რა არის Brevis (BREV)?

რა არის Brevis (BREV)?

განახლებული Jan 9, 2026
5m

მთავარი დეტალები

  • Brevis არის ნულოვანი ინფორმაციის (ZK) კოპროცესორი, რომელიც სმარტ კონტრაქტებს აძლევს ისტორიულ და omnichain მონაცემებზე წვდომის და მათი დამუშავების შესაძლებლობას ნდობის საჭიროების გარეშე.

  • როგორც წესი, ტრადიციულ ბლოკჩეინებზე რთული გამოთვლების ჩატარება ან ისტორიულ მონაცემებზე წვდომა დაკავშირებულია უსაფრთხოების დონის შემცირებასთან ან ხარჯების ზრდასთან.

  • Brevis-ის დანიშნულებაა ამ შრომატევადი სამუშაოების off-chain ქსელზე (ProverNet) შესრულება, მათი შედეგების ვერიფიკაცია კი ხდება მთავარ ბლოკჩეინზე მოკლე ZK მტკიცებულებების მეშვეობით.

  • BREV წარმოადგენს ადგილობრივ utility ტოკენს, რომელიც გამოიყენება მტკიცებულებების საკომისიოების გადასახდელად, დამმტკიცებლის მიერ სტეიკინგზე განსათავსებლად და მმართველობის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სამომავლოდ კი ის გამოყენებულ იქნება, როგორც გაზის ტოკენი Brevis როლაფისთვის.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ებთან) მუშაობისას, როგორც წესი, სმარტ კონტრაქტებს არ შეუძლია ბლოკჩეინის ისტორიულ მონაცემებზე ან სხვა ბლოკჩეინის მონაცემებზე წვდომა სანდო oracle-ების ან სხვა შუამავლების გარეშე. გარდა ამისა, რთული გამოთვლების პირდაპირ Ethereum-ზე ან სხვა 1-ელი დონის ქსელებზე განხორციელება შედარებით ძვირადღირებული პროცესია.

Brevis მიზნად ისახავს ამ მასშტაბირებადობის და ურთიერთთავსებადობის პრობლემების აღმოფხვრას, რისთვისაც წარმოგვიდგენს ნულოვანი ინფორმაციის (ZK) კოპროცესორს. როგორც ვიცით, რთული გრაფიკული გამოსახულებების დასამუშავებლად, ცენტრალურ პროცესორთან ერთად კომპიუტერი იყენებს გრაფიკულ პროცესორს. ანალოგიურად, Brevis ეხმარება ბლოკჩეინს რთული მონაცემების დამუშავებაში. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან მონაცემებზე დაფუძნებული DApp-ები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ბლოკჩეინიდან ნებისმიერი მონაცემების გამოყენება სანდო შუამავლის საჭიროების გარეშე.

როგორ მუშაობს Brevis?

Brevis ერთმანეთისგან აცალკევებს გამოთვლის და ვერიფიკაციის სამუშაოებს. მისი მეშვეობით რთული გამოთვლები ხორციელდება მთავარი ბლოკჩეინის გარეთ, სპეციალურ ქსელში, დამუშავებული მონაცემები კი ბრუნდება კრიპტოგრაფიული მტკიცებულების სახით, რომლებიც ადასტურებს შედეგების სიზუსტეს.

ZK კოპროცესორის მოდელი

Brevis-ის არქიტექტურაში, მთავარ ბლოკჩეინზე (მაგ., Ethereum-ზე) გაშვებული სმარტ კონტრაქტი აგზავნის კონკრეტული გამოთვლის ან მონაცემის მოთხოვნას. Brevis ამ მოთხოვნას ამუშავებს off-chain ქსელში და ახდენს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულების (ZKP) გენერირებას. ეს მტკიცებულება უბრუნდება სმარტ კონტრაქტს, რომელსაც შეუძლია კრიპტოგრაფიულად შეამოწმოს, რომ გამოთვლის შედეგები სწორია ამ გამოთვლის ხელახლა განხორციელების გარეშე.

ProverNet

ამ სისტემის მუშაობას უზრუნველყოფს ProverNet, რომელიც წარმოადგენს დამმტკიცებლების დეცენტრალიზებულ პლატფორმას. დამმტკიცებლები არიან ქსელის მონაწილეები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან მოთხოვნილი გამოთვლების შედეგების მტკიცებულებების გენერირების უფლების მოპოვებაში. ამჟამად ეს სისტემა გაშვებულია Base ბლოკჩეინზე, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მისი გადატანა სპეციალურ Brevis როლაფზე. ProverNet უზრუნველყოფს, რომ მტკიცებულებების გენერირების პროცესი იყოს დეცენტრალიზებული, უსაფრთხო და იაფი.

