აქციებით ვაჭრობა Binance-ზე

აქციებით ვაჭრობა Binance-ზე

განახლებული Jun 4, 2026
9m

მთავარი დეტალები

  • Binance-ზე აქციებით ვაჭრობის მეშვეობით შესაბამისი უფლებების მქონე მომხმარებლებს ენიჭებათ სიაში დამატებული 7000-მდე აქციისა და ETF-ის ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობა პირდაპირ მათი Binance-ის ანგარიშის მეშვეობით, საწყისი დეპოზიტი კი მინიმალურ თანხას, 5 აშშ დოლარს შეადგენს.

  • აქციების შესყიდვა ხდება USDC-ის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია BNB-ზე, USDT-ზე და თქვენს დაფინანსების ან სპოტ ანგარიშზე არსებულ სხვა კრიპტო აქტივებზე ავტომატური კონვერტაციის მხარდაჭერა.

  • Binance-ზე აქციებით ვაჭრობის შემთხვევაში ვაჭრობის საკომისიო არ წესდება; ნაცვლად ამისა, საჭიროა პლატფორმის საკომისიოს გადახდა, რაც შეადგენს 0,35 აშშ დოლარს 350 აშშ დოლარის და ნაკლები ღირებულების შეკვეთების შემთხვევაში, ხოლო 350 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების შემთხვევაში - სრული თანხის 0,1%-ს.

  • სავაჭრო სესიები მოიცავს სტანდარტულ, გახანგრძლივებულ და 24-საათიან ვარიანტებს, აქციის ტიპის შესაბამისად. საბაზრო შეკვეთები აქტიურია მხოლოდ სტანდარტული სავაჭრო საათების განმავლობაში (აღმოსავლეთის დროით 09:30 - 16:00).

Binance Academy კურსების ბანერი

შესავალი

Binance-ის მიერ მომხმარებელთათვის შეთავაზებული სერვისები ახლა უფრო გაფართოვდა და მოიცავს აქციებით ვაჭრობასაც. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მომხმარებელს საჯარო სიაში დამატებული კომპანიების და ETF-ების შეძენა და გაყიდვა Binance-ის ეკოსისტემის დატოვების გარეშე შეუძლიათ. იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უკვე კარგად იცნობენ Binance-ზე კრიპტოვალუტებით ვაჭრობის პრინციპებს, პორტფოლიოში აქციების დამატება მისი დივერსიფიკაციის და TradFi სამყაროს გაცნობის შესაძლებლობაა. 

Binance-ია აქციებით ვაჭრობის ფუნქცია რომელიც მხარდაჭერილია „Nest Trading Limited“-ის მიერ და ფუნქციონირებს გარე საბროკერო კომპანიასთან პარტნიორობით, ამჟამად გთავაზობთ სიაში წარმოდგენილ 7000-ზე მეტ აქციასა და ETF-ზე წვდომას. წინამდებარე გზამკვლევში დეტალურადაა Binance-ზე აქციებით ვაჭრობის დაწყების მთელი პროცესი - თქვენი პირველი შეკვეთის განთავსების, საკომისიოების სტრუქტურის, სავაჭრო სესიებისა და გასათვალისწინებელი რისკების გაცნობის ჩათვლით.

აქციებით ვაჭრობა Binance-ზე

პირველ რიგში, დაგჭირდებათ არსებვული Binance ანგარიში და მინიმალური ინვესტიცია 5 აშშ დოლარის ოდენობით. აქციების შესყიდვა, როგორც წესი, USDC-ის მეშვეობით ხდება, თუმცა შესაძლებელია BNB-ის, USDT-ის, U-ის და USD1-ის გამოყენებაც, რომლებიც ავტომატურად კონვერტირდება USDC-ზე, შეკვეთის განთავსებისას. კონვერტირებული USDC-ის ნებისმიერი გამოუყენებელი ოდენობა დაბრუნდება თქვენს ფინანსირების ანგარიშზე.

შეკვეთის განთავსებამდე დაგჭირდებათ თქვენი აქტივების გადატანა ფინანსირების ან სპოტ ანგარიშზე. აქციების გაყიდვის შემთხვევაში, მიღებული თანხა ფინანსირების ანგარიშზე USDC-ში ჩაგერიცხებათ.

