევე შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია Agent-to-Agent პროტოკოლის გამოყენებით, რაც იძლევა კოლაბორაციის შესაძლებლობას, რა დროსაც რამდენიმე სპეციალიზებული აგენტი კოორდინირებულად ასრულებს კომპლექსურ დავალებებს სხვადასხვა ბლოკჩეინ-ქსელებზე.

რა არის AIA?

AIA არის DeAgentAI ეკოსისტემის ადგილობრივი utility ტოკენი. მისი მთლიანი მარაგი შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს. ტოკენის გენერირების ღონისძიების (TGE) დროს მიმოქცევაში გაეშვა მისი მარაგის 9,95%.

ეკოსისტემაში AIA რამდენიმე დანიშნულებით გამოიყენება. ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენი განათავსონ სტეიკინგზე ქსელის ოპერაციების მხარდასაჭერად და სანაცვლოდ გამოიმუშაონ ჯილდოები. ეს ტოკენი ასევე გამოიყენება მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლების მისაღებად: ის მფლობელებს უფლებას აძლევს ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებებს და ეკოსისტემის აქტივების განაწილებებს, რაც დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO) მმართველობაში მონაწილეობის მსგავსია. გარდა ამისა, AIA გამოიყენება ქსელში აგენტის გამოყენების საკომისიოების გადასახდელად.

DeAgentAI იყენებს გამოსყიდვის და წვის მექანიზმს, რა დროსაც ქსელის შემოსავლების ნაწილი გამოიყენება AIA ტოკენების ღია ბაზარზე შესაძენად, რის შემდეგაც ხდება მათი მიმოქცევიდან სამუდამოდ ამოღება.

AIA Binance Alpha-ზე

2025 წლის 18 სექტემბერს განხორციელდა DeAgentAI-ის (AIA) ლისტინგი Binance Alpha-ზე.

ხშირად დასმული კითხვები

რით განსხვავდება DeAgentAI ხელოვნური აგენტების სხვა პროექტებისგან?

DeAgentAI გამოირჩევა თავისი კონსენსუსზე დაფუძნებული ვერიფიკაციის არქიტექტურით, რომელიც აგენტების შედეგების დასადასტურებლად იყენებს რამდენიმე დამოუკიდებელ Executor-სა და Committer-ს და არ არის დამოკიდებული ხელოვნური ინტელექტის ერთ მოდელზე. დეცენტრალიზებული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ასევე გამოიყენება ტრანზაქციებზე ხელმოწერის Multi-Party Computation (MPC) მექანიზმი, რაც არ არის დამახასიათებელი ხელოვნური ინტელექტის აგენტის სხვა პლატფორმებისთვის.

არის თუ არა AIA ხელმისაწვდომი Binance-ზე სპოტ ვაჭრობისთვის?

არა. 2026 წლის მაისის მდგომარეობით, AIA არ არის ხელმისაწვდომი სპოტ ვაჭრობისთვის Binance-ის მთავარ სავაჭრო ბირჟაზე, თუმცა ის ხელმისაწვდომია Binance Alpha-ზე, რომელიც გვთავაზობს ტოკენებზე ადრეულ წვდომას Binance Wallet-ის მეშვეობით. Binance Futures-ის უფლებამოსილ მომხმარებელს ასევე შეუძლია ივაჭროს AIAUSDT უვადო კონტრაქტებით.

რომელ ბლოკჩეინებს უჭერს მხარს DeAgentAI?

DeAgentAI გაშვებულია სხვადასხვა ბლოკჩეინზე, რომელთა შორისაა BNB Smart Chain (BSC), Sui და Bitcoin-ის ეკოსისტემა. მსგავსი multi-chain მიდგომა DeAgent-ებს აძლევს სხვადასხვა დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან და ციფრულ აქტივებთან ურთიერთქმედების საშუალებას.

რა არის და როგორ მუშაობს AlphaX?

AlphaX წარმოადგენს DeAgentAI-ის პირველ ფლაგმანურ პროდუქტს. ის არის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც ახდენს BTC-ის, ETH-ის და SUI-ს ფასების პროგნოზების გენერირებას 2-დან 72 საათამდე დროის პერიოდებისთვის. AlphaX 2.0 ვერსიაში ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუმჯობესდა და დაემატა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სავაჭრო სტრატეგიების ავტონომიურად შექმნის და აღსრულების ფუნქცია, რაც მომხმარებელს აძლევს ვაჭრობის ანალიზის პროცესის ნაწილობრივ ავტომატიზაციის შესაძლებლობას.

როგორ მუშაობს AIA-ის სტეიკინგი?

AIA-ის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენები განათავსონ სტეიკინგზე DeAgentAI პლატფორმის მეშვეობით, მხარი დაუჭირონ ქსელის ოპერაციებს და გამოიმუშაონ ჯილდოები. სტეიკინგი უზრუნველყოფს აგენტების ქსელის უსაფრთხოებას და საიმედოობას, სტეიკერები კი იღებენ წილს ეკოსისტემის აქტივობების მეშვეობით გენერირებული საკომისიოებიდან.

შეჯამება

DeAgentAI წარმოადგენს Web3-ის მზარდ ტენდენციას, სადაც ხელოვნური ინტელექტი გაერთიანებულია დეცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურასთან. ხელოვნური ინტელექტის აგენტების, კონსენსუსზე დაფუძნებული ვერიფიკაციის ქსელის და MPC-ზე დაფუძნებული უსაფრთხოების კომბინირებით, პროექტი მიზნად ისახავს შექმნას საჯარო, ნდობის საჭიროების არმქონე სისტემა, რომელიც აერთიანებს ბლოკჩეინსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ავტომატიზაციას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy პასუხს არ აგებს თქვენს მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით, ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.