ძირითადი მახასიათებლები

Brevis წარმოგვიდგენს რამდენიმე არქიტექტურულ ინოვაციას, რომელთა დანიშნულებაა Web3 აპლიკაციების შესაძლებლობების გაზრდა:

  • Omnichain მონაცემებზე წვდომა: პლატფორმა DApp-ებს აძლევს სხვადასხვა ბლოკჩეინზე განთავსებულ on-chain მონაცემებზე წვდომის და მათი გამოყენების შესაძლებლობას. ამის წყალობით ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა კროს-ჩეინ რეპუტაციის სისტემები, ლიკვიდურობის ისტორიული მონაცემების ანალიზი და მულტიჩეინ DeFi ალგორითმები.

  • ვერიფიკაცია ნდობის გარეშე: ZK მტკიცებულებების გამოყენებით, Brevis გამორიცხავს off-chain მონაწილეების ნდობის საჭიროებას. მონაცემების მიმღებ ბლოკჩეინს აღარ უწევს ენდოს მონაცემების მომწოდებელ მხარეს, ის უბრალოდ ამოწმებს მათემატიკურ მტკიცებულებას.

  • მაღალეფექტური zkVM: მტკიცებულებების მაღალი სიჩქარით გენერირებისთვის Brevis იყენებს Pico zkVM-ს. მისი მიზანია off-chain გამოთვლები გახადოს იმდენად ეფექტური, რომ შესაძლებელი გახდეს მისი გამოყენება რეალურ დროში მომუშავე აპლიკაციებში.

BREV ტოკენი

BREV ტოკენი წარმოადგენს Brevis-ის ეკოსისტემის ადგილობრივ utility და governance აქტივს. მისი დანიშნულებაა ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილე დეველოპერების, მომხმარებლების და დამმტკიცებლების წახალისებების სისტემის მხარდაჭერა.

ტოკენის დანიშნულება:

  • მტკიცებულების გენერირების საკომისიოები: დეველოპერები და DApp-ები BREV ტოკენს იყენებენ ProverNet სისტემაში ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების მოთხოვნის და ვერიფიკაციის საკომისიოების გადასახდელად.

  • სტეიკინგი და უსაფრთხოება: ქსელის მონაწილეებს, რომლებიც ასრულებენ დამმტკიცებლების ფუნქციას, მოეთხოვებათ საკუთარი BREV ტოკენის სტეიკინგზე განთავსება; თუ დამმტკიცებელი თაღლითობას გადაწყვეტს ან თავის მოვალეობას არ შეასრულებს, ის დაკარგავს სტეიკინგზე განთავსებული ტოკენების ნაწილს (სლეშინგი). ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას.

  • მმართველობა: BREV-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროტოკოლის მმართველობის პროცესში, გავლენა მოახდინონ წახალისებების სტრუქტურასთან და ეკოსისტემის განვითარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე.

  • სამომავლო გაზის ტოკენი: ამჟამად ProverNet გაშვებულია Base ბლოკჩეინზე, თუმცა იგეგმება მისი გადატანა სპეციალურ Brevis როლაფზე. ამ მიგრაციის შემდეგ BREV გახდება ქსელის ადგილობრივი გაზის ტოკენი.

ტოკენომიკა

Brevis-ის ფიქსირებული საერთო მარაგია 1 000 000,000 (1 მილიარდი) BREV ტოკენი. ამ ტოკენის განაწილების სტრატეგიაში პროექტს გათვალისწინებული აქვს საზოგადოების განვითარების და ეკოსისტემის ზრდის მხარდაჭერა.

ტოკენების განაწილება

  • ეკოსისტემის განვითარება: 37%

  • საზოგადოების წახალისება: 32,20%

  • გუნდი: 20%

  • საწყისი ინვესტორები: 10,80% 

Brevis და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2026 წლის 5 იანვარს, Binance-მა განაცხადა, რომ BREV იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების მე-60 პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 17-დან 19 დეკემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain პროდუქტები, მოიპოვეს BREV airdrop-ების მიღების უფლება. ამ პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა სულ 15 მილიონი BREV ტოკენი, რაც დასაწყისში გამოშვებული ტოკენების მთლიანი მარაგის 1,5%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა BREV-ის ლისტინგი Seed ტეგით, მისი გადაცვლა შესაძლებელია USDT, USDC, BNB და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Brevis ორიენტირებულია მოდულური ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურის შექმნაზე, სადაც კონკრეტული დავალებები, მაგალითად რთული გამოთვლები სრულდება სპეციალიზებულ ქსელებზე. ნულოვანი ინფორმაციის ტექნოლოგიის გამოყენებით, Brevis წარმოგვიდგენს „კოპროცესორს“, რომელიც სმარტ კონტრაქტებს საშუალებას აძლევს დაინახონ და დაამუშაონ მეტი მონაცემი, დეცენტრალიზაციის დონის შემცირების გარეშე.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.