აქციის შეძენისას თქვენ ხდებით ამ აქციის ბენეფიციარი მფლობელი. ეს ნიშნავს, იმას, რომ აქცია რჩება Binance-ის საბროკერო პარტნიორის რეზერვში, თქვენ კი გენიჭებათ უფლება, მიიღოთ დივიდენდები და ჩაერთოთ კორპორატიულ პროცესებში (მაგ., აქციების განაწილება, ახალი აქციების გამოშვება), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

შეკვეთების ტიპები

Binance-ზე აქციებით ვაჭრობისას შესაძლებელია ორი ტიპის შეკვეთის განთავსება: საბაზრო შეკვეთა და ლიმიტ-შეკვეთა. საბაზრო შეკვეთის ფარგლებში შესაძლებელია ყიდვა ან გაყიდვა მარტივად, მიმდინარე საბაზრო ფასით. აღნიშნული ტიპის შეკვეთები აქტიურია მხოლოდ სტანდარტული სამუშაო საათების პერიოდში (RTH). ლიმიტ-შეკვეთის შემთხვევაში შეგიძლიათ თავად აირჩიოთ ყიდვის ან გაყიდვის სასურველი ფასი. ამ ტიპის შეკვეთები აქტიურია გახანგრძლივებული სავაჭრო საათების პერიოდში ან 24-საათიან რეჟიმში, თქვენი სურვილიდან გამომდინარე.

ლიმიტ-შეკვეთები შეიძლება იყოს DAY (უქმდება დღის დასასრულს, თუ არ მოხდება მისი შევსება) ან GTC (Good-Til-Cancelled, რჩება აქტიური დაახლოებით 90 დღის განმავლობაში). GTC არ არის ხელმისაწვდომი ნაწილობრივი შეკვეთებისთვის.

ნაწილობრივი შეკვეთები ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტული აქციებისთვის და მოიცავს აქციის კონკრეტული ნაწილის და არა სრულად შესყიდვას.

როგორ განვათავსოთ აქციებით ვაჭრობის შეკვეთა

აქციებით ვაჭრობა შეგიძლიათ როგორც Binance-ის აპლიკაციაში, ისე ვებსაიტზე. პროცესი ერთნაირად მიმდინარეობს ორივე შემთხვევაში:

Binance-ის აპლიკაცია

გადადით ჩანართზე [ვაჭრობა], შეეხეთ [აქციები] და მოძებნეთ აქცია, რომლით ვაჭრობაც გსურთ.

ვაჭრობის და აქციების გვერდი Binance-ის აპლიკაციაში

აირჩიეთ შეკვეთის ტიპი, მიუთითეთ სასურველი ფასი და შეკვეთის ოდენობა და აირჩიეთ გადახდის მეთოდი (სპოტ ან ფინანსირების ანგარიში).

დააჭირეთ ღილაკს [გადახედვა], გადახედეთ თქვენი შეკვეთის დეტალებს, მათ შორის ვაჭრობის სესიას, შეკვეთის აქტიურობის პერიოდი და დეტალური ინფორმაცია საკომისიოების შესახებ.

ყიდვის შეკვეთის გადახედვის გვერდი ტრანზაქციის დეტალებით

თუ USDC-ის გარდა სხვა აქტივს იყენებთ, შეკვეთის დადასტურებამდე იხილავთ კონვერტაციის მონაცემებსაც.

შეკვეთის აღსრულებისთვის შეეხეთ ღილაკს [კონვერტაცია და ყიდვა].

ვებსაიტი

Binance-ის საწყის გვერდზე გადადით ჩანართზე [ვაჭრობა], შემდეგ აირჩიეთ [აქციები] და მოძებნეთ აქცია, რომლით ვაჭრობაც გსურთ.

Binance Web-ის მთავარ გვერდზე ჩანართში [ვაჭრობა] აირჩიეთ [აქციები]

შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი შეკვეთის ტიპი (საბაზრო ან ლიმიტ შეკვეთა) და გადახდის მეთოდი (ფინანსირების ანგარიშის გამოყენება გსურთ თუ სპოტ ანგარიშის და სასურველი კრიპტო აქტივი).

