პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები და სერვისები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
Collect on Fanable არის პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რეალური სამყაროს საკოლექციო ნივთებს (როგორიცაა Pokémon ბარათები და კომიქსების წიგნები) და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას.
თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ფიზიკური ნივთები გააგზავნოთ დაცულ საცავში შესანახად, აპლიკაციის მეშვეობით მიიღოთ მათი ციფრული ვერსიები და მომენტალურად დაიწყოთ მათი გამოყენებით ვაჭრობა.
COLLECT ტოკენი წარმოადგენს პროექტის ადგილობრივ კრიპტოვალუტას, რომელიც გამოიყენება აქტივების ყიდვისთვის, გაყიდვისთვის ან მმართველობაში მონაწილეობისთვის.
რა არის Fanable?
Collect on Fanable (ან უბრალოდ Fanable) წარმოადგენს სავაჭრო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ფიზიკური ნივთების შეგროვებით მიღებულ სიამოვნებას და თანამედროვე ტექნოლოგიების სიჩქარეს. ის მიეკუთვნება რეალური სამყაროს აქტივების (RWA) პლატფორმის კატეგორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იყენებს ბლოკჩეინს რეალური, მატერიალური ნივთების მფლობელობის მტკიცებულებების მართვისთვის. Fanable-ის დამფუძნებელს და მხარდამჭერს რამდენიმე კომპანია წარმოადგენს, რომელთა შორისაა Ripple, Polygon, Borderless Capital და Morningstar Ventures.
როგორ მუშაობს ის?
Fanable-ის მიზანია საკოლექციო ნივთებით ვაჭრობა გახადოს ისეთივე სწრაფი, როგორც ტექსტური შეტყობინების გაგზავნაა და გამორიცხოს ძვირადღირებული ნივთების ფოსტით გაგზავნის საჭიროება. ქვემოთ დეტალურად არის აღწერილი ეს პროცესი:
1. საცავში განთავსება (უსაფრთხო შენახვა)
იშვიათი ბარათის საკუთარ უჯრაში შენახვის ნაცვლად, თქვენ მას უგზავნით Fanable-ს. ამ ნივთის შენახვას უზრუნველყოფენ პროფესიონალები და მას განათავსებენ დაზღვეულ საცავებში (რომელთა მართვას უზრუნველყოფს დაცვის კომპანიები, როგორიცაა Brink’s). ისინი ამოწმებენ ამ ნივთის ავთენტურობას.
2. ციფრული ორეული
ნივთის საცავში უსაფრთხოდ შენახვის შემდეგ Fanable ბლოკჩეინზე ქმნის „ციფრული მფლობელობის სერტიფიკატს“ (DOC). ის წარმოადგენს ციფრული ხელშეკრულების ან მოწმობის მსგავს დოკუმენტს. ამ ციფრული სერტიფიკატის თქვენს საფულეში შენახვის შემთხვევაში, თქვენ გახდებით საცავში შენახული ფიზიკური ნივთის სამართლებრივი მფლობელი.
3. მომენტალური ვაჭრობა
ამის შემდეგ, თუ გადაწყვეტთ ამ ნივთის გაყიდვას, თქვენ აღარ დაგჭირდებათ საფოსტო განყოფილებაში მისვლა. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გაყიდოთ ეს ციფრული სერტიფიკატი Fanable აპლიკაციის მეშვეობით. მფლობელობის ცვლილება მომენტალურად დაფიქსირდება. ამ დროს ფიზიკური ნივთი საცავში უსაფრთხოდ შენახული რჩება, რისი წყალობითაც აღარ არსებობს მისი ფოსტაში დაზიანების ან დაკარგვის საფრთხე.
თუ ახალი მფლობელი გადაწყვეტს ამ ნივთის ფიზიკურად მიღებას, მას შეუძლია აირჩიოს „გატანა“. ამის შემდეგ ციფრული სერტიფიკატი დაიწვება (განადგურდება) და Fanable ამ ფიზიკურ ნივთს ახალ მფლობელს სახლში მიუტანს.
რა არის COLLECT ტოკენი?
ამჟამად COLLECT ტოკენი გამოიყენება Fanable ეკოსისტემაში. ეს ტოკენი შემდეგი დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ:
ყიდვა და გაყიდვა: COLLECT ტოკენების გამოყენება შეგიძლიათ ნივთების გასაყიდად განთავსებისთვის ან ახალი ნივთების შეძენისთვის.
ჯილდოები: ტოკენების შენახვით ან სტეიკინგზე განათავსების მეშვეობით შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ჯილდოები (მაგ., Fanable პლატფორმის საკომისიოების წილის სახით).
ხმის მიცემა: COLLECT ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პლატფორმის მუშაობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. მაგალითად, მათ შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებებს ან პლატფორმაზე დასამატებელ საკოლექციო ნივთებს.
Collect on Fanable (COLLECT) Binance-ზე
2025 წლის 11 თებერვალს, Binance-მა წამოიწყო COLLECT ტოკენით ვაჭრობის კონკურსი, რომლით ვაჭრობაც ხელმისაწვდომია Binance Alpha-ზე. მონაწილეობის უფლების მქონე მომხმარებლებს, რომლებიც ივაჭრებენ COLLECT ტოკენით Binance Alpha პლატფორმაზე ან საკუთარი Binance Wallet (Keyless) საფულით, შეეძლებათ მიიღონ ტოკენის ექსკლუზიური ჯილდოები.
პრომოაქციისთვის არ არის განსაზღვრული ვაჭრობის მოცულობის მაქსიმალური ლიმიტი, თუმცა COLLECT ტოკენებით ვაჭრობის საერთო მოცულობაში ჩაითვლება მხოლოდ ყიდვის და არა გაყიდვის შეკვეთები.
შეჯამება
Collect on Fanable (COLLECT) არის RWA-ზე ორიენტირებული კრიპტო პროექტი, რომლის მიზანია ფიზიკური საკოლექციო ნივთების უფრო ლიკვიდურ, ციფრული ვაჭრობის ეკოსისტემაში გადატანა. თუმცა, ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის პროექტების მსგავსად, ეს პროექტიც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ტოკენის ღირებულება შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. რისკის გაწევამდე ყოველთვის თავად ჩაატარეთ მოკვლევა (DYOR).
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში მოხსენიებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი დეტალებისთვის სრულად გაეცანით ჩვენს პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.