აქციების ყიდვის შეკვეთისთვის აირჩიეთ ფინანსირების ან სპოტ ანგარიში.

შეკვეთის დეტალების შეყვანის შემდეგ შეძლებთ თქვენი შეკვეთის გადახედვას.

ყიდვის შეკვეთის გადახედვის გვერდი და ტრანზაქციის დეტალები

შეკვეთის აღსრულებისთვის დააწკაპუნეთ ღილაკზე [კონვერტაცია და ყიდვა].

Binance-ზე აქციებით ვაჭრობის ძირითადი მახასიათებლები

ქვემოთ მოცემულია Binance-ზე აქციებით ვაჭრობის რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი:

  • 7,000+ აქცია და ETF: წვდომა სიაში დამატებული ფასიანი ქაღალდების მრავალფეროვან დიაპაზონზე, სხვადასხვა ბაზარსა და სექტორზე.

  • მცირე მინიმალური ინვესტიცია: დაიწყეთ მცირე, 5 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციით. თუ აქციებით ვაჭრობა თქვენთვის ჯერ კიდევ ახალია, ასე შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების შემოწმებას.

  • მრავალი აქტივით ფინანსირების შესაძლებლობა: გამოიყენეთ USDC, BNB, USDT, U და USD1 აქციების შესაძენად. USDC-ის გარდა სხვა აქტივები ავტომატურად კონვერტირდება შეკვეთის წარდგენისას.

  • აქციების წილის შეძენის შესაძლებლობა: კონკრეტული აქციების შემთხვევაში შეგიძლიათ სასურველი წილის შეძენა, ნაცვლად სრული ოდენობისა, რაც შედარებით მაღალი ღირებულების აქციებში ნაკლები თანხით ინვესტირების საშუალებას გაძლევთ.

  • ბენეფიციარული მფლობელობა: თქვენ იქნებით თქვენ მიერ შეძენილი აქციების ბენეფიციარი მფლობელი, დივიდენდების მიღებისა და კორპორატიულ პროცესებში მონაწილეობის უფლებით.

  • 24/5 ვაჭრობა: ივაჭრეთ დღეში 24 საათამდე, კვირაში ხუთი დღე, აქციის შესაბამისი სესიების მრავალფეროვანი ვარიანტებით.

  • საკომისიოების არარსებობა: Binance არ აწესებს საკომისიოებს აქციებით ვაჭრობისას. საჭიროა მხოლოდ არ იღებს საკომისიოს აქციებით ვაჭრობაზე. ხარჯები შემოიფარგლება მხოლოდ პლატფორმის საკომისიოებით ან სპრედებით.

ვაჭრობის სესიები

Binance-ზე აქციებით ვაჭრობის პროცესები მიმდინარეობს დღეში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, კვირაში ხუთი დღე (24/5), შაბათ-კვირისა და აშშ-ის საჯარო დღესასწაულების გარდა. 24-საათიანი ვაჭრობის მხარდაჭერა გააჩნია მხოლოდ კონკრეტულ აქტივებს. შეკეთის განთავსებისას შეგიძლიათ სასურველი ვაჭრობის სესიის არჩევაც:

  • სტანდარტული სავაჭრო საათები (RTH): Market-Open (09:30-დან 16:00-მდე აღმოსავლეთის დროით). აქტიურია როგორც საბაზრო, ისე ლიმიტ შეკვეთები

  • გახანგრძლივებული სავაჭრო საათები (ETH): Pre-Market (04:00-დან 9:30-მდე ET) + Market-Open + Post-Market (16:00-დან 20:00-მდე ET). საბაზრო შეკკვეთები გადადის მოლოდინის რეჟიმში შემდეგ Market-Open სესიამდე.

  • 24-საათიანი ვაჭრობა: Overnight (20:00-დან 04:00-მდე ET) + Pre-Market + Market-Open + Post-Market. ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტული აქციებისთვის.

ხატულაზე [სესია] დაწკაპუნებით შეძლებთ თქვენი სასაათო სარტყლის შესაბამისი აქციებით ვაჭრობის სესიების შემოწმებას.

აქციებით ვაჭრობის საათების ეკრანი

საკომისიოების სტრუქტურა

Binance არ აწესებს საკომისიოებს აქციებით ვაჭრობაზე. ამის ნაცვლად, საჭიროა შემდეგი ხარჯების გათვალისწინება:

  • პლატფორმის საკომისიო: 350 აშშ დოლარი და ნაკლები ღირებულების შეკვეთებზე წესდება მინიმალური 0,35 აშშ დოლარის ოდენობის საკომისიო. მაგალითად, 100 USDC-ის ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში, დაწესდება 0,35 აშშ დოლარის ოდენობის პლატფორმის საკომისიო.

  • სპრედი: 350 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების შეკვეთების შემთხვევაში, პლატორმის მინიმალური საკომისიო უქმდება და ნაცვლად ამისა, წესდება 0.1% ოდენობის სპრედი. მაგალითად, 400 USDC-ის ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში დაწესდება 0,4 USDC-ის ოდენობის სპრედი.

  • ADR საკომისიო: ამერიკის დეპოზიტარული ხელწერილების (ADR) მიერ შესაძლოა დაწესდეს პერიოდული საკომისიო 0,01 - 0,03 აშშ დოლარის ოდენობით თითო აქციაზე, როგორც წესი, ერთხელ ან ორჯერ წელიწადში. აღნიშნული საკომისიოები ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ფინანსირების ანგარიშიდან.

  • ანგარიშის მომსახურება: Binance ამჟამად არ აწესებს ანგარიშის მომსახურების, უმოქმედობის ან შენახვის საკომისიოებს.

შესაძლოა მოქმედებდეს სხვა საკომისიოები და ხარჯებიც, როგორიცაა ვალუტის კონვერტაცია, მარეგულირებელი პროცესების შესაბამისი საკომისიოები, დივიდენდებთან დაკავშირებული ხარჯები და გადასახადები.

რისკები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ვაჭრობამდე

Binance-ზე აქციებით ვაჭრობისას, როგორც სხვა ტიპის ვაჭრობის შემთხვევაში, შესაძლოა წააწყდეთ გარკვეულ რისკებს. ქვემოთ მოცემულია ძირითადი გასათვალისწინებელი ფაქტორები:

ბაზრის ცვალებადობა: აქციების ფასები შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ქონდეს მკვეთრ ცვლილებებსაც. თქვენი ინვესტიციების ღირებულება შეიძლება შეიცვალოს და შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თავდაპირველად ინვესტირებული თანხა.

ვალუტის კონვერტაცია: როდესაც აქციების შესაძენად იყენებთ USDC-ის გარდა სხვა აქტივებს, გამოიყენება შეკვეთის განთავსების დროის შესაბამისი კონვერტაციის კურსი. გაცვლითი კურსები მერყევია, რაც გავლენას ახდენს თქვენი შესყიდვის ეფექტურ ღირებულებაზე.

იურისდიქციული შეზღუდვები: აქციებით ვაჭრობის შესაძლებლობებისა და ფუნქციების ხელმისაწვდომობა განსხვავდება მოქმედი იურისდიქციის მიხედვით. ზოგიერთ ბაზარზე მომხმარებლებს შეიძლება შეეზღუდოთ სერვისზე წვდომა ან ვერ შეძლონ კონკრეტული ფუნქციებით სარგებლობა.

დაბალი ბალანსის ლიკვიდაცია: თუ თქვენი აქციების ჰოლდინგების ღირებულება 5 აშშ დოლარზე ქვემოთ დაეცემა და 120 დღის განმავლობაში არ დაფიქსირდება სავაჭრო აქტივობა, Binance-ს შეუძლია გადაცვალოს დარჩენილი აქციები USDC-ზე, რომელიც შეინახება თქვენს ფინანსირების ანგარიშზე. ამასთან, გაყიდვის შემთხვევაში, დაწესდება საკომისიო 0,01 აშშ დოლარის ოდენობით.

ვაჭრობის დაწყებამდე აუცილებელია გაითვალისწინოთ მოსალოდნელი რისკები, მათი მაღრთვის მეთოდები, სტრატეგიები, როგორიცაა პოზიციების ზომის განსაზღვრა და მკაფიო მიზნების დასახვა. აუცილებლად ჩაატარეთ საკუთარი მოკვლევა და კარგად დაფიქრდით ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელებამდე.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ ხდება Binance-ზე აქციებით ვაჭრობა?

Binance Stocks Trading არის Binance პლატფორმაზე არსებული სერვისი, რომელიც მხარდაჭერილია Nest Trading Limited-ის მიერ და რომელიც შესაბამისი უფლებების მქონე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იყიდონ და გაყიდონ სიაში დამატებული არსებული აქციები და ETF-ები. მომხმარებლები ხდებიან მათ მიერ შეძენილი აქციების ბენეფიციარი მფლობელები, ხოლო აქციები ინახება საბროკერო პარტნიორების რეზერვში.

რა ტიპის საკომისიოებს აწესებს Binance აქციებით ვაჭრობაზე?

Binance არ აწესებს რაიმე საკომისიოს აქციებით ვაჭრობაზე. 350 აშშ დოლარის და ნაკლები ღირებულების შემთხვევაში, საჭიროა 0,35 აშშ დოლარის ოდენობის პლატფორმის საკომისიოს გადახდა. 350 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შეკვეთების შემთხვევაში, დაწესდება 0.1%-ის ოდენობის სპრედი. პერიოდულად შესაძლოა დაწესდეს ADR საკომისიოები, რომელიც მერყეობს 0,01 აშშ დოლარიდან 0,03 აშშ დოლარამდე თითო აქციაზე. Binance ამჟამად არ აწესებს ანგარიშის მომსახურების, უმოქმედობის ან შენახვის საკომისიოებს.

შესაძლებელია თუ არა Binance-ზე აქციების კრიპტოვალუტებით ყიდვა?

დიახ. აქციების შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ USDC, BNB, USDT, U და USD1. USDC-ის გარდა სხვა აქტივები ავტომატურად კონვერტირდება USDC-ზე შეკვეთის გაგზავნისას, ხოლო კონვერტირებული USDC-ის გამოუყენებელი ნაწილი ბრუნდება თქვენს ფინანსირების ანგარიშზე. თქვენი აქტივები უნდა ინახებოდეს თქვენს ფინანსირების ან სპოტ ანგარიშზე.

დღე-ღამის რა პერიოდში მიმდინარეობს აქციებით ვაჭრობა?

Binance-ზე აქციებით ვაჭრობის პროცესები მიმდინარეობს დღეში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, კვირაში ხუთი დღე (24/5), შაბათ-კვირისა და აშშ-ის საჯარო დღესასწაულების გარდა. შესაძლებელია სამი სხვადასხვა სავაჭრო სესიის არჩევა: სტანდარტული სავაჭრო საათები (9:30-დან 16:00-მდე აღმოსავლეთის დროით), გახანგრძლივებული სავაჭრო საათები (Pre-Market + Market-Open + Post-Market) და 24 საათიანი ვაჭრობა (Overnight + Pre-Market + Market-Open + Post-Market). საბაზრო შეკვეთები აქტიურია სტანდარტული სავაჭრო საათების განმავლობაში.

შეჯამება

Binance Stocks Trading მომხმარებლებისთვის TradFi-ის სამყაროზე წვდომის ახალი შესაძლებლობაა და ეხმარება მათ პორტფოლიოს დივერსიფიკაციაში კრიპტოვალუტების გარდა სხვა აქტივების მეშვეობით. აქციებით ვაჭრობის ფარგლებში შეძლებთ ისეთი შესაძლებლობებით სარეგებლობას, როგორიცაა მცირე ოდენობის საწყისი ინვესტიცია, საკომისიოების არარსებობა, აქციების ნაწილობრივ შეძენის შესაძლებლობა, რაც მას განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის დამწყები მოვაჭრეებისთვის. როგორც ნებისმიერი სხვა საინვესტიციო პროდუქტის, ისე აქციებით ვაჭრობის შემთხვევაშიც, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა საკომისიოების სტრუქტურის, ვაჭრობის სესიების და პოტენციური რისკების საფუძვლიანად შესწავლა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.